ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ჭელიშის უდაბნო
რაჭაში, მდინარე შარეულას მშვენიერ ხეობაში დღესაც დგას ნანგრევებად ქცეული ჭელიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი და ახლად შეკეთებული სამრეკლო. მონასტერი, როგორც განმარტოებით მდგარი, მოიხსენიება ჭელიშის უდაბნოდაც.

აქ, მთელი ათი საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა. სავანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის. გადმოცემით მიწისქვეშა გვირაბიც კი არსებულა გამოქვაბულებამდე. მისი საფუძვლიანად შეკეთება მოხდა XVI საუკუნის მეორე ნახევარში, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (საყვარელიძე) ძალისხმევით. 1637 წელს, ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა.

ჭელიშის მონასტრის უკანასკნელ ბერს ლევანტი მეტრეველს 1937 წლამდე უცხოვრია უდაბნოში. მას მერე დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა და ამ ბოლო დროს ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსის ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით შეკეთდა სამრეკლო. ტაძრის აღდგენამდე წირვა-ლოცვა პერიოდულად სამრეკლოში ტარდება.

ჭელიშის ხელნაწერები
ჭელიში რომ დიდი კულტურის ცენტრი იყო, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. ერთი ასეთი წიგნთაწიგნია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭიორში. ამ ოთხთავის მინაწერი და მასში დაცული ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს, რომელიც გაუკეთებია ჭელიშისთვის დანიელ ხარბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს.

ამავე მონასტერში ინახებოდა უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა, წმინდა ამბროსიმ, (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.

სხვადასხვა დროს, ჭელიშის უდაბნოს ადგილ-მამულს თავიანთი გლეხებითურთ ძვირფას ნივთებს სწირავენ დიდგვაროვნები: პაატა წულუკიძე, ნიკოლოზ ყიფიანი, ნიკოლოზ იაშვილი, გიორგი მაჩაბელი და სხვები. მეფე ერეკლე მეორემ კი ზარები შესწირა მონასტერს.

ძველი გაზეთები
გომბორის მთის დასავლეთ მხარეს, ყორა მთის ძირში ძევს პატარა ვაკე მინდორი, ტყიან-მთებით გარშემორტყმული. ამ მინდორზედ ჩვენ წინაპართ აუშენებიათ მშვენიერი დიდი ეკლესია, ქვითკირის გალავან შემოვლებული. როგორც ეტყობა, ეკლესია საეპისკოპოსო ყოფილა.

სიონის ტაძართან დაარსებულის მუზეუმისთვის განსვენებული დ. ბაქრაძე და დეკანოზი კალისტოვი აგროვებდნენ ნივთებს. ამ მიზნით ისინი და არხიმანდრიტი მაკარი 1883 წლის 23 მარტს გამოემგზავრნენ ნათლისმცემლისა და დავით გარეჯის მონასტერში. პირველად მოვიდნენ სოფელ ხაშმს და აქედან 24 მარტს წავიდნენ სამების ეკლესიის სანახავად (ხაშმიდან შვიდის ვერსიის მანძილზედ მდებარეობს). გალავანი სავსე იყო საქონლის ფუნით და ეკლესია უკარებო. ღამურებსა და ფრინველებს სულ ერთიანად გაუსუფთავებიათ. მოხუცებულები ამბობენ, რომ კარებისა და ფანჯრების თაღები ჯარებმა დააქციეს და აგური "ფეჩების" აშენებას მოახმარესო. ეგზარხოსმა ამის განახლების საქმე მიანდო არხიმანდრიტს მაკარის და აგერ ორი წელიწადია შეუდგნენ კიდეც საქმეს. გადასჭრეს ეკლესიაზედ ამოსული ხეები, გაწმინდეს თაღი, დაადგეს ეკლესიაში თლილი ქვა, კანკელი. ამ შეკეთებისათვის დახარჯული იქნება ას თუმანზედ მეტი. დღეს საქართველოს ეგზარხოსის ბრძანებით არხიმანდრიტმა მაკარიმ და ოთხმა მღვდელმა შეასრულეს მცირედი კურთხევა და დღეიდან დაიწყება წირვა-ლოცვა. კურთხევაზედ დავესწარით ხაშმელები ოთხმოციოდე კაცი. ცივი და თოვლიანი დღე რომ არ ყოფილიყო, უფრო ბევრი ხალხი დაესწრებოდა.
"ივერია" 1891 წელი

თოთხმეტს იანვარს სიონის ტაძარში დიდი ამბით იდღესასწაულეს მოციქულთა სწორის, საქართველოს განმანათლებლის წმიდის ნინოს დღეობა. ცუდის ამინდის გამო ხალხი მაინც არ შეშინდა და სავსებით აივსო ტაძარი. დამსწრე ხალხი თთქმის სულ ქართველობა იყო და იშვიათად ერია იმათში რუსობა - დაბოლოს წოდების ხალხი ამ დღეს დიდს თავისუფლებას ჰგრძნობდა. მწირველი მღვდელი ბრძანდეობდა ყველასაგან დიდად პატივცემული ეპისკოპოსი ალექსანდრე თავის კრებულითურთ. წირვის გალობაში მონაწილეობას იღებდა ტფილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი. წირვის გამოსვლისას იქადაგა არქიმანდრიტმა მაკარიმ. ქადაგების შემდგომ გამოასვენეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელსაც დიდის სასოებით ემთხვია ხალხი.
"ივერია" 1891წელი

ქართული კერები უცხოეთში
პეტრიწონი - ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივიდან მოშორებით, როდოპის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ასენცის მხარეს მდებარეობს. პეტრიწონის ანუ ბაჩკოვის მონასტერი დააარსა ალექსი კომნინოსის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა დიდებულმა "დასავლეთის დიდმა დომესტიკოსმა (ბიზანტიის ჯარების მთავარსარდალმა ევროპაში) გრიგოლ ბაკურიანისძემ 1083 წელს. მან ააგო მთავარი ტაძარი, რომლის ადგილას ამჟამად ახალი ნაგებობაა. მასში დღემდე პატივითაა დაცული ქართული ხატი, რომლის წარწერა ადასტურებს ქართველთა მოღვაწეობას პეტრიწონში XIV საუკუნეში. მანვე ააგო საძვალე, რომელიც დიდებულად იყო მოხატული. მათ შორისაა გრიგოლ ბაკურიანისძის გამოსახულებაც. გრიგოლ ბაკურიანისძემ მონასტერსა და აქვე დაარსებულ სემინარიას, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები სწავლობდნენ, შეუდგინა წესდება - ტიპიკონი, რომელიც გვამცნობს სავანის დაარსების ისტორიას. სემინარიის პროგრამას. როგორც ჩანს, სემინარია ამზადებდა ქართველებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. სავანისა და სემინარიის მუშაობას თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართველი მეცნიერი იოანე ფილოსოფოსი, რომელსაც მოღვაწეობის ადგილის მიხედვით პეტრიწონი ანუ პეტრიწი ეწოდა. XII საუკუნის დამდეგს მას პეტრიწონის დატოვება მოუხდა, რის შემდეგაც გელათის აკადემიაში განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა.

წმინდა ილია მართალი
"დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და "ღრჭენა კბილთა" მოსდევს. არა, ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა, რაც თითონ ბრალეული თავისის-თავის განმკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ "კბილთა ღრჭენასა" და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბრალოდ არ გააქარწყლოს".

ანჩისხატი
"პირი-ღვთისა ანჩისხატი, უაღრესი სიწმინდეა მთელი ქრისტიანობისა. ვინც დააკვირდება შენიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადად ჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქროვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა, შუბლის გარემო, მარჯვნივ პირდაპირ ჩანს ტილოს ნაპირი. პირი ღვთისა ანჩისხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი. ამის საბუთად მომყავს: ა) რომ ძველთაგანვე ქართველი ერი უწოდებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხატისა იმთავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16(29) აგვისტოს, სწორედ იმ დღეს, რომელიც პირველ ედესიიდგან კონსტანტინოპოლში მოსვენებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმინდა მამებმა სადღესასწაულოდ; გ) ქართველთ წმინდა მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩისხატს, როგორც პირი ღვთის, ხელთუქმნელს ხატსა; დ) საქრისტიანო საზოგადო გადმოცემით, ედესიის ხელთუქმნელი ხატი საბერძნეთიდან გადმოტანილია და იმყოფება საქართველოში. ამას უამრავი წყარო ადასტურებს.

XVII საუკუნეში დომენტი კათალიკოზმა ქვემო ჭალიდან ხატი დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა". - მღვდელი პ. კარბელაშვილი. ტფილისი, 1902 წელი.

წარწერა ანჩისხატის კარედზე ადასტურებს მის ხელთუქმნელობას. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ხელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატი-მბრძოლნი გამოჩნდეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულა იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოს-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართველოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი. ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
29.04.2021
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
29.04.2021
"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარეესში, წმინდა საბა განწმენდილის  კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org