მამა ელისემ შეასრულა თავისი ბერული აღთქმა და იღუმენის ჯვარიც პირნათლად მიიტანა ღმერთთან
მამა ელისემ შეასრულა თავისი ბერული აღთქმა და იღუმენის ჯვარიც პირნათლად მიიტანა ღმერთთან
ხუთი წელია ჩანთით დამაქვს ეკლესია-მონასტრების პროექტები...
იღუმენ ელისეს (ბელქანიას) გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა, მაგრამ მისი სიყვარული და მონატრება არათუ განელდა, პირიქით - დღითიდღე სულ უფრო და უფრო იზრდება. ყველანი, ვინც კი იცნობდა მამაოს, - ნათესავები, ახლობლები, სულიერი შვილები, უბრალოდ, მადლიერი ადამიანები, - ცდილობენ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შეაგროვონ და ერთ წიგნად გამოსცენ მოგონებები მოძღვარზე. სურთ, ჩვენც გაგვიზიარონ თავიანთი პატივისცემა და სიყვარული. შენდობას ვთხოვთ მამა გიორგის (გურჩიანს), თუ მისი სათქმელი ისეთივე ძლიერი გრძნობითა და გულწრფელობით ვერ გადმოვეცით.

- 1997 წელს ამერიკაში, ჯორდანვილის სასულიერო სემინარია-აკადემიაში სასწავლებლად ვაპირებდი გამგზავრებას. სლავურად უნდა მესწავლა (რუსულ ეკლესიაში მქონდა გადაწყვეტილი მსახურება, თანაც რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდი, უმაღლესიც იქ დავამთავრე და ქართულად ლაპარაკი მიჭირდა). მშობლებისგან კურთხევის ასაღებად პეტერბურგიდან (სადაც იმხანად ვცხოვრობდი) კოდორის ხეობაში ჩამოვედი. ერთი თვე დავრჩი - დედ-მამა ლოცვა-კურთხევას არ მაძლევდა. კოდორში ჩამობრძანდა მამა ალექსანდრეც - ამერიკიდან ჩემს წასაყვანად საგანგებოდ ჩამოსულმა ჯორდანვილის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა მთავარეპისკოპოსმა ლავრმა გამოაგზავნა პეტერბურგიდან. ხეობაში ვისაც კი შეხვდა, ყველამ სთხოვა: ტარიელი არ გაუშვათო (მაშინ ერისკაცი ვიყავი) და მამა ალექსანდრემაც თქვა: "ხმა ღვთისა - ხმა ერისა. უფალმა ამ ადამიანების პირით თავისი განგება განმიცხადა: შენ ხალხს სჭირდები და მათთან უნდა დარჩეო".

მისი წასვლის შემდეგ, მეუფე დანიელის კურთხევით, მამა ელისე და დათო კონჯარია (ახლა დიაკვანი დავითია, სამების ტაძარში მსახურობს) ჩამოვიდნენ კოდორში. მამა ელისე ჩემი მოგვარის გასვენებაში მობრძანდა. მაშინ რუსულად ვაზროვნებდი და ვმეტყველებდი. რუსულადვე ვთხოვე: დამლოცე, მამაო-მეთქი. დამლოცა. მოგვიანებით კი გამიმხილა: გულში ვთქვი, - ოჰ, ერთი ჩემთან იყო მონასტერში, გაჩვენებდი, როგორ უნდა რუსულად კურთხევის აღებაო.

მამა ელისემ სოფელ აჟარაში მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს წირვა აღავლინა, მსახურების მერე კი პატარა მიქაელი მონათლა. და ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩემი დაბრუნებაც მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, მისი მოსახელე ბიჭუნას ნათლობის დღეს მოხდა, ჩვენი გვარის მფარველიც ხომ მთავარანგელოზი მიქაელია. მამა ელისე და მე ამ პატარას ნათლიები გავხდით.

თავიდან ვკამათობდით ხოლმე საღვთისმეტყველო საკითხებზე. მამაო იღუმენი იყო და, რა თქმა უნდა, მართალიც. ღვთის სიმართლე კი მუდამ იმარჯვებს. ამას ისიც მოწმობს, რომ დღეს საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახური ვარ.

მამა ელისემ შიყერის (შიყ სვანურად გვერდს ნიშნავს. ტაძარი უღელტეხილისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთაზე დგას) წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღავლინა. მე, ერისკაცს, ზიარების ლოცვები წამაკითხეს. ამ ლოცვებს 25-30 წუთი თუ სჭირდება. მე ორ საათს მაინც ვკითხულობდი, დავტანჯე მსმენელი, მაგრამ მამა ელისეს სიტყვაც არ უთქვამს...

რომ შეიტყო, ამერიკაში წასვლა მქონდა განზრახული, მითხრა: სადა ჰყავს საქართველოს დასაკარგავი შვილებიო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა... გარუსებისა და საზღვარგარეთ გადახვეწისგან ღმერთმა მეუფე დანიელისა და მამა ელისეს ხელით გადამარჩინა.

***
მამა ელისემ, მეუფე დანიელის კურთხევით, მარტყოფისა და ფოკის მამათა მონასტრები მომალოცინა და მონასტრული ცხოვრება გამაცნო. ამის შემდეგ გავიდა ორიოდე წელი და მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. დიდი სიყვარული მქონდა მამა ელისესი, მის გვარდით მინდოდა ყოფნა და, ცხადია, მხოლოდ მასთან თუ წავიდოდი, - ჯერ კიდევ ჯიუტი ვიყავი. მართლაც, ბერობისთვის მოსამზადებლად ფოკაში გამიშვეს, ჯავახეთში.

ბერად აღკვეცისას საბერო ნათლიად ის ადამიანი ითვლება, ვინც საბეროს მანტიას გადააფარებს. მამა ელისეს მანტია არ აღმოაჩნდა და დედა ელისაბედის (ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ორი ჯვრის მატარებელი იღუმენია გახლავთ) მანტიით შეიმოსა. ასე რომ, დედა ელისაბედიც მონაწილეობდა ჩემს აღკვეცაში. ბერობაში ჩემი ნათლია კი მამა ელისე გახლავთ, ბერად მის ხელში დავიბადე.

მამა ელისე, როგორც ბერი, ჩემთვის მართლაც სამაგალითო იყო, და არამარტო ჩემთვის; არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, მისი ღვაწლი რომ ვერ დაენახოს და არ დაეფასებინოს.

ფოკაში უმძიმეს პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა: მთელი მოსახლეობა სომხურია, ქართულად მარტო მონასტრის წევრს და ღმერთს თუ დაელაპარაკები, ასე რომ, მრევლი იქ არ არის; შემოსავალი არ გვქონდა; ვცხოვრობდით ვაგონებში, პატარა სამლოცველოც ვაგონში გვქონდა მოწყობილი; ფარავნის ტბაზე კლიმატიც მკაცრია - დიდი სიცივეები იცის... და, ყოველივე ამის მიუხედავად, მამა ელისე ისეთი სიხარულითა და სიყვარულით მსახურებდა და ადიდებდა ღმერთს, რომ შეუძლებელი იყო, ეს გრძნობა სხვასაც არ გადასდებოდა...

ერთი საოცარი ნიჭიც ჰქონდა: ვინც კი შეხვდებოდა, ყველას მონაზვნობის სურვილი უჩნდებოდა, ვინც გაიცნობდა, ყველას უნდოდა, მისი მოძღვარი გამხდარიყო.

წარმოიდგინეთ - ჯავახეთში მსახურობდა და კოდორის ხეობას კურირებდა, წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც ახერხებდა და ხეობაში ჩამოდიოდა, სადაც იმხანად მოძღვარი არ იყო, მოქმედი ტაძარი ხომ დღემდე არ არის... ამხელა მანძილს გადიოდა, სულიერებას მოწყურებული ხალხი რომ ენუგეშებინა, რომელიც მეთხუთმეტე წელია საქართველოს ღირსებას კბილებით იცავს. მახსოვს, როგორი სიხარულით, როგორი სიყვარულით ხვდებოდნენ კოდორელები... დღესაც მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე, ხშირად მეუბნებიან, მამა ელისე ჩვენთან რომ ყოფილიყო, უფრო ეკლესიურად ვიცხოვრებდითო. მის გარეშე ცოტა გვიჭირსო... ეს ხალხი თუ ერთხელ მოგენდო, მთელი ცხოვრება გიერთგულებს.

მამა ელისეს საოცარი ნიჭი ჰქონდა, ადამიანის გულს ჩასწვდომოდა, მისი ღირსება დაენახა. ერთხელ, აღსარება რომ ჩაიბარა სულთმობრძავისგან, მითხრა: საოცარია, ეს ადამიანები ათეულობით წელი ეკლესიის გარეშე იყვნენ და მაინც როგორ შეძლეს, რწმენით ეცხოვრათო. უფლისადმი მათ დამოკიდებულებას გულისხმობდა - როდესაც ადამიანი ღმერთზეა მინდობილი, უფალიც არაფერს აკლებს. არ იყო ეკლესია, არ იყო მღვდელი, მაგრამ რასაც ეს ხალხი ღვთის სიყვარულითა და რწმენით აკეთებდა, უფალი იწირავდა. ათიოდე წლის წინათ, ნათლისღებას, რადგან მოძღვარი არ იყო და წყალს ვერ აკურთხებდა, უბრალო წყაროს წყალი ავიღე და ეს წყალი დღესაც შინ მაქვს - არ გახრწნილა. მწამს, რომ ის ანგელოზების მიერ არის ნაკურთხი, ღვთისგანაა ნაკურთხი, ცოცხალი წყალია. აი ასე, რწმენით ეძლეოდა იმ ხალხსაც. ახლა კი, როცა უკვე გვაქვს საშუალება, საღვთო ლიტურგია აღვავლინოთ და საეკლესიო საიდუმლოებები აღვასრულოთ, ღმერთი ეკლესიური ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს.

***
საოცარი მოთმინება ჰქონდა - არასოდეს დრტვინავდა. არც ის მინახავს, როდისმე უარი ეთქვა მსახურებაზე - ერთგულებით, დიდი რწმენითა და სიყვარულით ემსახურებოდა ღმერთს. ლამაზად მსახურებდა, სწორად და გამართულად.

მედავითნეობა მის ხელში ვისწავლე. როდესაც კითხულობდა, გვერდით ვედექი და საკითხავს თვალს ვაყოლებდი. საოცარი იყო: შეცდომას არასდროს უშვებდა! ხუცურად კითხვა საკმაოდ რთულია - ტექსტს ხან ასო აკლია, ხან სიტყვა წერია არასწორად... თითქოს ზეპირად იცისო, სრულყოფილად კითხულობდა.

წმინდა წერილი ზედმიწევნით იცოდა. მასთან ღვთისმეტყველებაზე მოსაუბრე ადამიანს გააოცებდა მისი ღრმა ცოდნა.

საოცარი მეხსიერება ჰქონდა. ბიბლია დაწვრილებით ახსოვდა და, ამასთან, შეეძლო, ლამაზად განემარტა წმინდა წერილი. მახსოვს, ტრაპეზის დროს იოანე კიბისაღმწერელის "კლემაქსს" მაკითხებდა, თვითონ კი წაკითხულის განმარტებას იწყებდა, მაგრამ მერე, თითქოს დრო აღარ ჰქონდა, ამ საქმეს მე გადმომაბარებდა - ამგვარად იძულებულს გხდიდა, შენც გესწავლა, გამუდმებულ ძიებაში ყოფილიყავი, თუმცა არც იმის საშუალებას გვაძლევდა, თვითკმაყოფილება, ამპარტავნება მოგვძალებოდა - სულს უფრთხილდებოდა.

მამა ელისეს წინამძღვრობა, მისი მოძღვრობა, მზრუნველობა, ღვთისმსახურება - ყველაფერი დღემდე სამაგალითოა ჩემთვის.

***
სახარება გვასწავლის: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მოყვასისთვის თავის დადებააო.

ერთ შემთხვევას მოგიყვებით: ჩემი და და სიძე (სიძე რუსი მყავს) ჩამოვიდნენ პეტერბურგიდან კოდორში. წირვა ჩავატარეთ, ვეზიარეთ. მე ვმედავითნეობდი, უკვე ბერი ვიყავი. წირვის მერე კი ეს რუსი სტუმარი ჩეჩნებმა (რომლებიც აფხაზეთში მიჰყავდათ საომრად და დროებით კოდორში იყვნენ გაჩერებულნი), ფაქტობრივად, ხელიდან გამოგვტაცეს და იარაღის მუქარით ჩხალთიდან შორს - მჟავე წყლებზე წაიყვანეს. რამე უნდა გვეღონა, რომ სტუმარი კაცი, რომელიც რვა წელი არ ჩამოსულიყო კოდორის ხეობაში, როგორმე გამოგვეხსნა. მჟავე წყლებამდე ავედით მანქანით. მამა ელისემ ემზარ კვიციანს ასეთი რამ შესთავაზა: მის მაგივრად მე დავრჩები, ოღონდ ის ბიჭი გაათავისუფლონო. მე მეწყინა: ჯერ ერთი, ჩემი სიძეა და, როგორც ნათესავს, მე უფრო მმართებს დარჩენა, მეორეც, მამა ელისე - ამხელა პიროვნება რატომ უნდა გაიწიროს-მეთქი. ვიკამათეთ. ბოლოს მკაცრად მომთხოვა, ჯობია დამემორჩილო და ისე მოიქცე, როგორც გაკურთხებო. მაგრამ მამაო რომც დარჩენილიყო, მე მაინც არ წამოვიდოდი. დიდი თავდადებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ იმ წუთს მართლა სულით და გულით მინდოდა, მოყვასისთვის თავი გამეწირა. და ეს თავდადებისკენ სწრაფვაც მამა ელისეს სიყვარულმა მასწავლა...

ემზარ კვიციანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სტუმარი გამოეხსნა, ბევრი იბრძოლა და ღვთის მადლითა და შეწევნით, ის ადამიანი ისე გამოვაშვებინეთ, რომ ჩვენი ტყვეობაში ყოფნა აღარ გახდა საჭირო.

***
უწმინდესისა და მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, ფოკიდან მე და მამა ელისე კოდორში განგვაწესეს - წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი უნდა გაგვეხსნა ხეობაში.

მამაო ღვიძლ ძმასავით მიყვარდა, სამი ძმა გარდამეცვალა და მათი სიყვარული ერთ ადამიანში გავაერთიანე. განუზომლად მიხაროდა, რომ შევიძინე უფროსი ძმა, რომელიც იმავდროულად მონასტრის წინამძღვარიც იყო, ჩემი უფროსი მეგობარიც, მასწავლებელიც...

ტყეში შეშას ვამზადებდით. მამა ელისეც ჩვენთან იყო. მოულოდნელად მორი დაეცა...

ჩემს ხელში გარდაიცვალა. ის ხუთიოდე წუთი ჩემთვის ხუთი წლის ტანჯვა-წამების ტოლფასი იყო...

დღეს უკეთ მესმის, რატომ წაიყვანა ღმერთმა და ამაშიც მამა ელისე დამეხმარა. მისი აღსრულების შემდეგ სულიერად ძალიან გამიჭირდა და მეუფე დანიელმა საჭიროდ ჩათვალა, მარტყოფის მამათა მონასტერში, მამა ბენიამინთან (მამა ელისეს ძმასთან) გადმოვეყვანე. კოდორში უფრო გამიჭირდებოდა. ხშირად ვათენებდი ღამეებს ლოცვასა და ტირილში: ღმერთო, ჯერ სამი ძმის და მერე დისშვილის სიკვდილი არ კმაროდა, რომ ახლა მამა ელისეც ჩემს თვალწინ აღესრულა-მეთქი... მამაოს გარდაცვალებას ჩემს თავსაც ვაბრალებდი - რატომ წავიყვანეთ ტყეში, რატომ უფრო ყურადღებით არ ვიყავით-მეთქი... და საოცარია: როგორც კი წუხილს დავიწყებდი, თითქოს გრძნობსო, მამა ბენიამინი უკვე კარზე აკაკუნებდა. მოვიდოდა, მანუგეშებდა და მოღიმარს დამტოვებდა.

ერთხელაც, ძალიან რომ გამიჭირდა და საწოლზე ჩამომჯდარს ჩამთვლიმა, მამა ელისე გამომეცხადა და ყველა შეკითხვაზე გამცა პასუხი. ისეთი ნათელი იყო ეს პასუხები და ისეთი დამაჯერებელი, რომ გამოვიღვიძე, საოცრად მშვიდად ვიყავი. დრტვინვის ნაცვლად, მრცხვენოდა და ჩემს სულმოკლეობას ვნანობდი...

***
უფლის განგებას ვინ ჩასწვდება - ღმერთმა გააჩინა ადამიანი და თავადვე წაიყვანა. მან ისიც უკეთ იცის, ვინ როგორ წაიყვანოს. ყველა მოციქული აწამეს: ჯვარს აცვეს, თავი მოჰკვეთეს, ჩაქოლეს... მამა ელისეც წამებით აღესრულა.

KARIBCHE

მწამს, მამა ელისეს უფალმა სასუფეველი დაუმკვიდრა, დამაშვრალი მოასვენა, ეტყობა, მზად იყო უფლის წინაშე წარსადგომად და ღმერთმაც არ დააყოვნა - წაიყვანა კოდორის ზეციურ მეოხად და მფარველად.

უფალმა დიდი მადლი და წყალობა მოუვლინა მამა ელისეს - მისი აღსრულებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მისი სულის საოხად 200-ზე მეტი ლიტურგია აღესრულა.

***
მამა ელისე დღესაც შეგვეწევა და გვანუგეშებს. მამა ვარაქიელს, რომელიც კოდორში მსახურობს, ლოცვისთვის ადგომა უჭირდა (ტიპიკონით, დილის სამის ნახევარზე ვდგებით და ლოცვას სამზე ვიწყებთ) - ეშმაკი ებრძოდა. ძილში მამა ელისე გამოეცხადა. ჰყვებოდა, ლამის ფიზიკურადაც შევიგრძენი, როგორ მომკიდა მკლავში ხელი და გამომაფხიზლაო. იმ დღიდან უძლურება გაუქრა და ამ საოცარ შემთხვევას დიდი მადლიერებით იხსენებდა. ბერი ბერს შეეწია, ძმა - ძმას. მეც ხომ დამეხმარა მამა ელისე - დიდი სულიერი მწუხარება გამიქარვა და მანუგეშა.

ვინც მამა ელისეს იცნობდა, ყველა აღნიშნავს, რომ საოცარი პიროვნება, კარგი მოძღვარი და ღვთის სათნო ადამიანი იყო. მეუფე დანიელიც ისეთ ადგილებში განაწესებდა, სადაც განსაკუთრებულად სჭირდებოდათ გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი: თავდაპირველად სამეგრელოში, კორცხელში, გაგზავნა, მერე - ჯავახეთში, ფოკაში, ბოლოს - კოდორის ხეობაში, სადაც, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა იყო. ამდენი წლის განმავლობაში ეკლესიის მადლსა და სასულიერო პირის მზრუნველობას მოკლებული ხალხისთვის ეკლესიური ცხოვრების სწავლება უდიდესი მისიაა ღვთის წინაშე და მიტროპოლიტმა დანიელმაც სწორედ ამიტომ მიანდო იგი მამა ელისეს.

მამა ელისემ შეასრულა თავისი ბერული აღთქმა და იღუმენის ჯვარიც პირნათლად მიიტანა ღმერთთან - უფლის სადიდებლად, დედაეკლესიის სასახელოდ და ჩვენი ერის საამაყოდ. ღმერთი ადიდა მამა ელისემ და ღმერთიც ადიდებს მას.

***
დიდი ადამიანი ჩემთვის ის არის, ვისაც თავადაც აქვს უფლის რწმენა და სიყვარული და შეუძლია, სხვაც მიიყვანოს ღმერთთან, თანაც ისე, რომ თვითონ განზე გადგეს და ღმერთი დაგანახოს, რათა კაცმა უფალს უფლის საკადრისი პატივი მიაგოს, მოძღვარს კი მოძღვრისა. ასეთი იყო მამა ელისე. მას შეეძლო, საოცარი ერთგულებით, საოცარი მამობრივი მზრუნველობით ადამიანის სული ურწმუნოების უბადრუკი მდგომარეობიდან გამოეყვანა და ცხონების გზაზე დაეყენებინა. შეგვეწიოს მისი ლოცვა.

ძალიან მიყვარხარ, მამა ელისე, და იმედი მაქვს შენი ლოცვის!

***
- მამა გიორგი კოდორელი გახლავთ და ღვთის განგებით, მშობლიურ კუთხეში მოღვაწეობს. ყველაზე უკეთ მან იცის ხეობის ჭირიც და ლხინიც.

დღეს, მადლობა ღმერთს, ბევრი კარგის თქმა შეიძლება: კოდორში რეგულარულად დაფრინავენ თვითმფრინავები, გზებს აკეთებენ, მოსახლეობას ეხმარებიან - გაიხსნა ბანკი, აღიჭურვა საავადმყოფო, მედიკამენტებიც აქვთ და სპეციალისტებიც ჰყავთ; კანონი კანონობს, განუკითხაობა აღარ არის; ხალხი მეტ-ნაკლებად დაასაქმეს, ხელფასებს, პენსიებს სისტემატურად იღებენ... ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა, ცხადია, პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია.

ხუთი წელია ჩანთით დამაქვს ეკლესია-მონასტრების პროექტები... ხეობაში ეკლესია არ არის და იძულებულნი ვართ, ღვთისმსახურება მორწმუნეთა სახლებში აღვავლინოთ. ქართველისთვის კი, მით უმეტეს - მთიელისთვის, ღვთის სახლი ტაძარია, სადაც ღვთისმსახურება მთელი თავისი სილამაზით აღევლინება.

ჩვენ შემოსავალი არა გვაქვს. რასაც მოგვცემს ღმერთი, იმასაც სხვას ვუნაწილებთ. თუმცა მატერიალურ გაჭირვებას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მთავარია, სულიერად არ გვიჭირდეს. არ ვდრტვინავთ და იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვერდით დაგვიდგებიან და ეკლესია-მონასტრებსაც ავაშენებთ. საქართველოს გაბრწყინება, ამაღლება და გამთლიანება უწერია. ჩვენც არ ვაჩქარებთ მოვლენებს - მოვა დრო და მოწყალე ღმერთი წყალობის თვალით გადმოგვხედავს. დიდი ტაძრები და კეთილმოწყობილი მონასტრები ფუფუნებაა, ჩვენ კი ღმერთი, ეტყობა, უფრო დიდისთვის გვამზადებს. აგერ, აფხაზეთიც დასაბრუნებელი გვაქვს... ეს იოლი საქმე არ არის, აფხაზებთან იმ ძველი სიყვარულისა და მეგობრობის აღდგენა ხომ კიდევ უფრო ძნელია - დიდი სულიერება, დიდი სიყვარული და დიდი რწმენა სჭირდება. ეტყობა, უპირველესად, ამისთვის გვამზადებს ღმერთი, მერე კი ისეთი ლამაზი ეკლესია-მონასტრები გვექნება!.. ახლა რომ არ დავითმინოთ, მერე შეგვრცხვება და თუ მოვითმენთ, მერე უფრო მადლიერნი ვიქნებით ღვთისა.

ესაუბრა
ნატალია ტოროშელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler