წინარექრისტიანული წყაროები პირველ ქრისტიანთა შესახებ
წინარექრისტიანული წყაროები პირველ ქრისტიანთა შესახებ
მაცხოვრისა და პირველ ქრისტიანთა შესახებ წარმართ მოაზროვნეთა ჩვენამდე მოღწეული წყაროები რომ მოვიძიეთ, სიამოვნებით აღმოვაჩინეთ, რომ მათი სოლიდური და ყველაზე ავტორიტეტული ნაწილისთვის სიმართლისა და ზნეობრივ-პროფესიულ პრინციპთა ერთგულება დიდი და შეუვალი ღირებულებაა.

იოსებ ფლავიუსი
- ებრაელი ისტორიკოსი, ჩვ.წ.აღ-ით 37 წელი. ებრაელი ხალხის ისტორიის შესასწავლად მისი შრომები წმინდა წერილის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სერიოზულ წყაროდ მიიჩნევა.

ფლავიუსი ქრისტიანთათვის რამდენიმე ძალზე საინტერესო და ფასეულ ცნობას გვაწვდის. ერთ-ერთ მათგანში იოანე ნათლისმცემლის შესახებ მოგვითხრობს (იოსებ ფლავიუსი არაქრისტიან ავტორთა შორის ერთადერთია, რომელიც იოანე ნათლისმცემლის შესახებ გვაწვდის ცნობას), მეორეში - უფლის მოწაფის, იაკობის, ხოლო სხვაგან - თვით ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

მონაკვეთში, რომელიც ფლავიუსის "იუდეის არქეოლოგიის" მე-18 თავიდან იწყება, ავტორი მეფე ჰეროდესა და პეტრას მონარქ არეტის ომზე ლაპარაკობს. ჰეროდე დამარცხდა, ომი კი სახარებიდან ცნობილმა ფაქტმა განაპირობა - ჰეროდემ ფილიპეს ცოლის, ჰეროდიადას შერთვა განიზრახა.

უარყოფილი არეტის ასული მახერუნტის ციხე-სიმაგრეში განმარტოვდა. "იუდეველთაგან ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ჰეროდეს არმიის დაღუპვის მიზეზი თავად ღმერთი იყო, რომელმაც სამართლიანი სასჯელი მიაგო მას ნათლისმცემლად წოდებული იოანეს მოკვდინებისათვის. ეს მართალი კაცი კეთილშობილებითა და სამართლიანობით გამორჩეულ ებრაელებს ნათლობისკენ მოუწოდებდა... რადგან იოანესთან მრავალი მიდიოდა და მისი მხურვალე სიტყვით მრავალი აღინთებოდა, ჰეროდემ, რომელსაც შეეშინდა, იოანეს ხალხისთვის აჯანყება არ შთაეგონებინა, იოანეს მოკვდინება ინება. ეჭვიანი ჰეროდეს ბრძანებით ის დაატყვევეს და მახერუნტის ციხეში განამწესეს, სადაც აღესრულა კიდეც".

"იუდეის არქეოლოგიის" II ნაკვეთი თავად უფალს ეხება: "დაახლოებით ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდად ბრძენი ადამიანი, თუ შეიძლება ამდენ საოცრებათა მოქმედის ადამიანად მოხსენიება. იგი სასწაულებს ახდენდა და იმათ ასწავლიდა, ვინც ჭეშმარიტებას სიხარულით იღებდა. მრავალი იუდეველი და ელინი დაემოწაფა. ეს იყო ქრისტე. და იმ პირთა დასმენით, რომლებიც ჩვენში პირველობენ, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინი, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი და მესამე დღეს, ღვთაებრივ წინასწარმეტყველებათა თანახმად, ცოცხალი ეჩვენა მათ.

ამ სასწაულთან ერთად წინასწარმეტყველებმა გაოცების ღირსი მრავალი სხვაც იწინასწარმეტყველეს. ქრისტიანთა სექტა ამჟამადაც არსებობს, რომელსაც მისივე სახელი ეწოდა".

გთავაზობთ ფლავიუსის სხვა ამონარიდსაც ქრისტეს შესახებ: "იმხანად ერთი ადამიანი გამოჩნდა, თუ საერთოდ შეიძლება მისი ადამიანად მოხსენიება. მისი ბუნება და გარეგნული იერი ადამიანური იყო, მოვლინება კი - ზეადამიანური. სასწაულებს იგი უხილავი ძალის მეშვეობით ახდენდა.

ერთნი ამბობდნენ, რომ იგი მკვდრეთით აღმდგარი ჩვენი პირველი სჯულმდებელი იყო, უამრავ სასწაულს რომ სჩადიოდა, სხვანი ღვთისაგან წარმოგზავნილად მიიჩნევდნენ... ხშირად სჯულის შესაბამისად არ მოქმედებდა და ჩვენი წინაპრების მსგავსად არც შაბათს იცავდა, მოკლედ, რაიმე სამარცხვინოსა და დანაშაულებრივს არ სჩადიოდა, მხოლოდ სიტყვას იყენებდა.

ქრისტეს ბევრი გაჰყვა და მისი მოძღვრებაც მრავალმა მიიღო, სხვები კი ყოყმანობდნენ, თუმცა კი სჯეროდათ, რომ მისი მეშვეობით ებრაელი ხალხი რომაელთაგან გათავისუფლდებოდა... მას ჩვევად ჰქონდა ქალაქიდან გასვლა და ზეთისხილის მთაზე ადამიანთა კურნება. იესოს გარშემო ათასობით მონამ და უბრალო ადამიანმა მოიყარა თავი. როდესაც მისი ძალა იხილეს და დარწმუნდნენ, რომ სიტყვით ყველაფრის ქმნა ხელეწიფებოდა, ხალხი ქრისტეს ქალაქში შესვლას, პილატესა და რომაელთა არმიის განდევნასა და იესოს მეფედ კურთხევას მოითხოვდა, მაგრამ მან ეს არ ისურვა".

ებრაელმა მღვდელმთავრებმა იესო პილატესთან დაასმინეს. "პილატემ საკვირველმოქმედის მოყვანა ბრძანა. დაკითხვის შემდგომ რომაელებმა იგი შეიპყრეს და, იუდეველთა ადათისაებრ, ჯვარს აცვეს".

***
ტაციტუსი - I ს-ის მოაზროვნე, სენატორი, მოგვიანებით - კონსული. ისტორიული მასალის სიუხვით, აზრის სიღრმით და სილამაზით ტაციტუსი რომაელ მემატიანეთა შორის თითქმის ლიდერია. იგი მთელი სისრულით აღნუსხავს იმ მონაცემებს, რომელთა შეგროვებაც ამა თუ იმ ეპოქასთან დაკავშირებით მოახერხა. მაგალითად, "სენატის აქტები", "ყოველდღიური აქტები"...

"ანალების" ერთი ნაწყვეტი, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 64 წელს რომში მომხდარ ხანძარს და მის აღსაკვეთად განხორციელებულ ღონისძიებებს ასახავს, იუწყება, რომ "ვერც (ნერონის მიერ) მოგზავნილმა ხალხმა, ვერც თავად კეისრის ხელგაშლილობამ და ვერც რელიგიურმა ცერემონიებმა ვერ აღკვეთეს (ნერონისათვის) სამარცხვინო ხმები, რომ ხანძარი თავად იმერატორის ბრძანებით გაჩნდა.

ეს ხმები რომ გაეფანტა, ნერონმა დამნაშავეებად ქრისტიანები გამოაცხადა, რომლებმაც საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურეს... იმპერატორმა ისინი განსაკუთრებულ სატანჯველს მისცა. ვისგანაც ხსენებული სექტის სახელწოდება წარმოიშვა, ქრისტე, ტიბერიუსის დროს სიკვდილით დასაჯეს... შემდგომ მისი მოძღვრება ხელახლა აღორძინდა და არა მხოლოდ იუდეაში, თვით რომშიც იწყო გავრცელება...

თავიდან ისინი შეიპყრეს, ვინც თავად აღიარა (ამ სექტის მიმდევრობა), შემდეგ კი - მათი თანამოაზრეების დიდი ნაწილი... მათ დასჯას წინ საშინელი ცინიზმი უძღოდა: - ქრისტიანთა ერთ ნაწილს გარეულ მხეცთა ტყავი ჩააცვეს, სხვები კი ღამეული ჩირაღდნებივით ანთებულები დაწვეს.

ამ სანახაობას ნერონმა ცირკის არენები და თავისი ბაღებიც კი დაუთმო და ყოველივეს ხან ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოწყობილი უჭვრეტდა ხოლმე, ხანაც თავად მონაწილეობდა დასჯაში. ეს ადამიანები (ქრისტიანები), სამაგალითო სასჯელის ღირსნიც რომ ყოფილიყვნენ, ერთი კაცის ველური ჟინის დასაოკებლად განწირულნი, მხოლოდ სიბრალულს თუ იწვევდნენ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler