ჩვენი დაკარგული საქართველოა ეს ადამიანები
ჩვენი დაკარგული საქართველოა ეს ადამიანები
ორიოდ წლის წინ ჰამბურგის ევანგელისტურმა ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრის შენობა აჩუქა. რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით ტაძარი წმინდა იოანე კრონშტადტელის სახელზე იკურთხა და მსახურებაც აღესრულება. რუსული მართლმადიდებლური ტაძრის დაფუძნებით დიდი სულიერი შვება იგრძნეს ჰამბურგში საქართველოდან გადახვეწილმა ქართველებმა. შემოიკრიბნენ ტაძრის გარშემო და წირვა-ლოცვის შემდეგ ერთმანეთს სამშობლოზე ესაუბრებიან, უფალს ევედრებიან ჰამბურგში ქართული მართლმადიდებლური ტაძრის დაფუძნებას.

ჰამბურგის ამ რუსული ტაძრის საკურთხევლის მოსახატად ხატმწერი ქეთევან ხაჟომია საქართველოდან საგანგებოდ მიიწვიეს.

მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ქეთევანის პედაგოგი ხატმწერი ალექსანდრ სოლდატოვი იყო. სწორედ ჰამბურგის მართლმადიდებლური ტაძრის მოხატვის მისი პროექტი მოიწონა იქაურმა რუსმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა. სოლდატოვმა კი თავისი ნამოწაფარი, უკვე ცნობილი ხატმწერი ქეთევან ხაჟომია ჰამბურგში მიიწვია.

- კანკელი ჩემმა პედაგოგმა ალექსანდრ სოლდატოვმა მოხატა. მე საკურთხევლის მოხატვა დამეკისრა. ტაძრის საკურთხეველი ამ დროისთვის არ იყო ნაკურთხი და მანდილოსნისთვის მისი მოხატვა ამ შემთხვევაში გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს.

ქართველებისთვის სასიამოვნო ფაქტი მოხდა - საკურთხევლის მხარეს, კანკელზე დაიხატა ივერიის ღვთისმშობელი. თავიდან ფიქრობდნენ, რომ აღსავლის კარის თავზე უნდა გამოსახულიყო ხელთუქმნელი მაცხოვარი. როცა მე მიმიწვიეს, მაშინ ქართველის ხელით ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვა ამჯობინეს. ძალიან კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ კარიბჭის ღვთისმშობელი კარიბჭის თავზე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში დაბრძანებულია ხატი "ლოცვა საქართველოსთვის", რომელიც იქაური ქართველი მრევლის თხოვნით ორი წლის წინ დავწერე.

უცნაურად დაემთხვა: დიპლომზე ვმუშაობდი, როცა ჰამბურგის ქართველმა მორწმუნეებმა მოსკოვის სასულიერო აკადემიას შეუკვეთეს წმინდა გიორგის ხატი. რადგანაც მე მომიწია მისი დაწერა, ვიფიქრე, სხვა წმინდანებითაც გამელამაზებინა ხატი და მასზე გამოვსახე წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, რომლებიც ევედრებიან ღვთისმშობელს. ხატის ჩარჩოზე საქართველოს წმინდა მეფეები - ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ქეთევან წამებული გამოვსახე წმინდა ნიკოლოზთან ერთად.

- როგორ ცხოვრობს იქაური ქართველი მრევლი, ყველაზე მეტად რას განიცდიან?

KARIBCHE

- იქ ქართველები რუსულ ტაძარში არიან შეკედლებულები და სწამთ, რომ მალე ჰამბურგში ქართული ტაძარიც ექნებათ. მალე ოფიციალურად დარეგისტრირდება ამ ტაძართან არსებული წმინდა ნინოს ქართული სამრევლოც. სამწუხაროდ, ისეთი თაობა მოდის, რომელსაც რუსული აღარ ესმის და ამის გამო ტაძარში სიარული და ქადაგების მოსმენა უჭირთ. თუ ქართული ტაძარი იქნება, უფრო მეტი ქართველი მივა და ერთმანეთს მოესიყვარულება. გარდა იმისა, რომ ღვთისმსახურებას დაესწრებიან და ეზიარებიან, სულიერი თავშესაფარი ექნებათ ქართული ეკლესიის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ძალიან ბევრს პატრონობენ საქართველოში ფინანსურად, სამწუხაროდ, თვითონ არიან საპატრონოები და მიტოვებულები. ჩვენი დაკარგული საქართველოა ეს ადამიანები. უცხოეთში მეც ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში უნდა წამოვსულიყავი. ის ხალხი კი, ვინც ჰამბურგში ვნახე, უბრალოდ იქ ცხოვრობს, შეეგუა იმ გარემოს და ცხოვრების სტილს. ამას თვითონაც განიცდიან, მაგრამ ვეღარ აღწევენ იქაურობას თავს. ვევედრები უფალს, ღვთისმშობელს და ყველა ჩვენს მფარველ წმინდანს, რომ ეს ხალხი დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს, თანაც სიხარულით დაუბრუნდნენ მიტოვებულ კუთხეებს. თუ ახალგაზრდა ადამიანს საქართველოში სამუშაო პირობები არ ექნება, ძალიან გაუჭირდება უსაქმოდ ყოფნა. ეს ცოდვაც არის ქრისტიანულად.

მკითხველს მინდა ვთხოვო ორი ადამიანის მოხსენიება - რუსუდანისა და ქეთევანის, რომლებსაც ძალიან უნდათ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. ამ ადამიანებთან ვცხოვრობდი ჰამბურგში და დღედაღამ გვერდით მედგნენ. მაშინაც, როცა ღამისთევა მიწევდა. საღებავებსაც ისინი მიმზადებდნენ და მფარველი ანგელოზებივით მყავდნენ.

- ქეთევან, თუ არის შესაძლებელი იქაური ტაძრების შესყიდვა და იქ მართლმადიდებლური მსახურების შესრულება?

- ღმერთმა შეუწიროს და გააძლიეროს ის ადამიანი, რომელმაც ითავა ტაძრის შეძენა. როგორც ჩანს, ევანგელისტებს მრევლი არ ჰყავთ და ამის გამო იყიდება მათი ტაძრები. ქართველებს შეთვალიერებულიც აქვთ რამდენიმე ტაძარი შესასყიდად და თუ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მოძღვარი იქნება და წირვა-ლოცვა აღესრულება, უფრო გაძლიერდება სათვისტომო და კავშირი ექნება საქართველოსთან.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ქეთევანის ძალისხმევით, მალე საპატრიარქოსთან ხატწერის სკოლა გაიხსნება. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლა სამების ტაძართან, ელია წინასწარმეტყველის მთაზე, დაიდებს ბინას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევასთან ერთად ამ კეთილშობილური საქმის ბოლომდე მიყვანას წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილიც შეეწევა. ეს სიწმინდე ქეთევან ხაჟომიამ საქართველოს მფარველად თავად ჩამოაბრძანა სერგიევ პოსადიდან. მცირედი ნაწილი კი სანუგეშოდ პირადად უწყალობეს. სიწმინდე ახალდაწერილ ხატში ჩაისმება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler