ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარში იმ დღეს განსაკუთრებული სიხარული სუფევდა
ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარში იმ დღეს განსაკუთრებული სიხარული სუფევდა
უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ესპანეთში, ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოს დაფუძნებამ მეტად გაახარა დროებით იქ მყოფი ქართველები. საქართველოდან ჩასულმა იღუმენმა ლუკამ (ფალავანდიშვილი) კი მათი სულიერად დაპურება იტვირთა. მამა ლუკას ბარსელონაში მოღვაწეობას ჟურნალი "კარიბჭე" კვალდაკვალ მიჰყვება. საქართველოში მცირე ხნით ჩამობრძანებული მოძღვარი სიახლეებზე გვესაუბრა:

- მივესალმები და გულითადად დავლოცავ მკითხველს. გადმოგცემთ იქაური ქართველების დიდ მოკითხვას. მათ ჯერაც არ დაუკარგავთ იმედი საქართველოში დაბრუნებისა. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობით ისინი მშობლიური მიწის მონატრების შევსებას ცდილობენ. დიდ სიხარულს განიცდიან ტაძარში მოსვლით, ერთმანეთის მოსიყვარულებით. იანვარში მეუფე აბრაამის ჩამობრძანებამ ძალიან გაგვახარა. ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარს მეუფე პირველად სტუმრობდა. მრევლი ამ დღისთვის ემზადებოდა. მეუფემ პირველი წირვა-ლოცვა ნინოობას აღავლინა. მრევლი სიხარულის ცრემლით გამოხატავდა განცდებს და უფალს მადლობას სწირავდა ყველაფრისთვის. ტაძარი ვერ იტევდა მსახურებაზე მოსულთ. წირვის შემდეგ სადღესასწაულო ტრაპეზი გავმართეთ. ძალიან დიდი სითბო, სიხარული და მადლიერება იგრძნობოდა უწმინდესის, მეუფე აბრაამის, დედაეკლესიის მიმართ.

მეუფე ჩვენს ტაძართან არსებული ქართული წერა-კითხვის სკოლის გაკვეთილებსაც დაესწრო. 25 დეკემბერს აღვნიშნეთ უწმინდესის აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილე. ამ დღეს დაარსდა ეს სკოლაც. თავიდან 12 ბავშვი სწავლობდა. დღეს უკვე 23 მოსწავლე გვყავს. ქართულ წერა-კითხვასთან ერთად ისწავლება საღვთო სჯული, ვაპირებთ დავიწყოთ საქართველოს ისტორიის სწავლებაც. ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც სწავლობენ. მეუფე აბრაამი დაესწრო სამრევლო გაკვეთილებს, რომლებიც ყოველ კვირას, ოთხშაბათობით ტარდება. მეუფემ მრევლთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ქართველების ერთობა, რაც ბარსელონაში შეიმჩნევა, იმის საწინდარია, რომ ქართველები არ ივიწყებენ ფესვებს. ვიმედოვნებთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, უფლის შეწევნით მალე ყველანი დაბრუნდებიან სამშობლოში.

უწმინდესისა და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ესპანეთში კიდევ ერთი ქართველი მოძღვარი, იღუმენი მელქისედეკი იმსახურებს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია. თითქმის ცხრა წელი სწავლობდა ათენის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ამჟამად კი მსახურებას ესპანეთში, ქალაქ არინდოს ქართულ ეკლესიაში გააგრძელებს. მეუფემ თავად წარუდგინა მრევლს მამა მელქისედეკი, რამდენიმე თვე ველოდით ამ დღეს, რომ არინდოში მოძღვარი ყოფილიყო და იქაური ქართველობა სულიერად დაეპურებინა. პირველი შემთხვევაა, რომ ქალაქ არინდოში ქართველობას ქართველი მოძღვარი ჰყავს.

მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძართან ჩამოყალიბდა მორწმუნე ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეა ირმა სიხარულიძე. ამ საზოგადოების დახმარებით შევძელით, სათანადოდ დავხვედროდით მეუფეს. მათი მხარდაჭერით ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. გვინდა ტაძართან დავაფუძნოთ პატარა ქსენონი, სადაც ქართველებს უმკურნალებს ქართველი ექიმი ირმა მირიანაშვილი. ღვთის შეწევნით, ვაპირებთ გავაფართოვოთ სამლოცველო, რადგან მრევლი გაიზარდა.

როცა იქაური ქართველების ცხოვრება გავითავისე, უდიდესი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა... ძალიან რთულია უცხოეთში ცხოვრება, მით უმეტეს, მონაზვნისთვის, როცა ყოველ ნაბიჯზე ცოდვაა ჩასაფრებული. ბარსელონაში არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კი მრავალჯერ გაახსენებს იქ მყოფებს თავიანთ ტრადიციებს, ქართველობას, ღვთისა და ქვეყნის სიყვარულს და ღვთის შეწევნით, დაძლევენ ყოველგვარ ცდუნებას.

მამა ლუკამ იქაური მრევლის წევრის ლანა შიუკაშვილის გულისნადების გაზიარება გვთხოვა: "25 დეკემბერს ბარსელონაში, ქალაქის ცენტრში, ქართველებისთვის ყველაზე სანუკვარ ალაგას, ძალიან დიდი სიხარული განვიცადეთ.

ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია იმ დღეს ორ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავდა - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავს და ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული წერა-კითხვის სკოლის გახსნას. ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქ ყველაფერს სხვა ელფერი ადევს, ქართული სული იღვრება. ბავშვებზე მეტი გულმოდგინებით მშობლები ითხოვდნენ ლექსისა და სიტყვის თქმის უფლებას. თითოეული მათგანი სიხარულით ფეხზე ძლივს იდგა, გეგონებოდათ, საქართველოში დაბრუნდნენო.

ზარმა ჩამოჰკრა - სადღესასწაულო საღამო ლოცვით დაიწყო. ჩვენთან იყო მამა მელქისედეკი (გრიგალაშვილი), რომელიც არინდოში სულიერად დააპურებს ქართველობას. მამა ლუკამ სიყვარულით გვიამბო ჩვენი პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მგალობელ ვაჟთა გუნდი ულამაზეს ელფერს სძენდა ქართულ საღამოს. ამ დღეს ნათქვამი ყოველი სიტყვა შინ, მამაპაპისეულ ფუძეზე დასაბრუნებლად მოგვიწოდებდა. დედაენითა და სხვა სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრა მოძღვარმა მოსწავლეები. მასთან სამახსოვრო სურათებს იღებდნენ. თითქოს მის კალთას ვერ შორდებოდნენ აღფრთოვანებულები და ბედნიერი წამების შეჩერებას ლამობდნენ.

ბოლოს კი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვის ჩანაწერი აჟღერდა:

"სახელისა შენისათვის აღსდეგ, უფალო, შეწევნად ჩუენდა და დააყენე კუერთხი უსჯულოთა. გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა შენსა ზედა. მოიხსენე ვედრება დედისა შენისა და ყოველთა წინაპართა ჩუენთა, რომელთა იღუაწეს სახელისა შენისათვის და დასთხიეს სისხლი თვისი; მათი ლოცვით აღადგინე მამული ჩვენი - საქართველო. დაიცევ საზღუარნი მისნი უცხო თესლთა ზედამოსლვისაგან.

ჰე, უფალო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელი დაასხა მარჯვენემან შენმან, რათა ჩუენცა, ყოველნი მკვიდრნი ღვთივკურთხეული ივერიისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართველნი, შენს ზეციურ ნათელსა და საღვთო სიყვარულს ზიარებულნი, ვმადლობდეთ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler