ეკლესია ჩემთვის სულიერი ნუგეშია
ეკლესია ჩემთვის სულიერი ნუგეშია
ამას წინათ "კარიბჭის" რედაქცია კახეთში მოსალოცად ვიყავით. რომ იტყვიან, შეუძლებელი შევძელით - შვიდი ტაძარი მოვილოცეთ: ალავერდი, თეთრი გიორგი, თელავის ღვთაება, ძველი და ახალი შუამთა, გურჯაანის ყველაწმინდა და გრემის მთავარანგელოზთა ტაძრები. ეს მადლიანი ადგილები რამდენჯერაც არ უნდა მოილოცო, მათი ხელახლა ნახვის სურვილი ისევ გიჩნდება. თითქოს რაღაც უკმარისობის გრძნობა გეუფლება და გგონია, რომ სხვა დროს უფრო გულდაგულ მიეფერები წინაპართა ნაამაგარს.

გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ერთი სიფრიფანა ქალბატონი იჯდა მესანთლის მაგიდასთან. ჟურნალი გადაეშალა და გულისყურით კითხულობდა - ჩვენი ჟურნალი იყო, "კარიბჭე". მოგწონთ-მეთქი? გამიღიმა, - ძალიან, ამ ჟურნალმა ბევრი რამ მასწავლა, დაბრკოლებების დაძლევაშიც მეხმარებაო. როცა გაიგო, "კარიბჭელები" ვიყავით, გაიხარა და სამადლობელი სიტყვებიც არ დაიშურა. ვინაობა ვკითხე.

- სოფელ ენისლიდან ვარ, - გამომყვა საუბარში, - გრემის ტაძარში მესანთლედ ორი წელია ვმუშაობ. თავიდან ამ ტაძარში მამა გაბრიელი წირავდა. მაშინ ერთი პედაგოგი მუშაობდა მესანთლედ, მერე სკოლაში დაიტვირთა და მესანთლეობა დამითმო.

გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში უდიდესი მადლი ტრიალებს, რაც მუდამ იგრძნობა. იგი 1565 წელს ააგო კახთა მეფე ლევან II-მ. მანამდე აქ მეფეთა პალატი და სხვა ნაგებობები მდგარა, რომელთაგან ზოგი იქვეა კოშკის მსგავს ნაგებობებში ჩაქსოვილი, ზოგიც დაინგრა. ტაძრის გალავანში სათოფურები იყო ჩატანებული. ადრე ტაძრის ახლოს მიწაში შეჭრილი გრძელი შენობა მდგარა. ამ შენობიდან მოყოლებული სამხრეთ-დასავლეთ კუთხემდე გალავანი თითქმის ათი მეტრი სიმაღლის ყოფილა. გალავნის სამხრეთი კუთხიდან მდინარეზე გვირაბი ჩადიოდა. გრემის გალავანი ერეკლე მეფეს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე სასახლის ტიპის კოშკური ნაგებობა მდგარა. დღემდე მოღწეულია გადაკეთებული რამდენიმესართულიანი შენობა. XIX საუკუნეში მისთვის თაღებიანი სამრეკლო დაუდგამთ.

XVII საუკუნის დასაწყისში გრემი არაერთი ტრაგედიის მოწმე იყო. ამ დროს კახეთში მეფობდა ალექსანდრე II, რომლის შვილი კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე შაჰმა ჯარით კახეთში გამოგზავნა დავალებით - მოეკლა მამა და თვითონ გამეფებულიყო. კონსტანტინემ სიცოცხლეს გამოასალმა მოხუცი მამა, ძმა გიორგი, შემდეგ თავის რძალს, მეფე დავითის ქვრივს, ქეთევანს შეუთვალა, მაჰმადიანური წესის თანახმად, ცოლად გაჰყოლოდა. შეძრწუნებულმა ქეთევანმა შეკრიბა კახელნი, მამის მკვლელს აუმხედრდა და დაამარცხა.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ როსტომ მეფეს გამოუვლია. მის მემატიანეს ასე ჩაუწერია: "იქ მრავალი კარგად ნაშენი სასახლენი დაქცეულ-დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომქმნილნი". მომდევნო წლებში კახეთის სატახტო თელავი გახდა, გრემში თანდათან ჩაკვდა ცხოვრება. დღეს აქ მხოლოდ ნანგრევებია, რომელთაც თავს დაჰყურებს მთაზე კოხტად წამომდგარი მთავარანგელოზთა ანსამბლი. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გრემის ტაძარი 1999 წელს გაიხსნა. იმ დღიდან მოყოლებული დავდივარ მთავარანგელოზთა ტაძარში.

ჩემი პირველი სულიერი მოძღვარი მამა გაბრიელი გახლდათ. მან მომაქცია სარწმუნოებაში. მანამდე ეკლესიურ ცხოვრებასთან საერთო არ მქონდა. მამა გაბრიელის დახმარებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მერე მამა გაბრიელი ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად აკურთხეს. მას შემდეგ გრემში მღვდელმონაზონი იაკობი (მელაძე) წირავს. ჩვენი ტაძრის ახლოს მამათა მონასტერია. მამა იაკობი ამ მონასტრის წინამძღვარიც ბრძანდება.

პროფესიით პედაგოგი გახლავართ, თუმცა ახლა პენსიაზე ვარ. უფრო მეტ დროს ტაძარში ვატარებ. ძალიან დიდი შემწეა ჩემი ოჯახისთვის მთავარანგელოზთა ტაძარი. თუ რაიმე განსაცდელი მაქვს, ეკლესიაში მოვდივარ და დარდისგან სრულიად გავთავისუფლდები, ვმშვიდდები ხოლმე. ტაძარში სულ სამი მესანთლე ვართ. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ვარ ტაძარში.

ხშირად მახსენდება ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) აღვლენილი წირვა-ლოცვა. ძალიან კარგი ადამიანია მეუფე სერგი. ხშირად ატარებს ხოლმე გრემში სამეუფეო მსახურებას და ჩვენც სიხარულით ვეგებებით მის მოსვლას. მეუფის ქადაგება ეკლესიურ ცხოვრებაში გვაწინაურებს. მეუფე გვარიგებს: როგორ შეიძლება, მორწმუნემ დილა-საღამოს არ ილოცოს და უფალს მადლობა არ შესწიროს იმ დღისთვისო. ვცდილობ, ასე მოვიქცე.

კახეთში უამრავი ეკლესია-მონასტერია. აქვეა სამების ტაძარი, ნეკრესი, კვირაცხოველი. ადრე, ვიდრე მთავარანგელოზი ამოქმედდებოდა, ღვთისმშობლის ტაძარში დავდიოდით. 28 აგვისტოს მარიამობას იქ ვდღესასწაულობდით. დღეს უკვე მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით მრავალი ეკლესია-მონასტერი მოქმედებს. ძალიან კარგი მოძღვრები გვყავს. გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარი ადრე მამა ისაია იყო. მერე ის ყვარელში გადაიყვანეს. ჩვენთან წირავს ბერი სერგი. ძალიან დიდი მადლი აქვს ჩვენს მამათა მონასტერს. ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება - შესაწირავს ურიგებს მათ. ღვთისა და ჩვენი მამების წყალობით მთელი სოფლის ახალგაზრდობა მოექცა ეკლესიისკენ. გესიამოვნებათ, რომ ნახოთ რამხელა მრევლი ჰყავს ტაძარს. ენისლიდანაც ბევრი მოექცა ღვთისკენ.

ეკლესია ჩემი დიდი იმედია. საოჯახო საქმეებს გადავდებ ხოლმე, მივეშურები ტაძრისკენ და უფალს შემწეობას ვთხოვ. ვევედრები ღვთისმშობელ მარიამს და წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზს, ყველა წმინდანს. გრემში გვაქვს ქეთევან წამებულის სამლოცველო. იქ მუხლს მოვიდრეკ და ვევედრები წმინდა ქეთევანს სამშობლოს კეთილდღეობას, მშვიდობას, ჩვენი სოფლის გაძლიერებას.

ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი "კარიბჭე", რა უნდა მოხდეს, რომ ერთი ნომერი გამომრჩეს. თუ ვერ ვყიდულობ, ახლობლებისგან ვთხოულობ. გისურვებთ ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს და უფრო მეტად გაძლიერებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler