ცრემლის წყაროები
ცრემლის წყაროები
დედაქალაქში, მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში ერიც და ბერიც განსაკუთრებით გრძნობს მადლს. ამ მთას მამა დავითის მთა და მთაწმინდა ეწოდება. პირველი სახელი დაერქვა მას შემდეგ, რაც ღირსი მამა დავითი მოვიდა აქ საცხოვრებლად (VI ს.). მთაწმინდა კი ეწოდა X საუკუნეში. ათონის მთაზე ქართველმა მეფეებმა დააფუძნეს ივერიის მონასტერი. რადგან ათონის მთასაც მთაწმინდა ეწოდება, ამიტომ მამა დავითის მთისთვისაც ეს სახელი უწოდებიათ და ივერიის მონასტრის ნაწილად ანუ ბინათა-ეზოდ დაუფუძნებიათ.

აქ მონასტერი დაუფუძნებია ღირს მამა დავითს. გამოქვაბულში პატარა სამლოცველო (საჯვარე) მოუწყვია და რამდენიმე მორჩილთან ერთად მოღვაწეობას შედგომია. რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითი აქედან გარეჯის უდაბნოში წავიდა, მაგრამ ამის შემდეგაც არ დაუკარგავს მთას მნიშვნელობა. X საუკუნეში, ათონის მთის ივერთა მონასტრის ქართველმა ბერებმა აქ ივერიის ღვთისმშობლის სახელზე განაახლეს დანგრეული მონასტერი. XVII საუკუნეში სავანე ისევ განაახლეს ივერიის მონასტრის ბერებმა - დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა და შესწირეს მონასტრის გარშემო მდებარე თავიანთი წილი მამული.

1517 წელს რუისის ეპისკოპოსმა სიბერის გამო დაანება სამსახურს თავი და ამ მონასტერში ცხოვრობდა. ის აქვეა დაკრძალული. აქვე შედგა ბერად ქართლის მეფე დავით კონსტანტინეს ძე, რომელმაც ტახტი თავის ვაჟს, გიორგი XI-ს დაუტოვა. მეფეყოფილი ბერი 1624 წელს აღესრულა და ტაძარში დაუსაფლავებიათ. შვილის გარდაცვალებით დამწუხრებულ მეფე ერეკლე II-ს რამდენიმე თვე აქ უცხოვრია და სამეფო საქმეებსაც აქედან განაგებდა თურმე. საქართველოს უკანასკნელ მეფეს, გიორგი XII-საც ძალიან ჰყვარებია ეს ადგილი. კათოლიკოსმა ანტონ II-მ 1809 წელს მონასტრის განახლება მიანდო ქაშვეთის ეკლესიის მღვდელს თომა გრიგორიევს.

მამა თომამ შემოწირულობებით ააშენა ეკლესია, გაუკეთა მოზრდილი ეზო, გაიყვანა თაღიანი წყარო.

მამა დავითს აქ წყალი არ დახვედრია. ბერები თურმე ორმოებში აგროვებდნენ სასმელ წვიმის წყალს. დღევანდელი წყარო მამა დავითს თავისი ლოცვით უპოვია.

ეკლესია იკურთხა 1820 წელს ფერისცვალების სახელზე. 1809 წლიდან მთაწმინდის მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა. როდესაც თომა გრიგორიევი ბერად შემდგარა, საქმე გადაუბარებია შვილისთვის, იოსებისთვის. მღვდელი იოსები გულმოდგინედ შესდგომია ახალი ეკლესიის შენებას...

1889 წელს ეკლესია მოიხატა მღვდლის ზაქარია გრიგორიევის დროს. ტაძარში ორი სასწაულმოქმედი ხატია - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და ამაღლების ხატი, ასევე ვერცხლის პატარა ძველი წმინდანთა ნაწილებიანი ჯვარი და მამა დავითის ხატი.

რამდენიმე წლის წინ ტაძრის ეზოში კიდევ ორი მცირე ზომის ეკლესია აიგო. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მღვიმეზეა მიდგმული, წმინდა ლუკიანეს ჯვარგუმბათოვანი საყდარიც კლდეზეა მიბჯენილი. ყოველ ხუთშაბათს დიდ ტაძარში მამა დავითის სახელზე პარაკლისი ტარდება. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში კი ოთხშაბათობით აღევლინება წირვა-ლოცვა. საკურთხევლის წინ არის მამა დავითის საცხოვრებელი მღვიმე. მღვიმიდან სამკურნალო წყალი მოედინება - ამ ადგილის მოპირკეთებისას უძველეს ნიშს მიაკვლიეს, რომლის მიღმა არაჩვეულებრივი მღვიმე გამოჩნდა. როგორც ჩანს, დავით გარეჯელს აქ სენაკიც ჰქონია მოწყობილი. სწორედ აქ გამოეცხადა ღვთისმშობელი და წყაროც აპოვნინა. აქვე ნაპოვნია წმინდა ნაწილები...

დავითის ცრემლის წყაროზე მიდგმულია ჯვარგუმბათოვანი სამლოცველო...

***
ცამეტ ასურელ მამათა წინამძღვარს, იოანეს მოსწონებია ზედაზენი და სადგომად აურჩევია, ამიტომაც მიუღია ზედწოდება ზედაზნელი.

მას ზედაზნის მთის მწვერვალზე, ზედ წყაროზე დაუშენებია ეკლესია. ორი საუკუნის შემდეგ, VII-VIII საუკუნეებში, მოძველებული ეკლესია დაუნგრევიათ და იოანე ზედაზნელის სახელზე აუშენებიათ მონასტერი, რომელიც დღესაც დგას.

ღირსი მამა იოანე ზედაზნელი ასურეთიდან თორმეტ წმინდა მამასთან ერთად მოსულა საქართველოში ფარსმანის მეფობისას. წმინდა მამა მონასტრის აღმოსავლეთით, ნალისებური თაღის ქვეშ არის დაკრძალული.

მონასტერი მოქმედებდა 1705 წლამდე. 1888 წლის 10 იანვარს ზედაზნის მონასტერი ეგზარქოს პალადის განკარგულებით ჩაიბარა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ. მან 1889 წელს მთლიანად განაახლა წმინდა სავანე, მაგრამ რადგანაც მას არ გააჩნდა მამულები, არც მლოცველები - ბერებმა ის მიატოვეს. 1932 წლიდან ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა ბერ-მონაზონი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე). იგი იყო გამომცემელი, კომპოზიტორი, წერდა საგალობლებს, ადგენდა ნოტებს. იქვე ჰქონდა სტამბაც.

მიუხედავად იმისა, რომ ზედაზენზე მცირე ნალექი იცის და ჰავაც მშრალია, ის მაინც მდიდარია წყაროებით.

ზედაზნის მონასტრის წყაროს შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს: "ამ ეკლესიის კამარიდამ წვეთს წყალი და უდგას ქვემოთ ავაზანი ქვისა და შეიკრიბვის მას შინა, არა გადმოედინების და არცა აღმოივსებით უკუეთუ აღმოიღო რითმე და ჰკურნებს სენთაცა". გადმოცემით, იოანე ზედაზნელის მონასტრის წყარო წმინდანთა ცრემლებია. არის ასეთი ცნობაც, რომ წყარო ბარომეტრი იყო მოსავლისა. თუ ავაზანი აივსებოდა, იმ წელს კარგი მოსავალი იყო მოსალოდნელი, თუ არა - ცუდი. ზედაზნის მონასტერში დღესაც არის ღრმა, წყალუხვი ჭა.

***
ღირსი შიოს მოღვაწეობის დროს ახლომახლო წყარო არ იყო, ამიტომ წყალი მტკვრიდან მოჰქონდათ ხოლმე. ერთხელ წმინდა მამამ დაინახა ძმა, რომელსაც წყლით სავსე კოკა გასტეხოდა და მწარედ ტიროდა. შეებრალა და თვითონაც აცრემლდა. უცებ დაინხა, რომ იქვე, მახლობლად, მისი მფარველი ანგელოზი კვერთხით კლდის ძირში მიწას თხრიდა. გულისხმაჰყო წმინდა შიომ, რომ ინება ღმერთმა და თავისი ცრემლების სანაცვლოდ კლდის ძირას წყარო აღმოაცენა. ამ წყაროს დღესაც ცრემლის წყაროს უწოდებენ და სამკურნალო ძალა აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
29.04.2021
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
29.04.2021
"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარეესში, წმინდა საბა განწმენდილის  კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org