აი, რამხელა რამ შეუძლია სწორად წარმართულ საგვარეულო მოძრაობას
აი, რამხელა რამ შეუძლია სწორად წარმართულ საგვარეულო მოძრაობას
სულ ახლახან სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი დარბაზობა. მაისურაძეთა გვარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევა მიიღო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა საგვარეულო მოძრაობა და ყველა ქართულ გვარს გაერთიანებისკენ, ეროვნული და საგვარეულო ტრადიციების აღდგენისკენ, ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდა, რათა თითოეულ გვარს თავისი წვლილი შეეტანა ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ჩამოყალიბებაში. პატრიარქის ეს მოწოდება მაისურაძეთა შორის ერთ-ერთმა პირველმა ბატონმა გოგიმ გაითავისა. მან თანამოაზრეთა ჯგუფი შემოიკრიბა და 1995 წელს მაისურაძეთა საგვარეულო საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა.

გოგი მაისურაძე:
- რუსეთში უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით. იქ იმ დროს 35 ქართული ოჯახი ცხოვრობდა. მათ შორის 7 მაისურაძე ვიყავით. უმაღლესის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით. სტუდენტობის წლებში მაისურაძეებს ერთად ყოფნის ერთგვარი პრაქტიკა უკვე გვქონდა. შევქმენით საქველმოქმედო ფონდი, ვეხმარებოდით ერთმანეთს ყოველგვარი ყოფითი პრობლემის მოგვარებაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, იგივე საქმიანობა სამშობლოშიც გამეგრძელებინა. მახსოვს, თავიდან უფროსი თაობის წარმომადგენლები მეუბნებოდნენ: დონკიხოტობ, გიორგი, ერთ სამინისტროში ათი მაისურაძე ვმუშაობთ და ჯერ სადილზეც კი არ შევკრებილვართ. დიდი გვარია და შეუძლებელ საქმეს ეჭიდებიო. არ დავნებდი და დავაარსეთ მაისურაძეთა საგვარეულო საზოგადოება, რომელიც მოგვიანებით, უკვე როგორც კავშირი, ისე დავარეგისტრირეთ. დავაწესეთ მაისურაძეთა საგვარეულოს შეკრების დღეც - 6 მაისი, გიორგობა. ამ დღეს აგერ უკვე ათი წელია ვიკრიბებით მაისურაძეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და სამომავლო გეგმებს ვსახავთ.

ათი წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვენი გვარი ისტუმრა თავის რეზიდენციაში, დალოცა და ღმერთისა და ერის მსახურებისკენ მოუწოდა. აი, უკვე მეორედ მივიღეთ მისი უწმინდესობის დალოცვა და ძალიან ბედნიერები ვართ!

პროფ. ავთანდილ არაბული: - მაისურაძეთა გვარმა უკვე მეორედ მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რაც ნამდვილად სასიხარულოა ამ გვარის თითოეული წარმომადგენლისთვის. მეც ვუერთდები ამ საერთო სიხარულს და ვულოცავ მაისურაძეთა საგვარეულო კავშირს ათი წლისთავს.

საკუთარი გვარი ყველას ეამაყება. არ აქვს მნიშვნელობა, მრავალრიცხოვანია ის თუ არა, ხანგრძლივი ისტორია აქვს თუ არა. ყველა ცდილობს, საკუთარი გვარის ღირსება და ღირსეულნი წარმოაჩინოს, ნაკლოვანებანი კი კეთილი საქმეებით გადაფაროს. გლობალიზაციის მღელვარე ზღვაში აუცილებელია ჩვენი მეობა, მამულიშვილობა და გვარიშვილობა შევინარჩუნოთ.

ალექსანდრე მაისურაძე:
- შენ ყველაზე პატარა მაისურაძე ხარ ამ დარბაზში... რამდენი წლის ხარ?

- ექვსის. აქ მამას წამოვყევი. მეც მიყვარს ჩემი გვარი. მინდოდა ჩემხელა მაისურაძეების გაცნობა, მაგრამ არ მოვიდნენ...

საგვარეულო მოძრაობის ხელმძღვანელი ლევან ფრუიძე: - საქართველო გვარიშვილობის, მამულიშვილობის, ოჯახიშვილობის ქვეყანაა. ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში გვარები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ ყოველთვის. თვით "ქართლის ცხოვრება", ჩვენი ძირითადი ისტორიული წყარო, ფაქტობრივად საგვარეულოთა მატიანე გახლავთ.

ნორმალურად წარმართულ საგვარეულო მოძრაობას ყოველთვის გამოჰყავდა საქართველო უკიდურესი გაჭირვებიდან. ასეთი შეხვედრების დროს ხშირად ვიშველიებ ერთ ისტორიულ მაგალითს: XVIII საუკუნის შუა ხანებში სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის, სოლომონ I იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა. მეფეს შეთქმულება მოუწყვეს, ტახტიდან ჩამოაგდეს. საქართველო განწირული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, იმხანად ფაშა იჯდა ახალციხეში და მალე ქუთაისიც მის ბედს გაიზიარებდა. ასეთ დროს დასავლეთ საქართველოს გვარები, განურჩევლად სოციალური ფენისა და მდგომარეობისა, შეიკრიბნენ, ერთად დადგნენ, წმინდა მუხების ქვეშ გაიფიცნენ, ფიცისკაცობის რწმენა და სახელი დაიმკვიდრეს. დასავლეთ საქართველოს გვარიშვილობამ ისევ აიყვანა სოლომონ I სამეფო ტახტზე და ასე გადარჩა იმერეთი. აი, რამხელა რამ შეუძლია სწორად წარმართულ საგვარეულო მოძრაობას, როცა ერი და ბერი, ეკლესია და ხელისუფლება ერთად დგას.

საგვარეულო მოძრაობა საქართველოში არასოდეს შეწყვეტილა. სხვათა შორის, არც საბჭოთა კავშირის დროს. დამოუკიდებლობის პირველ წლებში დიდი და კარგი ინიციატივა გამოიჩინა გაზეთ "რაეოს" რედაქციამ (ეს გაზეთი რაჭველებისა გახლავთ). აქ დაიწყო პირველი საგვარეულო შეხვედრები, რომლებიც იმთავითვე ეკლესიურად წარიმართა. შეკრებილ გვარიშვილებს ლოცავდა და ლოცავს მოძღვარი.

საგვარეულო კავშირის დღევანდელ დარბაზობაზე წარმოდგენილი მაისურაძეების გვარი სამაგალითოა - მათ ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეძლეს და გააკეთეს როგორც ერისთვის, ისე გვარისთვის.

საგვარეულო მოძრაობა ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდა თავის აკვანს - საქართველოს ეკლესიას. ეს მოძრაობა ყოველთვის ეკლესიური იყო და მისი წარმმართველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახლდათ - ჩვენს სამშობლოში ეს მოძრაობა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაცოცხლდა. საგვარეულო შეხვედრები მომავალშიც ძირითადად სამების საპატრიარქო ტაძრის ბაზაზე გაიმართება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler