"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"

"მზე მზეთა და ნათელი ნათელთა", "დედოფალთა დედოფლის", "მზეთა მზის", "შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებულის" სიტყვებით არის შემკობილი ქართველ წმინდანთა ცხოვრებაში წმინდა მეფე თამარი.

გრიგოლ რობაქიძე წმინდა თამარს საქართველოს ცოცხალ ლეგენდას უწოდებს და დასძენს, -"გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის".

ისტორიამ შემოგვინახა ამაღლებული ამბავი, წმინდა მეფის ცხოვრებიდან. ერთხელ თურმე, როცა თამარ მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში, ლალებს ამაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, მოვიდნენ და უთხრეს, მონასტრის კოშკის კარებთან მდგომი მათხოვარი ითხოვს წყალობასო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს. როცა პალატიდან გავიდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვეს. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს, მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, სადაც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... წმინდა მეფემ არა მხოლოდ საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, შავ მთაზე, თრაკიაში, რუმინეთში, სავრიაში, კონსტანტინოპოლში.
წმინდა მეფემ გარდაცვალების წინ მაცხოვრის ხატს და ცხოველსმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო. ერთგული ქვეშევრდომების თანდასწრებით უკანასკნელად გარდაისახა პირჯვარი და ასეთი სიტყვები თქვა: "ქრისტე, ღმერთო ჩემო, შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

KARIBCHE KARIBCHE

წმინდა მეფის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ კვლევა-ძიება დღემდე არ შეწყვეტილა. სასიხარულოა, რომ ქართველთა სათაყვანებელი წმინდა მეფე თამარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა შეემატება ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკას. ნოემბრიდან “გამომცემლობა პალიტრა L“ მკითხველს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად გამოვა საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის სერიის პირველი წიგნი - “მეფე თამარი”. სერიის მომდევნო წიგნები მკითხველს ყოველთვიურად მიეწოდება. წიგნების სერია, რომელიც ამ ეტაპზე 24 ტომს მოიცავს, იქნება წარსულის ილუსტრირებული რეკონსტრუქცია, რომელიც ქვეყნის მთავარ ისტორიულ მოვლენებს წარმოადგენს მოზარდი თაობისთვის ადვილად და გასაგებად აღსაქმელი ტექსტებითა და მაღალმხატვრული ილუსტრაციებით. “სამკაულებად” თითოეულ გვერდს ახლავს იმ არტეფაქტებისა და მდიდარი დოკუმენტების ფოტოები, რომელთა დიდ ნაწილს ჩვენი მკითხველი პირველად გაეცნობა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი - ჯაბა სამუშია პროექტზე წელიწადზე მეტია მუშაობს. ბატონმა ჯაბამ საუბრისას აღნიშნა: "მკითხველს წარვუდგენთ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მეფეების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და თავდადებულ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. გავაშუქებთ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომელთაც გავლენა იქონიეს საქართველოს განვითარებაზე, მის ბედსა და უბედობაზე, მსოფლიო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის როლსა და მნიშვნელობაზე. პროექტით გამოსაცემი რამდენიმე წიგნის (“მეფე თამარი”, “თბილისი”, “ომი და მეომრები”, “ფარნავაზი”, “დავით აღმაშენებელი”, “ქრისტიანობა საქართველოში”) ავტორი თავად გახლავართ, დანარჩენ წიგნებზე კი მუშაობენ როგორც ცნობილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები: მზია სურგულაძე, ნოდარ შოშიტაშვილი, შორენა მურუსიძე, გიორგი კალანდია, ვლადიმერ კეკელია, ნინო ხუნდაძე, ხათუნა ბაინდურაშვილი და მანუჩარ გუნცაძე".KARIBCHE

აღსანიშნავია წიგნების მხატვრული გაფორმება. თითოეულ წიგნზე რამდენიმე სპეციალისტი მუშაობს. მხატვრები - ლევან სილაგაძე, ანდრო ამბარცუმიანი, ვაჟა ქურხული, ირაკლი ცაბაძე, ზაალ სვანიშვილი, მანანა ჯავახიშვილი, ზურაბ თოთიბაძე და მაია ქაჯაია ავტორებთან ერთად შეისწავლიან შესაბამისი ეპოქის ამსახველ ფოტო და დოკუმენტურ მასალებს და ტექსტისა და აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით თემატურ ნახატებს ქმნიან. წიგნებში ასევე განთავსებულია ეპოქის ამსახველი რუკები, რომლებიც ამ პროექტისთვის მოამზადა კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ. ამას გარდა, წიგნებში გამოყენებულია ამა თუ იმ ეპოქის ამსახველი არქეოლოგიური თუ ისტორიული მასალების, მუზეუმებსა და არქივებში დაცული არტეფაქტების ფოტოილუსტრაციები.

 

ბეჭდვა
1კ1