იმ წუთშივე მივხვდი, რომ აყვანილი ვიყავი
იმ წუთშივე მივხვდი, რომ აყვანილი ვიყავი
უფალმა ადამიანები გამრავლებისთვის სამოთხეშივე აკურთხა. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქალის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება - შვილთა სხმაა. დედობა საოცარი გრძნობაა. ამაზე უთუოდ ყველა დამეთანხმება, ვის სხეულშიც თუნდაც ერთხელ მაინც ჩასახულა და გაზრდილა მეორე არსება. თუმცა ზოგი ქალი სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ამბობს შვილის გაზრდაზე. ხშირად პატარა უშვილო ცოლ-ქმარს აჰყავს და მათი ოჯახის სანატრელი წევრი ხდება. ასეთ დროს ყოველთვის იჩენს თავს ერთი და იგივე პრობლემა - როგორ უთხრან ბავშვს თავისი წარმოშობის ამბავი. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც აყვანილი შვილია:

- ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. მამა ნებისმიერ სურვილს მისრულებდა. დედა უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვისაც დედას ვეძახდი, ჩემი ნამდვილი მშობელი არ იყო. თურმე მე მამას სხვა ქალთან გავუჩენივარ. ღვიძლ დედას დავუტოვებივარ და, ფაქტობრივად, მისი საყვარლის ცოლი მზრდიდა. ეს ამბავი საკმაოდ გვიან გავიგე. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ უფრო გამიჭირდა მისი გადატანა, აღქმა და გაანალიზება.

21 წლისა გავთხოვდი. ერთხელ რაღაც საბუთის წამოსაღებად მშობლებთან მივედი. შინ არავინ დამხვდა. რახან მამა იგვიანებდა, გადავწყვიტე, თავად მომეძებნა ის საბუთი. უჯრებში ქექვისას უეცრად ისეთ რამეს წავაწყდი, კინაღამ გული წამივიდა! რაღაც დოკუმენტში ეწერა ჩემი სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თუმცა დედად სხვა პიროვნება იყო მოხსენიებული. იმ წუთშივე მივხვდი, რომ აყვანილი ვიყავი. სიმწრისა და ტკივილისგან, არ ვიცოდი, რა მექნა. გარეთ გავვარდი. ქმარი დამედევნა (მასაც წაუკითხავს). არავის დანახვა არ მინდოდა. უცებ დამემსხვრა ყველაფერი... ალბათ ეს ამბავი უფრო ადრე და თან არა შემთხვევით, არამედ საკუთარი მშობლებისგან რომ გამეგო, ასე არ გამიჭირდებოდა. ადრე სულ მიკვირდა მათი, ვინც მსგავს სიტუაციაში გამზრდელ მშობლებზე ბრაზობდა და არა მათზე, ვინც ისინი მიატოვა. მაგრამ მაშინ მეც სწორედ ასე მოვიქეცი. მახსენდებოდა მხოლოდ ის წუთები, როცა დედა მეჩხუბებოდა (არადა ასეთი რამ ხომ ყველა ოჯახში ხდება!). მეგონა, რადგან მისი სისხლი და ხორცი არ ვიყავი, იმიტომ მიყვიროდა და მიბრაზდებოდა ხოლმე. მამასაც სხვა თვალით შევხედე. დღემდე ვერ ვხვდები, ნაშვილები რომ აღმოვჩნდი, ამან დამცა თავზარი თუ იმან, ამდენი წელი სიცრუეში რომ მაცხოვრებდნენ. ცოტა ხანში ყველაფერი დაწყნარდა, ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გაუცხოებული ვიყავი. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მიამბეს, კითხვებმა არ მომასვენა: ვინ არის ჩემი ნამდვილი დედა? რატომ მიმატოვა? ჩემდა გასაკვირად, მაშინ მასზე ცუდი არაფერი მიფიქრია - ასეთ დროს ცდილობ, ყოველმხრივ გაამართლო დედაშენი.

- გაუცხოებული როდემდე იყავით?

- რთულად და ნელა, მაგრამ მაინც ვუბრუნდებოდი ძველ ცხოვრებას. ჩემსა და ჩემს მშობლებს შორის უფსკრულიც თანდათან ივსებოდა, მაგრამ რომ არა ეკლესია, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდი. დიდი დრო გავიდა. დედა მძიმედ დაავადდა. რამდენიმე წელი საშინლად იტანჯებოდა. მე უკვე ეკლესიაში დავდიოდი და დედასაც სულ სხვა თვალით ვუყურებდი. ის უკვე ჩემთვის მშობელზე მეტი იყო. მაშინ მივხვდი, რომ საოცრად ვუყვარდი. თან, წარმოიდგინეთ, დედას და მამას ერთად რომ გადაეწყვიტათ ბავშვის აყვანა, უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. როგორი რთული უნდა ყოფილიყო დედასთვის, უშვილო ქალისთვის, ქმრის საყვარლის ბავშვის გაზრდა და ღვიძლი შვილივით შეყვარება! ახლა ვხვდები, როგორ გმირულად მოიქცა. ამას ცოტა თუ შეძლებდა. მე კი მასზე ვბრაზობდი...

ახლა ის ცოცხალი აღარ არის. ძალიან მენატრება და მაკლია. როცა რამე გამიჭირდება, სულ მინდა, გვერდით მყავდეს და მანუგეშოს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ალბათ ჩემს მშობელ დედას ვერ შევიყვარებდი ისე, როგორც ის მიყვარდა.

- მშობელი დედის მოძებნა არ გიცდიათ?

- თავიდან ძალიან მინდოდა მისი ნახვა. მაინტერესებდა, როგორი იყო. მისი ნახვის სურვილი აშკარად არ გამომიხატავს - დედისა მერიდებოდა. ვიცოდი, გული ეტკინებოდა. დღემდე არ ვიცი მისი ვინაობა ან რატომ დამტოვა. მჯერა, ამისთვის ობიექტური მიზეზი ჰქონდა. მისი ნახვა დღესაც ძალიან მინდა, მაგრამ ახლა მსურს შევუნდო. ვინ იცის, როგორ განიცდის ამ ამბავს.

- ახლა შვილად აყვანისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?

- ამ საკითხს თავიდანვე განსაკუთრებულად ვუდგებოდი. მინდოდა, იმის მიუხედავად, გამიჩნდებოდა თუ არა ბავშვი, ერთი მაინც მეშვილებინა (შემთხვევით არაფერი ხდება!). როცა ჩემი საიდუმლო შევიტყვე, დავიბენი. გონებით ვხვდებოდი, რომ ბავშვის ამყვანი ცუდს არაფერს აკეთებდა, მაგრამ ნაშვილები ბავშვები მაინც მეცოდებიან, რადგან ვიცი, რა მწარეა ამ ამბის გაგება. რაც ეკლესიაში მივედი, საოცარი რამ შევიტყვე: თურმე ყველა მართლმადიდებლურად მცხოვრებ ქალს, რომელიც შვილს აიყვანს, საგანგებო ლოცვა ეკითხება. ამ ლოცვის შემდეგ ის ქალი ღვთის წინაშე ბავშვის ნამდვილ დედად ითვლება. ეს საოცარი რიტუალია. ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ ჩემზე არ აღსრულდა. ჩემი აზრით, ისინი, ვინც ბავშვს იყვანს, მართლაც კეთილი და გამბედავი ადამიანები არიან. ძალიან მებრალება დედები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით პატარის გაშვილება უწევთ, მაგრამ ეს აბორტის გაკეთებას სჯობს.

მინდა ყველას, ვინც შვილის აყვანას აპირებს, ვურჩიო: აუცილებლად მივიდნენ ეკლესიაში, რათა წაეკითხოთ შვილად აყვანის ლოცვა. ასე ისინი ნამდვილ მშობლებად ჩაითვლებიან; ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიონ ტაძარში სიარულს და როცა ის საჭირო ასაკს მიაღწევს, ყველაფერი უამბონ. ეს ფაქტი ბავშვისთვის რთული გადასატანი იქნება. თუ ასეთ წუთებში მის გვერდით ეკლესია იდგება, მაშინ ყველაფერს იოლად მოერევა და გამზრდელ მშობლებსაც ღვიძლივით შეიყვარებს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
29.11. 2017
ნიტა
მარია, დაახლოებით 3 წლიდან შეიძლება “შეპარება”. პატარა უფრო ნაკლებ ტრაგიკულას აღიავამსო. მაგრამ ფსიქოლოგთან კონსულტავია ჯობია წინდაწინ რა თქმა უნდა.
20.05. 2014
მართა
რომელია "საჭირო ასაკი" როცა უნდა უთხრან ბავშვს? 21 წლისას გაგიჭირდათ გაანალიზება,პატარა (გარდატეხის)ასაკში უფრო რთული იქნება.დიდი გაიგებს და სიცრუეში ვიცხოვრეო იტყვის.როდისაა ის საჭირო ასაკი???
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler