"გადამარწმუნა კი არა, მის ცხოვრებაშიც დიდი ფერისცვალება მოხდა - ყოფილი მგზნებარე კათოლიკე ახლა მართლმადიდებელი მღვდელია..."
"გადამარწმუნა კი არა, მის ცხოვრებაშიც დიდი ფერისცვალება მოხდა - ყოფილი მგზნებარე კათოლიკე ახლა მართლმადიდებელი მღვდელია..."
საოცარი რამ ხდება, როცა ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ერწყმის და გული ახალ, შეჭმარიტ სიცოცხლეს პოვებს. ამ წამებს დიდხანს ელის ზეცა და გამოუთქმელი სიხარულით ხარობს მარადისობისთვის ნაშობი და ფერნაცვალი ჩვენი სულის გამო. მისთვის ხომ მთელი სამყაროს საუნჯეც არაფერია ერთი, თუნდ დაცემული, ადამიანის სულთან შედარებით.

ვინც ეძიებს, პოვებს და მთელი არსებით ქრისტეს უერთდება. ასე მგონია, ამ ევროპელი ბიჭის ამბავიც ამის დასტურია.

***
დევიდი მთლად ტიპური ბრიტანელი ბიჭი არ არის, მაგრამ მისი "არაჩვეულებრიობა" უფრო შინაგანია და ამიტომაც თავიდან თითქოს სახელს ვერც არქმევ, თუ რა ძალამ და ანდამატმა დაგაკავშირა ასე უეცრად ცხრა მთას იქიდან გადმოხვეწილ, პირველად ნანახ ადამიანთან...

დევიდი საქართველოში მოინათლა და დღემდე თითქმის ყველა ჩვენებურს პირველად იმას ეკითხება, - ამდენი ხალხი რატომ გარბიხართ აქედანო. ჩემს კონტრკითხვაზე კი, თავად როგორ მივიდა მართლმადიდებლობამდე და საქართველომდე, ასე მიპასუხა:

- ბავშვობაში მამას ბაპტისტურ ტაძარში თან არასოდეს დავყავდი, მაგრამ ისიც და დედაჩემიც ჩამჩიჩინებდნენ, - იესოსი უნდა ირწმუნოო...

ჩვენთან, ევროპაში, ბაპტისტურ და მეთოდისტურ ტაძრებთან არსებობს რამდენიმეკვირიანი საბავშო საზაფხულო სკოლები... ოთხი წლისა რომ შევსრულდი, ბაპტისტურ საბავშვო ბაღში შემიყვანეს, მერე სწავლა მეთოდისტურ სკოლაში გავაგრძელე და მოგვიანებით ძალზე აქტიურ მეთოდისტადაც ჩამოვყალიბდი...

სკოლა რომ დავამთავრე, სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე და მალე ბაკალავრის ხარისხიც მომანიჭეს. იქ ლიტერატურა და რუსული ენა შევისწავლე და არც წირვები გამიცდენია. შეიძლება ითქვას, თავიდან ეს რიტუალი მძულდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს ყოველივე ხომ ძალზე ზედაპირულია და ღმერთთან და ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს-მეთქი, თუმცა თავს ძალა დავატანე და ამგვარი ლიტურგიის სიყვარული როგორღაც "ვისწავლე"...

ამაში ყველაზე მეტად ის გარემოება დამეხმარა, რომ ყოველკვირა ვეზიარებოდი. მაგრამ როცა არდადეგებზე შინ ვბრუნდებოდი, მეთოდისტური ლიტერატურა არავითარ სიხარულს აღარ მანიჭებდა - თითქოს მხოლოდ სიმღერასა და ქადაგებას ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა (უნდა ვაღიარო, რომ მეთოდისტებს მართლაც ლამაზი საეკლესიო სიმღერები აქვთ), რაც, ცხადია, აღარ მაკმაყოფილებდა.

მეთოდისტთათვის სულერთი იყო, გწამდა თუ არა, რომ წმინდა ზიარება მართლაც ქრისტეს სისხლი და ხორცია. სწორედ მაშინ დავეჭვდი: თუ მართლაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ ვეზიარები, ამ ყველაფერს რაღა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს-მეთქი?

მიუხედავად წირვის ლამაზი რიტუალისა და რეგულარულად ზიარებისა, ეპისკოპალური (ანგლიკანური) ეკლესიის თეოლოგია ჩემთვის მეტისმეტად თვითნებური იყო. ანგლიკანებს ძლიერი თეოლოგია არ გააჩნიათ და ჰგონიათ, შეგიძლია ირწმუნო, რაც გსურს. ხოლო როცა რამეს ვეკითხებოდი, პასუხის გაცემა არ შეეძლოთ.

ბევრ ანგლიკანს სურდა, ჰომოსექსუალებისთვის მღვდლად კურთხევის ნება დაერთოთ, რაც მათ მორალურ ნორმათა დაუშვებელ სისუსტედ მიმაჩნია...

ჩემს ამბავს რომ გიამბობთ, შეუძლებელია, ერთი მართლაც გამორჩეული ადამიანი, ჩემი მეგობარი ბენი არ ვახსენო, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისას დავუახლოვდი და მალევე დავმეგობრდით. იგი იმ დროს კათოლიკური ეკლესიის მრევლი გახლდათ და პირველი კითხვებიც ეკლესიის ისტორიისა და თეოლოგიის შესახებ სწორედ ბენმა დამისვა. მაშინღა დავრწმუნდი, რომ არც ეკლესიის ისტორია ვიცოდი და არც მის არსზე მქონდა სერიოზულად ნაფიქრი. ბენმა ეკლესიის მამები გამაცნო და მეც ახალი სამყარო აღმოვაჩინე. როგორც იქნა, ვიპოვე ღრმა პასუხები კითხვებზე, რომლებზე პასუხსაც ამდენ ხანს ვეძებდი...

- კერძოდ, რა გაინტერესებდა ყველაზე მეტად?

- რა და ის, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ღმერთი და რატომ უნდა ვიყოთ ქრისტიანები...

ფუნდამენტალისტთა უმრავლესობა (და არა ყველა) ძალიან ბევრს საუბრობდა სასჯელზე, რომელიც, მათი აზრით, ადამიანებს იმ შემთხვევაში ელის, თუ ქრისტეს მხსნელად არ აღიარებენ. მე კი საკუთარ თავს ვეკითხებოდი: გამოდის, ქრისტიანი მხოლოდ იმიტომ უნდა ვიყო, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე-მეთქი? ეს ყველაფერი ძალზე ეგოისტურად მეჩვენებოდა... მაგრამ თუ ფუნდამენტალისტებს სარწმუნოების საფუძველთა შესახებ ჰკითხავდი, გიპასუხებდნენ, რომ ამდენი კითხვა რწმენის ნაკლებობის ნიშანი იყო.

სადღაც ორიგენეს ნაშრომებს წავაწყდი და მივხვდი - ადამიანს ღმერთი იმიტომ უყვარს და ეძიებს, რომ შემოქმედმა იგი, უბრალოდ, ასეთად შექმნა. ჩვენ უფლის სიყვარული და მსახურება ბუნებით გვაქვს ბოძებული, მაგრამ თუ ამას ხორცს არ შევასხამთ, ვერც ბედნიერებას შევიგრძნობთ ოდესმე. მეტიც - ადამიანურებიც კი ვერ ვიქნებით.

ბოლოს და ბოლოს, გავიგე, სად იყო ჭეშმარიტი ხსნა...

- მაინც, რაშია იგი?

- ეს გახლავთ ცხოვრების არა ერთი რომელიმე მომენტი, როცა იესოს ვაღიარებთ, - რაც, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, - არამედ ისიც, რომ ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, მაგრამ ეს ხატი შევბღალეთ და მის აღსადგენად უნდა ვიღვაწოთ, იესოს მსგავსნი უნდა გავხდეთ, რომ პირველქმნილი ხატის აღდგენა შევძლოთ.

როგორც გითხარით, ბევრი ახალი გავიგე და ბევრ კითხვასაც გაეცა პასუხი. მეთოდისტებს აქვთ ბიბლია, ცოტაოდენი ბედნიერება, ქადაგება და ლამაზი საეკლესიო სიმღერები, მაგრამ არ ჰყავთ წმინდანები, მათ ეკლესიაში არც სულიერი რჩევებისა და ასკეტიზმის ძლიერი ტრადიცია არსებობს და არც მარხვისა და ყოველდღიური ლოცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, წმინდა მამებისკენ გზის გაკვლევაში ძნელად თუ ვინმე დაგეხმარება. ამან მაფიქრებინა, რომ კათოლიკე ან მართლმადიდებელი გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, ჩვენებურთათვის მართლმადიდებლობა ძალიან უცხოა...

- დევიდ, ასეთი რთული ძიების შემდეგ როგორ გახდი მართლმადიდებელი?

- როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, უნივერსიტეტში რუსულს ვსწავლობდი და ერთ მშვენიერ დღეს რუსეთშიც მოვხვდი. სულ მცირე, ის მაინც გავიგე, რომ მართლმადიდებლობა არსებობს. რაც შეეხება კათოლიციზმს, პაპის ავტორიტეტის აღიარება არ შემეძლო და არც მათი ღვთისმსახურება მიზიდავდა. ამდენად, მართლმადიდებლობა საუკეთესო შესაძლებლობად მივიჩნიე.

- ვერც თქვენმა მეგობარმა ბენმა გადაგარწმუნათ ამაში?

- ვერა. გადამარწმუნა კი არა, მის ცხოვრებაში დიდი ფერისცვალება მოხდა...

ფიქრობდა, თუ მართლმადიდებელი გავხდებოდი, მხოლოდ პაპის ავტორიტეტში ჩემი დარწმუნებაღა დარჩებოდა და სულ მალე მეც გამაკათოლიკებდა, მაგრამ მართლაც რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი - ბენი, მგზნებარე კათოლიკე, რომელიც ასე მონდომებით და ტაქტიკურად ცდილობდა ჩემს გაკათოლიკებას, ახლა მართლმადიდებელი მღვდელია, მამა ბენედიქტე, რომელმაც საკუთარი თავი თავადვე გადაარწმუნა...

არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, ეს ყველაფერი როგორ მოხდა, თანაც სწორედ იმ დროს, როცა ბენი, ერთი შეხედვით, თავისი რწმენის "მგზნებარების" ზენიტში იყო... უფალმა მასზე უდიდესი მოწყალება მოიღო და თვალი, როგორც ჩანს, იმიტომ აუხილა, რომ გულწრფელად ეძიებდა ჭეშმარიტებას. ის იყო და ის - ბენს მართლმადიდებლობა სიცოცხლედ ექცა და ეს სიყვარული მეც გადმომედო...

მადლობა უფალს ჩვენი დიდი ფერისცვალებისთვის!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler