"მოძღვარი, რომელიც ღვთისგან მოგეცა"
"მოძღვარი, რომელიც ღვთისგან მოგეცა"
ერთმა ბავშვმა ასეთი რამ თქვა: სანამ დედამიწაზე ერთი მღვდელი მაინც დარჩება, ადამიანები ბედნიერნი იქნებიანო. სამწუხაროდ, დიდები ასე მძაფრად ვერ შევიგრძნობთ ჭეშმარიტებას. ვის არ განუცდია ქუჩაში მღვდლის დანახვისას საოცარი სიხარული ან ტაძარში რამდენიმე სასულიერო პირის ერთად ხილვისას - საოცარი სულიერი სიმშვიდე; მოძღვართან ურთიერთობისას ხომ თითქოს სასუფეველს ვუახლოვდებით, მაგრამ რა ძნელია მოძღვრის პოვნა, რამოდენა ტანჯვა უნდა გამოიარო, რომ მიაგნო იმ ერთადერთს, ვისკენაც გაგიწევს გული, ვისაც გაენდობი და ვისი იმედიც ყოველთვის გექნება.

რამდენი ქრისტიანიც არის ამქვეყნად, იმდენი მშვენიერი ამბავი არსებობს მოძღვართან ურთიერთობისა. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი თავის წიგნში ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს. აი, რას წერს იგი: "თვით სამონასტრო მორჩილებაც კი იმაში მდგომარეობს, რომ მოძღვარი აირჩიო, ისეთი, შენს სულს რომ ეხმიანება, რომელიც შეძლებს, მთელი გულით შეგიყვაროს, რომელსაც, როგორც ადამიანს, მიიღებ და რომელიც ღვთისგან გებოძა.

...17 წლისა რომ ვიყავი, პარიზის ერთადერთ რუსულ ტაძარში წავედი, რომელიც იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩა. წირვაზე დამაგვიანდა. ტაძარში რომ შევედი, ღვთისმსახურება (ის სარდაფში აღევლინებოდა) უკვე დასრულებულიყო. კართან შევჩერდი. დავინახე, ხის კიბეზე ბერი ამოდიოდა. იმოდენა შინაგან გულისხმიერებასა და სიმშვიდეს ასხივებდა, რომ მასთან მივედი და ვთხოვე: "არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი სულიერი მოძღვარი გახდით". და ეს არასოდეს მინანია. მას ჩემთვის მორჩილება არ დაუვალებია; იგი ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, აღსარებაზე ჩემს შეკითხვებს მოკლედ, ნათლად და მარტივად პასუხობდა, მაგრამ ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იგი დიდ ხომალდს ჰგავდა, მე კი პატარა ნავი ვიყავი, მასზე გრძელი თოკით მიბმული. ის ძალიან ღრმად შესულიყო ზღვაში, მე კი ჯერაც არ მივახლოებოდი იმ ადგილს, რომელიც მას უკვე გაევლო, მაგრამ ის მიმათრევდა. სწორედ ეს იყო მორჩილება; ის ბრძანებებს არ მაძლევდა, უბრალოდ, თავისი ცხოვრების, სულისა და ლოცვის თანაზიარს მხდიდა.

მისი გარდაცვალებისას კი თითქოს უფალმა გვიჩვენა, ვინ იყო იგი. ავადმყოფობის ჟამს მან მოკლე წერილი მომწერა: "მე შევიცანი ჭვრეტითი ლოცვის საიდუმლოება. ახლა შემიძლია მოვკვდე". მესამე დღეს კი გარდაიცვალა. მორჩილება მისთვის მხოლოდ კურთხევის შესრულებას როდი ნიშნავდა, არამედ მის წინაშე გადაშლილი სულის სიღრმისეულ წვდომას... მოძღვრის ურთიერთობა სულიერ შვილთან მაშინაა ორმხრივი, როდესაც მოძღვარი ღრმად იხედება მის სულში, აყურადებს მას და ცდილობს, გაუგოს".

მიტროპოლიტი ანტონი იმაზეც საუბრობს, რაოდენ ძნელია მღვდლობა და რა საცთურთა წინაშე დგას ახალგაზრდა მოძღვარი. "მახსენდება წმინდა ტიხონ ზადონელის წერილი ერთი ახალგაზრდა მღვდლისადმი, რომელიც შესჩიოდა, მაქებენ და რაც უფრო მეტად ვამტკიცებ, არ დამიმსახურებია-მეთქი, მით უფრო მეტად მასხამენ ხოტბასო. ტიხონ ზადონელმა მიუგო: პირველ რიგში, ნუ ეტყვი შენთან მომსვლელებს, რომ ცდებიან და შენ მათ ქებას არ იმსახურებ, თორემ მათ თვალში შენს სხვა არარსებულ ღირსებებს არარსებული თავმდაბლობაც მიემატება; მოუსმინე მათ, დაიმახსოვრე, რა თვისებებს ხედავენ შენში და შეეცადე, გამოიმუშაო ისინი, რათა ისეთი გახდე, როგორადაც აღგიქვამენ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით".

აი, ამბავი ერთი მეუდაბნოე ბერის ცხოვრებიდან, რომელიც შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ მღვდლებს არ უნდა განვიკითხავდეთ:

განდგომილ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა, რათა მსხვერპლი შეეწირა და განდეგილი ეზიარებინა. ერთხელ მავანი ბერს იმ მოძღვარზე სათაკილო ამბავს მოუყვა. განდეგილი დაბრკოლდა და მღვდელი სენაკში აღარ შეუშვა.

ცოტა ხნის შემდეგ ლოცვად მდგარ ბერს ზეციდან ხმა ჩამოესმა: "დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლის რწმენა და მსჯავრში მეცილებიანო". ბერი ძრწოლამ აიტანა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და წყლის ამოსაღები ჭურჭელი. წყალი საოცრად ანკარა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოზი და უთხრა: "ჰოი, კაცო, რას დააკლებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან ყოვლადწმიდა მსხვერპლს - უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, სხვებს კი ვერაფერს ავნებს, ხოლო განმკითხველი უფალს ეწინააღმდეგება".

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, ისევ ძველებურად ეწირა.

ჩვენც თავმდაბლად მოვიყაროთ მუხლი მღვდლების წინაშე, რომლებიც ანგელოზებთან ერთად დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კანდელაკი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler