გელათის ტაძრის აგება.
გელათის ტაძრის აგება.
იქ, სადაც დღეს მონასტერია აგებული, ესახლა თურმე გლეხი ლევისარაშვილი. მეფე მონასტრისთვის საგანგებო ადგილს ეძებდა, ხან კტეში(კლდეში) დოუწყიათ აშენება, ხან ელისქრზე, ბოლოს არჩევნებში ლევისარაშვილის ეზო მოსვლია. მეფე ეწვია თურმე გლეხს, მიიარ-მეიარა, მეეწონა აქოურობა და პატრონს უბრძანა: შენი ეზო უნდა მოქვცე, აქ სახტარი უნდა ავაშენოთო. გლეხს ეს ამბავი ტყვიასავით მოხვთა, მარა რას იზამდა? მეფეს მოახსენა: თუ იმის ღირსი გავხთები, რომ ჩემი ეზო სახტრის ეზოთ ივარგებს, უკეთესს რაღას მოვესწრებიო? მეფეს ზრდილობიანი პასუხი მოეწონა და მილისტრს (მინისტრი) უბრძანა, ლევისარაშვილს ოქროებით ოუფსეთ კალთაო. ბრძანება იქვე შეასრულეს. ლევისარაშვილი მიწაზე დავარდა და ისე მადლობდა მეფეს.-სამოსახლო მიბოძეო, სთხოვა. მეფემ უბოძა, სადაც ეირჩევდა. ლევისარაშვილი ჭიშკარს რო მიუახლოვდა, უკან მეიხედა. მეფე თურმე თვალს აყოლებდა, შეამჩნია და ბრძანა: ალბათ გული წყტება, მოუმატეთ კიდოო, გულნაწყვეტზე სიკეთე არ აშენდებაო! გლეხს ერთი ნიჩაფი ოქრო კიდო მოუმატეს და მადრიელი გოუშვეს.
მთქმელი გიორგი ჯანგავიძე. ჩაწერილია გელათში 1945 წ. დომენტი თომაშვილის მიერ.
"ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება". ტომიI
ბეჭდვა
1კ1