თანამედროვე ქრისტიანის ტვირთი მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში
თანამედროვე ქრისტიანის ტვირთი მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში
ქრისტიანი ყოველთვის ასოცირდებოდა პასუხისმგებლობასთან, მართალია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა და ტვირთი ჰქონდა სატარებელი, მაგრამ თუკი შეჭურვილი იყო ქრისტეს მხურვალე რწმენით, ტვირთი ტკბილი და მსუბუქი ხდებოდა. დღევანდელობამ თავისი ტვირთი და პრობლემები მოუტანა ქრისტიანებს. ეს არის ბიოეთიკური საკითხებით დამძიმებული ეპოქა და ქრისტიანმა თავისი მკაფიო არჩევანი უნდა დააფიქსიროს.

ტექნოლოგიის განვითარებამ ახალი ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში. ამასთან დაკავშირებით, თვალსაზრისი, ფართო გაგებით, შესაძლოა დაიყოს ორ კატეგორიად: სეკულარულ-ჰუმანისტური მიდგომა და ქრისტიანული პერსპექტივა.

სეკულარული ჰუმანისტები თავიანთი მანიფესტით (1933, 1973) მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიას და თვითმკვლელობას. სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ტექნოლოგიაზე, უარყოფენ შემოქმედსა და ღვთაებრივ შეწევნას - "არანაირი ღვთაება არ გადაგვარჩენს, თავადვე უნდა გადავირჩინოთ საკუთარი თავი". აცხადებენ, რომ მორალური ფასეულობები სათავეს იღებს ადამიანური გამოცდილებიდან. ეთიკა ავტონომიური და სიტუაციურია და არ საჭიროებს თეოლოგიურსა და იდეოლოგიურ სანქციებს.

ყველა სეკულარულ ჰუმანისტს სჯერა ბიოლოგიური ევოლუციისა - რადგანაც ადამიანებს აქვთ მოწინავე ტექნოლოგია, ვალდებულნი არიან, წარმართონ რასის ევოლუცია.

ჰუმანისტური მტკიცება, ინდივიდუუმებისთვის ანდა მთლიანად რასისთვის განსაზღვრული ბიოსამედიცინო პროცედურებისგან სავარაუდო სარგებლობის მოტანაზე, მომდინარეობს მათი ვარაუდებიდან. თუკი არ არსებობს ღმერთი და კაცია უმაღლესი სულიერი არსება, გამოდის, რომ არ არსებობს ლოგიკური მიზეზი ჰუმანისტთა დასკვნების უარსაყოფად. თუმცა, მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე კარგი რაციონალური საფუძველი მათი საგულისხმო ვარაუდისთვის.

უპირველეს ყოვლისა, რას ნიშნავს "სიცოცხლის ხარისხი"? ეს ფიზიკური, სოციალური ან სულიერი ხარისხია თუ კომბინაცია? მაშინ როგორი პროპორციით? ხშირად ეს უჯეროდ განსაზღვრული და ორაზროვანი ტერმინების თამაშია ეთიკურ ღირსებას მოკლებულ ქმედებათა გასამართლებლად. მეორე, ვინ წყვეტს, რას ნიშნავს "ხარისხი", პაციენტი, ექიმი, საზოგადოება? მესამე, რა ხალხი იღებს ამ "ხარისხიან" მკურნალობას? რა საფუძველზე ვაკეთებთ არჩევანს? ასაკის? რასის? სოციალური მდგომარეობის? მეოთხე, როგორ შეგვიძლია დარწმუნებით ვიცოდეთ, რა პროცედურები მოიტანენ ამ მოუხელთებელ "სიცოცხლის ხარისხს"?

ბიბლია გამოკვეთს, რომ ჩვენ არა ვართ სუვერენები ჩვენს საკუთარ სიცოცხლეზე, "უფალმა მომცა და უფალმა წაიღო" (იობ. 1:21). ღმერთმა უთხრა მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (დაბ. 9:6; გამოსვ. 20:13).

უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიქმნია სიცოცხლე. სიცოცხლე იყო დედამიწაზე მანამდე, ვიდრე კაცი მოვიდოდა აქ და ადამიანის სიცოცხლეც, აშკარაა, რომ არ დაწყებულა მისი აქტიური მცდელობით. მეორე, მიუხედავად ყველა სამედიცინო წარმატებისა, ჩვენ არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. ესეც ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება. მესამე, ადამიანები ვერ შექმნიან სიცოცხლეს და, მით უმეტეს, ადამიანისას. აქამდე ადამიანურმა გონმა შექმნა მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკალიები (მაგალითად, ამინომჟავები) და შეაჯვარა და შეაერთა სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები. მაგრამ ვერ შეძლეს თავად გამოეჩორკნათ რაიმე ახალი ცოცხალი არსებები, რომ არაფერი ვთქვათ სავსებით სრულქმნილ ადამიანურ არსებაზე.

სეკულარული ჰუმანისტური პრეტენზიულობა სიცოცხლის სუვერენობაზე ინგრევა ცხოვრებისეულ ფაქტებთან შეჯახებისას.

მიზნები არ ამართლებს საშუალებებს. საშუალებებს თავისი საკუთარი გამართლება უნდა ჰქონდეთ. მეორე, მიზნებსაც სჭირდებათ გამართლება. ყველა მიზანი არ არის კეთილი, თუნდაც ბევრს ძალიან უნდოდეს. მრავალ გერმანელს სურდა ებრაელების განადგურება, მაგრამ ეს არ ამართლებს ამას. მესამე, თუ კეთილი მიზნები ამართლებს ყველანაირ საშუალებას, მაშინ ეროვნული ჰარმონიისთვის პოლიტიკური ოპოზიციონერების დახოცვა გამართლებული იქნებოდა; გამართლებული იქნებოდა შიდსიანი ავადმყოფების მოკვლაც, რათა თავიდან აგვეცილებინა ამ სენის გავრცელება. მარტივი გაფიქრებაც კი ცხადად წარმოაჩენს მორალურად მიუღებელი შედეგების მქონე მრავალ თვალსაჩინოებას, რასაც ამგვარი ეთიკის მიყოლა გამოიწვევდა.

ბიოსამედიცინო ეთიკის ჰუმანისტური წვდომა ღმერთთან თამაშია, ქრისტიანული პოზიციაა - გამოვიყენოთ სამედიცინო წარმატებები ღვთისმსახურებისთვის.

ბიოსამედიცინო ეთიკის თანამედროვე ჰუმანისტურ თვალსაზრისში არსებობს გარკვეული ბაზისური დაშვებები, რომლებიც საჭიროებს მხილებას ქრისტიანული პერსპექტივიდან. ხშირად ისინი უფრო იგულისხმება, ვიდრე ფორმულირდება, თუმცა ქმედებისას ოპერატიულობა თან სდევთ.

რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო. ეს არის ცნობილი "არის - უნდა" მცდარობა (სოფიზმი). მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიშორებთ ბავშვებს, არ ნიშნავს, რომ უნდა ვიშორებდეთ მათ (აბორტით); ისევე, როგორც, რაკიღა ხდება გაუპატიურება და ბავშვისადმი ცუდი მოპყრობა, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა ხდებოდეს. მსგავსადვე ის, რომ მეცნიერები ატარებენ კლონირებას, გენების შეერთებას და ორგანოების შეგროვებას, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ისინი ასე უნდა იქცეოდნენ. ყოველი ასეთი საქციელი თავისთავად საჭიროებს გარკვეულ მორალურ გამართლებას. "არის" არ გულისხმობს "უნდას".

თუ ამის გაკეთება შესაძლებელია, მაშინ უნდა გაკეთდეს - ეს და სხვა მსგავსი რამ საერთოდ ეთიკური სოფიზმია. მაგრამ მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგიურად რაღაც შესაძლებელია, არ აქცევს მას მორალურად მისაღებად. ტექნოლოგიურად შესაძლებელია გავანადგუროთ ადამიანთა მოდგმა ბირთვული ომით, თუმცა არავის, საღად მოაზროვნეს, არ მიაჩნია, რომ კაცთა მოდგმა უნდა განადგურდეს! ტექნოლოგიური პროგრესი აუცილებლად ეთიკურ პროგრესსაც არ ნიშნავს. პირიქით, ის შესაძლოა ეთიკური რეგრესი იყოს.

მიზანი ამართლებს საშუალებებს - ეს სოფიზმი, რომელიც უკვე განვიხილეთ, იქცევა ემოციურად მიმზიდველად, როდესაც მას ტანჯვის ფაქტორი ემატება. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ აბორტირებული ემბრიონის ტვინის ქსოვილი პარკინსონით დაავადებულის განსაკურნავად? რატომ უნდა დავუშვათ ხალხის ტანჯვა, როდესაც გვაქვს საშუალებები მის შესამსუბუქებლად? პასუხი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეს საშუალებები ბოროტია. უცოდევლი ადამიანური არსების მოკვლა სხვისი ტანჯვის შესამსუბუქებლად არ არის მორალურად გამართლებული საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.

ორი ბოროტება გვაძლევს სისწორეს - ძნელად თუ ვინმეს სჯერა, მაგრამ მრავალი ადამიანი მოქმედებს ამ პრინციპით. არ არის სწორი, ბოროტება სხვა ბოროტებით გამოვასწოროთ. ეს პირველს კი არ მოსპობს, ერთს მეორე მიემატება. ამგვარად, ფაქტი, რომ აბორტის დანაშაული ხდება, ამართლებს იმას, რომ მას მივუმატოთ სხვა დანაშაული, ცოცხალ აბორტირებულ ბავშვებზე ექსპერიმენტების სახით - და არად ჩავთვალოთ ის ინფორმაცია, რაც შეიძლება მივიღოთ მისგან. არ არსებობს ეთიკური მოვალეობა, ვიცოდეთ ყველაფერი და არად ჩავაგდოთ ის, თუ როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას. თუ ეს ასეა, მაშინ მთავრობის მიერ პიროვნულობის ხელყოფა გამართლდება დამხმარე ინფორმაციის სიუხვით, რომელიც უზრუნველყოფს დანაშაულობათა ალაგმვას და ეხმარება საზოგადოებას.

ღვთის სუვერენულობა - პირველი და უპირველესი პრინციპია სუვერენულობა სიცოცხლეზე. ღმერთმა შექმნა ყველა ცოცხალი არსება (დაბ. 1:21) და ადამიანი თავის ხატად და მსგავსად (1:17). ღმერთი განაგებს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. ის იძლევა სიცოცხლეს და მიაქვს სიცოცხლე (დაბ. 3:19). უფალი კლავს და უფალივე აცოცხლებს (მეორ. რჯ. 32:39). ჩვენ ჩვენს თავს კი არა, მას ვეკუთვნით. მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით. ადამიანებს არა აქვთ უფლება, აკონტროლონ ადამიანის სიცოცხლე, სცადონ მისი ევოლუციური "გაუმჯობესება" ანდა მისი გენეტიკურად შეკეთება.

ადამიანის ღირსება. სხვა პრინციპი, რომელიც ქრისტიანული ბიოსამედიცინო ეთიკის გულშია, არის ადამიანის ღირსება. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბ. 1:27). იგია ღვთის ქმნილებათა გვირგვინი. სწორედ ამ მიზეზის გამოა მკვლელობა ასეთი მძიმე დანაშაული - ეს ღვთის მკვლელობას ემსგავსება. ამიტომაც დაადგინა ღმერთმა სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულისთვის, როდესაც თქვა: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6). ადამიანურ არსებებს ისეთი ღირსება აქვთ, რომ მათი დაწყევლაც კი დანაშაულია, რადგანაც ისინი "ღვთის მსგავსად არიან შექმნილნი" (იაკ. 3:9). ადამიანური სიცოცხლის ღირსება სხეულსაც გულისხმობს, რომლისთვისაც ზრუნვაა საჭირო (ეფ. 5:29) და თუნდაც დავმარხოთ პატივისცემით, მომლოდინეა მომავალი აღდგომისა (1 კორ. 15).

სიწმინდე სიცოცხლისა. ადამიანურ სიცოცხლეს ღირსებაც აქვს და სიწმინდეც. პირველი პატივისცემისკენ მოგვიწოდებს, მეორე - მოკრძალებისკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე თაყვანისცემის საგანი უნდა გახდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ის უნდა შეირაცხოს წმინდად. ადამიანის სიცოცხლე არ უნდა გავაღმერთოთ, როგორც შემოქმედისა, არამედ მოკრძალებით უნდა მოვეპყრათ, როგორც ერთ-ერთი მისი ქმნილების სიცოცხლეს. ჩვენ არა ვართ ღმერთი, ჩვენ მხოლოდ ღვთის მსგავსნი ვართ. ჩვენ შექმნილნი ვართ "ანგელოზებზე ოდნავ მცირედ" (ფსალ. 8:6), თუმცა, ამავდროულად, ჩვენ "დიდება და ღირსება გვადგას გვირგვინად". ვინაიდან ღმერთი წმინდაა (ლევ. 13:44) და ჩვენ შექმნილნი ვართ მის მსგავსად (დაბ. 1:27), აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენც ვმონაწილეობთ ამ მორალურ მსგავსებაში. ის სიწმინდით მოსავს სიცოცხლეს და უნიკალურად ასახავს ბუნებას ღვთისას, და არის ბაზისი სიცოცხლისა ჩასახვიდან სიკვდილამდე. არა აქვს მნიშვნელობა, რა მძიმედაც არ უნდა დამახინჯდეს ადამიანის სიცოცხლე, ის მაინც ღვთის მსგავსია და პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს.

KARIBCHEმოკვდავობა სიცოცხლისა. ბიოსამედიცინო ეთიკის ქრისტიანული თვალსაზრისის სხვა დამახასიათებელი პრინციპია ადამიანის მოკვდავობის ფაქტი. ეს დაცემული მსოფლიოა და დაცემის შედეგი სიკვდილია. ადამს ეთქვა შემეცნების ხეზე: "როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო" (დაბ. 2:17). მოციქულმა პავლემ დაამატა, "ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა" (რომ. 5:12). ამგვარად, "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა" (ებრ. 2:27). მოსე ლაპარაკობდა ადამიანის სიცოცხლის დასაზღვრულობაზე: "ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი... რადგან სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ" (ფს. 89:10). მოკლედ, ამ ქვეყანაზე ადამიანის სიცოცხლე დასაზღვრულია. კაცი მოკვდავია და ადამიანის მცდელობა, გაექცეს მას ანდა დაძლიოს ის, ამაოა და მცდარია. ადამიანური სიცოცხლის სიყვარული ქრისტიანული ეთიკის არსია, ვინაიდან იესომ თქვა, რომ ეს არის უდიდესი მცნება: პირველი - გიყვარდეს ღმერთი და შემდეგ - გიყვარდეს სხვა ადამიანი, როგორც საკუთარი თავი (მათ. 22:37-39). ამიტომაც საჭიროა, რომ ეს სიყვარული მივმართოთ სხვა ადამიანებისადმი ეთიკური პასუხისმგებლობის ყველა სფეროში, ბიოსამედიცინო საკითხების ჩათვლით. ქრისტიანული სიყვარული (აღაპე) არ არის ეგოისტური. ის ღვთისგან მოდის (1 იოან. 4:16) და მიმართული უნდა იყოს სხვებისადმი (იოან. 15:130). ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც გვაკისრია ღვთის (მათ. 25:45) და ყველას წინაშე, ვინც ჩვენზე უიღბლოა. სიყვარული არ არის ფუჭი და უქმი გრძნობა ან დამოკიდებულება. ის ხორცშესხმულია სპეციფიკურ მცნებებში. იესომ თქვა: "თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით" (იოან. 14:15). ამგვარად, ქრისტიანები ბიოსამედიცინო საკითხებშიც ისევე ეყრდნობიან წმინდა წერილს, როგორც სხვა მორალურ საკითხებში.

ორგანოთა ტრანსპლანტაცია - რეალობად იქცა. გულის, ფილტვისა და თირკმლის გადანერგვა უკვე ჩვეულებრივი საქმეა. ასეულობით ადამიანმა გაიხანგრძლივა სიცოცხლე მისი მეშვეობით. ტრანსპლანტაცია ეთანხმება მრავალ ბიბლიურ პრინციპს. პირველი - მოწყალების (სიყვარულის) პრინციპი: "იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე სულს სწირავს მეგობრისთვის" (იონ. 15:13). მე ძალზე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ მისცე ვინმეს თვალი, ფილტვი, თირკმელი, როგორც ეს ზოგიერთმა ცოცხალმა ადამიანმა გააკეთა. მით უმეტეს, ნაკლებია მსხვერპლი ასეთი ქცევისთვის, გარდაცვლილთაგან, როცა უკვე აღარ სჭირდებათ ეს ორგანოები! ორგანოთა ტრანსპლანტაცია საჭიროა არა მოკვდავობის პრინციპის დასარღვევად, სიკვდილისგან გასაქცევად, არამედ როგორც საშუალება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. მაგრამ საკითხავია, რა შემთხვევებში გამოვიყენოთ ის ღრმად მოხუცებულთან, ვინაიდან აქ შანსი ოპერაციის გადატანისა ნაკლებია ისევე, როგორც საჭიროება თავად ოპერაციისა.

არსებობს სერიოზული მორალური კითხვები ტრანსპლანტაციის პროცედურებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა შეიცავდეს ინფორმაციულ თანხმობას. არავის უნდა დაატანონ ძალა, გაიღოს თავისი ორგანოები, არც ერთ ორგანოს არ უნდა მოვკიდოთ ხელი დონორის თანხმობის გარეშე, რომლებიც უძლურნი არიან ამ გადაწყვეტილების გასაკეთებლად (ფიზიკური ნაკლის მქონენი). არავის აქვს უფლება, გამოიყენოს პიროვნების ორგანოები თავისი ჯანმრთელობისთვის. ჩემი სხეული მე მეკუთვნის და სიკვდილი არ აუქმებს ამ უფლებას. ადამიანური ღირსების პატივისცემა მოითხოვს, რომ სხეული, რომელიც პიროვნების სხეულებრივი სიმბოლოა, არ გაიქურდოს.

მეორე - არსებობს მორალური კითხვა დონორის სიცოცხლისა და სიკვდილის სტატუსთან დაკავშირებით. თუ ორგანოს აღება გამოიწვევს სიკვდილს, მაშინ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღებთ "სათადარიგო" ორგანოებს, როგორიცაა ერთი თირკმელი ანდა ერთი თვალი. ტვინის აღებამდე, დონორი უკვე მკვდარი უნდა იყოს. არ უნდა დავაჩქაროთ სიკვდილი ცოცხალი ორგანოს ასაღებად.

გენური ქირურგია. დასაშვებია თუ არა ეს? აქაც პასუხი დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ეს მცდელობა, შევასწოროთ და აღვადგინოთ სიცოცხლე ისე, როგორც ეს ღმერთმა შექმნა, თუ ეს ის ცდაა, რომ მოვახდინოთ ამ სიცოცხლის რეკონსტრუირება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს შესწორების ქირურგიაა თუ შექმნის? ეხმარება თუ არა პროცედურა ღვთისგან შექმნილ სიცოცხლეს თუ ეს სიცოცხლის ინჟინერიაა კაცთა სურვილის კვალობაზე? თუ ეს ქირურგია აღსადგენად არის და არა შესაქმნელად, მაშინ მორალურად დასაშვებია. ერთი სიტყვით, ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ადამიანური არსებები და მას სურს, რომ ჩვენ ისეთი სრულყოფილნი ვიყოთ, როგორიც შეგვიძლია ვიყოთ, თუნდაც ამ დაცემულ მსოფლიოში.

არსებობს გენური ქირურგიის სხვა ტიპიც. ღმერთმა შექმნა "მამაკაცი და დედაკაცი" (დაბ. 1:27). ის, რომ მათ ეთქვათ - გაემრავლებინათ თავიანთი მსგავსნი (მუხ. 28), გაგებული იქნა, როგორც ბიოლოგიური მამაკაცობა და დედაკაცობა. ამ მიზეზით გენეტიკური ქირურგია ვინმესთვის სქესის შესაცვლელად მორალურად არასწორია. როგორც არ უნდა იყოს ჩვენი ფსიქოლოგიური თუ სოციოლოგიური ტენდენციები, ისინი იმ სახეს უნდა შევუსაბამოთ, როგორადაც ღმერთმა შეგვქმნა.

სქესის დადგენა და სელექცია. უკვე შესაძლებელია ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სქესის დადგენა. ამგვარად, სასურველი სქესის ამორჩევა შესაძლებელია. არის ეს მორალურად სწორი? სქესის დადგენა - კი, სქესის შერჩევა - არა.

მაგრამ არსებობს სქესის დადგენის მეთოდებისთვის ნიშანდობლივი საფრთხე; იგი ხშირად გადაიქცევა ხოლმე სქესის შერჩევის საშუალებად. სამწუხაროდ, ერთადერთი გზა სასურველი სქესის ამორჩევისა მისი დადგენის შემდეგ არის აბორტი. ეს კი მორალურად დანაშაულია.

ხელოვნური განაყოფიერება.
არსებობს ხელოვნური განაყოფიერების ორი ფორმა: ხელოვნური განაყოფიერება ქმრისგან AIH და ხელოვნური განაყოფიერება დონორისგან AID. თითქოსდა არ არსებობს საფუძვლიანი მორალური შეპასუხება ქრისტიანული პერსპექტივიდან პირველისთვის. რადგანაც პიროვნება იღებს იმ წანამძღვარს, რომ მორალურად მისაღებია, გამოასწორო ხელისშემშლელი პირობები, აღასრულო ღვთის ბრძანება გამრავლებისა, მაშინ ჩანს, რომ AIH ამ კატეგორიაში ხვდება. თუ არა, მაშინ პიროვნება უნდა გამოვიდეს სხვა კონკრეტული ოპერაციების წინააღმდეგაც, მათ შორის მხედველობის აღდგენის წინააღმდეგ.

AID კი წამოსწევს ისეთ მორალურ კითხვებს, რომლებიც არ არის ჩათვლილი AIH-ში. ზოგიერთი ამბობს, ეს "გადაცემითი ადიულტერია", რადგანაც სპერმა არ არის ქალის ქმრისაო. მიუხედავად ამისა, ეს შეპასუხება ცოტათი უადგილოა, ვინაიდან სხვა კაცთან სექსუალური აქტი არ ჩატარებულა, არც რაიმე ძლიერი ვნება გაჩენილა. სხვები ლაპარაკობენ ე.წ. ერთხორცობის პრინციპზე, რომელიც უპირისპირდება AID-ს, თუმცა იმიტომ, რომ განაყოფიერება არ დამდგარა ქმარსა და ცოლს შორის სექსუალური ურთიერთობით, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან "ერთი ხორც" თავიანთი ქორწინებით. ფაქტია, რომ "ერთხორცობა" შესაძლებელია სექსუალური ურთიერთობის გარეშეც, რადგანაც ეს ეხება ქორწინების მჭიდრო ურთიერთობებს და არა მხოლოდ სექსუალურს (დაბ. 2:24).

ზოგიერთი ამბობს, AID-ში ბავშვი სინამდვილეში არ არის ქმრისა, არამედ მხოლოდ ცოლისააო. ეს გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით ბოლო მოსაზრება შვილად აყვანაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, AID-განაყოფიერება მორალურად მაინც ბოლომდე ვერ ჩაითვლება თუნდაც იმიტომ, რომ განაყოფიერებისთვის საჭირო სპერმის მიღება ავტოსექსუალური მეთოდით ხდება.

ხელოვნური განაყოფიერების მორალურობა ქორწინების ფარგლებში ავტომატურად არ ვრცელდება დაუქორწინებლობაზე. მაგალითად, ბიბლია არ ურჩევს მორწმუნეს, იქორწინოს ურწმუნოზე (1 კორ. 7:39) და კრძალავს გაყრას ურწმუნო მხარესთან (მუხ. 12). მსგავსადვე, ერთმშობლიანი ოჯახები შესაძლოა გაჩნდეს სიკვდილის ან სხვა გარემოებების გამო. მაგრამ ისინი უფრო ცოტანი არიან და არ უნდა შევუწყოთ ხელი ხელოვნური განაყოფიერებით. აქედან გამომდინარე, ღვთიური იდეა არ არის ხელოვნური განაყოფიერება ლესბოსური წყვილისა ანდა მარტოხელა დედისა. ბავშვებს მამაც სჭირდებათ და დედაც. ამიტომაც ღმერთი განსაკუთრებულად ზრუნავს ნაქმარევ ქალებზე (ქვრივებზე) (მეორე. რჯ. 14:29; 1 ტიმ. 5:9), ბიბლია ხშირად იხსენებს ობლებს (ფს. 10:33; 81:3).

KARIBCHEსუროგატი დედობა
- იმ ქრისტიანებისთვისაც კი, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ხელოვნურ განაყოფიერებას, სუროგატული დედობა ურთულეს პრობლემებს ქმნის. სინამდვილეში ეს არის "გაქირავებული საშვილოსნო", რადგანაც დედა, რომელიც მუცლით ატარებს ბავშვს, არ არის ქმრის ცოლი. არსებობს სერიოზული სოციალური, ლეგალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც განსაზღვრას მოითხოვს. დედობრივი ინსტინქტი ძლიერია და ბიოლოგიურ დედებს ხშირად უძნელდებათ, სხვებს გადასცენ ბავშვი.

თეორიულად, სუროგატული დედობა მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების საპირისპიროა და შვილად აყვანას ჰგავს. ამ მხრივ ნაკლებად ამორალურია. თუმცა, ჩვენ არ ვცხოვრობთ თეორიულ მსოფლიოში. მასში ღრმა ადამიანური განცდებია ჩართული. სუროგატული დედობის თანამდევი მოვლენაა ქალების ექსპლუატაცია და დედობის დეგრადაცია. ეთიკური სიძნელეებიც სახეზეა. ამიტომაც უფრო გონივრული გვეჩვენება შვილად აყვანა.

ვიტრო ფერტილიზაცია (IYF) - უფრო ცნობილია გამოთქმით - სინჯარის ბავშვები (უფრო სწორი იქნება, სინჯარული ჩასახვა). სპერმა და კვერცხუჯრედი ერთდება Petri dish-ში და მოგვიანებით გადაინერგება დედის საშვილოსნოში. ამ მეთოდით უკვე მრავალი ბავშვი დაიბადა იმის გამო, რომ მრავალ წყვილს სხვანაირად არ შეეძლო ჰყოლოდა ბავშვები. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ აქ კვლავ წამოიჭრება კითხვა, როდის უნდა გაკეთდეს ეს.

თუ ხელოვნური განაყოფიერება დასაშვებია, მთავარი კითხვა IYF-ში ქრისტიანული პერსპექტივიდან ეხება "ზედმეტ" ემბრიონებს. ახლანდელი მეთოდებით, ემბრიონების უმრავლესობა მსხვერპლად იწირება იმისთვის, რომ მივიღოთ ერთი, რომელიც გადარჩება. ვინაიდან მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ვიტრო ფერტილიზაცია მორალურად მცდარია. IVF არ არის ბუნებრივი სიკვდილი; ეს არის ხელოვნურად ჩაფიქრებული და აუცილებლობას მოკლებული სიკვდილი. და აღარც იმის თქმაა საჭირო, რომ IVF ადამიანებზე გაკეთებული გამოკვლევებისა და ექსპერიმენტების შემთხვევაში ორმაგად მცდარია.

რაღა თქმა უნდა, არსებობს საშუალება მეთოდის სრულყოფისა; რომ არ გადავაგდოთ ადამიანური სიცოცხლე ანდა გამოვიყვანოთ ბუნებრივი ფორმა და შევეცადოთ, ქმრის სპერმა ხელოვნურად შევიყვანოთ ცოლის საშვილოსნოში. თუმცა მანამდე, სანამ ეს ყოველივე ამგვარად ხდება, IVF მორალურად არასწორია.

ორგანოებისა და ქსოვილის თესვა. სამედიცინო ტექნოლოგიების მიერ ადამიანების ორგანოებისა და ქსოვილების შექმნასთან დაკავშირებული მზარდი მოძრაობა მისი მოთხოვნილებითაა გამოწვეული. აბორტირებული ბავშვების ორგანოები გამოიყენება ტრანსპლანტაციისთვის. ტვინის ქსოვილებს იყენებენ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. სხეულის სხვა სითხეებსაც სამედიცინო ფასეულობა აქვთ. აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ განვასხვაოთ "შეიძლება" "უნდასაგან", საერთოდ უნდა გაკეთდეს ეს თუ არა.

თუკი არსებობს გადანერგვასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შემთხვევები, ეს არ უნდა გაკეთდეს ინფორმირებული თანხმობის გარეშე. გასათვალისწინებელია ადამიანური ღირსება. ადამიანის სხეული არ არის ქიმიური ქარხანა და არც ორგანოა ფარმაცევტული კომპანიისთვის. მისი მიზანია იარსებოს, არა როგორც ორგანოთა ფერმამ, არამედ როგორც სხეულმა უკვდავი პერსონისა, რომელსაც შეუძლია თაყვანი სცეს და განადიდოს ღმერთი (1 კორ. 6:19-20).

კრაონიზმი - შესაძლებელია გავყინოთ ადამიანის სხეული იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ გავაცოცხლებთ. ე.ი. შესაძლებელია გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე, განსაკუთრებით იმ სენით შეპყრობილებს, რომლის წამალი მოგვიანებით შეიქმნა.

შევძლებთ კი ამ გზით მის სიცოცხლეში დაბრუნებას? ბიბლია გარკვევით გვეუბნება, როდესაც ინდივიდუუმი ტოვებს სხეულს (ფილ. 1:23, კორ. 5:8), მხოლოდ ღმერთს შეუძლია დააბრუნოს იგი მასში და გააკეთებს კიდეც ამას აღდგომისას (იოან. 5; 1 კორ. 15; გამოცხ. 20). მიზეზი, რომელიც დგას გაყინვით ძილი-სიკვდილის უკან, არის სურვილი, თავი დავაღწიოთ ადამიანურ მოკვდავობას. მაგრამ ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ღმერთმა დაადგინა სიკვდილი (რომ 5:12; ებრ. 9:27) და დასაზღვრულია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა (ფს. 89;10), ცდები, თავი დავაღწიოთ ან უარვყოთ სიკვდილი, არ არის ღვთის განაჩენი (ნახ. დაბ. 3:4). ჩვენ უნდა მივიღოთ ბუნებრივი სიცოცხლის დასაზღვრულობა და ბუნებრივი სიკვდილის გარდაუვალობა და არ ჩავერიოთ მისგან გასაქცევ ამაო ცდებში.

კლონირება - Carbon-copy. ადამიანური არსებების მიღება გენეტიკურად შესაძლებელია. თითოეულ უჯრედს სხეულში აქვს გამოკვეთილი ასლი - გეგმა ამ სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, თეორიულად შესაძლებელია გამოვიყვანოთ იდენტური ტყუპი არასქესობრივი გზით. უკვე ჩატარდა ზოგიერთი ცხოველის კლონირება, ვინმე ადამიანის კლონირებასაც მოინდომებს, ქრისტიანული შეხედულება კი მას ეწინააღმდეგება. უპირველესად, ეს ღმერთთან თამაშია და არა მისი მსახურება. ის არღვევს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ჩვენ ადამიანური სიცოცხლის მხოლოდ მცველები ვართ და არა შემოქმედები. ეს არის საზღვარი ადამიანური თავდაჯერებისა და სიამაყისა, კაცთა ტექნოლოგიური ბაბილონის გოდოლი (დაბ. 11:1-2). მეორე, კლონები გამოიწვევენ ვინაობის აღქმის უპრეცედენტო ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს და ბავშვების დაპირისპირებას. მესამე, ის უგულებელყოფს ღვთისგან დადგენილ საშუალებებს კაცთა გამრავლებისა, კერძოდ, ფერტილიზაციას დედის საშვილოსნოში. მეოთხე, ეს არის ახალი გზა, თავი ავარიდოთ მოკვდავობას პიროვნების იდენტური "ტყუპისცალის" ყოლით, რომელიც ცოცხალი იქნება პიროვნების სიკვდილის შემდეგ და ასე - დაუსრულებლად. ასე რომ, ეს შესაძლებელიც რომ იყოს, მორალურად საკამათოა.

გენების შეერთება. გენების შერწყმის მეშვეობით შესაძლებელია ბიოლოგიური ორგანიზმების ახალი სახეობების შექმნა. ასეთი ლაბორატორიული ჰიბრიდები უკვე დაპატენტებულია. ამგვარ ხელოვნურად კონსტრუირებულ "სუპერმწერს" შეუძლია, როგორც ამბობენ, ნავთობის დიდი ლაქების გაქრობა, რადგანაც ის იკვებება ნავთობით და მრავლდება ნავთობში. მრავალი სხვა დიდად რეკლამირებული მიზნებიცაა მხედველობაში, მათ შორის სამედიცინო წამლები, მაღალი საკვები თვისებებით გამორჩეული პროდუქტები, გარემო ბუნების გამწმენდი საშუალებები, უფრო სასარგებლო ცხოველები და მეტად პროდუქტიული ადამიანებიც კი!

გენების შეერთებას ახლავს რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველი, შესაძლოა მათ შორის მოხდეს ორგანიზმების გაფანტვა, ახალი სნეულების შექმნა და დელიკატურად მოწესრიგებულ მიკროსამყაროში ბალანსის დარღვევა. მეორე, არსებობს სოციალური და რელიგიური პრობლემები.

KARIBCHEბოლოს, არის სერიოზული ეთიკური პრობლემები. ადამიანის გენების შერწყმა არღვევს რამდენიმე პრინციპს. პირველი: სავარაუდო სარგებლობა (მიზნები) არ ამართლებს საშუალებებს. გენების შერწყმა შემდეგი მაგალითია ჰუმანისტური "მიზანი ამართლებს საშუალებებს" - ეთიკისა. მეორე: ღმერთმა კაცი "თავის ხატად" შექმნა. გენების შერწყმა ადამიანებისა და ცხოველების უკვე შექმნილი კატეგორიების დარღვევაა. მესამე: ადამიანთა გენების შერწყმა კლასიკური მაგალითია ადამიანთა სურვილისა, მეფობდნენ შემოქმედების პროცესზე და არა - იყვნენ მსახურნი შემოქმედისა. ეს არის შემოქმედის უარყოფა და ცდა ბუნების რეკონსტრუირებისა. შექმნის მანდატი (დაბ. 1:28) არ მოიცავს იმის დანგრევასა და განახლებას, რაც ღმერთმა შექმნა (ნახ. თავ. 16). ის გულისხმობს მსახურებას შემოქმედებაში და არა მის განკარგვას (მასზე მბრძანებლობას).

ბიოსამედიცინო საკითხებს არევ-დარევა შეაქვს გადამწყვეტი ეთიკური დასკვნების სფეროში. ამ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა ორი დაპირისპირებული თვალსაზრისის კვალდაკვალ; ეს თვალსაზრისებია: სეკულარული ჰუმანისტური და ქრისტიანული. პირველი უარყოფს შემოქმედს, იმას, რომ ადამიანები შექმნილნი არიან და იმასაც, რომ ღმერთმა მოგვცა მორალური ვალდებულებები. მათი აზრით, ადამიანები წარმოადგენენ მხოლოდ უდიდესი ინტელექტის მქონე უმაღლეს ცხოველებს. ეს ინტელექტი გამოყენებული უნდა იქნეს ადამიანური გვარის განსავითარებლად. ამიტომაც სეკულარი ჰუმანისტები ამის მისაღწევად იწონებენ აბორტს, ევთანაზიას და გენურ ინჟინერიას.

ჰუმანისტური ბიოსამედიცინო ეთიკის საპირისპიროდ, ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა განზრახულად შექმნა ადამიანები თავისივე მსგავსად და მისცა მათ მორალური იმპერატივები, რათა დაიცვან ადამიანური სიცოცხლის ღირსება და სიწმინდე. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ვალდებულებაა, ვემსახუროთ და არა ვეთამაშოთ ღმერთს, ჩვენ ვართ არა სიცოცხლის ინჟინრები, არამედ მხოლოდ მისი მცველები. სამედიცინო ინტერვენცია ამიტომაც უნდა იყოს არა შემქმნელური, არამედ შემსწორებლური. ჩვენ უნდა "შევაკეთოთ" სიცოცხლე, და არა - ვცადოთ მისი რეკონსტუირება. ტექნოლოგია მორალურობას უნდა მოემსახუროს და არა პირუკუ.

ეს არის ქრისტიანების თანამედროვე გამოწვევები და დიდი ტვირთი, რომელიც იქნება მანამდე, სანამ ღირსეული არჩევანი არ გაკეთდება ღვთის სასარგებლოდ!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler