"რაი არს სახელი შენი?!"
"რაი არს სახელი შენი?!"
ყოველი ჩვენგანი რაიმე სახელს ატარებს. სახელით მოგვმართავენ, სახელები დოკუმენტებში რეგისტრირდება, ჩვენვე ვარქმევთ შვილებს სახელებს. მაგრამ ოდესმე თუ დავფიქრებულვართ, რა არის სახელი? ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

სახელი, თავდაპირველი აზრით, ერთი ზუსტი სიტყვით ან მოკლე ფრაზით უნდა შეეცადოს მოიცვას, აღნიშნოს საგნის ღრმა შინაარსი, გამოხატოს მისი თვისება, იპოვოს მისი თავისებურება. სწორედ ამგვარად მოიაზრებოდა სახელის დანიშნულება ძველი აღთქმის წიგნებში. ადამიანის ან ნივთის სახელი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მის არსთან. პირველი კაცის სახელი "ადამი" - სწორედ ადამიანს ნიშნავს. "ნეკნისგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა... უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა" (ევა - სიცოცხლის მომცემი, სიცოცხლე).

აქ ვხედავთ, რომ სახელის მნიშვნელობამ საღვთო ისტორიისთვის მისი მატარებლის განსაკუთრებული ფუნქცია ასახა.

ზოგჯერ სახელი იცვლებოდა, რაც მიზნად ადამიანის ახალი დანიშნულების აღნიშვნას ისახავდა: "აღარ გერქვას ამიერითგან სახელი აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ" (აბრაამი - მრავალი ხალხის მამა).

ხოლო ძველი აღთქმის პატრიარქს იაკობს ასე მიენიჭა ახალი სახელი (იაკობი - ქუსლის დამჭერი - ტყუპისცალი, რომელიც მეორე დაიბადა და ხელით მასზე ადრე ნაშობი ძმის - ესავის ქუსლი ეკავა, ისრაელი - ღმერთთან მებრძოლი):

"მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე. როცა შეატყო, ვერ ერეოდა, შეეხო მისი თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. ამიერითგან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ვენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი".

გარდა ამისა, სახელი კავშირშია პიროვნულ თვისებებთანაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელში ცხოვრების წესი აისახებოდა: "ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიც აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე" (ნაბალი ნიშნავდა ჭკუანაკლულს). ამრიგად, ადამიანის სახელის ღრმა შინაარსი მის მატარებელთან საიდუმლო "უკუკავშირს" გულისხმობდა.

ძველ აღთქმაში ღვთის სახელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უფალს მრავალი სახელი აქვს და თითოეული მათგანი უფლის უთვალავი თვისებიდან რომელიმეს წარმოგვიდგენს. თვით უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვარ უფალი, მე გამოვეცხადე აბრაამს, ისააკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი. ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის". ახალ აღთქმაში ვლინდება უფლის ახალი სახელები: "ზეციური მამა; სიყვარული". "გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან" (იოანე 17,6).

თვით უფალს დაერქვა იესო - მაცხოვარი, ანგელოზის სიტყვისაებრ: "და უწოდონ სახელი მისი იესუ; რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან. "ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისა, პირითა წინასწარმეტყველისათა თქმული: აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელი არს თარგმანებით: "ჩვენთანა ღმერთი" (მათე 1,20-23).

ამაზე უწინარეს კი ანგელოზი იოანე ნათლისმცემლის მამას, ზაქარიას ეჩვენა, ძის დაბადება აუწყა და სთხოვა, ახალშობილისთვის იოანე დაერქმიათ, რაც "ღვთის მადლს" ნიშნავს. "უწოდი სახელი მისი იოვანე, და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ, რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა" (ლუკა 1,13-15).

აქ ვხედავთ იმ ძველაღთქმისეული ტრადიციის გაგრძელებას, როცა სახელი ადამიანის ღმერთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ასახავდა.

რამდენადაც წმინდაა ადამიანი, იმდენად წმინდაყოფს ის თავის სახელს
სახელის მიმართ, როგორც პიროვნულობის გამომხატველისადმი, მსგავსი დამოკიდებულებაა პირველ ქრისტიანთა ეპოქაშიც. მაგალითად, დიდმოწამე პანტელეიმონს დაბადებისას მშობლებმა პანტოლეონი დაარქვეს, რაც "ყველაფერში ლომს" ნიშნავდა. ივარაუდებოდა, რომ ბავშვი სიმამაცით ლომს მიემსგავსებოდა. მომავალში მას პანტელეიმონი ანუ ყოვლადმოწყალე ეწოდა, რადგან ყველას იწყალებდა, უსასყიდლოდ კურნავდა, უხვად განიკითხავდა გლახაკებს.

ამგვარად, სახელებს არქმევენ ადამიანები, როგორც, მაგალითად, ადამმა და ევამ უწოდეს შვილებს აბელი, კაენი, სეითი და ა.შ. სახელებს აძლევს ღმერთიც - როგორც ძველ აღთქმაში ისააკს და სხვებს, ხოლო ახალ აღთქმაში - იოანე ნათლისმცემელს, თვით საკუთარ თავს და ზოგიერთ წმინდანს. ამრიგად, საკუთრივ წმინდა წერილი ანიჭებს უფლებას მშობლებს, შეურჩიონ შვილებს სახელები და ამაში ღვთის მონაწილეობასაც ადასტურებს, რითაც სახელის მინიჭებისას ადამიანის და ღმერთის თანაშემოქმედებას წარმოაჩენს. წმინდა წერილი გვამცნობს, როგორ წარმოიშვა პირველი სახელები - ისინი ისტორიის კონტექსტში ადამიანის საღმრთო დანიშნულებას უკავშირდებოდნენ და ადამიანის ღმერთთან დაახლოებას ისახავდნენ მიზნად.

ქრისტიანული ეპოქის დადგომისა და ქრისტიანი წმინდანების გამოჩენის შემდეგ სახელებს წმინდანთა პატივსაცემად ანიჭებდნენ. ისინი ახალ მეგზურებად იქცნენ, რომლებიც ადამიანებს ჭეშმარიტ ღმერთს - ქრისტეს მჭიდროდ უკავშირებდნენ, რამეთუ, როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, "უფალი წმინდანებსა და მათ სახელებში ივანებს".

უღმერთო კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ სახელების სულიერი არსი გაპრიმიტიულდა. თუმცა, ადამიანი, როგორც ღვთის ხატი, მიუხედავად სახელის ღვთიური არსის ამოძირკვის მცდელობისა, ყოველთვის განასულიერებდა სახელს თავისი პიროვნებით. რამდენადაც წმინდაა ადამიანი, იმდენად წმინდადყოფს თავის სახელს. არაეკლესიური ცხოვრება სიწმინდის არფლობაა, რომლის დროსაც სახელი ღვთიურ დანიშნულებას კარგავს. მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიასთან - "წმინდანთა ერთობლიობასთან" კავშირი ანიჭებს სახელს წმინდანის ღირსებას.

წმინდა სახელების ზემოქმედება
ალბათ ბევრი ვერც აცნობიერებს რომელიმე სახელის ხმამაღლა ან გონებაში წარმოთქმის მნიშვნელობას. მაგალითად, თუ წარმოვთქვი ჩემთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანის სახელი, თვალწინ მეყსეულად წარმომიდგება მისი სახე, გონებაში აღმიდგება მისი ხასიათის განმასხვავებელი ნიშნები და ცხოვრება, მისი ჩემდამი დამოკიდებულება, შეხედულებები, გულში იღვიძებს მისადმი სიყვარული, სიმპათია, სიბრალული, პატივისცემა და ა.შ. ერთი სიტყვით, სახელის გახსენებამ ჩემს სულში ამ პიროვნების ფიზიკური, მშვინვიერი და სულიერი არსის გამოსახულება მთელი სისავსით წარმოადგინა, ჩემი სული თითქოს შეივსო ამ გამოსახულებით და შეერწყა მას. მეგობრის სახესთან ეს უხილავი ერთობა სრულიად რეალურია და ძლიერ მოქმედებს ჩემზე. თუ ჩემი მეგობარი სიცოცხლისმოყვარეობით გამოირჩეოდა და ყოველთვის დადებითად მოქმედებდა ჩემს სულზე, რა უგუნებოდაც უნდა ვიყო, მისი სახის წარმოდგენის შემდეგ გულში სიხარული მეღვრება და სევდა სიმხნევით მეცვლება.

როგორც წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი წერს: "ადამიანის სახელში მისი სულია. მაგალითად, სახელში იოანე - იოანეს სულია. მის მოხმობაზე სული საკუთარ თავს აცნობიერებს მასში და ეხმიანება".

"რაი არს სახელი შენი?!"
მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) წერს: "არსებობს სახელი, რომელიც ნათლობისას გვეძლევა; ამ სახელით ღმერთი იძენს ადამიანს. ნათლობის სახელი ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, იმიტომ, რომ მისი მიღებისას ადამიანი ქრისტესთან ერთად კვდება და მასთან აღდგება; მაგრამ ეს სახელიც უამრავ სხვა ადამიანთანაც გვაკავშირებს, იმათთან, ვინც ამ სახელს ატარებდა და განსაკუთრებით კი მათთან, ვინც ეს წარმართული სახელი ქრისტიანულად აქცია: პირველ წმინდანთან, რომელმაც ეს სახელი ეკლესიაში შემოიტანა.

არსებობს სახელიც, რომელიც ჩვენ არ ვიცით. გაიხსენეთ ნაწყვეტი გამოცხადებიდან: მომავალ სამეფოში თითოეული მიიღებს თეთრ ქვას და ამ ქვაზე მისი სახელია დაწერილი. ის ცნობილია მხოლოდ ღმერთისთვის და მისთვის, ვინც მას იღებს. ეს მეტსახელი არ არის, არც გვარი, არც სახელი, რომელიც ნათლობისას მიენიჭა, არამედ სახელი, რომელიც ჩვენ სრულად აგვსახავს, ჩვენი იდენტურია, ის არის - ჩვენ... შეიძლება ითქვას, ეს თითქმის ის სიტყვაა, რომელიც წარმოთქვა ღმერთმა, როდესაც ჩვენი ყოფიერებაში მოსვლა ინება. ის არის ჩვენ და ჩვენ ვართ ის. ეს სახელი ღმერთთან ჩვენს აბსოლუტურ და განუმეორებელ მიმართებას განსაზღვრავს. არავის შეუძლია ამ სახელის ცოდნა, ისევე როგორც არავინ გვიცნობს ისე, როგორც ღმერთი. ამ სახელიდან მოედინება ყოველივე დანარჩენი, რაც შეიძლება ჩვენს შესახებ იყოს ცნობილი.

...ჩვენი ლოცვა ნაწილობრივ უშუალოდ ღმერთს მიემართება, მაგრამ ნაწილობრივ - ესაა ჩვენი კავშირი მთელ გარესამყაროსთან. როდესაც ერთმანეთისთვის ვლოცულობთ, ვლოცულობთ მთელი სამყაროსთვის. ჩვენ ღვთის წინაშე მიგვაქვს სახელები და სხვა არაფერი, მაგრამ ეს სახელები ან აზრითაა სავსე, ან სრულიად ცარიელია იმის მიხედვით, შეგვიძლია თუ არა ჩვენივე ნათქვამის სიღრმე გავაცნობიეროთ. თუ ღმერთის წინაშე ვასახელებთ ადამიანებს ისე, რომ სახელებს არც ვაცნობიერებთ, წარმოვთქვამთ მათ, როგორც იარლიყს, მაშინ ჩვენი ურთიერთობები ძვირი არ ღირს; მაგრამ თუ სახელის წარმოთქმაში არის იმ შემცველობის რაღაც ნაწილი, რომლის მოკლედ გადმოცემასაც მე ვცდილობდი, მაშინ ლოცვა არა მარტო მიიყვანს ადამიანს ღმერთამდე თითქოსდა ხელისგულზე დადებულს, არამედ ჩვენც გვაკავშირებს მასთან სიღრმით - არა თანაგრძნობისა და სიყვარულის, არამედ იგივეობრიობის, ერთიანობის, სოლიდარობის სულ სხვა სიმაღლით".
ბეჭდვაელფოსტა
06.03. 2017
მარიამი
ძალიან კარგი სტატიაა,მადლობა რედაქციას და საერთოდ მიხარია რომ ასეთი ჟურნალი და ეს გვერდი არსებობს.მე მაინტერესებს, ეს მამაო მგონი რუსია ხომ?ნაცნობია ჩემთვის ძალიან და მისი დარიგებებიც წამიკითხავს,მაგრამ სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს და თუ შეგიძლიათ დაწეროთ?მადლობა წინასწარ,გფარავდეთ უფალი
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler