ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი
გადმოცემით, ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვარი ყოფილა. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში ნახირს აძოვებდა, ანგელოზი დასიზმრებია. მან აუწყა: დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული; მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამასა და თანასოფლელებს უამბო. ანგელოზის მიერ ნაუწყები ხატის ნახვა ყველამ მოინდომა, მათ შორის - ერთმა ბრმა მოხუცმაც: სასწაულმოქმედი ხატის მადლი თვალის სინათლეს დამიბრუნებსო.

მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისაკენ. იქ ნამდვილად აღმოჩნდა ღვთისმშობლის დიდებული ხატი, რომელსაც მოკრძალებით სცეს თაყვანი და პატივით გადაასვენეს მახლობლად მდებარე ეკლესიაში. ბრმა მოხუცი კი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ლიტანიობაზე არ წაუყვანიათ, - მაინც ვერაფერს დაინახავსო. მოხუცმა სასოება მაინც არ დაკარგა, ყოვლადწმინდა ქალწულს "გიხაროდენ" უგალობა და მხურვალედ შეევედრა: "ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!"

შეისმინა უფალმა გულმოდგინე ვედრება მოხუცი ბრმისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის განსადიდებლად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა მასაც ეცა თაყვანი სასწაულმოქმედი ხატისთვის. ხალხმა თვალახელილი რომ იხილა, გულისხმაყო - ბრმისთვის თვალის ახელა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის მადლი იყო.

ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილზე ეკლესიაც აუგიათ. პლატონ იოსელიანის სიტყვით, ამ ეკლესიამ XIX საუკუნემდე მოაღწია.

***
ახლანდელი ტაძრის ადგილას ძველადაც რომ მდგარა ეკლესია, წლების წინ სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოჩნდა. ძველ ეკლესიას, როგორც გათხრებისას აღმოჩნდა, სამთაღიანი სარდაფიც ჰქონია.

KARIBCHEXIX საუკუნის 60-იან წლებში ძველი ეკლესია უკვე თაღჩამონგრეული ყოფილა, ამიტომ დასმულა საკითხი ახალი ტაძრის აშენებისა. მშენებლობის ინიციატორი დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ზედგინიძე გახლდათ. იგი ტაძარშია დაკრძალული, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ.

ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი თამარ მეფემ.

გადმოცემით, დიდუბის ტაძარს დიდძალი საგანძური ჰქონია. ოქროს პერანგითა და თვალ-მარგალიტით ყოფილა მოჭედილი დიდუბის სასწაულმოქმედი ხატიც. ამ ხატის ძვირფასეულობა დაკარგულია.

რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ (1945-1970), რომელიც დიდ პატივს სცემდა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარს და მის სასწაულმოქმედ ხატს, 1950 წელს ძველი პერანგის ასლი დაამზადებინა. ამასთან დაკავშირებით, დეკანოზმა გიორგი ღონღაძემ (შემდგომში - მიტროპოლიტი) შეასრულა პარაკლისი, რომლის დროსაც პატრიარქი ალექსი სასწაულმოქმედი ხატის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდა.

დიდუბის ტაძარში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე, კალისტრატე და მელქისედეკი, მიტროპოლიტი გიორგი ღონღაძე...

1982 წელს დიდუბის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფის ფრესკა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოხატა. ახლახან დიდუბის ტაძარს კულტურის სამინისტროს მიერ რესტავრაცია ჩაუტარდა. გაიწმინდა ფრესკები, მათ შორის - თამარ მეფის ფრესკაც.

ქართული კერები უცხოეთში
დედათა სავანეები - კაპათა
იერუსალიმისა და მისი მიდამოების სავანეებში ქართველი ქალები ძველთაგანვე მოღვაწეობდნენ: გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე ქალი, იერუსალიმში მცხოვრები ეფროსინე, შემდგომში - ლუკა მუხაისძის დედა, და სალომე წამებული (XIII ს.), მართა მონაზონი (XVII ს.) და სხვანი. ტიმოთე გაბაშვილის იერუსალიმში ყოფნის დროს ქართველი მოწესე ქალები წმინდა ეკატერინეს მონასტერში ცხოვრობდნენ.

კაპათა სიონის მთაზე მდებარეობდა. ძველი ტაძრის ადგილას იუსტინიანე დიდმა ახალი ეკლესია ააგო. იქვე იყო სამწირო (სასტუმრო, პილიგრიმთა მისაღები სახლი). ახალი ტაძარი ააშენეს ბორენა დედოფალმა, ბაგრატ IV-ის მეუღლემ, და მართა დედოფალმა, ბაგრატ IV-ის ასულმა.

XI-XIII საუკუნეებში კაპათას საკმაოდ მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. აქ დაცულ წიგნთაგან ცნობილია პარაკლიტონი, ნიკოლოზ კატარანისძის მიერ გადაწერილი მარხვანი, რომელიც უცხოელთა ტყვეობიდან დაიხსნა გიორგი ჯვარელმა, კვირიკე მოძღვრისა და მისი მოწაფის მარკოზის მიერ დამზადებული სექტემბერ-ოქტომბრის თვენი, იანვრის თვენი, იოანე ანჩელის დისწულის ოქროპირის გადაწერილი "წმინდანთა ცხოვრება"...

კაპათის წიგნსაცავი განადგურდა და იქაური ხელნაწერები დაიფანტა 1244 წელს, ხვარაზმელთა შემოსევების დროს.

საქართველოს სიძველენი
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) წერს: "სიგელი მეფისა დავით IV რუსუდანის ძისა, ნარინად წოდებულისა, დაწერილია ეტრატზედ, მეცამეტე საუკუნის მხედრულის ხელით. ჩვენ გვაქვს მარტო პალეოგრაფიულად გადმოღებული პირი ამ სიგელისა გასანთლულ ქაღალდზე, რომელიც გადმოიღეს ილია პეტრეს ძემ და ერმილე კაცოს ძემ ნაკაშიძეებმა ამ ათის წლის წინ და გადმოგვცეს ჩვენ. დედანი ჰქონია ერთ გლეხს ხეფინის-ხევში, შორაპნის მაზრაში. ნარინ დავითის ხელ-მოწერილს სხვა სიგელს ჩვენამდის არ მოუღწევია. სიგელი დაზიანებულადაა შენახული. რვა ადგილას ტყავი ამოფლეთილია და სიგელი სრულად არ იკითხება, თუმცა საზოგადოდ მისი შინაარსი ცხადია. ამას გარდა, სტრიქონები 34 და 35 ერთი და იგივეა და ეს გარემოება პირის გადმომღებს უნდა მიეწეროს და არა თვით დედანს. სახელი დავით მეფისა ნაკლულევანობის გამო სიგელში აღარ იკითხება, მაგრამ რომ აქ დავით IV ნარინი იგულისხმება, ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ის რუსუდანის ძედ არის მოხსენებული. სიგელი დაწერილია 32 ინდიკტიონს".

ბახტრიონის ციხე
ეს ციხე მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. პირველი სართულის ჩრდილოეთით მას კარი ჰქონია, აღმოსავლეთით - ნიშები და შუაში - ბუხარი. გვერდებზე თითო-თითო სათოფურიც დაუტანებიათ. მეორე სართულზე, შუაში, ისევ ბუხარია და სათოფეები. კოშკი მხოლოდ რიყის ქვითაა ნაგები.

ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგებობაა. აქვე დგას რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის ეკლესია. ჩანს, ტაძარი გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.

ბახტრიონის ციხეს უკავშირდება 1659 წლის აჯანყება, რომელსაც ზაალ არაგვის ერისთავი ედგა სათავეში. კახელ აჯანყებულებს გვერდით ამოუდგნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები. აჯანყება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა.

რა ბედი ეწია ბრძოლის დროს ბახტრიონის ციხეს, არ ვიცით. ცხადია, იგი ძლიერ დაზიანდებოდა.

ძველი გაზეთები
ქურმუხზედ ეკლესიის აშენებას საინგილოსათვის დიდი მნიშვნელობა ექნება - ამით ქრისტიანობა ერთ ნაბიჯს წინ წასდგამს ინგილოთა შორის. ქურმუხის წმინდა გიორგის ყველა ინგილო დიდს პატივსა სცემს, სწამს მისი ძლიერება და ეშინიან კიდეც. შეიძლება ინგილომ სხვაგან სადმე ტყუილად დაიფიცოს, მაგრამ ქურმუხზედ და ქურმუხის საყდარს თავის დღეში ტყუილად არ დაიფიცავს. მთელის საინგილოს ქრისტიანები დიდი ხანია მოწადინებულნი არიან, რომ ქურმუხზედ ეკლესია ააშენონ, ამისთვის თავიანთ შორის კიდეც შეუკრებიათ 350 მანეთამდე. როგორც გავიგონეთ, მის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას საქართველოს ეგზარხოსს პალადის ნება მიუცია კახის ეკლესიის კრებულისათვის ქურმუხზედ ეკლესიის აშენებისა და უბრძანებია, რომ ამ საგნისთვის ფული შეაგროვონ მთელს საეგზარხოსოში.
"ივერია", 1888 წ.

ტივი - ტრადიციული ტრანსპორტის სახეობა
მეტივეობა უძველესი დარგია. ადრეული ცნობები ჩვენში სამდინარო საშუალებათა და ხეტყის მდინარეებით ჩამოტანის შესახებ ჯერ კიდევ ჰეროდოტესა და სტრაბონს მოეპოვებათ.

სახელწოდება ტივი ბიბლიის ქართულ თარგმანში გვხვდება ("წიგნი მეორე ნეშტთაი"), სადაც ნათქვამია: "მოვიღოთ იგი ტივებითა ზღუად იოპესა". სიტყვა "ტივის" სიძველეს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისგან ფუძის გაორკეცებით მიღებულია "ტივტივი", რაც წყლის ზედაპირზე მსუბუქი საგნის ტორტმანს ნიშნავს.

სატივე ანუ სატიო ისეთი ადგილია, სადაც მდინარე მდორედ, ნებიერად მოედინება და ტივის შეკვრა თუ გაჩერება ადვილია. მტკვარზე სატივეები იყო: ახალციხეში, აწყურში, დვირში, ლიკანში, ბორჯომში, ყვიბისში... ცნობილია აგრეთვე ატენის სატივე მდინარე ტანაზე, კეხვის სატივე დიდ ლიახვზე და სხვა.

თბილისში რამდენიმე ადგილას ყოფილა ტივების "საბრუნი". ერთ-ერთი მათგანი ვერის უბანში, მეორე მუხრანის ხიდთან მდებარეობდა. სატივეებთან ხშირად დუქნებს გამართავდნენ ხოლმე.

ნედლი ხისგან ტივი არ იკვრებოდა. ხე ორი თვის მოჭრილი და გამშრალი უნდა ყოფილიყო. ხეებს თავსა და ბოლოში დაცხრილავდნენ თოკის ჩასაბმელად და უღელზე ამოსაკრავად. ტივის დასაცურებლად, მის გასაძღოლად ორი კაცი იყო საჭირო: მეწინავე და მებოლავე.

ტივს სხვადასხვა პროდუქტის გადასატანად იყენებდნენ. მექორწილეთა და ყარაჩოხელთა ტივით მოგზაურობა და ქეიფიც ჩვეულებრივი ამბავი იყო.

KARIBCHEწმინდა ილია მართალი:
"...ადამიანი ისე გაივლის ხოლმე თავის ცხოვრების გზასა, ისე დაჰლევს ხოლმე თავის სიცოცხლეს, რომ ერთხელაც არ ჩააგდებს თავის თვალს გულში იმის გამოსარკვევად, თუ რისთვის ვიყავ, რისთვის ვარ და რა გამიკეთებიაო. ესე მიდის და ილევა ცხოვრება ათასისა და ათიათასისა. მარტო ათასში ერთი თუ იქნება იმისთანა, რომ ამ ხვედრს არ ექვემდებარებოდეს და თავისთავი განსაკითხველად თავისთავისვე წინაშე დაეყენებინოს, ანუ, როგორც რუსთველი იტყოდა, გაეთავისწინებინოს.

ადამიანი ყოველდღე იბრძვის და გართულია ამ წუთისოფლის ავ-კარგიანობით. ზოგს ბედი ისე უმძიმს, რომ ამ ბრძოლაში არა ჰყოფნის მისნი დღენი, მისნი საათნი, მისნი წუთნი: ყველა ესენი შეწირული აქვს მთლად და გადურჩენელად იმ მცირეზე მცირე სიამოვნებისთვის, რომელსაც ადამიანი ძლივ-ძლივ გამოჰგლეჯს ხოლმე ამ ძვირს წუთისოფელსა და ურომლისობა ადამიანის არსებობას შეუძლებლად ჰხდის. ამ წრეში მოტრიალეს კაცს მოცალეობა არა აქვს, თავისთავს ჩაუბრუნოს თვალი განსაკითხავად და დღიურ ლუკმისათვის გარჯილსა და მაშვრალსა არც ხალისი-ღა აქვს ამისთანაებისათვის. ამისთანა კაცისთვის ბრძოლის მოედნიდამ თვალის მოშორება ერთს წამსაც დღიურის ლუკმის პირიდამ გამოცლას მოასწავებს და ძნელია სხვა რიღასათვისმე მოიცალოს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler