"მეფე ცხებული" და "მეფე სხუა"
"მეფე ცხებული" და "მეფე სხუა"
ზეციდან ჩამობრძანებული ცხოვრების წესი
შუმერები ამბობდნენ: ისტორია დაიწყო მაშინ, "როდესაც მეფობის წესი ზეციდან ქვეყანაზე ჩამობრძანდა" და მესოპოტამიის სამხრეთით უძველეს ქალაქ ერიდუში დამკვიდრდა.

მანამდე კი - წარღვნის შემდეგ, ხალხმა ბაბილონის გოდლის მშენებლობა გადაწყვიტა. მაშინდელ "ფარაონებს" მიაჩნდათ, რომ ცას აწვდენილი კოშკი მათი სიდიადის უტყუარ ნიშნად გაცხადდებოდა და ამით დაიწყებოდა მეფობის ისტორია. მოხდა პირიქით: ადამიანებს გაუქრათ საერთო ენის გამონახვის სურვილი, მეფეებს გაუძნელდათ ხალხთან და ერთმანეთთან მოლაპარაკება. ამიტომაც დღემდე ადამიანთა შორის ურთიერთობის უმთავრეს ფორმად ძალადობა რჩება. ნებისმიერი სახის გოდლის მშენებლობა, ანუ პიროვნების თვითგანდიდება, უეჭველად გაუგებრობით სრულდება. გაუგებრობას ძალადობა მოჰყვება, ძალადობას კი - ქვეყნის დაქუცმაცება და დაშლა (მსაჯ. 21:25).

შესაბამისად, უკვე მრავალი ათასწლეულის წინ ადამიანებმა დაიწყეს სამართლიანი თანაცხოვრების წესების ძიება.

ასეთი მცდელობები ძველი წელთაღრიცხვის 4500-4000 წელს შუამდინარეთში არსებულ ქალაქ-სახელმწიფოების მოქმედ კანონმდებლობებშიც შეინიშნება. ძველი წელთაღრიცხვის 1792-1750 წლებში ბაბილონის გენიალური მეფის, მმართველის, მხედართმთავრისა და კანონმდებლის, ხამურაბის ხელმძღვანელობით შედგენილი იქნა ე. წ. ხამურაბის კანონთა კოდექსი, რომელიც წარმოადგენდა სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სხვა დადგენილებების კრებულს. კანონებში გათვალისწინებული იყო მანამდე არსებული გამოცდილება. ეს სამართალი უძველეს კოდექსთა შორის ყველაზე სრულყოფილია. მაგრამ, ამ უდიდესი მიღწევების მიუხედავად, დანამდვილებით არ არის ცნობილი, აღნიშნული კანონები ცხოვრებაში რამდენად წარმატებულად მოქმედებდა.

უფლის ნების გაუთვალისწინებლად შექმნილი კანონები ათეისტი ან წარმართი მმართველების მიერ იწერება. ჭეშმარიტი სამართალი ადამიანს უფლისკენ უნდა მიუძღოდეს. თუ კანონმდებელი კერპით, დიქტატურით ან რაიმე სხვა "დიდი იდეით" არის მოხიბლული, მისი შემოქმედება ვერ იქნება ჭეშმარიტებისაკენ მიმართული.

წარმართული საზოგადოების წევრებს არ ესმით, ვინ არის უფალი. ამდენად, ისინი თავიანთ უმაღლეს კანონმდებელთან მიმართებაში თანასწორად ვერ ერთიანდებიან. დიქტატორები, "იდეის" შემოქმედები, მათი მსახურები, ჩინოვნიკები, ვეზირები სხვებთან შედარებით ყოველთვის უპირატეს მდგომარეობას აღწევენ. ამის გამო ხალხის დიდი ნაწილის ყურადღება ამ ადამიანების პრივილეგიებსა და მათ მიერ ადვილად მოპოვებულ მიწიერ მიღწევებზეა მიპყრობილი. სახელმწიფოში სამართალი "ეგრეთ წოდებული" ხდება და დაწინაურებული ჯგუფის უსამართლო ქმედების უშრეტ საშუალებად იქცევა.

ჭეშმარიტი ზეციური მმართველობის წესები არ შეიძლება "ჩამობრძანებულ" იქნეს წარმართი მეფის მიერ. ვერც წარმართი ხალხი შეითვისებს ზეციური სამართლის ჭეშმარიტებას. სწორედ ეს არის ყველა დროის წარმართული საზოგადოების დამახასიათებელი თავისებურება და ამიტომ მეფობის ნამდვილი ისტორია მხოლოდ საზოგადოების წარმართობიდან გამოსვლის შემდეგ იწყება.

ისტორიის დასაწყისი
ბიბლია ისტორიად მხოლოდ იმ ამბავს აღიარებს, რომელშიც მოვლენები უფალთან მიმართებაში ვითარდება, რადგან მხოლოდ ეს მოვლენები გვიჩვენებენ უფლის კანონების დამკვიდრებისა და უფალთან შერწყმის გზებს.

ჭეშმარიტ ისტორიაში წარმართობას ყოველთვის ამარცხებს გარეგნულად სუსტი, ზეციური სამართალი. ამის გამო ზოგიერთი ბიბლიური ამბავი შეიძლება დაუჯერებლადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველგვარ ცოდნას თავისი რწმენა და ენა აქვს, გამოვიჩენთ მცირე ძალისხმევას და ბიბლიური აზროვნებისკენ შემოვბრუნდებით, "აუხსნელი" და "დაუჯერებელი" ურყევი სინამდვილე გახდება, მოვლენები ბუნებრივად და გასაგებად წარმოგვიდგება.

ბიბლია გვასწავლის: თუ ერში წარმართობის ტყვეობიდან გათავისუფლების სურვილმა გაიღვიძა (როგორც წესი, ასეთი ხალხი საკუთარ ცხოვრებას უფალს ანდობს), ღმერთი ნებისმიერი ძლიერი "ფარაონის", დიქტატორის, დამპყრობლის მონობიდან დაიხსნის და სულიერი ცხოვრების ასაღორძინებლად ზეციურ კანონებს დაუწესებს. სწორედ ასეთ ხალხს მიმართავს უფალი, როდესაც ბრძანებს: "...განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი: ღმერთები ხართ?" (იოან. 10:34).

უფალი წარმართობიდან მოქცეულთ პოტენციურ ღმერთებად მოიხსენიებს. სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს უპირისპირდებიან ისინი, ვინც საკუთარი მიწიერი ძალაუფლების გამტკიცების მიზნით თაყვანს სცემს უცხო სახელმწიფოს, პიროვნებას, იდეას ან რაიმე სხვა სიბნელიდან ამოქექილ "ღმერთებს" და ჭეშმარიტი ნათლის სანაცვლოდ კერპთაყვანისმცემლობის გაძლიერებას ლამობს. ხალხი, რომელშიც უფლისაკენ ლტოლვა და სიყვარული არ იგრძნობა, განწირულია, მისი პატრონი სწორედ ასეთი "მოხიბლული ფარაონი" ხდება. "ფარაონი" თავისი წარმართობის მისაჩქმალავად სწორედ კანონშემოქმედებას იყენებს. ყველა უცნაურობას დროსთან მიმართებით ამართლებს და კეთილ საქმედ ნათლავს. უფლის მიერ დაწესებულ კანონებს არ ითვალისწინებს, მათში არსებულ ძირითად პრინციპებს საინტერესოდ, მაგრამ დრომოჭმულ მითებად მიიჩნევს.

ლოგიკურია - ასეთ კანონმდებელს, ანუ "ფარაონს", ღმერთი აღარ ესაჭიროება. ჭეშმარიტი ღმერთი მისი "გენიალური გეგმების" განხორციელების ხელისშემშლელად იქცევა. "ფარაონი" თვითონ ხდება ღმერთიცა და უფრო მეტიც... აღზევებული "ფარაონი", მართლაც, კარგავს ჭეშმარიტ ღმერთს და მისი ცოდვილი სული ეშმაკეული ძალების ხელში გადადის. ე.წ. პოლიტიკური საჭიროებისათვის "ფარაონმა" შეიძლება გარეგნულად კიდეც აღიაროს საერთო ჭეშმარიტება, მაგრამ მხოლოდ ფორმით, რადგან იგი მაცდურის მიერ არის შეპყრობილი და ჭეშმარიტების შინაარსს მხოლოდ "საკუთარ თავში" პოულობს.

ამდენად, წარმართული სენით დაავადებული "ფარაონი" თვითონაც, მისი მბრძანებელიც და მისი ძალით მოხიბლულნიც, ანუ "ვისაც აქვს ნიშანი, ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:17) - ჯოჯოხეთის უფსკრულისაკენ მიექანებიან.

ასეთ "ფარაონს" თავისი დროებითი დანიშნულება აქვს. მის შესახებ ბრძანებს უფალი: "...მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელ ქვეყანას" (გამ. 9:16).

ე.ი. ძლევამოსილი დიქტატორი ან "ფარაონი" სხვა არაფერია, თუ არა ცოდვებით დატვირთული, ხალხის დასანახად გამზადებული, ზეაღმართული სურათი, რომელიც იმთავითვე დასახევად და ცეცხლში ჩასაგდებადაა განწირული.

რწმენით წარმართი "ფარაონი" საკუთარ სულში ყოველთვის იმას პოულობს, რაც უფლისათვის მიუღებელია. ვინაიდან შინაარსს ჭეშმარიტებამდე მივყავართ, წარმართი ფორმას ანიჭებს უპირატესობას. წარმართისათვის შინაარსი საშიშია და ამიტომაც მიუწვდომელია.

"ფარაონი" ვერასოდეს ჩასწვდება უფლის კანონების ჭეშმარიტებას. "ფარაონი" არ ეძებს სიმართლეს, რადგან უფალი ერთია და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი. უფლის გვერდით დიქტატორის ადგილი არ მოიძებნება. ხოლო ის, რაც უფლის გარეშეა - არსით დაცემულია, დროებითია, წარმავალია, ხრწნადია და ფუჭია. "...ის, რაც ძველდება და ბერდება, გაქრობად მიწევნილია" (ებრ. 8:13).

"ფარაონს" მიაჩნია, რომ, თუ დააპურებს და ჩააცმევს ერს, ხალხიც - ბედნიერი და თვითონაც დღეგრძელი იქნება. იმის გამო, რომ "ფარაონს" უფლის გაგება არ ძალუძს, ის ვერ ასხვავებს პირუტყვს, ქვემძრომს და მიწის მხეცებს, ყველაფერ იმას, რაც მიწამ თავისი გვარისდა მიხედვით წარმოშვა კაცისაგან, რომელიც წმიდა სამებამ შექმნა თავის ხატად და მსგავსებად (შეადარე - დაბ. 1:24,26).

გამოსვლის წიგნი გვამცნობს, რომ ეგვიპტელთათვის ფარაონი ყველანაირი სიცოცხლის გარანტად ითვლებოდა. ის იცავდა წესრიგს და ქმნიდა საზოგადოების წევრთა თანაცხოვრების პირობებს, აკმაყოფილებდა მოსახლეობის მატერიალურ მოთხოვნებს, უზრუნველყოფდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქმნიდა კანონებს და ერთპიროვნულად ფლობდა "ჭეშმარიტებას".

უდაბნოში ებრაელებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ ეგვიპტეში ისინი ხორცით სავსე ქვაბებთან ისხდნენ და გაძღომამდე იკვებებოდნენ (გამ. 16:3). ეგვიპტელი ფარაონების მეფობა ბევრ სახელმწიფო მმართველს შეიძლება ოცნების საგნადაც კი ექცეს.

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალს ჭამისთვის და ძილისთვის არ შეუქმნია ადამიანი. "ფარაონის" მთავარი და გაუცნობიერებელი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან ებრაელი ხალხისათვის უფალთან ურთიერთობა შეუძლებელი გახადა და ამით უფლისაგან ცხებულ ხალხს ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობები შეუქმნა.

უფალმა დამონებული ხალხის თვალწინ სამაგალითოდ დასაჯა უძლიერესი "ფარაონი". ამით ისტორიაში ზეციდან ჩამობრძანებული კანონების დამკვიდრების ეპოქა დაიწყო და რადგან გაჩნდა შესაძლებლობა, ადამიანის გულს, გონებასა და სულს ღვთის დიდება დაეტია, იმ დღიდან მოყოლებული: "...რისხვა ღმრთისა ცხადდება ზეცით ყოველგვარი უღმერთოებისა თუ უსამართლობის მოქმედ კაცთა მიმართ, რომელნიც უმართლობით ახშობენ ჭეშმარიტებას" (რომ. 1:18).

ამის შემდეგ თვით უფალი მოევლინა კაცობრიობას და ერთმნიშვნელოვნად, როგორც პირადი მაგალითით (მთ. 16:25; მკ. 8:35; ლკ. 9:24), ისე სიტყვით, პირდაპირ მიგვითითა: "ვისაც თავისი სული უყვარს, დაღუპავს მას; და ვისაც თავისი სული სძულს ამქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას" (იოან. 12:25).

უეჭველია, ამის შემდეგ უკვე სცოდავს არა მხოლოდ ყველა წარმართი მთავრობა და "ფარაონი", არამედ ისიც, ვინც "თავისი სულის" სიყვარულის გამო უფალს დაივიწყებს და "ფარაონის" სამსახურში ჩადგება.

საუფლო წესების დასამკვიდრებლად განკუთვნილი ხელშეუხებელი სიწმინდეები
სინას მთის კანონები და შემდგომ მაცხოვრის მიერ ნაბოძები სახარება ჭეშმარიტად ზეციდან ქვეყანაზე ჩამობრძანებული წესებია. წმიდა წერილში მოთხრობილია, როგორ ათავისუფლებს უფალი ხალხს წარმართობის ტყვეობიდან. ასევე ნაჩვენებია, რომ რჩეული ერი კერპთაყვანისმცემლობისაკენ კვლავ შებრუნების გამო სხვა ხალხმა შეიძლება ფიზიკურადაც კი დასაჯოს. თუმცა უფალს თავისი ხალხისათვის დაწესებული აქვს სიწმინდეები, რომლებიც ყველასათვის ხელშეუხებელია.

ერთ-ერთი სიწმინდე თვითონ რჩეული ხალხია, რომელსაც უფლის მიერ დაწესებული ადგილსამყოფელი გააჩნია. მეორე უდიდესი სიწმინდე - მოწმობის კიდობანი, სადღესასწაულო კარავი და წმიდა წერილია. ამ სიწმინდეებს ებრაელი ხალხი უფლის სამკვიდრებელსა და მასთან შეხვედრის ადგილს უწოდებდა. ქრისტიანისათვის ეს ეკლესია და მისი მეუფებაა. ეს ერის რელიგიური ცხოვრების ცენტრია, სადაც უფლის მიერ დადგენილ წესებში და წმიდა წერილის ცოდნაში ხალხი, როგორც უფლის ერი ერთიანდება, მტკიცდება და იზრდება.

კიდევ ერთი დიდი სიწმინდე, რომელიც უფალმა ხალხს მისცა, არჩევანის თავისუფალი ნებაა. უფალი არასოდეს აიძულებს ადამიანს, მიიღოს ზეციდან ქვეყანაზე ჩამობრძანებული მმართველობის წესები. ერს და პიროვნებას არ შეუძლია ერთდროულად ემსახუროს უფალსაც და ეშმაკსაც. ადამიანი თვითონ ინდომებს, ხდება ხატი და მსგავსი ღმრთისა ან მიიქცევა და წარწყმდება მსგავსად ეშმაკისა.

ზეციდან ქვეყანაზე ჩამობრძანებული წესები ერის თავისუფალი ნებით მკვიდრდება, "ვინაიდან მასში ცხადდება სიმართლე ღმრთისა, სარწმუნოებიდან სარწმუნოებაში; როგორც დაწერილია: მართალი სარწმუნოებით იცოცხლებს" (რომ. 1:17).

სწორედ ამიტომ დროთა განმავლობაში გახდა შესაძლებელი, კიდობანი და კარავი ეკლესიით შეცვლილიყო და უფლისაგან ბოძებული კანონები ღვთის მორწმუნეებს საკუთარი გულით ეტარებინათ.

გარკვეულ "დრომდე" ადამიანისა და უფლის ურთიერთობა მხოლოდ ცალკეულ ისტორიულ პიროვნებათა ცხოვრებაში აისახა (აბრაამი, როგორც რჩეული, დაბ. 15; ისააკი, როგორც გამოხსნილი, დაბ. 22; იაკობი, როგორც საკუთარი იდენტურობისათვის მებრძოლი, დაბ. 32), მოსეს კანონმდებლობის მიღების შემდეგ კი მთელ ხალხზე გავრცელდა. ამ უდიდესმა მოვლენამ აშკარა გახადა განსხვავება დიქტატორის, ანუ "ფარაონისა", და უფლის მმართველობას შორის.

XX საუკუნის ცნობილი რუსი თეოლოგი ვლადიმირ ლოსსკი თავის ნაშრომში ასე გვიხატავს უფლის უანგარო დამოკიდებულებას ყოველი ადამიანის მიმართ: "...შესაქმე (დაბადება) - ეს ღვთის მიერ თავისუფლად ნაბოძები აქტია. ღვთაებრივი არსისათვის ის არავითარი "შინაგანი გარდაუვალობით" არ არის განპირობებული... წმიდა სამება სიყვარულში სრულყოფილებაა. სიყვარულის სრულად გამოვლინებისათვის მას არ ესაჭიროება რაიმე "სხვა", რადგან სრული სხვა თვით უფალშია და ეს სისრულე ჰიპოსტასთა ურთიერთობაშია დაუნჯებული..."

უფლის "...ქმნილება გამოხატავს წესრიგს, სიყვარულს, თვითნებობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებას. სწორედ შესაქმეში ვლინდება ის ღვთიური "ღირსებები", რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვს დაცემული ადამიანის მიერ გამოგონილ, სიყალბით აღსავსე თავისუფლებასთან. თუ ამ სიყალბეს გავარღვევთ და სამყაროს ჯანსაღი თვალით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქმნილების ყოფაში თვით უფლის ნება აისახება. ეს უფლის ყოფაა. უფალი ამ ყოფაში ქმნილებას თანამონაწილეობისათვის უხმობს. ის, ვინც უფლისაგან ქმნილად შეირაცხება, ამ ღვთიურ გამოძახილს უნდა ეძებდეს, რადგან მხოლოდ ამ გამოძახილზე გაცემული პასუხი შეიძლება იყოს გამართლება მისთვის ღვთისაგან ბოძებული ყოფისა".

ცხადია, ამ უდიდესი სიკეთეების მოწინააღმდეგე არ ცხონდება ანდა ამ დიდ საქმეზე მახვილის აღმმართველი მახვილითვე განადგურდება (მთ. 26:52).

უდიდეს გულისტკივილს იწვევს რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ II-ის ოჯახის გარშემო დატრიალებული საშინელი ტრაგედია: ნიკოლოზ II 1917 წელს იძულებული გახდა უარი ეთქვა სამეფო გვირგვინზე, ხოლო 1918 წლის 17 ივლისს, ღამით, ქალაქ ეკატერინბურგში მეფე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, ხუთი შვილი და რამდენიმე უახლოესი ადამიანი) იპატიევის სახლის სარდაფში ბოლშევიკებმა ყოველგვარი გასამართლების გარეშე ერთმანეთის თვალწინ დახვრიტეს. მოგვიანებით ამას მოჰყვა რუსეთის იმპერიაში ეკლესია-მონასტრების რბევა და სასულიერო პირების სასტიკი დევნა.

შინაურმა თუ გარეულმა არც ის უნდა დაივიწყოს, რომ სულ რაღაც ასიოდე წლით ადრე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი გააუქმა, ხოლო 1811 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ბრძანება გამოსცა. განა შეიძლება, არ სცოდნოდა რუსეთის იმპერატორს, რომ ქართველი ხალხი არის ერი უფლისა, ხოლო საქართველო სამკვიდრებელია ღმრთისა?

წიგნში "ნათელი სოფლისა", ღირსი სერაფიმ საროველი" მიტროპოლიტი ბენიამინ ფედჩენკოვი წერს: "მონა ღვთისა აგაფია, რომელიც თავის სამი წლის შვილთან ერთად კიევში ფლოროვსკის მონასტერში ცხოვრობდა, ერთხელ, შუაღამის ლოცვის შემდეგ, ღირსი შეიქმნა ეხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, და აი, რა უბრძანა მას ღვთისმშობელმა: "ეს მე ვარ, დედუფალი და ნუგეშინისმცემელი შენი, რომლის მიმართაც შენ დღენიადაგ ლოცვას აღავლენ. მოვედი, რათა გამცნო ნება ჩემი. წადი ახლა აქედან და დაემკვიდრე, სადაც მიგენიშნება. იქ გაშენდება ჩემი ახალი სამკვიდრებელი და განდიდდება ჩემი სახელი. ამ ახალს, ჩემს წილხვედრსა და დიდებულ მიწას, გადმოეფრქვევა მადლი ჩემი წილხვედრი ივერიისა, ათონისა და კიევისა. და ეს გახდება მეოთხე წილხვედრი ჩემი ქვეყანა".

ეს გამოცხადება 1765 წელს მოხდა და საქმე დივეევოს მომავალ მონასტერს ეხებოდა.

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა მთელმა საქრისტიანომ იცოდა. ამის შესახებ თვით ღირს სერაფიმ საროველსაც არაერთხელ უბრძანებია და თუ ამ ამბავმა იმპერატორამდე მაინც ვერ მიაღწია, რუსეთის წმიდა სამღვდელოებას ხომ უნდა სცოდნოდა, ვის კუთვნილებაზე აღმართა ხელი მათმა იმპერატორმა?

დიდ გაკვირვებას იწვევს წარსულიცა და დღევანდელობაც, რადგან ერთმორწმუნე ხალხი ხანდახან არად მიიჩნევს ღვთის ნებას და ამით დიდ ზიანს აყენებს საკუთარ შთამომავლობას.

რაც შეეხება თვით ალექსანდრე I-ს, მოგვიანებით იმპერატორი თურმე ტახტზე უარის თქმას აპირებდა და საერო ცხოვრებიდან განდგომაზე ოცნებობდა. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ის ტაგანროგში მუცლის ტიფით გარდაცვლილა. დღემდე გაუგებრობით არის მოცული მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი.

სხვა საუფლო წესების დამრღვევთათვის
უფლის სამკვიდრებლის ხელმყოფი უეჭველად დაისჯება. ასევე დაისჯება უფლის განცხადებული ნების უარმყოფელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მეფეა და ცხებულია.

ებრაელთა პირველმა მეფემ, საულმა, რომელიც ღვთის ნებით სამუელის მიერ იყო ცხებული, თავისი სიმაღლითა და სილამაზით თავიდანვე მოხიბლა ხალხი: "ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა. უთხრა სამუელმა ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!" (I მეფ. 10:23,24).

ამ დროს ებრაელები მეფეს მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით აფასებდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ მის მორალურ და სულიერ თვისებებზე. უფალმაც ზუსტად ის მეფე მისცა ხალხს, რომლისთვისაც შინაგანად იყვნენ გამზადებულნი.

KARIBCHE

სამუელი აკურთხებს საულს

საულს გვერდით წინასწარმეტყველი და მოსამართლე სამუელი ედგა, ის ყოველთვის მზად იყო განეცხადებინა მეფისათვის, რას მოელოდა მისგან უფალი. მაგრამ დროთა განმავლობაში საულმა დაივიწყა თავისი უბრალოება. მიეჩვია სიმდიდრესა და მედიდურობას. ძალაუფლება გახდა მისი სიყვარულის მთავარი ობიექტი. ბოლოს სამუელი მას საბოლოოდ ჩამოშორდა და მეფე უფლის გარეშეც დარჩა. საუბედუროდ, ოდესღაც ცხებული და ხალხისათვის საყვარელი მეფე თავისი ამპარტავნების გამო "ფარაონად" გარდაიქმნება და უფსკრულისაკენ ისე მიექანება, რომ მას ძლიერი დაცემის შეგრძნებაღა შეუძლია. ასეთი დაცემა საულმა პირველად დავითის გამეფების შესაძლებლობაში დაინახა. "ფარაონი" ვერ ეგუება ტახტის დაკარგვას. მას გონება უბნელდება და ვეღარ აკონტროლებს თავის ნამოქმედარს. ასე დაემართა საულსაც, იგი თავდავიწყებამდე გაბოროტებული დევნიდა დავითს და სამეფოში ყველას, მათ შორის - საკუთარ შვილებსაც, დიდი სისასტიკით ექცეოდა.

ბოლოს მეფემ იგრძნო, რომ უფალმა იგი საბოლოოდ მიატოვა და მის სულში შიში დამკვიდრდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაშინ, როდესაც საულის ბრძანებით ქვეყანაში ჯადოქრობა სასტიკად იდევნებოდა, გარდაცვლილი სამუელისაგან რჩევის მისაღებად მეფემ დახმარებისათვის ჯადოქარ ქალს მიმართა.

"უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რათა მასწავლო, როგორ მოვიქცე. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?" (I მეფ. 28:15,16).

შემდეგ განაგრძო სამუელმა და უწინასწარმეტყველა საულს:

"...აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები" (I მეფ. 28:18,19).

საუბედუროდ, "ფარაონად" ქცეული მეფეები უკანასკნელ წუთამდე ვერ გრძნობენ თავს დატრიალებული საშინელების მოახლოებას. მეფისა და ქვეყნის უბედურების დასაწყისი კი ის არის, რომ მეფე ივიწყებს და ხალხი თავიდანვე არ ახსენებს მას წმიდა წერილში (რჯლ. 17) მკაცრად მითითებულ, ერთი შეხედვით, არცთუ რთულად შესასრულებელ, მეფის არჩევასთან დაკავშირებულ წესებს და მეფის მოვალეობებს. ამ გულმავიწყობის შედეგად იღუპება მეფე და დიდი საშიშროების წინაშე დგება მთელი ხალხი და ქვეყანა.

აი, როგორ გამოიყურება ეს წესები და მოვალეობები:

1. მეფე უნდა იყოს ღმრთის მიერ რჩეული, ანუ ცხებული;

2. მეფე არ შეიძლება იყოს უცხო კაცი, ანუ სხვა ქვეყნის შვილი;

3. მეფემ არ უნდა ამრავლოს მხედრები საკუთარი ძალაუფლების დასაცავად, ანუ ტახტს თავისი ხალხისაგან სამხედრო ძალით არ უნდა იცავდეს;

4. მეფეს არ უნდა ჰყავდეს მრავალი ცოლი, ანუ არ უნდა ეწეოდეს გარყვნილ ცხოვრებას, რათა არ შეირყვნას მისი გული;

5. მეფე თავისთვის არ უნდა აგროვებდეს ბევრ ოქრო-ვერცხლს;

6. მეფემ თვითონ უნდა ჩამოწეროს უფლის კანონების სრული სია,

7. მუდამ თან უნდა ატარებდეს ამ კანონთა კრებულს და მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა კითხულობდეს და მორჩილებდეს მათ (როგორც ცნობილია, კანონთა წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა).

მეფე არ უნდა ქმნიდეს კანონებს საკუთარი ინტერესებისათვის, მან ყველა ახალი კანონი უფლის კანონებს უნდა შეუსაბამოს. მეფის ძირითადი ამოცანაა, იყოს უფლის ნების სამაგალითო შემსრულებელი და ყველა კრიტიკულ შემთხვევაში საკუთარ ხალხს უფლისაკენ მიმავალ გზაზე მიუძღვებოდეს.

საუფლო წესების შესასრულებლად მოწოდებულთათვის
უღმერთო მეფის ტრაგედია ერის ტრაგედიაა. ამიტომ ვისაც არ უნდა, "ფარაონად" გადაგვარდეს, უნდა იცოდეს, რომ ბიბლიაში მითითებულ მეფობის წესს ყავლი არასოდეს გაუვა.

და კიდევ, ამპარტავნული აზრებისაგან თავის დასაცავად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ცხებულ ქვეყანაში ვინმე ერისათვის რაიმე საკეთილდღეო წარმატებას აღწევს - ეს მასში განხორციელებული უფლის მადლია და ეს იმის ნიშანია, რომ პიროვნება გამზადებულია უფლის ნებით მოქმედებისათვის. უფლის კანონები პირდაპირ მისკენ არის მომართული და წმიდა სამების ნება პიროვნების ცხებულ ქმედებაში ხორცშესხმულ საქმედ ვლინდება - ადამიანი ასრულებს თავის უმაღლეს დანიშნულებას!

თავის წიგნში "ესქატოლოგია" ღირსი იუსტინე პოპოვიჩი წერს: ქრისტეს საიდუმლოში სრული საიდუმლოა ახალი აღთქმისა (შეადარე: ეფეს. 6:19), სრული საიდუმლოა გადარჩენის სახარებისა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის გაღმერთება, ქრისტედ მოქცევა, წმიდა საეკლესიო საიდუმლოებებითა და სახარებისეული კეთილქმედებებით მაცხოვარში ცხოვრება, ამ გზით პიროვნების სამებაში განხორციელება.

სიყვარულს მოითხოვს უფალი ყოველი ჩვენგანისაგან და სწორედ სიყვარულია ცხებული მეფის მთავარი საქმე და მის მკლავში მოქმედი ღვთიური ძალა:

მეფე დემეტრე თავდადებულს თურმე "აქუნდა ჩვეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თვისითა ხელითა მისცემდის..."

ქართულ საისტორიო წყაროებში არაერთმნიშვნელოვნად იხსენიება მეფე დემეტრე თავდადებულის ცხოვრება. ნიკოლოზ კათალიკოსმა მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მეფე და "რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა და უბრალო ბერად აღიკვეცა". მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი და მოსთხოვა მეფეს, უარი ეთქვა უწესო ქორწინებაზე, ანუ მომაკვდინებელ ცოდვაზე, მაგრამ მეფე ვერ დაიყოლია. მაშინ ბერმა მეფეს და მის ოჯახს საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა. გულშეძრულმა და გაკვირვებულმა დემეტრემ ეს წინასწარმეტყველება უხმოდ მოისმინა...

წმიდა სახარება მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წუთების შესახებ მოგვითხრობს: უფალთან ერთად ორი ბოროტმოქმედი იყო ჯვარცმული, რომელთაგან ერთი "ფარაონის" ცოდვით იყო დამძიმებული, მეორე კი ღვთისაგან ცხებული იყო და მასში სულიწმიდა მკვიდრობდა:

"ხოლო ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. ხოლო მეორე რისხავდა მას და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგან მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ უქნია. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში. ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში" (ლკ. 23:39-43). ასე შეიძლება აღსრულდეს საუფლო წესი მათთვის, ვისი გულიც უფალს არის მიყურადებული.

წინასწარმეტყველება მეფე დემეტრეს აუსრულდა და აი, როგორ: როდესაც დადგა ქართველი მეფის ცხოვრებაში უმძიმესი წუთი, დემეტრემ, როგორც ცხებულმა და ქრისტიანმა, ღვთისაგან ბოძებული ქვეყნის გადარჩენისათვის უარი თქვა არა მხოლოდ უწესო ქორწინებაზე, არამედ საკუთარ სიცოცხლეზეც. მან ბრძანა:

"აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთვის, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსვრიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე თვით მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს" (შეადარე: "წმიდათა ცხოვრება", გამ. "ბაკმი", 2006).

როგორც ჩანს, მეფე დემეტრე გულისყურით უსმენდა ეკლესიასა და ცოდვებში გულწრფელად მამხილებელ მღვდელმსახურებს. მეფეს ხმა ღვთისა ესმოდა. სხვაგვარად ცოდვილი ადამიანი ვერ მიიღებდა ესოდენ შესაშურ ქრისტიანულ გადაწყვეტილებას.

ჭეშმარიტად ნათელი ხდება, რად ჰქვია ერთ მეფეს "მეფე ცხებული" და მეორეს - "მეფე სხვა" ან "ფარაონი". ვფიქრობ, აქ ყოველგვარი ილუზია უადგილო იქნება ყველა ჯურის "ფარაონისთვის", რადგან თვითონაც ბრწყინვალედ უწყიან "თავიანთი ჭურჭელით" რა "სიმდიდრეს" დაატარებენ.

საქართველოს ისტორიაში მრავალგზის გამოვლინებულა უსაზღვრო სიყვარული ღმრთისა, ქვეყნისა და ხალხისა, ეს ქრისტიანის ბუნებიდან და ქართველი კაცის შეუპოვრობიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, საქართველოში კვლავაც დამკვიდრდეს ზეციდან ჩამობრძანებული ცხოვრების წესები, რაშიც თავისთავად იგულისხმება:

მადლი მამისა - სიყვარულის დასაბამისა;

ძისა - სიყვარულის განცხადებულისა, ანუ მწყემსისა კეთილისა, ჩვენი ქვეყნის მთავრობასა და მხედრობაში განხორციელებულისა;

სულისა წმიდისა - სიყვარულისა, სულიწმიდის ნებით ჩვენი ქვეყნის ყოველ შვილში დამკვიდრებულისა (ვ. ლოსსკი, გვ. 220).

მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზანი - სულიწმიდის მადლის მოპოვებაა, - ბრძანებს ღირსი სერაფიმე საროველი. სულიწმიდის მადლი განწმენდს, გაანათლებს და უფლისაკენ მოაქცევს ადამიანს. ამ მადლის მოპოვებისათვის მხოლოდ ადამიანის ნება არ არის საკმარისი: მამაღმერთის მიერ სულიწმიდით ადამიანში გადმოსულ მადლს აუცილებელია ადამიანის სიყვარულით აღსავსე ძალისხმევა შეეგებოს. ასეთი სინერგიული ურთიერთობის გარეშე ეს უდიდესი სიკეთე ადამიანში ვერ დამკვიდრდება.

გრიგოლ ღვთისმეტყველი სულიწმიდის შესახებ გვასწავლის:

"სულიწმიდა ყოველთვის იყო, არის და იქნება; მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული... სულიწმიდა ყოველთვის მისაღებად გვევლინება და არა რაიმეს მიმღებად; მისით ყოველთვის სრულიქმნება და არა სრულქმნისათვის განიკუთვნება; ის - ყოველთვის აღავსებს და არა აღივსება; ის - მაკურთხებელია და არა საკურთხებლად მოწოდებული; ის - განმაღმრთობელია და არა გასაღმერთებლად გამამზადებელი; სულიწმიდა მუდმივი და უცვლელია, ის - უხილავია და დროშეუვალია; ის - სიცოცხლეა და მაცოცხლებელია; ის - თვით არის ნათელი და განმანათლებელი; ის - საწყისი და წყაროა მადლისა; ის - სულია მაცხოვარებისა და მთავრობისა (ფს. 50:12-14), ის - უფალია (2 კორ. 3:17), ის - წარმგზავნელია (საქ. 13:4), გამომრჩეველია (საქ. 13:2), თავად არის საკუთარი უხრწნელი ტაძრის აღმშენებელი (კოლ. 2:22), ჭეშმარიტებისაკენ გამძღოლი (ინ. 16:13), თუ ინებებს, შემაწევარი (1 კორ. 12:11), ის გასცემს არა მონობის, არამედ შვილობის სულს (რომ. 8:15), თვით სულია იგი ჭეშმარიტებისა (ინ. 14:17), სული სიბრძნისა, გონიერებისა, რჩევისა, ძლიერებისა, ცოდნისა და უფლის მოშიშებისა (ეს. 11:2-3). მისით შეიმეცნება მამა და განდიდდება შვილი" (ინ. 16:10)".

მაცხოვრის რწმენისა და სიყვარულისათვის მამა ღმერთიდან სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა გამოვალს. სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა მაცხოვრის სიყვარულით აღვსილ ადამიანს იესო ქრისტეს საიდუმლოთა სიღრმეებისაკენ წარუძღვება. სულიწმიდა მისცემს ნათელს და გაცხადდება ის, რასაც თვალი ვერ ხედავს; მისცემს სმენას და აჟღერდება ის, რაც ყურისათვის იდუმალია; მისცემს გულს და გრძნობასა და შემეცნებაში შემოიჭრება ის, რასაც მიწიერი გული ვერ შესწვდება, ვერ დაიტევს და ვერ ეზიარება.

ეს ყველაფერი შეეხება როგორც პიროვნებას, ისე ქვეყანას. უფლის სამკვიდრებელში შეუძლებელი არაფერია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო დედამიწაზე ერთი რომელიმე უბრალო მიწის ნაჭერი არ არის. ეს უფლისაგან ცხებული და ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანაა. ამიტომ საჭიროა რწმენაში გაძლიერება, ერთიანი ძალისხმევა, ყოველგვარ კერპთაყვანისმცემლურ წესებზე უარის თქმა და როგორც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, ისე ქვეყანაში ზეციდან ჩამობრძანებული კანონების დამკვიდრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler