ქართველები მართლმადიდებლური სარწმუნოების სახით ძალიან დიდ საგანძურს ფლობენ
ქართველები მართლმადიდებლური სარწმუნოების სახით ძალიან დიდ საგანძურს ფლობენ
მართლმადიდებლური მონასტერი ამერიკის შუაგულში დაარსდება
ჩვენს დროში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის სამშობლო, ოჯახი რომ მიატოვოს და უცხო ქვეყანაში დაიწყოს მოღვაწეობა, მიზნად მართლმადიდებლური მრწამსით ცხოვრება დაისახოს, უფრო მეტიც - უფალს შესწიროს თავი და ბერობის ტკბილ გზას დაადგეს.

მამა თევდორე ნიკოლსონი წარმოშობით შვედია. დაიბადა ამერიკის სამხრეთით, პროტესტანტულ ოჯახში. თავდაპირველად ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევარი იყო, მერე - კათოლიკე. კარგა ხნის ძიების შემდეგ ჭეშმარიტებას მართლმადიდებლობაში მიაგნო. საფუძვლიანად რომ შეესწავლა, ჰერმან ალასკელის სახელობის მართლმადიდებელ მამათა მონასტერს ეწვია. რვა წელიწადი დაყო სავანეში, იქ მოინათლა და მორჩილის კაბაც იქვე ჩაიცვა. 2004 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მისი უწმინდესობისა და ახალქალაქისა და კუმურდოს აწ უკვე მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ფაჩუაშვილის) ლოცვა-კურთხევით, ბეთანიაში ბერად აღკვეცეს.

ამჟამად მამა თევდორე მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში მსახურობს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ახლო მომავალში ამერიკაში კიდევ ერთი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსებას აპირებს. მასთან ერთადვე დაფუძნდება ქართული მართლმადიდებლური კულტურის ცენტრი.

ყოველივე ამაზე უფრო დაწვრილებით თავად მამა თევდორე გვესაუბრება.

- ამერიკაში მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება ჩემთვის დიდი პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა. მართლაც დიდი საქმისთვის მამზადებს უფალი. ღვთის წყალობად მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელი გავხდი, საქართველოში ჩამოვედი, ქართველი ბერი ვარ. ამერიკაში მე ვიქნები წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც უდიდესი ტრადიციებისა და სიწმინდეების პატრონია.

მართლმადიდებლური მონასტერი ამერიკის შუაგულში, ჩიკაგოს ახლოს, მისურის შტატში დაარსდება. ეს უმეტესად პროტესტანტებით დასახლებული ადგილია, თუმცა იქაურებს პროტესტი არ გამოუთქვამთ და მონასტრის დაარსებას ელიან კიდეც. დაახლოებით 32 ჰექტარი მიწა ჩემი ნათლიისგან, ელისაბედისგან მივიღე საჩუქრად. ეს ძალიან დიდი ფართობია, ისე რომ, შეიძლება, იქ ორი მონასტერიც კი დავაფუძნოთ და სასულიერო მოღვაწეობა განვავითაროთ. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ამ კეთილშობილური საქმის ბოლომდე მისაყვანად საქართველოს ეკლესია ყოველნაირად დაგვეხმარება. ყველაზე დიდ დახმარებას კი იმ ქართველებისგან უნდა ველოდეთ, ამერიკაში რომ ცხოვრობენ, რათა მონასტერი მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს.

მონასტერთან ერთად დაარსდება კულტურული ცენტრი, რომელიც წმინდა ნინოს სახელზე იკურთხება, ხოლო თავად მონასტერი მთავარანგელოზის სახელობის იქნება. მრავალ ამერიკელ პროტესტანტს არ სწამს წმინდანთა ცხოვრება, მაგრამ სწამს ანგელოზების არსებობა. მთავარანგელოზის სახელი მათ უფრო მოიზიდავთ მონასტრისკენ და შეიცნობენ მართლმადიდებლობის მადლს.

- მამა თევდორე, ოჯახიდან მხოლოდ თქვენ შეიცვალეთ მრწამსი და მართალთა გზას შეუდექით. თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი იქნებოდა...

- ჩემი ოჯახი ანგლიკანური ეკლესიის წევრია. და-ძმებიდან მე ერთადერთმა შევიყვარე მართლმადიდებლობა და ამ სარწმუნოებით დავიწყე ცხოვრება.

ქრისტიანობის შესწავლას სერიოზულად 23 წლისამ მოვკიდე ხელი. ძიებამ მართლმადიდებლობასთან მიმიყვანა. აქ ვიპოვე პასუხი ყველა კითხვაზე.

როცა წარმატებულ ბიზნესს თავი დავანებე და მონასტრისკენ გავეშურე, ჩემს ოჯახს ეგონა, ჭკუიდან გადავცდი... დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინიც ეზიარებიან ჭეშმარიტ რწმენას.

- მონასტერში წასვლამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...

- წმინდა ჰერმან ალასკელის სახელობის სავანე კალიფორნიაში მდებარეობს. იქ მოღვაწეობდა სერაფიმ როუზი. მან და ჰერმან ალასკელმა ერთად დააარსეს ეს მონასტერი. მათი იდეა იყო, დაეფუძნებინათ ქრისტიანული კულტურის კერა, სადაც ითარგმნებოდა მართლმადიდებლური ლიტერატურა, რათა იქაურებს ინგლისურ ენაზე მიეღოთ სულიერი საზრდო.

ჰერმან ალასკელის მონასტერში რვა წელი დავყავი. ვბეჭდავდით წიგნებს და ინგლისურენოვან მოსახლეობაში ვავრცელებდით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ამერიკელი მართლმადიდებლები სულიერ საზრდოს მონასტერში დაბეჭდილი წიგნების მეშვეობით იღებდნენ.
ამჟამად მონასტერში 10-12 ბერი მსახურობს. ცხოვრობენ იმ ტიპიკონით, რომელიც ჩრდილოეთ რუსეთში, ვალაამის მონასტერში მოქმედებს. ლოცვები ღამის 2 საათიდან იწყება. წირვა-ლოცვა სხვადასხვა ენაზე გალობით სრულდება. გალობენ ქართულად, რუსულად, სერბულად, ინგლისურად, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას გამოხატავს.

- რით განსხვავდება ქართულისგან ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიები და როგორ ვითარდება დღეს ჩვენი სარწმუნოება?

- მართლმადიდებლური ეკლესიები ერთმანეთისაგან უმთავრესად ეთნიკური ნიშნით განსხვავდება. ამერიკაში არსებობს რუსული, ბერძნული, სერბული ეკლესიები. მართალია, ისინი თეოლოგიურად ეთანხმებიან საერთო მართლმადიდებლურ საწყისებს, მაგრამ ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და თანამშრომლობაზეც უარს ამბობდნენ. მადლობა ღმერთს, ვითარება იცვლება, ურთიერთობა თბება.

ამერიკაში მართლმადიდებლობა მისიონერული გზით შემოვიდა. ეს XIX საუკუნეში მოხდა, მეუფე ინოკენტის ღვაწლით. ბოლშევიკური რევოლუციის დროს ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია ძალზე დაზარალდა - მეუფეები თავიანთ ქვეყნებში გაიწვიეს, ერთობა დაიშალა და ჩამოყალიბდა ეთნიკური მართლმადიდებლური ჯგუფები - ბერძნული, რუსული, სერბული და სხვა, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილნი. გავიდა დრო, ემიგრანტებს დაავიწყდათ მშობლიური ენა, აღარ ესმოდათ ბერძნულ-რუსულ-სერბულ ენაზე შესრულებული წირვა-ლოცვები, ამიტომ სხვა სარწმუნოებაში დაიწყეს სულიერი საზრდოს ძიება და პროტესტანტები გახდნენ - მიეკედლნენ იმ ეკლესიას, სადაც მსახურება ინგლისურ ენაზე აღესრულებოდა.

დღეს ამერიკაში მართლმადიდებლობა ძლიერდება, მრავალი ამერიკელი დაადგა ჭეშმარიტების გზას. საქართველოს შეუძლია, ამერიკას ამ თვალსაზრისით უდიდესი დახმარება გაუწიოს. კარგი იქნება, ამერიკელი მართლმადიდებლები ქართველებისგან ერთმანეთთან ურთიერთობასა და სიყვარულს თუ ისწავლიან - საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ხომ ღვთით ბოძებული სიკეთე აქვს, რომელიც შეუძლია სხვასაც უწილადოს და ამით გააძლიეროს ისიც და საკუთარი თავიც, ამერიკაში კი სიყვარულგამჯდარი ურთიერთობა იშვიათია.

დღეს ამერიკაში მრევლის რაოდენობა დაახლოებით შვიდ მილიონს აღწევს. ზოგიერთ მიმდინარეობაში ყველაფერი ნებადართულია, რაც მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ამერიკელებს ძალიან აღიზიანებთ და მიუღებლად მიაჩნიათ. როდესაც ეცნობიან მართლმადიდებლობას, ამ სარწმუნოების ურყევ ფასეულობებს, უფრო მეტი სურვილი უჩნდებათ, ეზიარონ ამ რწმენას.

რაკი ამერიკაში მზარდ სარწმუნოებაზე ვსაუბრობთ, როგორც ამერიკელმა, მინდა ვთქვა, რომ ქართველები მართლმადიდებლური სარწმუნოების სახით ძალიან დიდ საგანძურს ფლობენ. ეს უზარმაზარი საუნჯეა, რომელსაც ბევრი ქართველი შეიძლება ისე ვერც კი აფასებდეს, როგორც სხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ქრისტიანობა ყველაზე სრულყოფილად საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შევიგრძენი. ქართული ენა ხომ საოცრებაა... "გარდაიცვალა", "ორსული" - ასეთი სიტყვები სხვა ენებში იშვიათობაა. როგორც მეუფე ნიკოლოზი ბრძანებს, საქართველო ის ადგილია, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული სულიერებით არის გაჟღენთილი. როდესაც თვალს ვადევნებ მისი უწმინდესობის მოღვაწეობას, ვხედავ, თუ როგორ ძლიერდება მართლმადიდებლობა, სულიერებით ვივსები.

- როგორ დაუკავშირეთ სასულიერო მოღვაწეობა საქართველოს?

- 2001 წლის იანვარში ჰერმან ალასკელის მამათა მონასტერს მეუფე ნიკოლოზი ესტუმრა. მონასტრის წინამძღვარმა მამა გერასიმემ წინასწარ მაცნობა მეუფის ჩამობრძანება. მამა გერასიმეს ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, იცნობდა მის კულტურას, ქართველ მართლმადიდებლებს...

მეუფეს პირველად რომ შევხვდი, მაშინვე ვიგრძენი ჩვენს შორის სულიერი კავშირი, რამაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამიძლიერა. იმხანად უკვე კაბიანი მორჩილი გახლდით. ორი თვის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი. იმ დროს მეუფე ნიკოლოზი ბოდბის ეპისკოპოსი ბრძანდებოდა. ვცხოვრობდი წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერში. მალე მეუფე სვანეთისა და ცაგერის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, რა თქმა უნდა, თან წავყევი და გარკვეული პერიოდი სვანეთში გავატარე.

პირველი ჩამოსვლისას საქართველოში ათი თვე დავყავი. შემდეგ მცირე ხნით კვლავ გავემგზავრე ამერიკაში. იქ საგანგებო პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის საშუალებითაც ამერიკელებს მართლმადიდებლობას გავაცნობდით. შეერთებული შტატების 30 ქალაქში გახლდით და საქართველოს შესახებ ლექციებს ვკითხულობდი, ქართულ კულტურას აგიტაციას ვუწევდი. ამან მალე გამოიღო ნაყოფი - ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ საქართველოში ერთი ამერიკელი პილიგრიმი ჩამოვიდა, მეორე წელს - ოთხი... მომლოცველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მეუფის კურთხევით, თბილისში, აეროპორტის დასახლებასთან ახლოს, სახლი შევიძინეთ და ამით კიდევ უფრო მკვიდრი საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოში მომლოცველობის ტრადიციას. უმთავრესად ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოდიან მორწმუნე მართლმადიდებლები და აქ ყოფნისას ჩვენს შეძენილ სახლში ცხოვრობენ. ამით მცირედ დახმარებას ვუწევთ ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში.

მისი უწმინდესობისა და მეუფე ნიკოლოზის ლოცვა-კურთხევით, 2004 წელს ბეთანიაში აღვიკვეცე როგორც ქართველი ბერი. სახელიც პატრიარქმა დამარქვა თევდორე კველთელის პატივსაცემად.

- უწმინდესს პირადად თუ შეხვედრიხართ?

- რა თქმა უნდა. მისმა უწმინდესობამ ჩემს შესახებ მეუფე ნიკოლოზისგან შეიტყო. მასთან ერთ-ერთი შეხვედრა, 2005 წლის ივნისში, საოცრად დამამახსოვრდა. პირისპირ ვისხედით და თარგმნაში დედა მარიამი მეხმარებოდა. ვიგრძენი, რომ ერთმანეთის გვესმოდა. უდიდესი სითბოთი და ძალით ავივსე... მისი უწმინდესობის კურთხევით, მალე საქართველოს მოქალაქეობასაც მივიღებ. შემდეგ დიაკვნად მაკურთხებენ. პარალელურად ვსწავლობ ქართულ ენას, ხუცურს და ყველაფერს, რაც ქართველი მღვდლისა და დიაკვნისთვის არის აუცილებელი.

- მამა თევდორე, რა შეგძინათ საქართველოში ცხოვრებამ?

- გამიჭირდება, ამაზე კონკრეტული პასუხი გაგცეთ. რაც საქართველოში ვარ, მთლიანად შევიცვალე. საკუთარი თავი ვიპოვე. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. სიყვარულის გაზიარების რელიგია. სხვა კანონი მას არ გააჩნია. როდესაც მისი უწმინდესობის საქმიანობას, თითოეულ ადამიანთან მის სიყვარულგამჯდარ ურთიერთობას ვაკვირდები, ჩემთვის ყველაფერი ნათელია.

ქართველები, რომლებიც ამ წერილს წაიკითხავენ, მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საუნჯეზე, რომელიც უფლისგან ებოძათ - ამ სათუთი, საოცარი სიყვარულის უნარზე. ამ ნიჭს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვაელფოსტა
04.09. 2018
თ.ა.
სად შეიძება მამა თევდორე ნიკოლსონის ნახვა?
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler