იაპონელი სამურაებისა და ამერიკელი პროტესტანტების მართლმადიდებელი შთამომავალი
იაპონელი სამურაებისა და ამერიკელი პროტესტანტების მართლმადიდებელი შთამომავალი
ამ ახოვან და ძალზე სიმპათიურ ადამიანს უილიამ ბუში ჰქვია, მაგრამ ამ სახელით თითქმის აღარავინ იცნობს. ნათლობისას მართლმადიდებლური სახელი ვასილი დაარქვეს და მგონი, თავადაც დაავიწყდა, მანამდე რა ერქვა.

უამრავი მეგობარი ჰყავს, მათ შორის - რამდენიმე ჩვენებურიც. ვინ არ დაუახლოვდება გულღია, კეთილ და მხიარულ კაცს, რომელსაც ხუმრობაც ეხერხება და ღრმა და სერიოზულ თემებზე ფიქრი თუ საუბარიც?

ვასილი თან ამერიკელია, თან იაპონელი. თვალისმომჭრელი "ჰოლივუდური" ღიმილი და ახოვანება ამერიკელი მამისგან იმემკვიდრევა, წვრილი თვალები და სახის ნაკვთები კი იაპონელი დედისგან, ხოლო როდესაც ეკითხებიან, სადაური ხარო, დაუყოვნებლივ პასუხობს, - მართლმადიდებელიო.

ათ წელზე მეტი იქნება, რაც მოექცა და ეს გადაწყვეტილება არცთუ იოლად მიიღო - როგორც ყოველ მაძიებელ სულს სჩვევია, მანაც დიდხანს ეძება საკუთარი თავი. ოჯახშიც აირია ყველაფერი, დედა ალთას წავიდა, მამა - ბალთას და თვითონ, ერთადერთმა შვილმა, გადაწყვიტა, ყველაფერი გამოეცადა: ხან შინიდან გარბოდა, ხან სასმელს ეძალებოდა, ეწეოდა, კაზინოში თამაშობდა... ბოლოს ამ თამაშ-თამაშში ისე ჩავარდა უზარმაზარ ვალებში, გონზე მოსვლა ვეღარ მოასწრო... მერე შემთხვევითი სამუშაოებით გაჰქონდა თავი და სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი პატარა, გაძვალტყავებული ჩინელი მისთვის ძალიან უცნაური და არაჩინური სახელით "მიხაილა"...

უილიამის ახალი ნაცნობი მართლმადიდებელი აღმოჩნდა და სწორედ მისგან გაიგო ის, რამაც მართლმადიდებლობისკენ შემოაბრუნა.

პირველად მიხაილამ მიიყვანა კალიფორნიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ თავადაც გაუჩნდა იქ სიარულის სურვილი - საეკლესიო გალობას უსმენდა, მლოცველებს აკვირდებოდა... დიდმარხვისას მოინათლა კიდეც, ერთმა ბერძენმა გოგონამ მონათლა...

ცხოვრება ისე აეწყო, რომ ნათლობიდან ცოტა ხანში იაპონიაში, დედასთან მოუხდა გამგზავრება, სადაც პატარა იაპონური ქალაქის, სიძლოკას მახლობლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმოაჩინა და იქ დაიწყო სიარული. მართალია, იქამდე დიდი გზა ჰქონდა - ჯერ ველოსიპედით უწევდა მგზავრობა, შემდეგ მატარებლით, ბოლოს კი ავტობუსით, მაგრამ მაინც დადიოდა. მალე სტიქაროსნადაც გაამწესეს...

იაპონიაში დიდხანს არ დარჩენილა, განათლების მისაღებად ისევ ამერიკაში მოუწია დაბრუნებამ.

იქ კოლეჯში ჩაირიცხა. თავი რომ გაეტანა, სამსახური უნდა ეშოვა. ლექციების დასრულებისთანავე სასადილოში გარბოდა - ოფიციანტობდა...

იქაურ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მეტად სან-ფრანცისკო ნიკოლსკი შეუყვარდა, სადაც მედავითნეობდა, გალობდა და ძველ სლავურსაც დაეუფლა... საერთოდ, ვასილს ასეთი ბუნება აქვს - ყველაფერს იოლად და სიღრმისეულად ითვისებს.

ერთ დღესაც ხელში ფერადი ბროშურა "წმინდა სამების სერგის ლავრა" ჩაუვარდა...

- სული შემეხუთა ტაძრის სილამაზით და გაუაზრებელი სურვილით... რუსეთში მომინდა წასვლა, თუმცა ამის თქმა ადვილი იყო, განხორციელება კი - ძალიან რთული. დედაჩემი კატეგორიულად შემეწინააღმდეგა. თავად ჯერ პროტესტანტი იყო, მერე - ბუდისტი... მამაჩემი, მართალია, მხარს მიჭერდა, მაგრამ არცთუ აქტიურად...

ერთ საღამოს სან-ფრანცისკოს ქუჩებში დავეხეტებოდი და ვფიქრობდი... დიდხანს ვიფიქრე... მივხვდი, დრო იყო, საბოლოოდ გამერკვია, როგორ მოვქცეულიყავი. იმხანად მღვდლობა უკვე მინდოდა. მაგრამ სად უნდა მესწავლა? იაპონიაში კი არსებობს სასულიერო სემინარია, მაგრამ იქ ძალიან ცოტა მართლმადიდებელია, ამერიკაში კი ბევრი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებიც პროტესტანტების დიდი ზეწოლის ქვეშ არიან... ერთი სიტყვით, როგორმე რუსეთში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად და ასეც მოვიქეცი. სასულიერო სემინარია იქ დავამთავრე.

თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მალე შევისწავლე - ძალიან ჯიუტი და მიზანსწრაფული ვარ. ამაში იქაური მეგობრებიც დიდად დამეხმარნენ. თან სულ სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობდი.

რუსეთი ძალიან მიყვარს - სულიერად იქ დავიბადე და იმიტომ, მაგრამ იქაურ უმზეო კლიმატს ვერაფრით შევეგუე - სულ მობუზული დავდიოდი და მზეს ვეძებდი... საქართველო კი როგორი თბილი ქვეყანაა, პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითითაც...

შენ რომ ქართველ ახალმოწამეებზე მიამბობდი, გული ტკივილით და რწმენით მევსებოდა... იცი, რა მომხვდა თვალში? საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი რამ - ცოცხალი გამოცდილება ქრისტესთვის თავდადებისა. ისიც გამიკვირდა, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ამ მართლაც ღვთისკაცთა ცხოვრებანის მოძიება. დრო მოვიდა, ისინი ყველასთვის გამობრწყინდნენ... რუსეთში ამაზე ლამის ინსტიტუტები მუშაობენ. რუსეთმაც და საბერძნეთმაც თავიანთ ახალმოწამეებს უკვე მიაგეს საკადრისი პატივი და მათი ღვაწლი ძალიან დამეხმარა, შემეგრძნო მართლმადიდებლობა...

- ისე, ძალიან უცნაურია, ყოველივე ამას იაპონელი ბუდისტებისა და ამერიკელი პროტესტანტების შთამომავალი რომ მიამბობს...

- შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი... იცით, როგორ მინდოდა სასულიერო აკადემიაში სწავლა?! უამრავი სიძნელის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, ეს მაინც მოვახერხე. არავითარი სახსარი არ მქონდა, თავი რომ გამეტანა, მაგრამ ფული არც მამაჩემისთვის მითხოვია, არც დედაჩემისთვის, რომლებიც საკმაოდ შეძლებული ადამიანები არიან... თანხა ბინისთვის კი არა, საკვებისთვისაც არ მყოფნიდა. ავდექი და წმინდა სამების სერგის ლავრის მომლოცველთა სამსახურში ექსკურსიამძღოლად დავიწყე მუშაობა. მალე სასულიერო სემინარიის სიახლოვეს პატარა ბინის ქირაობაც შევძელი (სემინარიის საერთო საცხოვრებელში სიმშვიდე და მყუდროება მაკლდა)... ყველაზე იაფ სასადილოში ვსადილობდი... სულ ველოდი, მშობლები როდის დამირეკავდნენ - თავად საამისო სახსრები არ გამაჩნდა... ღვთის შეწევნით, ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა.

- დედა ისევ ნაწყენია შენზე?

- არა (იღიმება), უფალმა გული მოულბო... იცით, როგორები არიან იაპონელები? მათი უმრავლესობა რელიგიისადმი გულგრილია, იქ მთავარი გარეგნული ჰარმონიაა. არავითარი ექსტრავაგანტულობა და ნორმიდან ამოვარდნა. ასეთი ანდაზაც კი აქვთ: "გამოწეული ლურსმანი უნდა ჩააჭედოო". როგორც ჩანს, დედაჩემის განაწყენებაც ნაწილობრივ მისი იაპონური სისხლის "ბრალი" იყო...

მოკლედ, ერთ წელიწადში რუსულს სრულყოფილად დავეუფლე, მერე ბერძნულის სწავლა დავიწყე, ახლა კი, როდესაც თქვენს ულამაზეს მიწაზე მოვხვდი, ქართულის სწავლის დიდი სურვილიც გამიჩნდა. ის კი არა, შეიძლება სულაც თქვენთან დავრჩე, თუ მიმიღებთ (იცინის)...

- რამდენი ხნით ჩამოხვედი?

- სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღით, მაგრამ მცხეთაშიც და თბილისშიც რამდენიმე ტაძრის მოლოცვა მაინც მოვასწარი. რაც მთავარია, სვეტიცხოველი ვნახე... იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალში საცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ...

ისე, ქუჩაში ბევრი გაკვირვებული მიყურებდა - ვეღარ გაეგოთ, ამერიკელი ვიყავი თუ იაპონელი...

- შენ როგორ გგონია, რომელი ხარ?

- მართლმადიდებელი, რომელიც, იმედია, მალე გაქართველდება...
ბეჭდვაელფოსტა
24.04. 2015
ზვიადი
რა კარგი ადამიანია, სურათზევე ეტყობა ამერიკელის და იაპონელის საუკეთესო თვისებები. როგორც საქართველო, იაფეტოსის და აზიის შვილი.
23.04. 2015
ურიელი
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler