როგორ მოვევლინე ქვეყანას
როგორ მოვევლინე ქვეყანას
მღვდელ ალექსი გრაჩოვის (იგი ერისკაცობაში ექიმი პედიატრი იყო) წიგნი "რა უნდა იცოდეს ყოველმა ბიჭმა", რომლის მიხედვითაც მომზადდა ეს რუბრიკა, დამრიგებლური საუბრების ფრომითაა შედგენილი, ადვილად იკითხება და ვიმედოვნებთ, სარგებლობას მოუტანს როგორც მშობლებს, ისე მათ შვილებს.
იმ სახლის გვერდით, სადაც ანდროს ოჯახი ცხოვრობდა, დიდი, ძველებური პარკი იყო. მამა, შესაძლებლობა მიეცემოდა თუ არა, ვაჟიშვილთან ერთად პარკში სასეირნოდ მიდიოდა. აი, დღესაც, გაზაფხულის თბილ საღამოს, მამა-შვილი სწრაფად გამოეწყო გარეთ გასასვლელად და განაცხადეს:

- აბა, ჩვენ წავედით!

- ოღონდ დიდი ხნით არა, - სთხოვა დედამ.

პარკში ანდრომ მისთვის ძალიან საინტერესო თემაზე წამოიწყო საუბარი:

- მამა, სად არის ჩემი ძამიკო?

- მალე გაჩნდება, შემოდგომამდე მოითმინე. ჯერ კი... არ არსებობს.

- როგორც მე არ ვარსებობდი?

- დიახ. როდესაც ისიც იკითხავს: მე სად ვიყავი, როცა თქვენ პარკში სეირნობდითო, - ჩვენ ვუპასუხებთ: შენ ჯერ კიდევ არ არსებობდიო.

- მაგრამ ის აუცილებლად გაჩნდება.

- შვილო, ჩვენ ხომ მორწმუნეები ვართ, როგორ ვიტყოდი მომავალზე "აუცილებლად"? ყველაფერი ხომ ღვთის ნებით ხდება. მე და დედას იმედი გვაქვს, ვლოცულობთ. შენც ილოცე.

- როგორ?

- უბრალოდ თქვი: "უფალო, გამოგვიგზავნე ჩვენ ბიჭი ან გოგონა!" ან სხვანაირად, როგორც შენ გინდა.

- ბიჭი სჯობს, ხომ, მამი?

- არა, გოგონაც კარგია. გეყოლება უმცროსი და... ბიჭი ჩვენ უკვე გაგვიჩნდი - შენ.

- მამა, მაინც საიდან ვჩნდებით? უფალი როგორ "გვგზავნის" მშობლებთან?

- კარგი კითხვაა, - გაეღიმა მამას. გიპასუხებ, ოღონდ ეს იქნება გრძელი ამბავი, ერთ საღამოს ვერ მოვასწრებთ!..

ანდროს გაუხარდა - რომელ ბავშვს არ უყვარს საინტერესო ამბები, მით უმეტეს, გრძელ-გრძელი, გაგრძელებებით!..

- ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, - დაიწყო მამამ, - რასაც ჩვენ ვხედავთ და ვერ ვხედავთ, ყველაფერი საიდანღაც წარმოიშვა. და თუ მე და შენ დავფიქრდებით და გავიხსენებთ ბევრ რამეს, ასეთ დასკვნამდე მივალთ: ისინი ან უფალმა შექმნა, ან ადამიანებმა გააკეთეს. მაგალითად, მზე, მთვარე და ვარსკვლავები, მთელი დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზე ცოცხლობს და იზრდება, საიდან გაჩნდა?

- ისინი ღმერთმა შექმნა.

- ახლა შეხედე იმ სკამს. ის ადამიანებმა გააკეთეს. ხედავ, ორი თანაბარი ლოდი ღრმად ჩაუფლავთ მიწაში, ზემოდან ფართო, მყარი ფიცარი დაუდევთ, ლურსმნებით მიუჭედებიათ და ზედაპირი გაუპრიალებიათ... ასეთ ნივთებს ეწოდება "ხელთქმნილი" და ასეთები ქვეყანაზე ძალიან ბევრია! რომელიმე მარტივი ნივთიდან, მაგალითად, ხის კოვზიდან, დაწყებული, ყველაზე რთულით, მაგალითად, თვითმფრინავით ან წყალქვეშა ნავით დამთავრებული.

შენ რომ გეკითხა, საიდან გაჩნდა მანქანები, ჩვენს ქუჩაზე რომ დადიანო, მოგიყვებოდი კონსტრუქტორებზე და მუშებზე, რომლებიც ქარხანაში შრომობენ მათ შესაქმნელად.

რომ გეკითხა, ეს სახლები როგორ გაჩნდაო, მოგიყვებოდი არქიტექტორების, ინჟინრების, კალატოზების შესახებ. პირველნი ხაზავენ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც ბინების მდებარეობა განისაზღვრება; სხვებს მოაქვთ აგური, ფიცარი, ლურსმანი, მესამენი ამ მასალით სახლს აშენებენ. ფიცარს ამზადებენ ხისგან, ტყეში რომ იზრდება; აგურს - მიწითა და წყლით; ლურსმანს - რკინის მადნისგან, მთებში, მიწაში რომ მოიპოვება.

ასე ააშენეს ადამიანებმა სახლი, შექმნით კი არაფერი შეუქმნიათ. ეს მათ არ შეუძლიათ. ღმერთი? გახსოვს, რა შექმნა ღმერთმა პირველად? როგორც ბიბლიაში წერია:L"პირველად ღმერთმა შექმნა..."

- ცა და დედამიწა.

- რისგან, რა მასალისგან?

- არაფრისგან, ჯერ ხომ არაფერი არ იყო!

- მართალია! შექმნის დასაწყისში არ იყო არც კლდეები, არც მიწა - არაფერი. მაგრამ ღმერთს ხომ ყველაფერი შეუძლია, ის ყოვლისშემძლეა. ის მხოლოდ ბრძანებდა. პირველად იყო უსასრულო უკუნი, წყვდიადი, მერე ღმერთმა თქვა: "იყავნ ნათელი!" და იქმნა ნათელი... ყველაფერი, რაც ცხოვრობს დედამიწაზე, რაც დაცურავს ზღვაში, რაც დაფრინავს ჰაერში და რაც ანათებს ცაში, ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ზოგიერთ თავის ქმნილებას ღმერთმა სხვისი, მისივე მსგავსის წარმოქმნის უნარი მიანიჭა. ეს ცოცხალი არსებებია: ხეც, ჭიაყელაც და მგელიც... ასეთ ქმნილებებს მეცნიერები "ღვთის ორგანიზმებს" უწოდებენ. ადამიანი კი ღვთის უმაღლესი ქმნილებაა: ის ანგელოზებს უახლოვდება, რადგან უკვდავი სული აქვს.

აი, შთამომავლობის წარმოქმნის უნარის წყალობით კი, ღმერთმა რომ მოგვანიჭა, თქვენ, ბავშვები, ჩნდებით ქვეყანაზე. ასე იზრდება კაცობრიობა და ავსებს დედამიწას.

რაც ახლა მოგიყევი, მხოლოდ დასაწყისია გრძელი ამბისა - საიდან და როგორ გაჩნდი შენ ამ ქვეყანაზე, ე.ი. დაიბადე. ჯერ მთავარი დაიმახსოვრე: ყველაფერი ცოცხალი - დაწყებული პაწაწინა ბალახიდან, აი, როგორიც ეს არის, ღვთის უმაღლეს ქმნილებამდე - ადამიანამდე - დაჯილდოებულია აღდგენის, ე.ი. თავისი მსგავსის წარმოშობის ძალიან მნიშვნელოვანი უნარით. ადამიანებში ამას დაბადება ჰქვია.

აი, სახლსაც მივუახლოვდით. არ გაიყინე?

- არა, - უპასუხა ქარისაგან მობუზულმა ბიჭუნამ.

მეორე დღეს ანდრო სეირნობის გარეშე დარჩა - მამა სამსახურში შეყოვნდა. დედა-შვილმა უმისოდ ივახშმა. ბიჭუნა ჩქარობდა ახლადშეძენილი ცოდნა გამოეჩინა:

- დედა, გამოიცანი: ჩვენი სახლი გაკეთებულია თუ შექმნილი?

- "გაკეთებული" თუ "შექმნილი"?.. გაკეთებულია, ალბათ. მშენებლებმა ააშენეს.

- შენი კაბა?

ბიჭუნას ცოტათი გული დაწყდა. მას უნდოდა აეხსნა დედისთვის განსხვავება ამ რთულ ცნებებს შორის, მან კი, როგორც ჩანს, ისედაც იცოდა ყველაფერი. მაგრამ მაინც ჰკითხა:

- აბა, რა არის შექმნილი?

- რა? ბევრი რამ: დედამიწა, ყველა პლანეტა და მნათობი, მთელი სამყარო, ადამი და ევა. ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა. მართალია? - გაეღიმა დედას.

- აბა, მაშინ გამოიცანი: პატარა ბავშვები "გაკეთებულები" არიან თუ "შექმნილები"? მაგალითად, მე?..

დედამ პასუხი დააყოვნა, ანდრომ დაასწრო:

- არც ერთი და არც მეორე! ადამიანებს აქვთ ასეთი უნარი... დამავიწყდა ის სიტყვა, მამამ გუშინ მითხრა, როგორ ჰქვია... და მარტო ადამიანებს კი არა, ყველა ცოცხალ არსებას აქვს...

საღამოს ანდრომ ლოცვა დაამთავრა (მან ჯერ მხოლოდ ორი ლოცვა იცოდა ზეპირად: "მამაო ჩვენო" და "ღვთისმშობელო ქალწულო" - და ამას ამატებდა ახლობლებისათვის ლოცვას) და ლოგინში ჩაწვა. ოთახში მამა შემოვიდა, ლარნაკით ტიტები შემოიტანა, დადგა მაგიდაზე, ანდროსთან ახლოს, ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე და ჰკითხა:

- მითხარი, ანდრო, საიდან ვიცით ჩვენ ღვთის შესახებ? საიდან ვიცით, რომ მან შექმნა მთელი სამყარო, ყოველივე ცოცხალი და არაცოცხალი, და თავად ჩვენც?

- ბიბლიიდან. კიდევ სხვა მორწმუნეებისგან...

- მართალია. მორწმუნე ადამიანებისგანაც, წიგნებიდანაც, რომლებიც ადამიანებმა დაწერეს ღვთის ბრძანებით. მაგრამ არის კიდევ ერთი "წიგნი", რომლის წაკითხვა შეუძლიათ დიდ ადამიანებსაც და ბავშვებსაც, და რომლის დახმარებითაც შეიძლება ღვთის შეცნობა. ეს "წიგნი" ბუნებაა, ღვთის მიერ შექმნილი. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ბუნება, აღმოვაჩინოთ ის კანონები, მის არსებობას რომ განაპირობებს და მაშინ გაგვაოცებს ღვთის სიბრძნე. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ სახელგანთქმულ მეცნიერთა შორის ბევრი მორწმუნეა. შეიძლება არც ჩავუკვირდეთ ამ კანონებს, უბრალოდ, დავტკბეთ სამყაროს მშვენიერებით და ქმნილებით შევიცნოთ შემოქმედი.

ხედავ ამ ყვავილებს? ნახე, რა ლამაზად აქვს ამოზნექილი ფურცლები, რა ფერია - ზუსტ სახელსაც ვერ მოუძებნი... ახლა უყნოსე: ძლიერი სურნელება არა აქვს, ოდნავ შესამჩნევი, ფაქიზი და სასიამოვნო. ახლა შეეხე, ოღონდ ფრთხილად, ერთი თითით... რას იტყვი? როგორ ფიქრობ, შეიძლება ასეთი ყვავილის გაკეთება, ე.ი. დამზადება რომელიმე უკვე არსებული ნივთიერებისგან?

- არა...

- ესე იგი, ცოცხალი არსების მხოლოდ შექმნა შეიძლება (რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია) ან "აღდგენა" (ამის უნარი აქვს ისეთსავე ცოცხალ არსებას, მაგრამ ისევ ღვთის ნებით, მისი კურთხევით). ადამიანს არ შეუძლია რაიმე ცოცხლის "გაკეთება".

ცოცხალ არსებებს, რომელთაც შეუძლიათ თავისი მსგავსის წარმოშობა "თავ-თავის გვარისდა მიხედვით" (ყოველივე ცოცხალს აქვს ამის უნარი), ეწოდებათ ორგანული არსებები ანუ ორგანიზმები. რატომაა ასე? იმიტომ, რომ მათ აქვთ სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები. მაგალითად, მცენარეებს ფესვები აქვთ გადგმული მიწაში და იქიდან იწოვენ ყვავილის, ბალახის ან ხის ზრდისათვის საჭირო ტენსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ფესვები მათი კვებისა და მონელების ორგანოებია. ფოთლებიც კვების ორგანოებია - ისინი მცენარისთვის საკვებს ჰაერიდან იღებენ. აი, შეხედე, რა არის ყვავილის ჯამში - ღია ფერის ღერო და მუქი პაწია ღეროები. ეს არის "აღდგენის" ანუ გამრავლების ორგანოები. ყურადღება მიაქციე, როგორ უფრთხილდება მათ ტიტა - ფარავს თავისი ფურცლებით: ისე მოუთავსებია თავისი ყვავილის ჯამში, როგორც ღრმა ლარნაკში და იცავს ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან - ქარის, სიცივის, შემთხვევითი შეხებისგან.

- მამა, რას აკეთებენ ეს ორგანოები?

- ახლავე მოგიყვები. მოდი, ფრთხილად გადმოვწიოთ ერთი ფურცელი... ამ წვრილ, მუქ პატარა ღეროებს მტვრიანები ჰქვია. ყოველი მტვრიანას ბოლოს არის პატარა ყუთი და თუ გავხსნით, შიგ აღმოჩნდება ყვითელი ფხვნილი - ყვავილის მტვერი. ღია მწვანე ღეროს, ჯამის ცენტრში, ჰქვია ბუტკო. შეხედე, აი, აქ, ქვემო ნაწილში, ის ფართოვდება. მის ამ ნაწილს ეწოდება ნასკვი ან "საკვერცხე". საკვერცხეში თესლია, რომლისგანაც შემდეგ ახალი, ისეთივე მცენარე აღმოცენდება.

ეს სახელწოდება, ალბათ, უცნაურად მოგეჩვენება. ადგილი, სადაც თესლები ინახება - და უცებ "საკვერცხე!" საქმეც ის არის, რომ მცენარის თესლები არსებითად ისეთივე კვერცხებია, საიდანაც ჩნდებიან თევზები, ფრინველები და ცხოველები. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ბუტკოს ზემოთა ბოლო, შეხედე, უმსხვილდება. ის ოდნავ ტენიანია; პაწაწინა მტვრის ნამცეციც რომ მოხვდეს, აუცილებლად ზედ მიეკვრება. ყვავილის ამ ნაწილს დინგი ჰქვია. ბუტკოში, დინგიდან ნასკვამდე, აი აქ, გადის ცარიელი მილაკი.

- ცარიელი? რისთვის არის?

- მალე გაიგებ. ნასკვში რომ თესლია, მიწაში მოხვედრის შემდეგ რომ გაიზარდოს, აუცილებლად უნდა განაყოფიერდეს. ეს ასე ხდება: საჭიროა ყვავილის მტვერი (ნაყოფის მატარებელი ყვითელი ფხვნილი, მტვრიანებში რომ ინახება) ბუტკოში დინგის საშუალებით მოხვდეს, შემდეგ ჩაუყვეს ცარიელ მილაკს და ბოლოს მოხვდეს ნასკვში, თესლზე ("კვერცხებზე"). მაშინ მათში ჩაისახება ახალი სიცოცხლე.

- როგორ? რატომ?

- არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ მხოლოდ ასე ეძლევათ მათ ბიძგი ახალი სიცოცხლისთვის. როგორ? - ეს, ალბათ, ღვთის ერთ-ერთი საიდუმლოა... განაყოფიერებული თესლი მიწაში ხვდება და როდესაც გაზაფხულის მზე მიწას გაათბობს, თესლის მარცვლები მიწიდან მიიღებენ სითბოს, ტენს, სასარგებლო ნივთიერებებს. შემდეგ დაიწყებენ გაღვივებას, მწვანე ღივები კი აიწევენ ზევით, მზისკენ, გაიზრდებიან... ეს ახალგაზრდა მცენარეები იგივე პატარა შვილებია.

- შვილები, - დაფიქრდა ანდრო, - დედა და მამა?

- რა თქმა უნდა, ჩვენი გაგებით დედა და მამა მცენარეებს არ ჰყავთ, მაგრამ მტვრიანა, ყვავილის გამანაყოფიერებელი მტვრით, შეიძლება ჩავთვალოთ მამად, ბუტკო კი, ნასკვში მდებარე თესლთან - კვერცხთან ერთად, დედა იქნება.

ზოგიერთ ყვავილში ისინი ერთადერთია, ზოგჯერ კი - ერთი მცენარის სხვადასხვა ყვავილებში, ცალ-ცალკეა. ისეც ხდება ხოლმე, რომ მტვრიანიანი ყვავილები ერთ ხეზე ან ბუჩქზე იზრდება, ბუტკოიანი კი სხვაზე (ზოგჯერ საკმაოდ მოშორებითაც კი)...

- მერე, რა უნდა ქნან?

- აბა, ქარი რისთვისაა? მას გადააქვს ყვავილის მტვერი იქ, სადაც საჭიროა. ფუტკრები? დაფრინავენ ერთი ყვავილიდან მეორეზე, მტვრიანების მტვერი მათ ფეხებზე ეკრობა და შემდეგ გადააქვთ ბუტკოებზე.

- ფუტკრებს რამე გაეგებათ?

- არც სჭირდებათ, ისინი მხოლოდ საკვებს, თაფლს იგროვებენ ზამთრისთვის. უფალმა ყველაფერი ისე ბრძნულად განაგო, რომ ფუტკრებიც კარგად გრძნობენ თავს და მცენარეებიც. აი, რატომ გითხარი, რომ ბუნების, მისი კანონების შესწავლისას ჩვენ ქმნილებით შევიმეცნებთ შემოქმედს, ესე იგი ღმერთს, რომელმაც მთელი ეს მშვენიერი სამყარო სიბრძნით შექმნა... ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას.

მამამ საათს შეხედა და თქვა:

- ოჰო! იცი, რამდენი ხანია ვსაუბრობთ?.. შენ უკვე თვალები გეხუჭება. ღამე მშვიდობისა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler