საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ქრისტიანული სული ტრიალებს
საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ქრისტიანული სული ტრიალებს
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მზრუნველობით საპატრიარქოს ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესია. აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი წიგნადი ფონდის დიდი ნაწილი ამ ბიბლიოთეკას გადასცა. უწმინდესი და უნეტარესი სტუდენტებს ხშირად შეახსენებს, რომ ქრისტიანობა, რომელიც მწიგნობრული რელიგიაა, მისი აღმსარებლისგან სერიოზულ განათლებას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია წიგნთან ყოველდღიური კავშირი.

საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ქრისტიანული სული ტრიალებს. საცავში, რომელიც 23 ოთახისაგან შედგება, საოცარი წესრიგი და სისუფთავეა. საკონფერენციო დარბაზსა და დერეფნებს რელიგიურ თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, ხატები და ფაქიზად მოვლილი ყვავილები ამშვენებს.

ბიბლიოთეკის ორი პატარა სამკითხველო ოთახი ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუდამ სავსეა მკითხველებით. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გახლავთ მონაზონი ნინო (გრიგოლაძე). წიგნადი ფონდის მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით თანამშრომლებს. ეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აქ საეკლესიო საქმის სიყვარულმა მოიყვანა. გვესაუბრება ქალბატონი თინათინ ყანდარელი, რომელიც დაარსების დღიდან მოღვაწეობს ამ ბიბლიოთეკაში.

- საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა დაარსდა 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისის მართლმადიდებლური ეკლესიებიდან გაფანტული წიგნების შეგროვება დაიწყო. ამავე დროს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საპატრიარქოს რელიგიური თემატიკის ძველი რუსული წიგნები გადმოსცა. ამას მიემატა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პირადი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი.

მაშინ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, საპატრიარქოს არქივთან ერთად, ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იყო. დაიწყო წიგნების ინვენტარიზაცია და კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკაში სამი თანამშრომელი ვიყავით: მე, თამარ გერმანიშვილი და ნანა კაჩუხაშვილი. გვეხმარებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ფონდით ძირითადად სასულიერო პირები სარგებლობდნენ.

ამის შემდეგ საბიბლიოთეკო ფონდმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი. იგი გადმოიტანეს სიონის ეზოში, საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში, მაგრამ მისი მდიდარი წიგნადი ფონდის მოწესრიგება, ისე, რომ მკითხველებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ვერც იქ მოხერხდა. იმხანად ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი ლომოური.

1998 წლის მაისში კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ახალ რეზიდენციაში გამოყო ფართი და ბიბლიოთეკამ IV სართულზე დაიდო ბინა. კიდევ ერთი თანამშრომელი - კოტე ალიბეგაშვილი მოგვემატა. ჩატარდა ინვენტარიზაცია, გაგრძელდა კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკას მიეცა სამკითხველო დარბაზის შექმნისა და მკითხველთა მომსახურების საშუალება. ამ დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ბატონი გრიგოლ რუხაძე.

- დაახლოებით რამდენი წიგნი ინახება დღეისათვის ბიბლიოთეკის საცავში, რამდენად მრავალფეროვანია თემატურად ეს წიგნები და არის თუ არა მათ შორის ქრისტიანული მწერლობის უძველესი და უიშვიათესი, უნიკალური ეგზემპლარები?

- დღეისათვის კატალოგში შეტანილია 50 000-მდე წიგნი. წიგნების აღრიცხვა და ბიბლიოგრაფიული დამუშავება ჯერ არ არის დასრულებული. აქედან ქართულ და რუსულ ენებზე არსებული წიგნები მთლიანად დამუშავებულია. ბიბლიოთეკის ფონდი შეიცავს წიგნებს 72 ენაზე. ასე რომ, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ქართულის გარდა რუსულ, ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ებრაულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და სხვა ენებზე გამოცემულ ლიტერატურას გაეცნოს. ბიბლიოთეკის ფონდი თემატურად მრავალფეროვანია: რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, სოციალური მეცნიერებანი, მედიცინა, მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, ენათმეცნიერება, ეთნოგრაფია, ისტორია, ლექსიკოლოგია, ცნობარები... გვაქვს 1217 დასახელების პერიოდული გამოცემა.

საცავში ინახება ძველ ქართულსა და სლავურ ენებზე გამოცემული ქრისტიანული მწერლობის იშვიათი წიგნები, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. მაგალითად, ქართული (ხუცური) "სამღვდელო სამოციქულო" 1709 წლის გამოცემაა, "კურთხევანი" - 1717 წლისა, "ბიბლია" - 1750 წლის გამოცემა; უცხოური (სლავური) "Минея" (август) - 1691 წლის გამოცემა, "Христовы о блаженствах проповеди" - 1722 წლის გამოცემა.

ბიბლიოთეკაში შექმნილია სამუშაო ანბანური და სისტემატური კატალოგები.

- ძირითადად ვის ემსახურებით?

- ბიბლიოთეკას ბევრი აბონენტი ჰყავს. მათ შორის არიან სტუდენტები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები და ეკლესიის მრევლი. ბიბლიოთეკის კარი ყველასთვის ღიაა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისით ისარგებლოს. ხანდახან დღეში 50-მდე მკითხველის მიღებას ვახერხებთ. გვყავს მუდმივი მკითხველიც.

თანამშრომლებს ფუნქციები განაწილებული გვაქვს. წიგნებს თემატურად, ტექნიკურად და ბიბლიოგრაფიულად ვამუშავებთ მე და კოტე ალიბეგაშვილი, აგრეთვე ვეხმარებით მკითხველს. წიგნების გამოტანასა და მკითხველისთვის მიწოდებას ემსახურებიან თეკლა ალიბეგაშვილი და ნანა ჭუმბაძე. საჯარო ბიბლიოთეკიდან მოწვეული გვყავს გამოცდილი სპეციალისტი, ქალბატონი კლარა რამიშვილი.

- ქალბატონო თინა, რა პრობლემების წინაშე დგას დღესდღეობით ბიბლიოთეკა?

- დროთა განმავლობაში წიგნები ზიანდება და აღდგენას საჭიროებს, რასაც ჩვენი ძალებით ვახერხებთ. ბიბლიოთეკას არა აქვს წიგნებისა და პერიოდიკის გამოწერის საშუალება. ამაზე თანხები არ გამოიყოფა. თითქმის ყველა წიგნი შემოწირულია, წელს 5000-მდე წიგნი შემოვიდა.

ბიბლიოთეკას არა აქვს ქსეროქსი, კომპიუტერი, ფართი ვიწროა, სამკითხველო პატარაა. სამუშაო ადგილები მკითხველებს ვერ იტევს. ინვენტარი თითქმის არ გვყოფნის. იმედი გვაქვს, წმინდა სამების ტაძართან აშენდება ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საგანგებო შენობა, შეგვექმნება შესაფერისი პირობები, რათა მკითხველებს უკეთ მოვემსახუროთ.

გვესაუბრება კონსტანტინე ალიბეგაშვილი:

- 1998 წელს, სასულიერო სემინარიის დამთავრებისთანავე, საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში სამუშაოდ მომიწვია მაშინდელმა დირექტორმა, ბატონმა გრიგოლ რუხაძემ. პირველად დავიწყე წიგნების თემატურად დალაგება, შემდეგ მათი ტექნიკური და ბიბლიოგრაფიული დამუშავება. ქალბატონი თინაც დამეხმარა ამ ხელობის შესწავლაში. დაახლოებით 2002 წლისთვის დავამთავრეთ ბიბლიოთეკის სრული დალაგება. დღესდღეობით წიგნებს ვამუშავებ და მკითხველსაც ვემსახურები. წიგნების თემატურ დალაგებაში ძალიან მეხმარება რელიგიური განათლება. მიყვარს ჩემი საქმე. მკითხველსაც უყვარს ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსვლა. აქ გამეფებული სიმშვიდე და საქმიანი ატმოსფერო ყველაზე კეთილად მოქმედებს. თანამშრომლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მკითხველებმა ყველა წიგნით სარგებლობა შეძლონ.

უამრავი სასულიერო შინაარსის წიგნი გამოდის და ჩვენს ბიბლიოთეკაში არ ხვდება. ვთხოვთ გამომცემლებს, ავტორებს, იქნებ როგორმე შემოწირონ ჩვენს ბიბლიოთეკას რამდენიმე ეგზემპლარი, რათა მკითხველებმა შეძლონ მათით სარგებლობა.

გვესაუბრება ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი:

- 13 წელი ვიმუშავე საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ. გავაკეთე იქ დაცული რელიგიური წიგნების კატალოგი, რომელიც შემდეგ უწმინდესს ვუბოძე. დღეს ეს კატალოგი ჩვენთან, ბიბლიოთეკაშია დაცული. 1987 წელს უწმინდესმა საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგის მოადგილედ დამადგინა. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი გახლდათ. ყოველნაირად ვცდილობდი, გამემართლებინა მისი ნდობა და ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც 13 წლის მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობის შედეგად შევიძინე, ახლა ამ ბიბლიოთეკისთვის მომეხმარა. პატრიარქის კურთხევით, დამევალა ფონდის დაკომპლექტება, წიგნების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა... მკითხველთა მომსახურებას თავდაპირველად ვერ ვახერხებდით; ბიბლიოთეკას ფაქტობრივად მხოლოდ საცავის ფუნქცია ჰქონდა. ამ შენობაში რომ გადმოვედით, წიგნები გავხსენით და შევუდექით ფონდის გაწმენდას. საჭირო იყო დახარისხება, გარკვევა, ხომ არ ჰქონდა წიგნს რაიმე დაავადება. მოვიწვიეთ რესტავრატორები. მოხდა დროთა განმავლობაში გამომშრალი წიგნების ტყავის შერბილება. ერთი სიტყვით, ფონდი მოწესრიგდა და დავიწყეთ კატალოგიზაცია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელთა დახმარებით გაკეთდა სისტემატური, ანბანური, საგნობრივი, კონტროლური კატალოგები.

შედგენილი მაქვს თბილისის თითქმის ყველა დიდ ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიული, თემატურად დალაგებული კატალოგი. აქედან გამოვყავი ბიბლიოგრაფია პატრიარქზე. ახლა მის გამოცემაზე ვზრუნავ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler