ეს უნდა ვიცოდეთ
ეს უნდა ვიცოდეთ
"კარიბჭის" ყოველ ნომერში გთავაზობთ ინფორმაციას ლოცვით კანონთან დაკავშირებული იმ ცვლილებების შესახებ, რაც საეკლესიო ტიპიკონით არის გათვალისწინებული.
18-27 მაისი:
* ამიერიდან აღარ ითქმის "ქრისტე აღსდგა", დასაწყის ლოცვებს ასე ვიწყებთ: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა... დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა", "წმიდაო ღმერთო" 3-გზის და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად. კვლავ არ ითქმის "მეუფეო ზეცათაო".

* დიდი მეტანიები და მუხლმოდრეკები არ სრულდება.

* ფსალმუნთა და სხვა ლოცვების კითხვა ჩვეულებრივად შეიძლება.

* ოთხშაბათსა და პარასკევს ვმარხულობთ.

* ამ პერიოდში ნებისმიერ დღეს ტარდება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია, შესაბამისად, ზიარების შემდგომ სამადლობელ ლოცვებში ვკითხულობთ ამ წმინდანის ტროპარს, წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ტროპარი კი არ იკითხება.

* "ღირს არსის" ნაცვლად სულთმოფენობის დღესასწაულამდე (27 მაისი) ვამბობთ შემდეგ ლოცვას:

"ადიდებს სული ჩემი ქვეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.

შევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის, უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ".

* 27 მაისს სულთმოფენობაა. ეს დღესასწაული გარდამავალია და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ამ დღის შემდეგ იცვლება ლოცვითი კანონი:


28 მაისი-1 ივნისი:
* სულთმოფენობის შემდეგ დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივად ვამბობთ, ისე, როგორც ნებისმიერ ლოცვანში წერია. ამიერიდან ითქმება ლოცვა "მეუფეო ზეცათაო".

* სრულდება დიდი მეტანიები და მუხლმოდრეკები.

* ფსალმუნთა და სხვა ლოცვების კითხვა ჩვეულებრივად შეიძლება.

* ოთხშაბათსა (30 მაისი) და პარასკევს (1 ივნისი) მარხვა არ არის.

* "ღირს არსის" ნაცვლად სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირიაკემდე (3 ივნისი) შემდეგი ლოცვა ითქმის:

"მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა და უკვირდათ ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაითა გამოჩნდა სული წმინდა.

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათაA დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ".
ბეჭდვა
1კ1