აქვს თუ არა ადამიანს უფლება, აირჩიოს სიკვდილი
აქვს თუ არა ადამიანს უფლება, აირჩიოს სიკვდილი
თანამედროვე კაცობრიობის მატერიალისტური აზროვნება იქამდე მივიდა, რომ დაიწყო კამათი იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, აირჩიოს სიკვდილი.

ევთანაზია კარგ (ანდა ბედნიერ) სიკვდილს ნიშნავს. არსებობს ევთანაზიის ორი სახე: აქტიური და პასიური. პირველია სიცოცხლის ხელყოფა ტანჯვისგან თავდასაღწევად, მეორე კი ბუნებრივად დამდგარი სიკვდილისთვის ხელის არშეშლა.

ევთანაზია შესაძლოა ნებაყოფლობითიც იყოს და არანებაყოფლობითიც. პირველ შემთხვევაში პაციენტი თანახმაა სიკვდილზე, მეორეში კი - არა. სიკვდილი შესაძლოა ადამიანის მიერვე იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ის თვითმკვლელობის ფორმაა. მაგრამ თუ სიკვდილი სხვათა მიერაა გამოწვეული - ის უკვე მკვლელობის ფორმაა.

ამტკიცებენ, რომ ღირსეული სიკვდილის მორალური უფლება ყველას აქვს. ნელი, ტკივილიანი სიკვდილი არ არის ღირსეული. მეტიც, ეს არაადამიანური სიკვდილია, ასე ხომ ცხოველები (ზოგჯერ მცენარეებიც კი) იხოცებიან. ამგვარად, აქტიური ევთანაზიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სიცოცხლესთან ამ სახით გამოსალმება ღირსეული სიკვდილის გარანტია. მის გარეშე ადამიანებს საკუთარი ბედისა და აღსასრულის არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ხომ კატასტროფების კონტროლის ძალა არ შეგვწევს და მხოლოდ პაიკები ვართ ტკივილის შეშლილ დაფაზე.

ევთანაზიის პროპაგანდისტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს მორალური უფლება უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობისა. მაგრამ ბიბლია ამბობს: "არა კაც კლა" (გამოს. 20,13). მათ სჯერათ, რომ კაცს აქვს ძალაუფლება ადამიანის სიცოცხლეზე, თუმცა წმინდა წერილი აცხადებს, რომ ეს უფლება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ... ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან" (მეორ. რჯ. 32,39). როგორც მართალმა იობმა თქვა: "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობ. 1,21). ღმერთმა შექმნა ადამიანური სიცოცხლე (დაბ. 1,27) და მხოლოდ მას აქვს უფლება მისი წაღებისა (ებრ. 9,27). ასე რომ, ბაზისური შეცდომა აქტიური ევთანაზიისა არის ადამიანის სიცოცხლეზე ღვთის სუვერენული უფლებების უგულებელყოფა. მისი მომხრეები ღმერთთან თამაშს უფრო ბედავენ, ვიდრე ადამიანებთან.

არგუმენტი ევთანაზიის სასარგებლოდ, აბორტის არგუმენტის მსგავსად, იმთავითვე მცდარია. მახინჯი ახალშობილებისა და განწირული ზრდასრულების დახოცვა ვერ აგვარიდებს ადამიანის წამებას, რომელსაც სიკვდილის წამები იწვევს. ამასთან, ევთანაზია უფრო მეტ ტანჯვასაც რომ გვარიდებდეს, ის მაინც არ იქნებოდა გამართლებული. მიზანი არ ამართლებს ყოველგვარ საშუალებას; ის მხოლოდ კეთილ საშუალებას ამართლებს. უდანაშაულო ადამიანების ხოცვა კი არ არის კეთილი ქმედება; ეს ბოროტი ქმედებაა (გამოს. 20,13).

პროევთანაზიური რიტორიკის ხაზგასმათა უმეტესობა ტანჯვისგან თავის დაღწევას ეხება: ტანჯვა დიდი ბოროტებაა, რომელსაც ნებისმიერ ფასად უნდა დავაღწიოთ თავი, პიროვნების სიცოცხლის ფასადაც კი. ეს არ არის ტანჯვაზე ქრისტიანული თვალსაზრისი. იაკობ მოციქული წერს: "ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის; მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე" (იაკ. 1,2-4). პავლე მოციქულმა რომის ქრისტიანებს მისწერა: "ვიცით, რომ ჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება - სიმტკიცეს, სიმტკიცე - იმედს" (რომ. 5,3-4).

ტანჯვას შეუძლია იქცეს დროდ განწმენდისა და ხასიათის განმტკიცებისა (იობ. 23,10). ცხადია, "ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად; მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა" (ებრ. 12,11).

ახლა დროა გადავხედოთ პასიურ ევთანაზიასაც. ორი განსხვავებული თვალსაზრისი დგას ამ სახელის უკან და ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ისინი.

თუ აქტიური ევთანაზია სიკვდილის გამოწვევას ნიშნავს, პასიური ევთანაზია სიკვდილის დაშვებას გულისხმობს. პირველი მორალური დანაშაულია, ხოლო მეორე შესაძლოა სწორიც იყოს. ეს დამოკიდებული იქნება იმ შედეგებზე, რომელთაც გამოიწვევს, ერთი მხრივ, სიცოცხლისთვის აუცილებელი ბუნებრივი საშუალებების (საჭმელი, წყალი, ჰაერი) შეწყვეტა ავადმყოფისთვის, მეორე მხრივ კი უკურნებელი სენით შეპყრობილისთვის არაბუნებრივ საშუალებათა (აპარატურა სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებისთვის, ხელოვნური ორგანოები) გამოთიშვა. პირველი შემთხვევა არაბუნებრივ პასიურ ევთანაზიად იწოდება, მეორე კი ბუნებრივ პასიურ ევთანაზიად.

ამ განსხვავების შუქზე ერთი საგულისხმო დასკვნა უნდა გაკეთდეს: ეგრეთ წოდებული პასიური ევთანაზიის ყველა ფორმა არ არის გამართლებული ქრისტიანული თვალსაწიერიდან. მაგალითად, ყრმის შიმშილი პასიური ევთანაზიაა, თუმცა იმის გამო, რომ მან შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის პიროვნებამ პასუხი უნდა აგოს.

ვინაიდან საჭმლის, ჰაერისა და წყლის მიუწოდებლობას სიკვდილისკენ მივყავართ, ეს ადამიანის გულგრილი მოკვდინებაა. ასე რომ, ბუნებრივ საშუალებათა შეწყვეტა აქტიურ ევთანაზიას უტოლდება.

ხოლო როცა პასიური ევთანაზიის მორალურად გამართლებულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ იმ შემთხვევებს ვგულისხმობთ, რომლებიც ბუნებრივი პასიური ევთანაზიის კატეგორიაში თავსდება. მხოლოდ უკურნებელი სნეულებისას უნდა დავუშვათ ადამიანის ბუნებრივად სიკვდილი არაბუნებრივი სასიცოცხლო აპარატურის გამორთვით.

ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი (დაბ. 1,27). ამიტომაც მცდარია უდანაშაულო ადამიანის მოკვლა. სისხლმა და ძალადობამ რომ წალეკა დედამიწა, ღმერთმა წარღვნით გაანადგურა კაცობრიობა (დაბ. 6,11), შემდეგ კი სიკვდილით დასჯის უფლების მქონე ადამიანური მთავრობა დაადგინა: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9,6). ადამიანის სიცოცხლე წმინდაა და ღვთის მსგავსი. ამ მიზეზით მცდარია წყევლაც (იაკ. 3,9).

ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანები რაციონალური, მორალური არსებები არიან. ისინი შემოქმედს ჰგვანან და მორალურად პასუხისმგებელნი არიან მის წინაშე (დაბ. 2,16-17). მათ შეუძლიათ იყვნენ წმინდანი, როგორც ღმერთია წმინდა (ლევ. 11,4); ისინი მორალური სრულყოფილებისკენ არიან მოწოდებულნი, როგორც მათი "ზეციერი მამაა სრულყოფილი" (მათ. 5,48). ადამიანური სიცოცხლის სიწმინდის გამო აკრძალა ღმერთმა კაცის მიერ კაცის მოკვლა, რადგანაც ეს არაპირდაპირ უფლის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

წმინდა წერილი ხაზგასმით აცხადებს, რომ მკვლელობა დანაშაულია. ვინაიდან თვითმკვლელობა კაცისკვლის ფორმაა, ისიც იკრძალება. თავის მოკვლა ადამიანის სიცოცხლეზე ღვთის სუვერენობის უარყოფასაც ნიშნავს და სიცოცხლის სიწმინდეზე შეტევასაც. და არ აქვს მნიშვნელობა, ვისია ეს სიცოცხლე - საკუთარი თუ სხვისი.

ევთანაზია ან ნებაყოფლობითია, ან არანებაყოფლობითი. თუმცაღა ორივე შემთხვევაში მაინც ადამიანის კვლის ფორმაა. ბიბლიაში მოყვანილ ყველაზე სასოწარკვეთილ მორწმუნეებსაც კი, რომლებსაც სიკვდილი სურდათ, აზრადაც არ მოსვლიათ, ხელეყოთ თავიანთი სიცოცხლე, არამედ ლოცულობდნენ იონას მსგავსად: "ჰოი, უფალო, ბარემ ამომხადე სული, რადგან ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია".

ბიბლიაში აღწერილი თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა გაკიცხულია ღვთისგან. მეფე საულის თვითმკვლელობა ისეთ საშინელ დანაშაულად არის მიჩნეული, რომ საულის საჭურველმტვირთველმა უარი თქვა, დამორჩილებოდა სასიკვდილოდ დაჭრილი პატრონის ბრძანებას. შედეგად, "აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო" (1 მეფ. 31,4).

თვითმკვლელობა განსაკუთრებით მიუტევებელი დანაშაულია, რადგანაც ის არა მხოლოდ ღვთის უზენაესობასა და სიცოცხლის სიწმინდეს უგულებელყოფს, არამედ არაფრად აგდებს პასუხისმგებლობას იმ სიცოცხლისათვის, რომელიც ღმერთმა ჩვენ მოგვანდო. ის უგულებელყოფს საკუთარი თავის პატივისცემას, რის შესახებაც პავლე მოციქული ამბობს: "არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას" (ეფ. 5,29). წმინდა წერილი სიცოცხლის სხვისთვის გაწირვას აქებს (იოან. 5,13; რომ. 5,7).

ამგვარად, აქტიური ევთანაზია, ქრისტიანული პერსპექტივიდან, მორალურად მცდარია, თუმცა პასიური ევთანაზია შესაძლოა მისაღებიც იყოს, რადგანაც ის ბუნებრივი და შეუქცევადი სიკვდილია და არა არაბუნებრივი ანდა შექცევადი.

თუმცა თვით მორალურად მისაღები ბუნებრივი პასიური ევთანაზიის დროსაც კი რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ასეთი ევთანაზია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა სნეულის სიკვდილი გარდაუვალია, ამასთან, ეს ნაბიჯი ავადმყოფის ახლობლების ნებით უნდა გადაიდგას. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მოძღვრის, ექიმის, იურისტისა და ოჯახის ურთიერთშეთანხმებით.

უპირველესად კი, მრავალგზის ლოცვებში ღმერთს უნდა შევთხოვოთ განკურნება, და მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილის მიზეზი, მედიცინის თვალსაზრისით, შეუქცევადია და არც ღვთაებრივი ჩარევა ჩანს, გამართლებულია, შევწყვიტოთ ბუნების საწინააღმდეგოდ, აპარატურის საშუალებით სიკვდილისწინა პროცესის გახანგრძლივება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler