იქვე ჩავჯექი და ავტირდი
იქვე ჩავჯექი და ავტირდი
ბიბლია და წმინდა მამათა ცხოვრება გვასწავლის, რომ მართალთა და გულწრფელად მონანულთა ლოცვას დიდი ძალა აქვს. "განიწმიდეთ პირველად შინაგანი იგი... რაითა იყოს გარეშეცა მისი წმიდა".

უფალი, სიყვარულის გამო, ჩვენს გამოფხიზლებას ცდილობს და სინანულის გზით გამოსწორებისკენ მივყავართ. სინანულის ცრემლი ღვთისმშობლის მადლია და ის ისე უნდა მივიღოთ, როგორც უდიდესი წყალობა. აკი ვევედრებით კიდეც სამყაროს დედას, "სინანულის ცრემლი მომგვარე, ღვთისმშობელოო".

ომარი (60 წლის): ჩემი ცხოვრება ისე გავატარე, ცოდვა არ ჩამიდენია. მოსანანიებელი თითქმის არაფერი მაქვს - კაცი არ მომიკლავს, არ მიქურდია და არავინ მომიტყუებია. თუ მიმრუშია? - აბა, ეგ კაცისთვის რა ცოდვაა, ასეთი რამ ქალმა არ უნდა იკადროს, თორემ კაცებს ამის გამო ვინ მოგვთხოვს პასუხს! თუმცა არც მეზობლისთვის, არც მეგობრისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და მათი ცოლებისთვის ირიბად არ შემიხედავს. ეკლესიაში თუ დავდივარ? - როგორ არა, შევდივარ, სანთელს ვანთებ და პირჯვარს ვიწერ. წირვა-ლოცვაზე ჩემი ცოლი დადის და ეზიარება კიდეც. ჩვენი სახლი ხატებითაა სავსე და როცა რაიმე მიჭირს, ღმერთს დახმარებას ვთხოვ (ვუსურვოთ ომარს, მიეცეს განცდა თვისთა ცოდვათა და დაძლევა ამპარტავნებისა).

ნესტორი (22 წლის): ახლა ეკლესიაში ყოველკვირა დავდივარ. წირვა-ლოცვას ვესწრები, აღსარებას ვამბობ და ვეზიარები. მანამდე კი, თუმცა 22 წლის ვარ, უამრავი ცოდვა ჩავიდინე. რა? - რასაც სჩადიან 13-14 წლის ბიჭები: ვეწეოდით, ვჩხუბობდით, ვჩაგრავდით, ვიგინებოდით... ასეთი ცხოვრება ძალიან მომწონდა და ვინმეს რომ ეთქვა, ცოდვააო, სიცილით მოვკვდებოდი.

ერთხელ სხვასკოლელი ბიჭი შევამჩნიეთ, რომელსაც ახალი ბოტასები ეცვა. გადავწყვიტეთ, დავხვედროდით და გაგვეხადა. საღამოვდებოდა. ის ბიჭი მეტროში ჩავიდა. ჩავყევით და კუთხეში მივიმწყვდიეთ. თან ვცემდით და თან ფეხსაცმელს ვხდიდით. რატომღაც მე მომაჩერდა - გეხვეწები, მიშველე, ეს ფეხსაცმელი დეიდაშვილმა მაჩუქა სამადლოდ, მამა არ მყავს და დედას ვეხმარები, ეს რომ გამხადოთ, დედაც ვერსად წავა მარტო და შიმშილით ამოვწყდებითო. თითქოს დანა ჩამკრეს, იქვე ჩავჯექი და ავტირდი. მერე ცალი ფეხსაცმელი, რომლის გახდაც უკვე მოვასწარით, მივაწოდე და სახლამდე მივაცილე.

ერთხანს აფორიაქებული დავდიოდი. ჩემში რაღაცამ გაიღვიძა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ეს და ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ დამეღწია თავი ამ სატანჯველისთვის. მერე ჩემმა მეზობელმა ვახომ მოძღვართან მიმიყვანა და მითხრა, ყველაფერი უამბეო. ვუამბე და გულიც თან ამოვაყოლე. მეორე დღეს მაზიარეს... ხელახლა დავიბადე. მალე ინსტიტუტს ვამთავრებ, შეყვარებული მყავს და მამაც გავხდები. უცოდველი არავინაა, მაგრამ მინდა, ჩემს შვილს ავარიდო ყველა ის ცოდვა, რაც კი თავად ჩამიდენია.

ნათელა (40 წლის): ურწმუნო არ მეთქმოდა, მაგრამ არც დიდად მორწმუნე ვყოფილვარ. ერთხელ საშინლად დამიმძიმდა გული. ვეღარაფერი მოვუხერხე და ეკლესიაში წავედი. ღვთისმშობლის ხატთან მისულს ცრემლი თავისთავად წამსკდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა მჭირდა, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ სული აღსარებას, გულწრფელ სინანულს მთხოვდა. მე ხომ 35 წლისა უზიარებელი ვიყავი... მოძღვართან რომ მივედი აღსარების სათქმელად, საშინლად დავიბენი. ყველა ცოდვა, რომელთა გამოც წუხდა ჩემი სული, დამავიწყდა. მოძღვარმა მირჩია, ყველაფერი ჩამოწერე და ისე მოდიო. იმ საღამოს დავჯექი და წერა დავიწყე, ხელი თითქოს თავისით მოძრაობდა, სიტყვები საოცარი სისწრაფით ჩნდებოდა თავში, ცრემლი მდიოდა... ახლა ჩემს ცოდვებს ისე ვხედავ, როგორც კენჭებს კამკამა წყალში. ვცდილობ, აღარაფერში შევცდე. ზოგჯერ გამომდის ეს, ზოგჯერ - არა, მაგრამ მალევე მოვდივარ გონს და ვინანიებ.

ნათია (30 წლის): ჩემი მთავარი ცოდვა აბორტია. პატარა ბავშვი მყავდა და მეგონა, მეორე შვილის მოვლა-პატრონობას ვერაფრით შევძლებდი. როცა მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი, შოკში ჩავვარდი, დღედაღამ იმის ნატვრაში ვიყავი, დროზე მომეშორებინა არასასურველი ნაყოფი. ჩემს პატარა დათუნას თავს ვევლებოდი, მეორე შვილი კი სასიკვდილოდ გავიმეტე... აბორტის შემდეგ საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. დათუნას დავყურებდი და ვფიქრობდი, ისიც, ალბათ, ასეთივე ფუმფულა და ლამაზი იქნებოდა-მეთქი. მერე ტირილი ამივარდა, სული ვერაფრით დავიმშვიდე... წლები გავიდა, მაგრამ სინანულის გრძნობა ვერა და ვერ მოვიშორე. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, ეკლესია იყო ჩემი საშველი და მოძღვართან მივედი. საგანგებო ლოცვების წაკითხვა დამავალა და მხოლოდ ამის შემდეგ მაზიარა. დავმშვიდდი, მაგრამ სინდისის ქენჯნასა და სინანულს დღემდე განვიცდი. ეს იმხელა ცოდვაა, სიცოცხლის ბოლომდე არ მოგასვენებს ადამიანს. იქნებ უფალმა შემინდოს!..

ლუდა (50 წლის): ეროვნებით რუსი ვარ, ქართველების რძალი. ბებია ბერძენი მყავდა. მორწმუნე ქალი იყო. იმ წლებში, როცა ეკლესიაში არავის უშვებდნენ, ბებიას ხატები დამალული ჰქონდა, დილა-საღამოს დაგვაკოცნინებდა ხოლმე და ლოცვასაც გვათქმევინებდა. ისე მომბეზრდა ეს ყველაფერი, - თან სკოლაშიც რომ გვარწმუნებდნენ, ღმერთი არ არსებობსო! - ერთ დღეს მოვხვიე ხელი ამ ხატებს, წავიღე და სარდაფში დავმალე. საღამოს ბებია, ჩვეულებისამებრ, სალოცავად მოემზადა, მაგრამ ხატები ვერ იპოვა. დავინახე, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა. მერე მე და ჩემი და-ძმა დაგვსხა და გვითხრა, ხატი თავისით არ წავიდოდა; ვინც ეს გააკეთა, მისთვის ვილოცებ, რომ უფალმა მიუტევოსო. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. გათენდა თუ არა, ხატები ამოვიტანე, ვეამბორე, მოვუბოდიშე და იმავე ადგილას დავდე, სადაც ბებია ინახავდა.

არც ისე პატარა ვიყავი და მივხვდი, იმას, რამაც ეს ჩამადენინა, სიძულვილი ერქვა, ღვთის სიძულვილი.

რომ იცოდეთ, რამდენჯერ მიტირია მას შემდეგ ამ ამბის გახსენებაზე...

გავიზარდე, გავთხოვდი. მორწმუნე დედამთილი შემხვდა, მოძღვართან მიმიყვანა და მას გავენდე. აღსარებაზე ისე ვტიროდი, ყველა მე მიყურებდა. ჩემი სინანული ამით არ დამთავრებულა, მაგრამ მინდა ვირწმუნო, რომ ღვთის სიყვარული დავიბრუნე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler