ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ურბნისი
ურბნისი ქარელის რაიონში მდებარეობს. ძველი წყაროების მიხედვით, იქ ადრევე არსებობდა ქალაქი. ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების შემდეგ ურბნისში მალე აშენდა ეკლესია. გადმოცემა ურბნისის ტაძრის აგებას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთ მოწაფეს, თათეს მიაწერს. დღემდე შემონახულია ძველი ბაზილიკური ეკლესია. ურბნისის ტაძარი თავისი მოცულობით ბოლნისის სიონსა და მის მსგავს ძეგლებს მოგვაგონებს. მეცნიერთა აზრით, ურბნისის ტაძარი V-VI საუკუნეებს განეკუთვნება.

საუკუნეთა განმავლობაში ურბნისი არაერთგზის დაურბევია მტერს, მაგრამ ქართველთა შეწევნით ის კვლავ აღმდგარა და განახლებულა. 1103 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით ურბნისის ახლოს მოწვეული იყო საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელითაა ცნობილი. XVII საუკუნეში ურბნისის ტაძარს ქართლის სამეფო კარი კვლავ თავდაუზოგავად ეხმარებოდა. როსტომ მეფემ და დედოფალმა მარიამმა დახმარება აღმოუჩინეს ზაქარია ურბნელს, გიორგი და ლევან ბატონიშვილებმა ურბნისს შესწირეს ყმა გლეხი, ერეკლე პირველმა შესწირა 5 კომლი გლეხი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის დახმარება, რომელიც ურბნისს ვახტანგ ლევანის ძემ გაუწია. 1706 წელს მან დიდი აღმშენებლობითი სამუშაო ჩაატარა ურბნისში. მომდევნო ხანაში ურბნისი მტერს დაურბევია, 1739 წელს კვლავ გაუმაგრებია ურბნელ მღვდელმთავარს - ნიკოლოზ ხერხეულიძეს. მას ხელმეორედ აუშენებია გალავანი კოშკებით. აქ იჯდა ეპისკოპოსი.

ურბნისის მწიგნობართა შესახებ მასალას ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია. XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახებოდა.

საკმაოდ ცნობილი გახლდათ ევდემოზ რატიშვილი. მისი დაკვეთით საბა მღვდელსა და ზაქარია მწერალს 1674 წელს დაუმზადებიათ საკმაოდ ცნობილი ხელნაწერი - ყანჩაეთის ჟამნგულანი, ის მოხატულია მდიდრულად, ზოგიერთ ილუსტრაციას არშიაზე კალიგრაფიული მხედრულით მიწერილი აქვს ევდემოზის სასულიერო შინაარსის ლექსები. დაურთავს ფერადებით შესრულებული პორტრეტიც ევდემოზისა. როგორც ირკვევა, ევდემოზს ეს ხელნაწერი შეუწირავს კაბენის მონასტრისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ნიკოლოზ ხერხეულიძის მოღვაწეობაც, რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ის ლექსებსაც წერდა. ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ლექსი, რომელიც ქვაზე იყო ამოკვეთილი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით ყოფილა დაინტერესებული იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით სიონის დეკანოზს ნოკოლოზს გადაუწერია საგალობლები. ურბნისს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ამ წიგნთსაცავიდან ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება, რომელიც გადაუწერია იოანე ტატანელს. საყურადღებოა აგრეთვე გულანი, რომელიც ვახტანგ ლევანის ძემ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა გადააწერინეს (1707წ.) იესე გარსევანიშვილს და შესწირეს ურბნისის ტაძარს.

საქართველოს სიძველენი
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) წერს: "ოპიზის სიგელი მეფისა ბაგრატ IV. სიგელი დაწერილია მშვენიერს ეტრატზე მეთერთმეტე საუკუნის მხედრულის ხელით და ამჟამად შესდგება ხუთი ერთმანეთზე აბრეშუმის ძაფით მიკერებულის ნაჭრისაგან, თავი და ბოლო აკლია, ესე იგი ერთი ნაწერი აკლია თავში და ერთიც ბოლოში. ძაფები, რომლებითაც თავი და ბოლო მიკერებული ყოფილა შენახულს ნაწილთან, დღესაც მოჩანან. მელანი დედნისა შავია და ისე კარგად მოჩანს, თითქოს სიგელი გუშინ იყოს დაწერილი. ეს სიგელი ნაპოვნია იმერეთში დ. ფურცელაძის მიერ, რომელმაც მისი რუსული თარგმანი დასტამბა თავის ნაშრომში. შემდეგ ქართული ტექსტი, რუსული თარგმანი და მშვენიერი გარჩევა ამ სიგელისა დაბეჭდა დ. ბაქრაძემ. დედანი ეხლა ეკუთვნის წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთსაცავს. ჩვენ სრულად მოგვყავს ცალკე ალბომში პალეოგრაფიული ასლი ამ შესანიშნავი სიგელისა, რომელიც ძლიერ საყურადღებოა როგორც ისტორიული და იურიდიული მხრით, ისე პალეოგრაფიულის მნიშვნელობითაც. აქ აშკარად ჩანს, რომ მხედრული ასოები წარმომდინარეობენ ხუცურის ასოებისაგან და მეთერთმეტე საუკუნეში ბევრ მხედრულ ასოს ჯერ კიდევ ხუცურის ხასიათი და გამოხატულება აქვს. სიგელში მოხსენიებულნი არიან წინაპარნი ბაგრატ IV: მამფალი გუარამ (883); ერისთავთ ერისთავი; გურგენ (968); მეფეთ მეფე გურგენ (1008); მისი შვილი ბაგრატ III (980-1014), ბაგრატ III შვილი გიორგი I (1014-1027) და ამ უკანასკნელის შვილი ბაგრატ IV (1027-1072), რომელსაც გაურჩევია დავა ადგილების შესახებ ორთა მონასტერთა შორის ჭოროხის ხეობაში ოპიზისა და მიჯნაძორისა და დაუდგენია ის განაჩენი, რომელიც სიგელშია მოყვანილი. ბაგრატ IV იხსენიებს კიდევ თავის შვილს გიორგი კურაპალატს ანუ გიორგი II, რომელიც მეფობდა 1072-1089 წლებში.

ხულუტის ციხე
მდინარე ხრამის (ქციის) ხეობა ფიტარეთი მონასტრის მიდამოებში მდებარეობს. საკმაოდ ლამაზი და ძნელად გასასვლელი ადგილი ყოფილა. ფეოდალურ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში ეს მხარე ორბელიანების ერთ-ერთ შტოს, ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. მათი ცხოვრების კვალი კარგად ჩანს სხვადასხვა ადგილას. დიდი მასშტაბის მშენებლობა უწარმოებიათ ხულუტის ციხეზე.

საინტერესოა ციხის აგების ისტორია, რომელსაც ალექსანდრე ორბელიანი გადმოგვცემს. შაჰ-აბას ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია, ყაფლანისათვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი მისთვის გაეგზავნა აღსაზრდელად. ყაფლანს თხოვნა აუსრულებია და მესამე შვილი ორბელი გაუგზავნია. კარგა ხნის შემდეგ უკან დაბრუნებული ორბელისთვის ყორჩიბაშს მამასთან ფული და წერილი გაუტანებია. წერილში რჯულგამოცვლილი ყორჩიბაში ითხოვდა, ქრისტიანობაზე გული არ შემცვლია და ამ ფულით ფიტარეთის პატარა ეკლესია შეამკეთო. დიდი შიშიანობის გამო ყაფლანს ეკლესიის ნაცვლად ხულუტის ციხე აუშენებია. ეს რომ ყორჩიბაშს გაუგია, კიდევ გამოუგზავნია ფული, რომელიც მართლაც ეკლესიისთვის მოუხმარიათ. აქედან ჩანს, რომ ხულუტის ციხე აუგია ყაფლან ორბელიანს XVII საუკუნის პირველ მესამედში. იგი არა მარტო ციხე, არამედ ციხე-დარბაზიც ყოფილა. ციხის კედლებში ხუთი დიდი და პატარა კოშკია ჩაქსოვილი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელია, შემდეგ - საბრძოლო. დაყოფილია სართულებად. ბოლო მე-7-8 სართულები საბრძოლოა. აქვეა მოთავსებული ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

მთელი ციხე ძალიან მტკიცედაა ნაგები ადგილობრივი კლდის ქვით. იგი აღმართულია ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. მდინარის მხარეს, მთის ფერდობზე კლდოვანი კონცხია. ხეობაში გამვლელი ამ კონცხს გზას ვერ აუქცევდა, რადგან მთა მაღალი და მიუდგომელია, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ბილიკის ადგილიც არ რჩება. ვინც ამ კონცხს დარაჯობდა, ხეობის ბატონიც ის იყო. სწორედ ამიტომ აღუმართავთ ამ ადგილზე ციხესიმაგრე.

ძველი გაზეთები
სამრევლო სკოლების გამრავლების საქმე თანდათან წინ მიდის და ჩქარაც განხორციელდება. იმის დაარსება საქართველოს ეგზარქოსის პავლეს მზრუნველობით და შუამავლობით წარსულის წლის დასასრულში დაიწყეს. ამჟამად ოთხ ადგილას არის გამართული სამრევლო სკოლა: ტფილისში, წმინდა მარიამის ეკლესიასთან, ავლაბარში, ბოდბეში, მცხეთაში და ალექსანდრეს სიმაგრეში. იმიერკავკასიის მხარეში, ამ ოთხის სკოლის გარდა, გადაწყვეტილია კიდევ გაიმართოს სამრევლო სკოლები საქართველოს საეპარხიოს შემდეგს ადგილებში: ა) ახალციხის მაზრაში, ბ) სოფელს პანკისში, სადაც ახლად გაქრისტიანებული ოსები ცხოვრობენ, გ) საინგილოში, დ) რუსების სოფელ პრიუტსა და ძველ მანგლისში. ყველა ეს სამრევლო სკოლები იქაურთა მცხოვრებლების ხარჯით იქნება.
"ივერია", 1886წ.

მიტროპოლიტ ანტონის წამოსვლა კავკასიისკენ
19 მაისს პეტერბურგიდან სწრაფი მატარებლით კავკასიისკენ პეტერბურგის მიტროპოლიტი ანტონი წამოვიდა. ანტონი კავკასიის მინერალურ წყლებზე დარჩება საექიმოდ.

უწმინდეს სინოდის განკარგულებით, საბჭოს მეორე ქორეპისკოპოსი პიმენი საქართველოს საექსარხოსო საოლქო სამოსწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
"სახალხო გაზეთი", 1911წ.

გეგუთის სასახლე
გეგუთის სასახლე ქუთაისში, მდინარე რიონის მხარეს მდებარეობს. ისტორიული ცნობა მის შესახებ XII საუკუნისაა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, გეგუთის სასახლე ქართველ "მეფეთა ტახტის" ციხე-დარბაზი იყო. ასევე სრულიად საქართველოს მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო საქართველოს ერთიანობის ხანაში. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თამარი თანამოსაყდრედ. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი მთავარი ციხე-დარბაზი იყო. მისი აღდგენა მოხდა 1953 წელს.

KARIBCHE

ყეენობა ატენში
ატენში ყეენობა იმართებოდა ყველიერში. შეიკრიბებოდნენ სოფლის ბიჭები, ვისაც ემარჯვებოდა ცეკვა-თამაში, სიმღერა, ოხუნჯობა და გართობა. მონაწილეობას იღებდა ათ კაცამდე და ბინას დაიდებდნენ ერთ რომელიმე ოჯახში. ათივე გამოდიოდა საკრავებით: დოლით, გარმონით, ცეკვა-თამაშით და თან ოხუნჯობით სოფელს ჩამოუვლიდნენ. მიადგებოდნენ ერთ ოჯახს, დაუკრავდნენ და ცეკვავდნენ. მათში ერთი იყო მამასახლისი, რომელსაც ხელში ეჭირა დავთარი, სადაც ეწერა თითოეულ მეკომურზე ყეენის მიერ გაწერილი გადასახადი (ჯარიმა). იგი ოჯახის პატრონს წაუკითხავდა ჯარიმის რაოდენობას და ყეენის ბრძანებით მოითხოვდა მის ჩაბარებას. სანამ ჯარიმას არ მისცემდნენ, არ წავიდოდნენ. ოჯახის პატრონი ჯარიმაში აძლევდა კვერცხებს, ღვინოს, პურს, ყველს, მთელ სოფელს რომ დაუვლიდნენ, შემდეგ ბინაზე ბრუნდებოდნენ და აქ მამასახლისი ყველაფერს სიით ჩააბარებდა. თუ რაიმეს გადამალავდა ან მოიპარავდა, ასეთ მამასახლისს დასჯიდნენ, ბოსელში დაამწყვდევდნენ. შემდეგ ორ კაცს აირჩევდნენ ყეენად, დასვამდნენ მარხილზე და სიმღერა-მუსიკით მთელ სოფელს შემოატარებდნენ. ბოლოს ჩაიყვანდნენ მდინარეში, ხალხიც თან მისდევდა. ყეენს მარხილით შუა წყალში შეაცურებდნენ. წყალში ორ ყეენს შორის გაიმართებოდა ბრძოლა, თუ რომელი მათგანი დასძლევდა.

ერთი ყეენი იყო კარგი მოსავლიანი წლის წარმომადგენელი, მეორე კი - ცუდი მოსავლისა. დაეჭიდებოდნენ ერთმანეთს და რომელიც დასძლევდა - მოსავალიც ისეთი იქნებოდა.

წმინდა ილია მართალი
"რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო", - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისთვის იღვწის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.

ამ გაერთიანებისთვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა, და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც-კი ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი, - ჩემიც, თქვენიც და სხვისიც, იმიტომ, რომ იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიერებას და, მაშასადამე, იმისი ბედნიერება თუ უბედურობა ჩემი, თქვენი და სხვისი ბედნიერება თუ უბედურობა უნდა იყოს.

ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler