წარსულის ფურცლები
წარსულის ფურცლები
ორიოდე სიტყვა ათონის ივერიის მონასტრის შესახებ
"ამ ბოლო დროს, სხვათა შორის, აღიძრა ლაპარაკი საზღვარგარეთის ქართველთა მონასტრების შესახებ და როგორც სხვა საერო საქმე, ეს ლაპარაკიც მიყრუებულ-მიჩქმალულია.

დღეს თელავში ცხოვრობს ბატონი გერასიმე ნადარეიშვილი, რომელიც არის ერთი იმათთაგანი, ვისაც ორგზის მოულოცნია ოდესმე ქართველთა კუთვნილი მონასტრები და რადგანაც კარგი ხანი დარჩენილა იქ, ამასთან ბერძნული ენაც სცოდნია, მრავალი ცნობა შეუკრებია და მოგვითხრობს ათონის ქართველთა აწინდელი სავანის ძმათა შესახებ, იმ სავანისა, რომელიც ცნობილია იოანე ღვთისმეტყველის სავანის სახელით და აღწერილია მათი შევიწროებული მდგომარეობა ივერიის მონასტრის მამათაგან.

ათონის მთა ბევრსა პალესტინაში ჰგონია და ამიტომაც იერუსალიმში ბევრს ერთსა და იმავე ადგილას აქვს წარმოდგენილი. ეს ასე არ არის, ათონის მთა ერთს პატარა ნახევარკუნძულზედაა, რომელიც შევარდნილია მაკედონიის ხმელეთიდან არხიპელაგის ზღვაში. ამ ნახევარკუნძულს სიგრძე აქვს სულ 30 ვერსი, ნახევარკუნძული მაკედონიას უერთდება ვიწრო ყელით, რომლის სიგანე ადგილ-ადგილას ნახევარი ვერსია. ნახევარკუნძული მთა-გორიანი ადგილია, რომლის ზედაპირი მომეტებულად ტინისაგან შედგება. აი, ეს უნაყოფო ადგილი მე-9 საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორის განკარგულებით ბერ-მონაზონთა სამყოფლად გარდაქცეულა. ადგილობრივი მცხოვრებელნი სრულიად აუყრიათ, გარდაუსახლებიათ და შემდეგისათვისაც აღუკრძალავთ აქ დედათა მონასტრების დაარსება, მარტო მამაკაცთათვის დაუნიშნავთ ეს ადგილი. ამავე განკარგულებით აკრძალულა მთელ ნახევარკუნძულზედ მდედრობითის ნათესავობის პირუტყვის ყოლაც. მეცხრე საუკუნიდან მეათე საუკუნემდე ამ ნახევარკუნძულზედ უმოღვაწიათ ბერებს, რომელთაც უცხოვრიათ წნულის ქოხებსა, ფარდულებსა და ზოგს ცალიერა ტინებში. X საუკუნეში ათანასე ათონელს აუღია ნება იმპერატორ ნიკიფორესგან მონასტრების გაშენებისა. აი, რას ამბობს თვით ათანასე თავისს ანდერძში: "ვიხილენ მეუდაბნოელნი განდეგილნი, ათონის მთაზედ, წნულსა და ბალახით დახურულს სენაკებში და მქონენი მცირეოდენი ბოსტნისა და ვიწროებასა შინა მცხოვრებნი და არა ჰქონდათ ქვითკირით შენობანი და ქვა ქვაზედა დადებულნი". ათანასე ათონელს დიდი აურზაური აუტეხეს ათონზედ მოღვაწე ბერებმა, რომელნიც წინააღმდეგნი იყვნენ ქვითკირის შენობების შემოღებისა, უჩივლეს კიდეც იმპერატორთან. მაგრამ ათანასემ თავისი გაიტანა და ააშენა იქ მონასტერი. დროთა ბუნებამ ამ ნახევარკუნძულზედ მოღვაწე ბერებს აზრი შეუცვალა და დაიწყეს მონასტრების შენება. რადგანაც აქ მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეროვნების ბერები, ამიტომ ყველა ეროვნების ბერებმა თავისის ეროვნების სახელით დააფუძნეს მონასტრები. სულ გაშენდა ოცი მონასტერი და ამ ოცს მონასტერთა შორის იქმნა ნაწილებულნი მთელი ნახევარკუნძული. ამ ოც მონასტერში ერთი უკეთესთაგანი გაშენებულ იქმნა ქართველი ბერებისგან და სახელად ეწოდა "ივერიის" მონასტერი.

ყველა ერის, ბერძნების გარდა, ყმაწვილკაცობა იგზავნებოდა ათონის მონასტერში, სადაც ბერძნულს, ლათინურს, არაბულსა და ებრაულს ენებს სწავლობდნენ და მერე იქიდგან ისევ ბერების ხელმძღვანელობით მიდიოდნენ კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის და სხვა სასწავლებლებში, საიდანაც მეცნიერებით აღჭურვილნი უბრუნდებოდნენ სამშობლოს.

1882 წელს ვიყავ ათონის მთაზე და სხვა მონასტრებთან ერთად ივერიის მონასტერიც მოვილოცე. გუმბათის პირდაპირ, იატაკზედ ივერიის ტაძარში თითბრის ასოებით არის წარწერა, რომელიც სავსებით აღარ ეტყობა. მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს: "აღმაშენებელი გიორგი ქართველი". ტაძრის სამხრეთის მხარეს არის დახატული სამღვდელო შესამოსელში თავზედ შარავანდედითა და ზედ ბერძნულად აწერია: "წმინდა მღვდელმონაზონი მარკოზი ქართველი", რომელსაც, ბერძენი პროფესორის გედეონის სიტყვით, მე-16 საუკუნის გასულს უცხოვრია და გამოჩენილი მხატვარი ყოფილა. მისი მხატვრობა მრავალს ეკლესიაში ახლაც საუკეთესოდ ითვლება. თვით ივერიის მონასტერი და სხვა ეკლესიებიც ამ მარკოზ ქართველს დაუხატავს.

ამავე ტაძრის კარის ბჭეზედ იყვნენ დახატულნი ათამდის მეფენი, რომელთაგან შუა ადგილას დახატულს თავზედ შარავანდედი ჰქონდა. ერთიც სამხედრო ტანისამოსით იყო დახატული. როდესაც ვათვალიერებდი, ერთმა მოხუცებულმა ბერძენმა ბერმა მითხრა: "ესენი, შვილო, საქართველოს მეფენი არიან, ამ მონასტრის აღმაშენებელნი და განმაახლებელნი, და აი, ეს მხედრულად ჩაცმული - თორნიკე ქართველიაო". მეფეებს ზემოდგან საერთო ჰქონდათ წარწერა: "მეფენი საქართველოსანი". ერთს კი ეწერა "დედოფალი ნესტან-დარეჯანი".

ამავე ივერიის მონასტრის ეზოში არის მეორე ტაძარი, ღვთისმშობლის სახელზედ აშენებული. ამ ტაძარში ღვთისმშობლის ხატზედ, რომელსაც ქართული წარწერა აქვს, ფარჩის ფარდა არის ჩამოკიდებული.

მონასტრის მახლობლად არის მაღლობი ადგილი, რომელსაც "ილია წინასწარმეტყველის სადასაყუდებელი" ეწოდება. აქ ვნახე ღრმად მოხუცებული ქართველი ბერები, რომლებიც ივერიის მონასტრის ძმებად ირიცხებიან და იქიდან საზრდოობენ. ამ მამებს ხელში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ჰქონიათ და მეტის მეტის მოღვაწეობისათვის გამოსულან მონასტრიდან. ამათ შემდეგ ქართველთა მიღება ივერიის მონასტერში შეუწყვეტიათ, თუმცა საუკუნეებით განწესებული ჩვეულება არის, რომ მართლმადიდებელთა მონასტრებში ყოველი მართლმადიდებელი უნდა მიიღონ ეროვნების განურჩევლად.

1887 წელს მეორედ ვიმოგზაურე ათონის მთაზედ, მოვილოცე მონასტრები და, სხვათა შორის, პირველად მივედი ივერიის მონასტერშიაც. კარის ბჭეზედ შევიხედე და დავინახე, რომ ჩემგან ნანახი მხატვრობა მეფეებისა განუახლებიათ და წინანდელის საერთო წარწერის - "საქართველოს მეფენი, აღმაშებელნი და განმაახლებელნი ივერიის მონასტრისა" მაგიერ ეწერა: "ბიზანტიელნი მეფენი, აღმშენებელნი ივერიის მონასტრისანი". დედოფლის ნესტან-დარეჯანის მაგიერ ეწერა: "ირინე დედოფალი".
"ივერია", 1900 წელი

"26 იანვარს შესრულდა ერთი წელიწადი ნეტარ ხსენებულის ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებისა. ამ დღეს გელათის მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა ყოვლად სამღვდელო ალავერდის ეპისკოპოსი ბესარიონი, დროებით მმართველი იმერეთის ეპარქიისა, ამავე მონასტრის წინამძღვრის მამა არქიმანდრიტის სერაპიონისა, მოწამეთის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტის ბესარიონისა, ქუთაისის სემინარიის რექტორის არქიმანდრიტის დიმიტრისა, დეკანოზის გაბრიელ ცაგარეიშვილისა და სხვა სამღვდელოების თანამსახურებით. წირვის გათავების შემდეგ გარდახდილ იქნა ეპისკოპოსის ბესარიონის მიერ პანაშვიდი მწყემსმთავრის გაბრიელის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდის დაწყებამდე ბრძნობით სავსე სიტყვა წარმოთქვა ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მამა გაბრიელ ცაგარეიშვილმა, რომელმაც განმარტა, რა დიდი დანაკლისი იყო მისი სიკვდილი მისი სამწყსოსათვის კერძოდ და საზოგადოდ მთელი საქართველოსთვის. დასასრულ სთქვა მქადაგებელმა: "ნეტარ ხარ შენ, ჩვენო ბატონო, რომელმაც შეასრულე შენი მოვალეობა ღვთისგან ნაანდერძევი, ღირსეულად წარსდგები წინაშე ღვთისა და თამამად ეტყვი: "ჰა, ყრმანი ჩემნი, რომელი მომცენ მე".

პანაშვიდის დასასრულს სიტყვა წარმოთქვა ჩვენმა პოეტმა აკაკიმ, რომელიც მათის მეუფების განსვენების დღეს ვერ დაესწრო ავადმყოფობისა გამო. იგი ამბობდა, "დღეს მომეშვა გულზედ, როდესაც ვხედავ შენს საფლავს თაყვანსაცემად, შენმა ღრმა ქადაგებამ დაე შეაერთოს აწმყო მომავალთანო, ინუგეშე, მეუფეო, რამეთუ თესლმა შენმა განბნეულმა გამოიღო ნაყოფიო". აკაკის სიტყვა თუმცა პატარა იყო, მაგრამ დიდად იმოქმედა ხალხზედ. ბევრი ატირდა იმის თქმულზედ, წირვას, იმისდა მიუხედავად, რომ ცუდი ამინდი იყო, დიდძალი საზოგადოება დაესწრო. სადილად ყოვლად სამღვდელო ბესარიონ ეპისკოპოსი კრებულითა და საპატიო პირებითურთ მიპატიჟებული იყვნენ არქიმანდრიტის სერაპიონისაგან თავისს ბინაზედ".
"ივერია", 1897 წელი

გარდაბნის წმინდა გიორგი და მისი დღეობა
"ვისაც ამ ჩვენს მხარეს უვლია, ის მოგზაურობის დროს ადვილად შენიშნავდა სოფელ სიონის ქვემოდ, ყაზბეგისკენ დიდს ძველებურ ეკლესიას, რომელსაც აქვს შემოვლებული დიდივე, ნახევრად დაქცეული გალავანი. ზოგიერთების გადმოცემით, ეს ეკლესია აუშენებია საქართველოს მეფეს ვახტანგ გორგასალს, ზოგნიც ამ აზრის წინააღმდეგ სხვას ლაპარაკობენ და ამბობენ, "გორგასალმა კი არა, თამარ მეფემ ააშენაო". ეს ეკლესია საუცხოო ხელოვნებით აშენებულია გათლილის ქვით. მარტო ეს ყოფილა ოდესმე ერთი ხევის საზოგადო სათემო სალოცავი, სადაც ყოველივე სათემო საქმე სწყდებოდა. ამისათვის ამ ხატის დღეობას უწინ დიდძალი ხალხი მოდენილა და ახლაც მოდის ხოლმე, მხოლოდ ახლა კი არა, ყოველ წლობით, არამედ ხუთ წელიწადში ერთხელ, რადგანაც ყოველ მეხუთე წელზე სხვა რიგით იციან გარდაბნელებმა ამ დღესასწაულის გადახდა. ხალხისავე გადმოცემით, ამ ეკლესიას დიდძალი ნივთიერი სიმდიდრე ჰქონია და აქვს დღესაც, სადღაც კედელში თუ მიწაში შენახული. მხოლოდ ხალხმა, დროთა ვითარების გამო, ის ადგილი დაივიწყა და აღარ იცის. ხალხმა მარტო ის იცის და ისღა ახსოვს, რომ სადღაც ეკლესიის ქვებზე წარწერები უნდა იყოს, რომლის საშუალებით ამ სიმდიდრის პოვნა ადვილად შეიძლებოდა.

KARIBCHEწარსულის 1892 წლის აპრილის 19-სა ამ დღეობას ვიყავი მე და ორი მღვდელი. ჩვენ, სამთავემ, სულ წმინდად გადავსინჯეთ ამ ეკლესიის წარწერანი, სადაც გარედან ერთ ქვაზე ხუცური ასოებით შემდეგი წარწერა ვნახეთ: "წმინდა გიორგის უქრუა (ოქროა)". ეჭვი არ არის, რომ აქ ფული უნდა იყოს, თუ კაცმა თავი დაზდვა, იქნება არც პოვნა იყვეს გასაჭირი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენის მდაბიო ხალხის ჩვეულება ხალხს ხატისა და მიზეზებისა ეშინიან და ამიტომ თავის დადება ვერ გაუბედია მოსაძებნად.
KARIBCHE
გარდაბნელებმა წელიწადში ორჯერ იციან ამ ხატის დღეობა, რომელსაც ანგარიშობენ ქრისტეს აღდგომის დღიდან. პირველი ხატობა ამ სოფლისა აღდგომიდან მეორე კვირას არის და მეორე კი აღდგომიდან მეათე კვირაზე.

ამ წელს პირველი დღესასწაული გარდაბნის წმინდა გიორგისა იყო მდგომარე აპრილის 11-სა. ცუდის ამინდების გამო, მლოცავი არ მოვიდა და დღესასწაულმა მეტად მოწყენილად ჩაიარა. ის ფართო მოედანი წმინდა გიორგის ეკლესიისა, სადაც სხვა წლებში "მხვეწრად" მოსული ხალხი ერთად მოიყრიდა თავს და გამართავდა ამწვანებულ ბალახზედ ცეკვა-თამაშობას, ამ წელს სულ წმინდათ თოვლით იყო დაფარული".
"ივერია", 1893 წელი

ნაკვესი
"იმპერატორმა ნიკოლოზ პავლეს ძემ ჰკითხა სათავადაზნაურო რაზმის კადეტს:

- რა გვარისა ხარ?

- რომანოვი გახლავართ, თქვენო უდიდებულესობავ.

- ნათესავი ხარ ჩემი? - შეეხუმრა ხელმწიფე.

- დიაღ, თქვენო უდიდებულესობავ.

- რა მხრივ მომხვდები ნათესავად?

- თქვენი უდიდებულესობა მამაა მთელის რუსეთისა და მე შვილიო, - უპასუხა სიტყვამოსწრებულმა ჭაბუკმა.

ხელმწიფემ მოწყალედ გადაჰკოცნა ასეთის მოსწრებულის პასუხისათვის".
"ივერია", 1898 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler