ეკლესიაში მოსვლა არასდროს ყოფილა გვიან
ეკლესიაში მოსვლა არასდროს ყოფილა გვიან
"რადგან მსგავსია სასუფეველი ცათა კაცისა, სახლისა პატრონისა, რომელიც გამოვიდა განთიადისას მუშაკების დასაქირავებლად თავის ვენახში. და შეუთანხმდა მუშაკებს დინარზე დღეში და გაგზავნა ისინი თავის ვენახში. და გავიდა მესამე ჟამზე და ნახა სხვები, უქმად მდგარნი მოედანზე. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მოგცემთ თქვენ; ისინი წავიდნენ. შემდეგ გავიდა მეექვსე და მეცხრე ჟამზე და ასევე მოიქცა. ხოლო მეთერთმეტე ჟამზე გავიდა და იპოვა სხვები, უქმად მდგარნი, და უთხრა მათ: რას დგახართ აქ მთელი დღე უქმად? უთხრეს მას: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მიიღებთ. და როდესაც მოსაღამოვდა, უთხრა ვენახის პატრონმა მოურავს: დაუძახე მუშაკებს და მიეცი მათ საზღაური; დაიწყე უკანასკნელიდან პირველამდე. და მივიდნენ მეთერთმეტე ჟამისანი და მიიღეს თითო დინარი; მივიდნენ პირველებიც და ეგონათ, რომ მეტს მიიღებდნენ, და მიიღეს მათაც თითო დინარი. დრტვინავდნენ სახლის პატრონზე და ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა ერთი ჟამი იღვაწეს, და გაგვითანაბრე ისინი ჩვენ, რომლებმაც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მოყვასო, უსამართლოდ არ გექცევი; განა დინარზე არ შემითანხმდი? აიღე შენი და წადი. ხოლო მე მინდა, ამ უკანასკნელსაც მივცე, როგორც შენ. განა არ შეიძლება, როგორც მინდა, ისე მოვექცე ჩემსას? თუ თვალი შენი ბოროტია იმის გამო, რომ მე კეთილი ვარ?" (მთ. 20,1-15)

იგავში ნახსენები "უქმად მდგომარენი", რომლებიც მეთერთმეტე ჟამს იპოვა ვენახის პატრონმა, სწორედ ეკლესიის გარეთ დარჩენილნი არიან. ისინი თავიანთ მდგომარეობას გარემოებებს აბრალებენ - არავინ დაგვიქირავაო. დღესაც ხშირად გვესმის მსგავსი ჩივილი - ათეისტურმა რეჟიმმა რამდენიმე თაობას დაავიწყა ღმერთი, წაართვა რწმენა, დაუკეტა ეკლესიის კარი და ზეცისაკენ ახედვაც კი აუკრძალაო.

"ვენახის მუშაკების" იგავით უფალი სწორედ მათ მსგავსთ ანუგეშებს, ამხნევებს: დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სინანულისთვის, დრო კი არ არის პირობა ღვთის სასუფევლის შეძენისა, არამედ შენი მონდომება, სწრაფვა - განშორდე უქმად ყოფნის ცხოვრების წესს, მოინანიო თუნდაც სიბერის ჟამს. ნუ იფიქრებ, გვიანიაო. პირიქით, გულმოდგინედ აღსრულებული სულ მცირე ღვაწლიც კი ისევე მოგაპოვებინებს ზეციურ სასუფეველს, როგორც განთიადიდან ნამუშაკევი მიიღებს მას...

ჩემი რესპონდენტი სწორედ "მეთერთმეტე ჟამის მუშაკს" მაგონებს. ის ჭარმაგობაში მიხვდა, რომ უსარგებლოა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის. ბატონი ლეონტი ლაშხია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი სტიქაროსანია. 72 წლის ბერიკაცი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

- დავიბადე მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში. ოჯახში ცხრა დედმამიშვილი ვიყავით, მე მეშვიდე ვარ. შვიდი წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. იმ დღიდან სულ ვმუშაობ. 1948 წელს ჩემი უფროსი და გათხოვდა თბილისში და მეც წამომიყვანა. მელიქიშვილის გამზირზე, დღევანდელი სასტუმრო "საქართველოს" პირდაპირ პურის ჯიხური იყო, იქ ვმუშაობდი. შემდეგ ჩავირიცხე უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე და კომკავშირულ საქმიანობაშიც ჩავები. მაშინ ასე იყო: თუ კომკავშირელი ან პარტიული არ იყავი, არავინ მიგიღებდა სამსახურში. ჯერ მაღაზიის დირექტორი ვიყავი, შემდეგ პურვაჭრობის გაერთიანების ხელმძღვანელი, პარტიული კომიტეტის მდივანი. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში სიარული არავისთვის დამიშლია. რაღაცნაირად ღმერთის მეშინოდა. ღვთის შიში რომ მქონდა, ეს მშობლების დამსახურებაა. ცხრავე შვილი მონათლული ვიყავით. გუშინდელ დღესავით მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი, მამამ შინ მღვდელი მოიყვანა და მომნათლეს. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: 1947 წელს ცხენმა ჩამომაგდო და თავი გავიტეხე. სოფლის ბოლოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია - წაჩხურუ. ცხონებულმა დედაჩემმა თორმეტი წლის ბიჭი ზურგზე შემისვა და ფეხშიშველმა იმ ეკლესიაში მიმიყვანა, ღვთისმშობელს შეავედრა ჩემი თავი.

- ეკლესიასთან დაკავშირებულ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდით?

- ერთხელ პარტიის რაიონულ კომიტეტში რამდენიმე კაცს დაგვავალეს, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაულზე წესრიგი დაგვემყარებინა. ედუარდ შევარდნაძე იყო მაშინ ჩვენი მდივანი. ჩამაბარეს თორმეტი მილიციელი, რომელთაგან ორი შემოგზავნილი იყო... ეკლესიის ეზოში თავმოყრილი მორწმუნეები წუხდნენ, - დღესასწაულის აღნიშვნა პურ-მარილით გვინდა და უფლებას არ გვაძლევენო. მივეცი უფლება, მეტიც, მეც მათთან ერთად მოვილხინე. თან ვფიქრობდი, წასულია ჩემი საქმე, ამას შევარდნაძეს მოახსენებენ და ვაი შენს ლეონტის-მეთქი...

დილით გამოვცხადდი კომიტეტში და ჩემდა გასაოცრად, შევარდნაძემ ეკლესიაში წესრიგის დამყარებისათვის შემაქო. მაშინ გავიფიქრე: ღმერთი რა ძლიერია, როგორ გადამარჩინა-მეთქი...

- ბატონო ლეონტი, როდის და როგორ დაიწყო ეკლესიასთან თქვენი ურთიერთობა?

- სამი შვილი მყავს - ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. აგვიანებდნენ დაოჯახებას, რასაც მე და ჩემი მეუღლე ძალიან განვიცდიდით. ჩემი მეუღლისთვის სიონის ეკლესიის მესანთლეს უთქვამს, ქაშვეთში მამა სოკრატესთან მიდი და უამბე შენი გასაჭირიო... ასეც მოიქცა. შემდეგ მეც წამიყვანა მოძღვართან. მამა სოკრატემ ძალიან თბილად მიმიღო, მას შემდეგაც აღარ მოვშორებივარ. ეს მოხდა 1993 წელს. რაც შეეხება სტიქაროსნობას, ძალიან მინდოდა სტიქარის ჩაცმა. ერთხელ გავბედე და გავანდე მოძღვარს გულისნადები. მაშინვე დამთანხმდა. თავიდან საკურთხეველში ყოფნისას მეშინოდა - რაიმეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი. პატარა სტიქაროსნები მასწავლიდნენ ყველაფერს, იმათ ჩემზე მეტი იციან. თანდათან შვილებიც მოექცნენ, უფროსი ქალიშვილი გათხოვდა, სამი შვილიშვილი მყავს... მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარიც დავიწერეთ. ამჟამად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ვმსახურობ.

- როგორ პასუხისმგებლობას გაკისრებთ სტიქაროსნობა?

- რა თქმა უნდა, სტიქაროსნობა შესაბამის პასუხისმგებლობას მოითხოვს და მე ამას ვგრძნობ. ჩემს სიცოცხლეში ერთხელ არ ჩამაცვეს სტიქარი: ლოცვაზე მრევლში დასარიგებლად ხორბალი უნდა გამომეტანა, მე კი პური გამოვიტანე, შემეშალა. ჩვენი უფროსი სტიქაროსანი ჩემი შვილიშვილის ტოლია. მან მითხრა, ხვალ სტიქარს არ ჩაიცვამთო და მეც უსიტყვოდ დავემორჩილე.

- ბატონო ლეონტი, საკუთარ მაგალითზე გვიამბეთ, როგორ იცვლება ადამიანი ეკლესიური მადლის ზემოქმედების შედეგად.

- ქართველი კაცი ბუნებით ზვიადია, ეკლესიაში წყნარდება, თავმდაბლობას სწავლობს. პარტიული კომიტეტის მდივნობისას ამაყი, თავდაჯერებული ვიყავი, არც მრისხანება მაკლდა...

- რა გასწავლათ ცხოვრებამ?

- ადამიანის პატივისცემა. თუ კაცს სიკეთეს გაუკეთებ, ის უკვალოდ არ იკარგება, უკან გიბრუნდება. ყველა ადამიანს აქვს ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება პატივს სცემდე, გიყვარდეს ან გებრალებოდეს მაინც... ალბათ არ დამიჯერებთ, ცხოვრებაში არავინ დამიჭერია, თუმცა დაუვალებიათ კი... ცუდის გაკეთებაზე ადვილი არაფერია, სიკეთის გაკეთებაა საქმე, თორემ...

- ყველაზე მეტად რას ნანობთ, როცა გავლილ გზას იხსენებთ?

- ვნანობ, ადრე რომ არ მოვედი ეკლესიაში. ასე რომ მოვქცეულიყავი, შეიძლება ბევრი რამ შემეძინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბაბუ, ყველაზე მეტად რა მიხარია, იცი? ახალგაზრდებს რომ ვხედავ ეკლესიაში. ჩემისთანა ბერიკაცებს კი მინდა ვუთხრა, ეკლესიაში მოსვლა არასდროს ყოფილა გვიან...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler