არც ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწა იყიდება შენისთანა მაწანწალებზე და ვერც ქართველ ერს იყიდი შენი მილიონებით
არც ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწა იყიდება შენისთანა მაწანწალებზე და ვერც ქართველ ერს იყიდი შენი მილიონებით
დღეს მშობლიურ მიწას მიაბარებენ ერთ კარგ ქართველს მამუკა სესიაშვილს(სესეს)...
2014 წლის 17 სექტემბერს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა სტუდია "გუთანის" სცენარისტი, იდეოლოგი, სამხატვრო საბჭოს წევრი, სამეგობროს "კლდე"... ქართული მიწის მცველი, მშობელი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი : მამუკა სესიაშვილი, ორი შვილის მამა და სანაქებო მეუღლე...
მისი ცხოვრება ეგებ სამაგალითო გახდეს ბევრი ქართველისთვის.
მამუკას მეგობარი - ზვიად სეხნიაშვილი წერს:
"ჯერ კიდევ არ იცის ბევრმა საქართველოში, ,რომ ჩვენი ძმა - მამუკა სესიაშვილი - სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეერკინა მილიარდელ არაბ შეიხს - ინვესტორს,რომელმაც ქართული მიწით ვაჭრობა ისურვა. სესემ,ჩვენმა გაუტეხელმა ძმამ, სარჩელი შეიტანა სასამართლოში ამ უნამუსო ინვესტორის წინააღმდეგ,რომელიც გაჩუმების სანაცვლოდ 1 500 000 დოლარს სთავაზობდა,მაგრამ პასუხად ასეთი სიტყვები მიიღო მამუკასგან: - არც ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწა იყიდება შენისთანა მაწანწალებზე და ვერც ქართველ ერს იყიდი შენი მილიონებით, ეს საქართველოა და მას შენნაირები ვერასოდეს გაიხდიან საასპარეზოდო...

ჩემო სესე,შენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვანთ და გავუშვებთ კუდამოძუებულს საქართველოდან მაგ მაწანწალას!!!..ეს საქართველოა - ქვეყანა,რომელმაც შენნაირი მამულიშვილები გაზარდა სესე !!! მილიონ-ნახევარს გთავაზობდნენ - კაცს,რომელსაც ხშირად პურის ფული გენატრებოდა..კაცს,რომელსაც შვილების სწავლის თანხის გადახდა გიჭირდა...მშვიდად იძინე ძმისავ...ყველა შენთან ვართ ბიჭო !!! ...

ეს კაცი მუდამ ჩვენთან იქნება - ლოცვებში,სიყვარულში,ბრძოლაში სამშობლოსა და ეკლესიის დასაცავად!
ბოლომდე მივყვებით შენს ნატვრას - სამშობლოს გამთლიანებას და სიყვარულს! საქართველოს მალამოდ დავედებით,როგორც ნატრობდი,სწორედაც ისე, ჩემო სესე...გვიყვარხარ ყველას."

დღესაც ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ გმირები. მათ მხრებზე ბევრი ჩვენგანის სატარებელი ტვირთიც აღმოჩნდება ხოლმე ხშირად. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მამუკას, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით მარადისობაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე...
ბეჭდვა
1კ1