"უფალი, მამული და ღირსება!"
"უფალი, მამული და ღირსება!"
365 სამამაცო ზნე
საუკუნეთა მანძილზე მრავალ ჭირგამოვლილმა ქართველმა ხალხმა შეიმუშავა გმირის, ვაჟკაცის, "კაი ყმის" იდეალი. "ვინა, ვინ არის კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?" - ლექსში "კაი ყმა" ვაჟას ერთგვარად შეჯამებული აქვს ჭეშმარიტი გმირისთვის უცილობლად ნიშნეული ის იდეალური თვისებები, რომლებიც ხალხურ საგმირო ლექსებში იყო გამოხატული. ხალხს ოდითგანვე "კაი ყმის" უპირველეს ღირსებად მამულის სიყვარული და მისთვის თავგანწირვა მიაჩნდა. შექებული იყო რაინდობა, მხნეობა, მეგობრისთვის თავდადება, ჩაგრულთა და სუსტთა მოსარჩლეობა, უანგარობა, სიმამაცე, თავშეკავებულობა, კაცთმოყვარეობა, იმედი, რწმენა, ბედუკუღმართობაში გაუტეხლობა, ზნეობრიობა... ხალხის წარმოდგენაში ლეგენდარული ელფერით იმოსებოდნენ გმირები, რომელთაც იცოდნენ, რომ "ერთხელ მოცემულ სიცოცხლეს ორჯერ ვინ ნახავს თვალითა", ცდილობდნენ, ღირსეულად ეცხოვრათ. ქალები კიცხავდნენ და არცხვენდნენ ისეთ საქმროებს, რომელთაც მამაცობა ვერ გამოიჩინეს მტერთან ბრძოლაში ("ჩემმა საქმარე ხიწვამა უკუღმ შაირტყას ხმალიო").

როგორ ხდებოდა ძველ საქართველოში ყმაწვილის "კაი ყმად" გაწვრთნა, მომავალ თაობებში იმ რაინდული თვისებებისა და პრინციპების ჩამოყალიბება, რომლის წყალობითაც მოვედით აქამდე და შევინარჩუნეთ სარწმუნოება და სამშობლო? ამის შესახებ გვესაუბრება ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლის" პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი.

- ძველ საქართველოში აღზრდის სისტემას საფუძვლად ედო 365 სამამაცო ზნე. რა უდევს საფუძვლად "ხრიდოლს" და რამდენად ემსახურება იგი მომავალი თაობების რაინდულ და კეთილშობილურ აღზრდას, მათ უფლისა და სამშობლოს პირუთვნელ მსახურებად ჩამოყალიბებას?

- "ხრიდოლის" მიზანია, რომ ვაჟი ჭირთამთმენი აღიზარდოს და ხვალ განსაცდელს მამაცურად გაუძლოს. ათი საუკუნის წინ აქვს ნათქვამი ქართველს: "ჩვენ, ქართველნი, ვართ ნათესავით მხნენი, მხედრობასა შინა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი". თუ ქართველია, მხედრად უნდა იყოს გაზრდილი. "ხრიდოლის" აღზრდის სისტემას, ისევე როგორც ძველ საქართველოში, დღესაც 365 სამამაცო ზნე უდევს საფუძვლად. ეს სამამაცო ზნე იმდენი იყო, რამდენი წმინდა გიორგის სალოცავიც გვქონდა ქართველებს. ის განსაზღვრავდა ძველ საქართველოში აღზრდის სისტემას. მასში იყო მოქცეული ქცევის წესები შრომის დროს, სამკალში, სახნავში, ჭირში, ლხინში, სუფრასთან თუ ბრძოლაში. ეს 365 წესი დამორჩილებული იყო საუფლო წესებს, სჯულის კანონს. ამიტომ არჩილი, როცა ამ წესებს აღწერს, ამბობს: "თავსაც საღმრთო სჯობს, ბოლოსაც. კაცთა ზნის საქმე რაც არის".

პატარა ბავშვს, ვაჟს, თავიდანვე ათამამებდნენ - მამაკაცი თამამი უნდა ყოფილიყო. აჩვევდნენ უფროს კაცებთან საუბარს. მთად თუ ბარად იყო საფიხვნოები, სადაც ბიჭუნებს ყოფნის ნებას რთავდნენ. საქმის გარჩევას უფროსები პატარებსაც დაასწრებდნენ ხოლმე, რათა ხვალ და ზეგ ისინიც მზად ყოფილიყვნენ მტყუან-მართლის გასარჩევად. მამაკაცების თავშესაყარში ყვებოდნენ წინაპართა საგმირო საქმეებზე. ბავშვები უსმენდნენ და ეს მათთვის ერთგვარ მოწოდებად აღიქმებოდა. ასე ასწავლიდნენ კაცურ ცხოვრებას. მთაში ბავშვი რომ სახლში შევიდოდა, მოხუცებიც კი ფეხზე წამოუდგებოდნენ და მიაგებებდნენ: - "მახვედ მშვიდობით?" პატარა კი უპასუხებდა: - "დამხვდით მშვიდობით. დასხედით, მტერსაც წამოუდგებითო". თავიდანვე უნდა ეგრძნო ბავშვს, რომ ვაჟკაცი იყო. მამა ბიჭს ხელს არ გაარტყამდა. განა იმიტომ, რომ ფიზიკური ტკივილი არ მიეყენებია - მის ღირსებას არ შეეხებოდა, რათა დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი. შეიძლებოდა ეცემათ ჯოხით, ხმლით, ჭიდაობით, მუშტით მიეყენებინათ ტკივილი, მაგრამ არასდიდებით არ უნდა განეცადა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ტკივილი, რის მერეც ის კაცად ვერ გაიზრდებოდა. ვაჟს პატარაობიდანვე ფიზიკურად აკაჟებდნენ. იმ 365 წესში შედიოდა ხმლის ფლობის ხელოვნება, მშვილდოსნობა, ჭიდაობა, კრივი, სხვადასხვა იარაღის ხმარების წესი, ცეკვა, სიმღერა... ისტორიული გადმოცემით, მამაკაცს საჭმლის კეთებაც უნდა შეძლებოდა. დღეს, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს სადიაცო საქმეა, მაგრამ არა. სამამაკაცო ზნე იყო ესეც ისეთივე, როგორც იარაღის გამართვა, ხვნა, თესვა, თიბვა და ა.შ. როდესაც ვაჟკაცი წუთისოფელში ცხოვრების დიდ გზაზე გამოვიდოდა, მას უვიცად არ უნდა ეგრძნო თავი სადმე. სიმღერაც უნდა სცოდნოდა, ლექსის თქმაც და ა.შ.

- დავით გურამიშვილი "ქართლის ჭირის" გამომწვევი მიზეზების ჩამოთვლისას ერთ-ერთ მიზეზად ასახელბს იმას, რომ მამაკაცები "დაჯაბდნენ". ილიაც ლელთ ღუნიას ათქმევინებს: "უწინ ვაჟაი ვაჟაბდისო". ეს სიტყვები მხილებას შეიცავს. ვფიქრობ, დღესაც აქტუალურია ეს საკითხი...

- "ქართლის ცხოვრებიდან" ვიგებთ, რომ ყველა ეპოქას თავისი დაღი აზის. დავით გურამიშვილის ეპოქა, მე-17 საუკუნე ერთ-ერთი უმძიმესი დროა საქართველოს ისტორიისა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ მე-17 საუკუნის მერე თურმე ქართველებს თავისი ზნე და ადათი მოუშლიათ და სპარსული დაუჭერიათ: სკამზეც აღარ სხდებოდნენ, ხელით ჭამა დაუწყიათ. ჩვენ მოვდუნდით, სამამაცო ზნე მოგვიშლია. ამდენი ბრძოლით მოსახლეობა დაცოტავებულა. დავით გურამიშვილი პოეტი იყო და თავისი თვალით დანახულ სატკივარზე ლაპარაკი ევალებოდა. ერეკლეს დროს ქართლ-კახეთი უძლიერესი სამეფო იყო მთელ იმდროინდელ კავკასიაში. ერეკლეს თურქეთის სულთანი და სპარსეთის შაჰი ანგარიშს უწევდნენ. ქართველი ბრძოლაში გამოწრთობილი იყო, ქუდზე კაციც გამოდიოდა, განა დღეს ყველა მამაკაცი გამოვა ქუდზე კაცად? როდესაც სამშობლოს სხვას გადააბარებ მოსავლელად და საპატრონოდ, ის ისე აღარც გტკივა, რადგან იმდენი ამაგი არ გაქვს, იმდენად აღარც გიყვარს. თავგანწირვის უნარსაც კარგავ, არ განიცდი სანუკვარი სამშობლოს წართმევის საფრთხეს. როდესაც საფრთხეს გრძნობ, ფხიზლობ. ეს სიფხიზლე დავკარგეთ და ამაზე გვმართებს დაფიქრება.

- ქართული ტრადიციებიდან დღეს ყველაზე მეტად შემორჩენილი გვაქვს სუფრა. სამწუხაროდ, ახლანდელ ყოფაში წარსულის ჯანსაღი ტრადიციების ერთგულების ფარდის მიღმა იმალება სხვადასხვა მანკიერება.

- იმ 365 წესიდან ერთ-ერთი იყო ის, რომ ვაჟკაცი არ უნდა დაღლილიყო და არ უნდა დამთვრალიყო. სათიბსა და სახნავში ისე უნდა ემუშავა, რომ ნებისმიერ დროს მოულოდნელად მოვარდნილ მტერს დახვედროდა. ასევე, სუფრასთან მუდმივად იმაზე ფიქრობდა, რომ იმ წუთას ქუდზე კაცად რომ დასჭრვებოდათ, მტრის დახვედრა შეძლებოდა. დღეს კი დიდ ვაჟკაცობად იქცა სმაში გაჯიბრება და არა ლამაზი სადღეგრძელოსა და ლექსის თქმა, თუნდაც სიმღერა. სამწუხაროდ, ზოგიერთი მთვრალი ბილწსიტყვაობს სუფრასთან, რაც, უპირველესად, პურისა და ღვინის შეურაცხყოფაა. ჩვენ ხომ სადღეგრძელოს ლოცვას ვეძახით. დღეს ბავშვებს ასწავლიან უცხო ენებს, კომპიუტერს, მაგრამ ნაკლებად იმას, თუ როგორ უნდა უპატრონონ საკუთარ თავს, ოჯახს, მამულს. ჩვენ შვილებს ვაძლევთ სამეცნიერო განათლებას და არა საუფლოს. სულიერ საზრდოს არ ვაწვდით მათ. ამის შედეგად კი ის გამოვა ნაკითხი კაცი, მაგრამ გაუნათლებელი. როცა გაუჭირდება, ვერასოდეს მიხვდება, თუ რატომ გაუჭირდა. ჩავარდება დეპრესიაში... ჩვენ ვზრდით ბავშვს და არ ვასწავლით, რისთვის გაჩნდა და რისთვის იცხოვროს. ამიტომაც წერს ვაჟა: "არ იცით, დაჩნდით რისადა, ან რისათვისა კვდებითა". ბავშვს პირველ რიგში უნდა ჩავუნერგოთ უფლის სიყვარული, მივცეთ სულიერი აღზრდა...

- ალბათ ამიტომაც გახშირდა მოზარდთა დანაშაული. ვაჟკაცობის ცნებამ დღეს თითქოს დაკარგა მნიშვნელობა. ზოგს ჰგონია, ვაჟკაცობა სხვისი დაჩაგვრა და დაუნდობლობაა, მიტევება კი ლაჩრობა.

- რა უნდა მიგვაჩნდეს ვაჟკაცობად, ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული არის "სამამაცო ზნის" ბრძოლის წესებში. ბრძოლის წესები იწყება სამართლიანობით. პირველი წესია - კაცი მართალი უნდა იყოს და მერე გაიქნიოს მკლავი, მოიქნიოს იარაღი. მეორე წესია - არ გაბრაზდეს, ხოლო მესამე - მტრის სიცოცხლის გაფრთხილება. მტრის მოკვლაც კი არ შეიძლებოდა სალაღობოდ. როდესაც სამეკობროდ, სადავლაოდ მიმავალი ჯარი მტრის მიწაზე შეიჭრებოდა, აუცილებლად ფიქრობდა მტრის სიცოცხლის გაფრთხილებაზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხებოდა მოყვარეს. შუღლის დროს მეტოქეს სისხლი არ უნდა დასდენოდა. ქართველს ქართველის სისხლი არ უნდა დაეღვარა. ხორბლის მარცვლებით, მილიმეტრობით ზომავდნენ იარას მთასა თუ ბარში და პასუხს აგებინებდნენ დამჭრელს. იმას კი აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მართალი იყო თუ მტყუანი. თუკი მართალი იყავი, უნდა გევაჟკაცა და პირველ რიგში გეფიქრა სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მართალს და ძლიერს მეტი ვაჟკაცობა მართებდა. რაც შეეხება ქრისტიანულ მიტევებას, ყველა მამაკაცმა თავის გულში ჩაიხედოს და მიხვდება, როცა მომრევს დაუთმობ, ეს არ არის ვაჟკაცობისა და ქრისტიანული ქცევის ნიშანი - შენ შიშს დაუთმე. ვაჟკაცობა შენი თავის პატრონობა, დაიცვა და ისაა, შენზე სუსტს დაუთმო. ყველა მამაკაცი ვალდებულია, ბრძოლა მიიღოს, რადგან გაქცევა ვაჟკაცობა არ არის.

"ის კი არ არის ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამხრჩვალსა სწამლობდე".


- რამდენადაც ვიცი, დღეს "ხრიდოლში" 500-მდე ბავშვია, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს...

- დიახ. არის 27 სადროშო. სადროშოები თავის მხრივ იყოფა სამდევროებად. მშობლებს უმეტესად ბავშვები აქ მოყავთ არა მხოლოდ მუშტისკვრისა და იარაღის ფლობის დასაუფლებლად, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იყვნენ სულიერად ძლიერნი, გაიზარდონ ქართველებად, უფლისა და მამულის მსახურებად და თავისი თავის პატრონობა შეძლონ. ვარჯიშის დაწყების წინ თითოეული მწვრთნელი ამბობს სამ საფიცარს, რაც "ხრიდოლის" გერბზეც არის გამოსახული. მწვრთნელი იტყვის: "დიდება უფალს! დიდება სამშობლოს! ღირსება, უპირველეს ყოვლისა!" ბავშვებიც ამითვე პასუხობენ. თითოეულ სადროშოს აქვს თავისი შეძახილი. მაგალითად, ჩემს სადროშოს "იბერიელი მგლები" ჰქვია. ვიტყვი, "იბერიელი მგლები", ამას მოსდევს შეძახილი და ბავშვები მპასუხობენ: "ვინც შემიწუხებს სამშობლოს, მგელივით შავეტანები!" სადროშოში შემავალი სამდევროები სხვადასხვა სახელს ატარებენ: ალავერდის, ლომისის, ლაშარის, თეთრი გიორგის, ქურმუხის, ილორის და ა.შ. თითოეული სამდევროს შეძახილი ასეთია: "წმინდა გიორგის ყმას სხვისი ყმობა არ მაგვიდის!" ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წმინდა გიორგის ყმები, უფლის ყმები ვართ და სხვის უღელს არ დავიდგამთ, სხვას არ დავეჩაგვრინებით. ეს არის თავი და ბოლო "ხრიდოლისა".

ყველა ვარჯიში საუფლო ლოცვით იწყება.

როცა ბავშვი ამ წესით იზრდება, მას აღარ აქვს პრობლემა არც ქუჩაში, არც ოჯახში, არც ურთიერთობებში. ის ე.წ. "ქუჩის ავტორიტეტს" აღარ დაისახავს მისაბაძად. მისი მაგალითი წმინდა გიორგი იქნება თავისი ცხოვრებით. ის ქრისტეს გზაზე იდგება. აქ იქმნება ჯანსაღი სამეგობრო გარემო, საახლობლო წრე. ეს ბავშვები ყველანი ამ ცხოვრებით ცხოვრობენ, მეგობრობენ, ერთმანეთს გვერდით უდგანან, ერთმანეთი გააქვთ, ღვთის და მამულის სამსახურში არიან. სწორედ ეს გახლავთ "ხრიდოლის" მიზანიც: "უფალი, მამული და ღირსება!" რადგან შენს ღირსებას ეხებიან მაშინ, როცა მამულს გიჩაგრავენ, როცა უფალს გიხსენებენ აუგად და გიბილწავენ სალოცავს და საფიცარს. იმ სამი საფიცრის დათმობა კი არასდიდებით არ იქნება!
ბეჭდვაელფოსტა
03.04. 2016
Kai ymoba kai bichobit shecvales magram samwuxarod am sityvasac ver xvdebian.
Gmertma daglocot.
03.04. 2016
Kai ymoba kai bichobit shecvales magram samwuxarod am sityvasac ver xvdebian.
Gmertma daglocot da gagadzlierot aseti saqmistvis, emocias ver vmalav aset dros, minda rom yvelam gaitavisos da Sheisisxlxorcos tu ras nishnavs es yvelaperi, izrunon sakutar tavze da momavalze, sanam kidev gvaqvs amis unari daubrunot ers girseba da gadavarchinot qartuli suli.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler