წყაროები მოგვითხრობენ
წყაროები მოგვითხრობენ
აქ აშენდება სოფელი
საქართველოში მარტო მეფეები როდი აარსებდნენ სოფელსა თუ ქალაქს. ზემო იმერეთში სოფელი თეთრიწყარო ერთ მონადირე ჭაბუკს დაუარსებია. ეს უხსოვარ დროში მომხდარა და დღეს მისი სახელი აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, სოფელი ცოცხლობს მარადიულად.

მთებს შუა, ხელისგულივით გაშლილ ველზე, მზის სხივი რომ ჩაეშვებოდა, პაწია მორაკრაკე წყარო ვერცხლისფრად იწყებდა ლივლივს. სანამ ადამიანი ამ არემარეში ფეხს დააბიჯებდა, ეს ღვთითბოძებული მშვენიერება მხოლოდ ბუნების ნაწილი იყო.

მერე კი...

გადმოცემით, აქ დაჭრილ ირემს დადევნებულმა ჭაბუკმა გაიარა პირველად. მოიხიბლა მოჩითული მდელოთი. ჩაიმუხლა, დაეწაფა ანკარა წყაროს და თვალწინ ტანკენარი სატრფო წარმოუდგა. განზე გადგა, პირჯვარი გადაისახა, ისევ ჩაიხედა წყალში, იქიდან ისევ შემოანათა ტანკენარმა სატრფომ, თითქოს მის ფსკერზე იწვა და ირხეოდა. ხმაც კი ჩაესმა იდუმალიL- დარჩი აქ! დარჩა. წყაროს პირას ოდა ჩადგა, იქვე მოიყვანა ფერიასავით პატარძალი. კვამლი ამოვიდა საკვამურიდან. მამალმა იყივლა, ძაღლი აყეფდა და... სოფელიც აშენდა! აქაფქაფებული ქათქათა წყარო კაცთა მოდგმის ნაწილად იქცა! დაეწაფებოდა დამაშვრალი და იკლავდა წყურვილს. ამ ადგილს სხვებიც მოაწყდნენ. წყაროს თეთრი ფერის გამო ხალხმა სოფელს თეთრიწყარო უწოდა.

დრომ ბევრ სიხარულსა და ტკივილს მიაყარა საუკუნეების მტვერი. სოფლის ერთ ადგილს კი მაინც შემორჩა უხსოვარ დროს შერქმეული სახელი "თეთრა".

...სადაც "ორბნი, არწივნი ვერ შესწვდებიან"
ღარისხევის მაღალი კლდის თავზე ტყე აქოჩრილა. ადრე ამ ადგილიდან უთვალთვალებდნენ მომხვდურს. კლდის ძირიდან გამომდინარე წყაროსთან იყო მონადირეთა მუხლის ჩასახრელიც. დაანთებდნენ ცეცხლს, ჩამოატყავებდნენ ნადირს, ააშიშხინებდნენ მწვადებს, დააყოლებდნენ ცეცხლივით არაყს და შინ ყიჟინითა და თოფის სროლით ბრუნდებოდნენ. წყაროს იშვიათი გემოსა და თვისებების გამოც ბევრი ადიოდა იქ თავშესაქცევად თუ დასასვენებლად. ზოგჯერ ზაფხულობით ახალგაზრდებიც ადიან ბილიკებით და დაუვიწყარ დროს ატარებენ. თვალშეუდგამი სიმაღლის გამო აქაურები ოდითგან მთის კენწეროს ყვავის საბუდარს ამსგავსებდნენ. ამბობდნენ, - ისე ვერ გადარჩები, ყვავმა არ დაგჩხავლოს თავზეო. ამიტომაც დაერქვა აქაურ წყაროსაც და ადგილსაც ყვავიწყარო.

ბერის წყარო
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მთის გულიდან გადმომსკდარ წყაროს კი ცრემლი არ შეშრობია. საუკუნეთა სრბოლამ ვერ გაანელა ტკივილი. ხანდახან მისი ცრემლი კლდესაც აატირებს, ბებერი წაბლის ძირში ამოსულ იასაც დაუნამავს ლურჯ წამწამებს. მოტირალი დედაკაცებივით ჩამოსხდებიან ხავსმოდებული ლოდები და იმ ქარბუქიან დღეს იხსენებენ, როცა მათ მკერდზე ანაფორიანი ბერის სხეული ესვენა. თუმცა აღარც სახელი ახსოვთ, აღარც ვინაობა...

განწმენდის გზაზე შემდგარი უცნობი ბერი ლოცვა-ვედრებითა და ადამიანებზე ზრუნვით ცდილობდა ქრისტესთან მიახლოებას.

იმჟამად თეთრაწყაროში (ხარაგაულის რაიონი) მრევლმა საკუთარი ხელით ააგო სულის შესაკრებელი და სოფლის ეკლესიაში მოღვაწე ღვთისმსახურთა დაპურებაც ითავა. ტრაპეზს სეფისკვერაძეების ოჯახში ამზადებდნენ. გაავსებდნენ ხურჯინს, გადაჰკიდებდნენ ცხენს და ოთხფეხს მიჰქონდა ბერ-მონაზვნებთან სარჩო.

ერთხანს დიდთოვლობამ იძალა. ძეხორციელი ვეღარ გამოდიოდა გარეთ. ჩაიხერგა ეკლესიის გზაც. გაუკვალავი თოვლის სიქათქათეში სოფელმა თვალი ჰკიდა ხურჯინაკიდებულ ბერს - მხრებამდე თოვლს მოარღვევდა. გაოცებისაგან პირჯვარს ისახავდნენ შინ შეკეტილი მობინადრეები. ბერმა იარა, იარა, მოიქანცა და სოფლის განაპირას, წყაროსთან მოიხსნა ტვირთი. სიცოცხლის წყალს სუნთქვა შეეწყვიტა - ყინულად ქცეულიყო. ფიფქის ქათიბი ეხურა მაღლიდან. ეძინათ თეთრ მთებად ქცეულ ლოდებს, ტყესა და ღრეს. უეცრად ქარბორბალამ თავაწყვეტით შემოძარცვა არემარე, დაგრაგნა თოვლი, მახრჩობელასავით შემოაჭდო ყელზე ბერს და მთებად ქცეულ ლოდებშუა მიჩუმქრა. ყინულქვეშ წყარომ დაიკვნესა, ამოხეთქა, გაალღო ბილიკი და სოფლამდე ხეთქებით ჩააღწია. კვალს გაჰყვნენ მხნე კაცები. ვეღარ მიუსწრეს. ბერი უკვე ყინულად ქცეულიყო...

მას შემდეგ მონათლეს ეს ადგილი ბერის წყაროდ.

თქმულება მარიამწყაროზე
1901 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი" იუწყებოდა, რომ ზემო იმერეთში, ამაშუკეთსა და ღორეშას შუა გამომდინარ წყაროს იმ არემარის მაცხოვრებლები ღვთის დედის - მარიამის წყაროს ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, ეს ადგილები მანამდე მოუნახულებია ქალწულ მარიამს, ვიდრე ყრმა იესოს შობდა.

ამ ლეგენდის ჭეშმარიტება დღესაც სჯერათ აქაურებს. მათი გადმოცემით, უხსოვარ დროში აქ გაუვალი ტყე ყოფილა. ქალწული მარიამი მის შუაგულში მარტოდმარტო მიდიოდა. გადადგამდა ნაბიჯს და უსიერი ტყე განზე იწევდა - აბიბინებული ბილიკი ეფინებოდა ფერხთით. მოგზაურობით დაქანცული ერთ უღრან ადგილას ჯირკზე ჩამოჯდა. მოშივდა და მის გარშემო ნაირ-ნაირი მწიფე ნაყოფით დახუნძლული ხეხილი ამოიზარდა. მოსწყურდა და ანკარა წყარო ამოჩუხჩუხდა. ქალწულმა ხილი იხილა, დანაყრდა, წყაროს დაეწაფა და... დალოცა, ედინა მარადიულად.

მას შემდეგ მოჩუხჩუხებს, წყურვილს უკლავს მაშვრალს.

ამბობენ, დედა მარიამმა კაცთა მოდგმის გასამრავლებლად ამ ადგილებში განგებას სამშენებლო ქვისა და სილის სიუხვეც შესთხოვაო, რაც მართლაც უხვია და ულევი.

ამ მხარის მოსახლეობა ღვთისმშობლის პატივსაცემად წყაროსაც და იმ არემარესაც მარიამწყაროს ეძახის.

მოამზადა
ეთერ თარიმანმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler