ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ჯუმათის მონასტერი
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში, ჩოხატაურის ქედის კალთაზე, მდინარე სუფსის ხეობაში დგას.

მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის საეპისკოპოსოს მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. თავად ჯუმათის საეპისკოპოსო, როგორც სხვა ეპარქიები გურიაში (შემოქმედი, ხინო), XV საუკუნეში დაარსებულა. საეპისკოპოსო მდინარე სუფსის სოფლებს და აქ არსებულ ეკლესიებს აერთიანებდა. ჯუმათის ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, გარს ქვის გალავანი არტყია. ტაძრის ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლო მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეა მიშენებული. მხედრული წარწერა გვაუწყებს: "1904წ. ხელობა ივანე მენაბდისა. არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან".

ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდლად მიიჩნევს.

ჯუმათის ხატების წარწერებში მოხსენიებული პირებიდან ბევრი ცნობილია.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერაში მოხსენიებული სვანეთის მთავარი იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ეს ის იოანე ვარდანიძეა, რომელიც გიორგი III-ის დროს ცხოვრობდა და მონაწილეობდა დემნა ბატონიშვილის ჯანყში 1177 წელს.

ჯუმათის სიძველეებს შორის მნიშვნელოვანია მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული ძვირფასი თვლებით შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ შვიდი ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. განსაკუთრებით ძვირფასია ასევე საწინამძღვრო ჯვარი ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარი პატიოსანი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისთვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტრის კუთვნილი მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი 1910 წელს სვანეთში უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს.

კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წელს აღდგა.

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა მთავარი ტაძარი, რომელზეც მიდგმულია ხარების სახელზე ნაკურთხი მცირე ზომის ეკვდერი, 1998 წელს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით აგებული მირქმის პატარა ტაძარი.

ძველი ქართული კულტურის კერები
რომანა
ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი სავანის - რომანას ქართველთა მონასტრის აღმოცენება. წმინდა მამის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორ ბასილის უკითხავს: "არიანღა ვინ მოწაფეთა მისთაგანნი მთასა მას?" მას მოახსენეს: "ჰე, წმიდაო მეფეო, არიან სამნი მოხუცებულნი მოწაფეთა მისთაგანნი, ღირსნი და სათნონი ღმრთისანი". იმპერატორის წინადადებით, ქართველმა მოღვაწეებმა კონსტანტინოპოლის ახლოს დაიწყეს სავანის ადგილის შერჩევა. "ისინი მივიდნენ ადგილსა ტყიანსა და უდაბნოსა და პოვეს ღელესა შინა წყაროები, ადგილი ვაკე და შუენიერი". მალე ბასილის დახმარებით ააშენეს მონასტერი. ასე დაარსდა 876 წელს რომანას (ჰრომანას) ქართველთა მონასტერი.

გადმოცემით, რომანას მონასტერი 980 წელს დათმეს ქართველებმა. მას შემდეგ ეს მონასტერი ქართული აღარ ყოფილა.

რომანას მონასტრიდან ორი ქართული ხელნაწერია ცნობილი - ექვთიმე ათონელის თარგმანების შემცველი ხელნაწერი, რომელიც სვიმეონ დვალს დაუმზადებია 1066 წელს. მინაწერში ვკითხულობთ: "მადლითა და შეწევნითა წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონისითა მე, უღირსი გლახაკი ჰრომანელი მამაი გელასი, ჩემსა წინამძღუარობასა ღირს ვიქმენ აღწერებად წმიდისა ამის სალოცავად სულისა ჩემისა და მშრომელთა ჩემთათვის და ყოველთა მამათა და ძმათა ჰრომანაელთათვის. დაიწერა ხელითა სვიმეონ დვალისაითა".

მეორე ხელნაწერია ვანის ოთხთავი, გადაწერილი XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე თამარ მეფის მლოცველის, იოანე უღირსის მიერ და მოუხატავს მიქაელ კორესელს.

ძველი გაზეთები
შიო მღვიმის მონასტერში
9 მაისს ქართველი ერი იხსენებს ცხოვრებას წმინდა და ნეტარის შიო მღვიმელისას, რის გამოც შიო მღვიმელის მონასტრის წინამძღვარი, ყოვლად სამღვდელო გორის ეპისკოპოსი ლეონიდი 7 მაისს, საღამოს სახალხო მატარებლით გაემგზავრა ხსენებულს მონასტერში. წინა დღითვე მობრძანდნენ აქ მცხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნინა თავისის მოლოზნებით და ქალთა გუნდით. ყოვლადსამღვდელო ლეონიდის განკარგულებით, ძვირფას სტუმრებს ურმები დაახვედრეს და მონასტრამდე ამით ააბრძანეს. მწუხრი და ცისკარი დღესასწაულის დღეს დილით, ადრიანად შესრულდა, ხოლო წირვა დაიწყო ათის ნახევარზე. მწირველი ბრძანდებოდა ყოვლად სამღვდელო ლეონიდი, დარიის მონასტრის მღვდელმონაზვნის გერასიმეს და ადგილობრივი კრებულის თანამწირველობით. წირვასა და პარაკლისზედ ჰგალობდნენ ქართულად მცხეთის დედათა მონასტრის ქალთა გუნდი ქალბატონ ოქროპირიძის ლოტბარობით.

KARIBCHEბებრის ციხე
ეს ციხე უძველეს დედაქალაქ მცხეთაში მდებარეობს. იგი აღმართულია მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირის ბორცვზე. ციხეს კუთხეებში დატანებული აქვს მასიური კოშკები. ბებრის ციხის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ისტორიული წყაროები და ციხის არქიტექტურა ადრეულ საუკუნეებზე მიგვანიშნებენ.

ციხე ძლიერ დაზიანებული და ავარიულ მდგომარეობაში იყო. 1988 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

დიდი ილიას აზრები
"თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილ - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა".

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, ათონის წმინდა მთაზე, დოქიარის მონასტერში იმყოფება. ეს ხატი ბნელ დერეფანში კედელზე იყო დაბრძანებული და მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი მის წინაშე ხშირად ანთებული კვარით მიმოდიოდა. ერთხელ მას ჩაესმა ხმა, რომელიც კვარით სიარულს უკრძალავდა, რადგან კვამლი წმინდა ხატს ჭვარტლავდა. ბერმა იფიქრა, ძმები მეხუმრებიანო და ყურადღება არ მიაქცია ხმას, რომელიც სინამდვილეში ხატიდან გამოდიოდა. ამიტომ მეყსეულად დაისაჯა სიბრმავით. ნილოსმა სწრაფად შეიგრძნო დანაშაული, მწარედ ინანა, რომ ესოდენი კადნიერება გამოიჩინა ზეციური დედოფლის წინაშე, ცრემლით ევედრა მას და უმალვე განიკურნა.

მას შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა - მსწრაფლშემსმენელი მრავალ კურნებას აღასრულებს და მონასტრის უდიდეს სიწმინდედ ითვლება.

დადიანების სასახლე
აქ სამეგრელოს მთავრები - დადიანები ცხოვრობდნენ. როგორც ამბობენ, მათ 50-მდე სასახლე ჰქონდათ. უმთავრესი - ზუგდიდში იდგა. აქვე იყო კარის ეკლესია, დიდი ბაღი, ტბა. სასახლე რამდენჯერმე აშენდა, დაინგრა, გადაკეთდა. ბოლოს, უკანასკნელმა დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ აღადგინა და განავრცო.

KARIBCHE

სასახლეს დაახლოებით 100 ოთახი, 120 ფანჯარა და 200 კარი აქვს. მის მშენებლობაში ლაზი ოსტატებიც მონაწილეობდნენ.

დღეს სასახლეში ზუგდიდის მუზეუმია გახსნილი. მუზეუმში უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატია დაცული: ღვთისმშობლის კვართი, ბურდუხან დედოფლის ნაქონი ხატი; საფრანგეთის იმპერატორის - ნაპოლეონის ნაქონი წიგნები, პირადი ნივთები, სიკვდილისშემდგომი ნიღაბი; ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის, ჩინეთის მეფეთა და დედოფალთა პირადი ნივთები; ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერები.

მუზეუმში სულ 41 ათასი ნივთია. მათი დიდი ნაწილი ეკატერინე ჭავჭავაძემ შეაგროვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler