ილია მეორის ვიზიტი რუსეთში პატრიარქმა ალექსიმ მაცხოვრის აღდგომის განწყობილებას შეადარა
ილია მეორის ვიზიტი რუსეთში პატრიარქმა ალექსიმ მაცხოვრის აღდგომის განწყობილებას შეადარა
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დიდმარხვის მეორე კვირაში, 1 მარტს საქართველოდან რუსეთს გაემგზავრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ ოფიციალური დელეგაციის წევრს, საქართველოს ეკლესიის მთავარდიაკონს დემეტრე დავითაშვილს.

- მამაო, რას ისახავდა მიზნად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი რუსეთში და ვინ იყვნენ დელეგაციის წევრები?

- უკვე რამდენიმე წელია, რაც დაარსდა რუსული მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო გამოსცემს. მისმა ავტორებმა მიზნად დაისახეს 30-ტომეულის შექმნა, რომელშიც ანბანის მიხედვით შევა ყველა ქვეყნის ეკლესია, როგორც მართლმადიდებლური, ასევე არამართლმადიდებლური. მე-13 ტომში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიტანეს. ამ საკითხზე ქართველი მეცნიერები უკვე ოთხი-ხუთი წელია მუშაობენ. ტომზე მუშაობის გასრულების შემდეგ ენციკლოპედიის წარმომადგენელმა, ბატონმა სერგეი კრავეცმა ოფიციალურად მიიწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (საერთოდ, ამ რედაქციის წესია: როდესაც რომელიმე ეკლესიის შესახებ ცნობებს შეიტანენ ენციკლოპედიაში, ამ ეკლესიის პატრიარქებს იწვევენ ხოლმე).

ცნობილია, რომ დღეს მიზეზთა გამო რუსეთში მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. მაგრამ უწმინდესის ხელშეწყობით და რუსეთის სახელმწიფოს ნებით დაინიშნა საგანგებო რეისი თბილისი-მოსკოვი, რომლითაც მოსკოვს გაემგზავრა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობითი დელეგაცია. ოფიციალური დელეგაცია ათკაციანი გახლდათ, არაოფიციალური კი 70-კაციანი. ოფიციალური დელეგაციის წევრები ბრძანდებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). არაოფიციალურ დელეგაციაში მომლოცველებთან ერთად იყო კიდევ ორი მღვდელმთავარი - ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსი საბა და ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი. ოფიციალური დელეგაციის წევრები იყვნენ ასევე: არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, რომელიც ასევე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი და უწმინდესის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარე გახლავთ, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ენციკლოპედიის კოორდინატორი ბატონი ერეკლე ჟორდანია, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი ბატონი რეზო ჩხეიძე, სახელმწიფო მინისტრი ქალბატონი ზინაიდა ბესტაევა და ბატონი გიორგი ანდრიაძე, რომელიც სულ ახლახან დაინიშნა საპატრიარქოს ახალშექმნილი ტელევიზიის დირექტორად.

- გთხოვთ გვიამბეთ, როგორ შეგხვდნენ რუსეთის პატრიარქი ალექსი II და რუსეთში მცხოვრები ქართველობა, რა ღონისძიებები ჩატარდა, სად აღევლინა წირვა...

- აეროპორტში დაგვხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, კალუგისა და ბოროვის მიტროპოლიტი კლიმენტი. მომლოცველთა ჯგუფი სასტუმრო "აკადემიჩესკაიაში" დასახლდა, ოფიციალურმა დელეგაციამ კი, მისი უწმინდესობის მეთაურობით, წმინდა დანიელ მოსკოველის სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასტუმრო "დანილოვსკაიაში" დაიდო ბინა (უწმინდესი ყოველთვის ამ სასტუმროში ჩერდება ხოლმე).

ყოველდღე საკმაოდ მასშტაბური ორი ღონისძიება ტარდებოდა. შუალედში დასვენების საშუალება გვეძლეოდა. პირველსავე დღეს გვიმასპინძლა საქართველოს ელჩმა რუსეთში ბატონმა ირაკლი ჩუბინიშვილმა. საკმაოდ გულთბილი შეხვედრა იყო, რომელზეც ასევე ბრძანდებოდნენ ბატონები: ზურაბ წერეთელი, ლევან ვასაძე და საელჩოს წარმომადგენლები. მეორე დღეს ვესტუმრეთ ქართულ ეკლესიას, სადაც მსახურობს საქართველოდან წარგზავნილი მღვდელმსახური დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. ტაძარი მრევლს ვეღარ იტევდა. მიუხედავად უამინდობისა, ხალხი ეზოში იდგა და ელოდებოდა უწმინდესის მობრძანებას. უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა, ქართველ მრევლს სვეტიცხოვლის აღმოსავლეთის კედლის ფრესკის (ქრისტე - პანტოკრატორი) ასლი გადასცა და მიმართა: "ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა წამომეღო თქვენთვის. ეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია და აქ მრავლად არის წმინდა გიორგის ხატი. მაგრამ თქვენ არ გაქვთ სვეტიცხოვლის არც ერთი ფრესკა, ის, რაც განასახიერებს თქვენი დედაეკლესიის მთავარ სიწმინდეს". ეს ხატი ტაძარში საპატიო ადგილას დაბრძანდა და ყველა ქართველს მიეცა საშუალება მის წინაშე ვედრებისა. უწმინდესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართველობას, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და დაეცვა კორექტულობა მასპინძლებთან. ასევე შეახსენა, რომ საქართველო მათ ელის და ისინი უსათუოდ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში (ამ მიმართვას უწმინდესი ყველა ქვეყნის ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას იმეორებს).

KARIBCHEმეორე დღეს დანიელ მოსკოველის სახელობის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა ოფიციალური შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ ალექსი მეორესთან. რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების მეთაურებმა პირისპირ ისაუბრეს. შემდეგ გაიმართა სადილი. საღამოს კი მაცხოვრის ტაძარში შედგა ენციკლოპედიის მე-13 ტომის პრეზენტაცია. შეხვედრაზე მობრძანდნენ ქალაქ მოსკოვის მერი ბატონი იური ლუჟკოვი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ლუბოვ სლისკა. მათ გულთბილი საუბარი ჰქონდათ უწმინდესთან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზენტაციაზე აღნიშნა: "უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელია ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენა და რეგულირება. მარტო საქართველოს არ სჭირდება რუსეთი, რუსეთსაც სჭირდება საქართველო". ძალიან მნიშვნელოვანი იყო უწმინდესის ნათქვამი: - თუ მოგვარდება სიტუაცია აფხაზეთის რეგიონში, ჩათვალეთ, რომ საქართველო და რუსეთი ისევ კეთილი მეზობლები იქნებიანო.

შემდეგ დაგეგმილი იყო ერთობლივი წირვა. რუსეთის საპატრიარქოს განრიგი აქვს შედგენილი, თუ სად უნდა წიროს რუსეთის პატრიარქმა. ტრადიციის თანახმად, დიდმარხვის მეორე კვირას პატრიარქ ალექსის წირვა უნდა აღევლინა მოსკოვის კრემლის მიძინების სახელობის ტაძარში (რუსეთში სულ სამი საკათედრო ტაძარია). მაგრამ ამჯერად მოხდა გამონაკლისი. რადგანაც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, წირვა ჩატარდა ახალაშენებულ მაცხოვრის სახელობის ტაძარში.

- ჟღერდა თუ არა წირვაზე ქართული საგალობლები?

- ჩვენ გვახლდა მგალობელთა 14-კაციანი გუნდი, ბრძანდებოდნენ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქალიშვილთან, მარიამ როინიშვილთან ერთად, ცნობილი პიანისტი ვაკო შიუკაშვილი, მსახიობი გოგი ხარაბაძე და სხვები. წირვა შესრულდა ქართულ-სლავურად. წესია: როდესაც ოფიციალური ვიზიტით ჩადის რომელიმე პატრიარქი ამა თუ იმ ქვეყანაში, ადგილობრივი პატრიარქი ტაძარში შედის გვერდითი კარიდან, ხოლო სტუმარი - ცენტრალური შესასვლელიდან, რომელსაც ზარ-ზეიმითა და გალობით ხვდებიან. ილია მეორე ცენტრალური კარიდან შემობრძანდა. გუნდმა იგალობა "მრავალჟამიერი". მთხვევისა და შემოსვის ლოცვები ქართულად იქნა წაკითხული. აჟღერდა არაერთი ქართული საგალობელი, რამაც აღაფრთოვანა რუსი მრევლი. რუსეთში წავიღეთ მინიდისკებზე ჩაწერილი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული უწმინდესის შეთხზული საგალობლები. ეს მინიდისკები საჩუქრად დაურიგდა მრევლს.

- რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებული პოლიტიკური ვითარების დარეგულირებაში რა როლის შესრულება შეუძლია ამ ორი ქვეყნის ეკლესიებს?

- ჩვენი ეს ვიზიტი სწორედ ამ ორი ქვეყნის შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სხვათა შორის, რუსეთის არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პოლიტიკის წარმომადგენლებიც უწმინდესთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ საჭიროა ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილი ურთიერთობის აღდგენა. უწმინდესმაც აღნიშნა პატრიარქ ალექსისთან შეხვედრისას, რომ ეკლესიები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ ამ ორი მეზობელი ერის კიდევ უფრო დაახლოებას. მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო: 1995-96 წლებში ესტონეთში სიტუაცია აირია. მსოფლიო საპატრიარქომ იქ თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, არადა ესტონეთში უკვე იყო რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირი. ამ ამბავს ისეთი უსიამოვნება მოჰყვა, რომ რუსეთის პატრიარქი თავის ლოცვებში უკვე ოფიციალურად აღარ იხსენიებდა მსოფლიო პატრიარქს - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს ბართლომეოსს. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა პატრიარქ ალექსის ვიზიტი საქართველოში. უწმინდესმა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ჩვეულ სიმაღლეზე იდგა, მიმართა პატრიარქს: - იქნებ დღევანდელი წირვა გახდეს დასაბამი კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიების შერიგებისაო. ამ მოწოდებამ შედეგი გამოიღო. მათ შორის აღდგა კეთილმეზობლური ურთიერთობა, რადგანაც აღდგა ევქარისტიული კავშირი ეკლესიებს შორის. ასე რომ, ეკლესიას ძალიან დიდი როლი ეკისრება და ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ყველას მშვიდობისაკენ მოუწოდებს.

- როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტის მნიშვნელობას?

- შეიძლება ითქვას, რომ იქაურებს სული და გული არ დაუშურებიათ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო რუსეთში მოღვაწე ახალგაზრდა ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ზრუნვა და სიყვარული პატრიარქის მიმართ. რუსეთში ჩასვლისას, შეიძლება ითქვას, დაგვხვდა ყინული, რომელსაც წერაქვით სჭირდებოდა ჩამტვრევა, ჩამოსვლისას კი ეს ყინული უკვე გალღვა, რაც ისევ და ისევ უწმინდესის დამსახურებაა. მოსახლეობას ეგონა, რომ ქართული ეკლესიაც მკაცრი იქნებოდა რუსეთის მიმართ, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ შემრიგებლური პოზიცია დაიჭირა. ვფიქრობ, როდესაც უწმინდესი შეხვდება ჩვენს პრეზიდენტს, ამ თემაზე საფუძვლიანად ისაუბრებენ. ასე რომ, მჯერა, მომავალში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. იმედისმომცემია თუნდაც ის, რომ ჩვენი პატრიარქი შეხვდა რუსეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოს.

მე პირადად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, როგორც საერო, ასევე სასულიერო პირი (ჩემი კოლეგა პროტოდიაკვნები, მისი უწმინდესობის პირადი იპოდიაკვნები და სხვები), რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი დიდი სიხარულით შემხვდნენ.

- დაბოლოს, რა იყო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ამ ვიზიტის დროს?

- ჩემთვის ორი რამ იყო მეტად შთამბეჭდავი. ერთი - სერგის ლავრა (ძველებურად ზაგორსკი), რომელიც არის ღირსი მამის, სერგი რადონეჟელის სავანე და პატრიარქების საძვალე. აქ, ერთ-ერთ აკლდამაში განისვენებენ რუსეთის პატრიარქები: მისი უწმინდესობა პიმენი და მისი უწმინდესობა ალექსი I, რომელმაც უწმინდეს ილია მეორეს სამღვდელო ხარისხში დაასხა ხელი. მოგეხსენებათ, ილია
II-მ დაამთავრა ზაგორსკის სემინარია და აკადემია. მან გადაიხადა ძალიან ლამაზი პანაშვიდი, სტუდენტებსა და მონასტრის წევრებს დაახლოებით 40 წუთი ესაუბრა. გაიხსენა სტუდენტობა. ყოველი წვრილმანი შესანიშნავად ახსოვდა. უწმინდესი მოსკოვში შეხვდა თავის ორ ვლადიკავკაზელ თანაკლასელს, რამაც ძალიან გაახარა.

4 მარტს, კვირას, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი. ამ ტაძრის ქვევით რამდენიმე სართულია, სადაც განთავსებულია ხარების სახელობის ტაძარი, საბანკეტო დარბაზები, პატრიარქის მოსასვენებელი, მაღაზიები, უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. ერთ-ერთ სართულზე მდებარეობს სატრაპეზო. ტრაპეზზე იგალობეს როგორც რუსეთის მგალობლებმა, ასევე ჩვენებმა. ქალბატონმა თამარ ჭოხონელიძემაც იმღერა. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო. ერთ-ერთი სიმღერის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ალექსიმ აღტაცებული ხმით წამოიძახა: "აი, ჩვენ ვსხედვართ, ვტრაპეზობთ და გულში იღვრება განცდა, თითქოს დიდი მარხვის მეორე კვირა კი არა, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომაა". ფაქტობრივად, ჩვენი იქ ყოფნა და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ვიზიტი რუსეთში პატრიარქმა ალექსიმ მაცხოვრის აღდგომის განწყობილებას შეადარა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი ქათინაურია. ასე რომ, ძალიან ამაღლებული და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით საქართველოში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler