საღი მარცვალი, რომელსაც ნოყიერი ნიადაგი სჭირდება
საღი მარცვალი, რომელსაც ნოყიერი ნიადაგი სჭირდება
მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული სახარება
ახლო წარსულში, აღდგომის ღამეს, მძაფრსიუჟეტიან ფილმებს ტელევიზიით საგანგებოდ აჩვენებდნენ ახალგაზრდობის შინ "დასაბმელად". ის, რაც მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, ახლა სასიამოვნო რეალობად იქცა - დრომ, რომელიც გამორჩეული ადამიანების წყალობით ყოველთვის სასწაულებს ახდენს, თავისი მოიტანა და მართლმადიდებელი მრევლი ერთიათად გაზარდა. დღეს აღდგომის ღამეს ტელევიზიით "მძაფრზე მძაფრი" ფილმიც რომ უჩვენონ, მისი ნახვის მოწადინეს იშვიათად ნახავთ.

რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში ჩვეულებრივი ამბავია. უმცროსკლასელები ამ დღეებს ყოველთვის არაჩვეულებრივი და ზეიმური განწყობით ხვდებიან.

სკოლის დირექტორი, ქალბატონი მაია ხახალეიშვილი ასეთ ღონისძიებებს მოზარდთა სულიერებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამიტომაც ყოველთვის ხელს უწყობს იმ პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად შობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავენ.

ამჯერად აღდგომის შემდგომ ჩატარებული ღონისძიების შესახებ გვინდა გიამბოთ.

VI კლასის მოსწავლეებმა სახარება გააცოცხლეს ჩვენ თვალწინ. სტუმრად მოწვეული ჰყავდათ მამა ლაზარე (ვარდოსანიძე). იგი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე მირქმის სახელობის ეკლესიის მოძღვარია. იყვნენ მგალობლებიც...

KARIBCHE

პატარებმა მეტად ემოციურად გადმოგვცეს სახარება - ბავშვები მთელი არსებით გრძნობდნენ იმას, რასაც იქ დამსწრეთ უამბობდნენ... ჩვენ თვალწინ დაიბადა, გაიზარდა და ეწამა იესო. ჩვენ თვალწინ განათლდა და გაქრისტიანდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. პატარა საკლასო ოთახში საკმევლის საამო სურნელი ტრიალებდა, ყველა კუთხე-კუნჭულში ანთებული სანთლები ლიცლიცებდა, პასქები და წითელი კვერცხები მწვანე ჯეჯილში "ჩაკარგულიყო"... კაბადოკიელი წმინდანი კი ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვრით აქრისტიანებდა ქართველ ერს... და იყო გალობა სულის შემძვრელი.

ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, VI4 კლასის დამრიგებელი, მზია კიწმარიშვილი გახლავთ. მისი ღრმა რწმენით, მოსწავლე, რომელიც სახარებას წაიკითხავს, "მამა ჩვენოს" იტყვის და მოყვასის სიყვარულით გაიზრდება, არასოდეს აიღებს ხელში დანას, თანატოლს მოსაკლავად არ გაიმეტეს და არც ცუდზე იფიქრებს. ამ ბოლო ხანს საზოგადოება ხომ ძალიან შეაშფოთა მოზარდთა გახშირებულმა მკვლელობებმა, კონფლიქტისა და ურთიერთშელაპარაკების გამო ასე საბედისწეროდ რომ მთავრდება!

128-ე საჯარო სკოლაში თითქმის ყველა კლასშია პატარა სამლოცველო კუთხე. მზია მასწავლებლის მოსწავლეებსაც აქვთ თავიანთი სამლოცველო, სადაც გამოფენილია "კვირის პალიტრის" თუ "კარიბჭის" მიერ რელიგიური დღესასწაულების დროს გამოცემული ხატები. ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყების წინ, აქ სანთელი ინთება და ხმამაღლა თუ არა, თავის გულში მაინც ლოცულობს პატარა.

მამა ლაზარე კმაყოფილებას ვერ მალავდა, როცა ეს ლამაზი ღონისძიება "მრავალჟამიერით" დაგვირგვინდა. მან მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი მზია კიწმარიშვილსა და მის მოსწავლეებს. მის მცირე ქადაგებას ბავშვები სულგანაბული უსმენდნენ. მამა ლაზარემ თქვა: "თითოეული ადამიანისთვის ყოველი დღე შობა და აღდგომა უნდა იყოს, რათა უფრო მეტად შევიგრძნოთ უფალი. კარგია, რომ მოზარდები ბიბლიის ცოდნით სწავლობენ ცხოვრებას, იგებენ, რა არის სიკეთე და ბოროტება, სულიერად მაღლდებიან. ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ამიტომ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წინაშე ორმაგად მოგვეკითხება. ის საღი მარცვალი, რომელიც ნოყიერ ნიადაგში დაითესება, აუცილებლად მოგვცემს კარგ ნაყოფს. ეს მარცვალი ამ ბავშვებში უკვე დავინახე. ისინი ჭეშმარიტ მამულიშვილებად გაიზრდებიან და მათი მეოხებით საქართველოც გაბრწყინდება".

მოამზადა
მარინა ბაბუნაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org