ყვავილმა დილა მშვიდობისა მითხრა
ყვავილმა დილა მშვიდობისა მითხრა
ყველა შეგვიფარა, გვივლიდა და გვაპურებდა, ისე ზრუნავდა ჩვენზე, როგორც მამა - შვილებზე
ძველ საქართველოში მშვენიერ წალკოტს, ყვავილნარს სამოთხეს უწოდებდნენ. სწორედ სამოთხის მსგავსი ბაღი გააშენა მცხეთაში მიხეილ მამულაშვილმა იმ ადგილის მეზობლად, სადაც ერთ დროს წმინდა მირიან მეფის სამეფო ბაღი იყო. შემდგომში იქ სვეტიცხოვლის ტაძარი აშენდა. სამწუხაროდ, მამულაშვილისეული ბაღის აჩრდილიღაა შემორჩენილი.

სოფიო და ალექსანდრე მამულაშვილებს 1873 წლის 14 სექტემბერს ვაჟი შეეძინათ. სახელად მიხეილი უწოდეს. მამას მის სახელზე ვარდი დაურგავს - შვილისთვის ყვავილების სიყვარული დაუკვებებია. მიხეილი 7 წლისაც არ იყო, პირველი ბაღი რომ გააშენა, არაგვზე ჩადიოდა, მდინარის გამორიყულ ნერგებს აგროვებდა და რგავდა. იმ დროს ყვავილების გახარება ფუფუნება იყო. მშობლებს სურდათ, მიხეილს ისეთი ხელობა შეესწავლა, ლუკმაპურს რომ აშოვნინებდა. მალე პიატიგორსკში გაგზავნეს სასწავლებლად, სადაც აზიური უნაგირების განთქმული ოსტატი, მათი ოჯახის დიდი მოამაგის, მიხეილის გამზრდელის, სამთავროელი მონაზვნის პელაგია ყაყაჩოველის ძმისწული მიხა ყაყაჩოველი ცხოვრობდა. დიდი მზრუნველობა გამოუჩენია მიხეილის მიმართ მის ნათლიას, სამთავროს მონასტრის წინამძღვარს ნინო ამილახვარს. მიხეილ მამულაშვილი ამ მონაზვნების ხელში გაიზარდა.

იმხანად სამთავროს ხშირად სტუმრობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი და სხვები. მიხეილი ყურს უგდებდა მათ საუბარს, იმახსოვრებდა. იცოდა უამრავი ლექსიც. პელაგიაც უხმობდა ხოლმე სტუმრებთან, ათქმევინებდა ლექსებს. ბიჭს სტუმრები აქებდნენ და ისიც ბეჯითად ეკიდებოდა საქმეს.

1882 წელს მიხამ გამოცდები ჩააბარა და სწავლას შეუდგა, თუმცა მისი გული და გონება მაინც მცენარეებს დასტრიალებდა. მაშუკის მთაზე ათენ-აღამებდა. ერთხელ ყვავილების სიყვარულმა ქურდობაც კი გააბედვინა: რაღაც დღესასწაულის გამო სასწავლებელში მიიტანეს და ლარნაკებში მოათავსეს საუცხოო ყვავილები. ყვავილებმა მოხიბლა მიხა, დრო იხელთა, ყვავილებს ტოტები დაამტვრია, წაიღო შინ და დარგო. მეორე დღეს სასწავლებელში განგაში ატყდა. მიხა შეშინდა და ყვავილები გადამალა. ორი კვირა ბნელში ჰქონდა ჩაკეტილი და მათი ცოდვით იტანჯებოდა...

ყვავილებზე ფიქრში გართულმა სწავლაზე გული აიცრუა და იმავე კლასში დატოვეს. პიატიგორსკში მის ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა და მშობლებმა შინ დააბრუნეს. ბიჭმა თან წამოიღო მცენარე კიდობანა (ეონიუსი) და უცნაური ფორმიხა და ფერის უზარმაზარი ქვა.

იმ ხანებში ილია წინამძღვრიშვილმა თავის სოფელში, წინამძღვრიანთკარში, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახსნა. სასწავლებლის გახსნაზე სიტყვა წარმოუთქვამს წმინდა ილია მართალს. ილიას სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა მიხეილზე. მამას ამ სასწავლებელში მიუბარებია და ისიც გატაცებით შესდგომია სწავლას. აქ უფრო გაუღვივდა ყვავილების უსაზღვრო სიყვარული. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ილია წინამძღვრიშვილს. ამბობდა: "ამისგან დიდი ადამიანი უნდა დადგეს, ამ ყვავილებმა უნდა გაუთქვას სახელიო". ერთი წელი უსწავლია წინამძღვრიანთკარში, მერე კი ილიას თვითონვე წაუყვანია ქალაქში და იქ ექვსწლიან საბაღოსნო სასწავლებელში მიუბარებია.

მიხეილი მონდომებით სწავლობდა. შეისწავლა მცენარეთა ლათინური და რუსული სახელწოდებები, დამოუკიდებლად შეადგინა ჰერბარიუმი, რომელმაც თავისი სიმდიდრით და ხარისხით გააოცა პედაგოგები. გადაწყვიტეს, ყმაწვილი ვარშავის ჰომოლოგიურ ინსტიტუტში გაეგზავნათ, მაგრამ მოულოდნელად 17 წლის ჭაბუკს მამა გარდაეცვალა, სამი თვის შემდეგ - დედა. მიხეილის ორი და აღსაზრდელად სამთავროს მონასტერში წაიყვანა დედა პელაგიამ, ორი ძმის აღზრდა კი მამიდამ იტვირთა. მიხეილი ვარშავაში ვეღარ წავიდა. საბაღოსნო სასწავლებლის დირექტორი გულისხმიერი კაცი გამოდგა. მისი რეკომენდაციით მიხეილმა მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდელი მოსწავლეთა სასახლის ბაღი) დაიწყო მუშაობა მეორე მებაღედ. აქვე ცხოვრობდა და ჯამაგირს ობოლ და-ძმებს უგზავნიდა.

ძალიან გაუჭირდა სამეფო ბაღში მუშაობა. მთავარმართებელ გოლიცინს ვარდები უყვარდა, მაგრამ მათი მოვლისა არაფერი გაეგებოდა. ერთხელ, დილაადრიან, მიხეილი საზღვარგარეთიდან მიღებულ საუცხოო ვარდებს რგავდა. ამ დროს გოლიცინი დაადგა თავს და ვარდების სხვა ადგილას გადარგვა უბრძანა. მიხეილმა შეჰბედა, ჩრდილში დაიღუპებიანო, მაგრამ გოლიცინმა თავისი გაიტანა. მართლაც ვერ იხარა ვარდებმა...

კარგი მებაღე იყო მიხეილი, ამიტომ გოლიცინმა ცოლის შერთვის ნება არ მისცა - ბაღს ყურადღებას დააკლებსო. რა ექნა ყმაწვილს - ძალიან უყვარდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ქართველიშვილის ძმისწული მაშო. 1898 წლის ნოემბერში მალულად დაიწერა ჯვარი, მეორე დღეს კი სამსახურში გამოცხადდა. ამ ამბავმა ორი თვის შემდეგ მიაღწია გოლიცინის ყურამდე და განარისხა. მიხამ მოჰკიდა ხელი ცოლს და მცხეთაში წავიდა. "არაფერი მქონდა, მაგრამ თავისუფალი ვიყავი, სურვილი ავისრულე, აღარავინ იყო ჩემი ბატონი. ფული არ მქონდა, სამაგიეროდ, გული მქონდა სიხარულით სავსე", - იგონებდა შემდგომში.

სასახლიდან გამოყოლილი დანაზოგი მალე გამოელია ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. რომ გაუჭირდათ, სწორედ მაშინ მიადგა მათ კარს ხორბლით დატვირთული ურემი, რომელიც მათთვის ხურვალეთიდან მათ მოსიყვარულე ნუცა უზნაძეს გამოეგზავნა. "ძალიან შეუშინებიხართ სიღარიბეს, - იწერებოდა ნუცა, - გული არ გაიტეხოთ, ახალგაზრდები ხართ. გიგზავნით ერთ ურემ ხორბალს, ჯერჯერობით იმყოფინეთ, შემდეგ კი ღმერთი ან კაცი მოგეშველებათო".

KARIBCHEმიხეილმა მცხეთის ბოლოს, ნარეკვავში, არაგვის პირას, ვალითა და ვახშით 14 ჰექტარი მიწა შეიძინა და ბაღის გაშენება დაიწყო. ამ საქმეში და-ძმებიც ჩააბა. ქვა-ღორღი ჭაპანწყვეტით გაზიდეს და საგურამოდან მოტანილი მიწა დააყარეს. პირველ წელს საშინელმა სეტყვამ გაანადგურა ბაღი, მაგრამ განსაცდელმა მიხა ვერ შეაჩერა. ბაღი დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ილია წინამძღვრიშვილმა უშველა - ურჩია, ყვავილების სავაჭრო გაეხსნა. მალე პუშკინის სკვერის კუთხეში, თამამშევის ქარვასლის ერთ ოთახში, გაიხსნა ყვავილების მაღაზია "სოლეი დ"ორი" - "ოქროს მზე". სანამ ნარეკვავის ბაღი ფეხზე დადგებოდა, მაღაზიას ძალიან გაუჭირდა, მერე და მერე მოვიდა წარმატება. მიხა სხვების დახმარებაზე უარს ამბობდა. დავით სარაჯიშვილს, ცნობილ ნავთობის მაგნატ მანთაშევსაც და მთავარმართებლის ოჯახსაც თავაზიანი უარი შეუთვალა. ნარეკვავის ბაღის გარდა, ააყვავა მცხეთაში პირადი კარ-მიდამოც. ყვავილების სიყვარულმა დააკავშირა დიდ ილიასთან. ის დალოცვილი ქალაქიდან საგურამოსკენ ისე არ გაივლიდა, სვეტიცხოვლისთვის არ შეეხედა, მიხას ბაღს არ სტუმრებოდა. ერთხელ ბუჩქთან დახრილი, ყვავილთან მოსაუბრე მიხეილი უნახავს. სიხარულისგან ზეზე წამოჭრილა მასპინძელი. "ჩუ, ნურაფერს იტყვი. განგებ არ დაგირღვიე საუბარი, ყვავილთა შორის რომ გაგიბამს და ასე მრავლისმეტყველად აგსახვია სახეზე. მეც ცოტა ხანს დამატკბე მათი სმენით, ეგების ჩემი სატკივარიც ყურად იღონ და პასუხი გამცენო", - უთქვამს. დადიოდა ილია ბილიკებს შორის, ყოველ ხესთან, ყოველ ბუჩქთან ჩერდებოდა და თითქოს სატკივარს უზიარებდა. მიხამ შინ შეიპატიჟა, ილიამ უარი არ უთხრა. კმაყოფილი დარჩა მისი ნამუშევრით - ყველა გლეხკაცს რომ ასე ჰქონდეს კარ-მიდამო დამშვენებული, ევროპის ბაღებს უკან ჩამოვიტოვებდითო და სთხოვა, საგურამოში ყვავილნარი გამიშენეო. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა.

ერთ დღეს საგურამოში ასულ მიხას ილიას ეზოში ქვევრები დახვდა მიწოლილი. ქვევრზე მეტად მისი სარქველი - ორი ლამაზი სიპი მოეწონა. ეს, ეტყობა, ილიამაც შეამჩნია, - ფანჯრიდან უთვალთვალებდა მიხას. დინჯად წამოეწია, მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა: "რაო, მიხავ, ჩემი ქვევრ-მარანი მოგეწონა, განა?" მიხამ - ქვევრიც კარგია და სარქველი ხომ უკეთესიაო, - უპასუხა. ჰო, შენ ქვა უფრო მოგეწონა, წაიღე, მიჩუქებია, ეს ქვევრი კი პირღია არ დარჩება მემარნესო, - უთხრა ილიამ. გახარებულმა მიხამ დასტაცა სარქვლებს ხელი და აღტაცებული თავქვე დაეშვა. შემდგომში, ყოველ ილიაობას, მებაღე ხელადით ღვინოს და ფიალებს დააწყობდა ამ სარქვლებზე, ილიას შესანდობარს იტყოდა - ცხონდეს მისი სულიო, შესვამდა, სხვებსაც შეასმევდა - მიირთვით, მიირთვით ილიას შესანდობარიო. როცა ილია მოკლეს, მიხეილმა მკვლელობის ადგილას ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალი მიწა ყვავილებით დაფარა. საგურამოში ილიას ბაღს, სანამ შეეძლო, უვლიდა: თქვენ წიგნებიდან იცნობთ იმას და ახლა მე მკითხეთ, როგორი ღვთისნიერი ადამიანი იყოო, - უთქვამს 1963 წელს ერთი ახალგაზრდისთვის, - ისე წამომივლის ხოლმე იმისი სიყვარული, კაცი დავბერდი და თვეში ერთხელ რომ არ დავხედო საგურამოს, გული როგორ მომასვენებს; სანამ პირში სული მიდგას, იმის ბაღს ჩემი ხელი არ მოაკლდება... სანამ ცოცხალი ვარ, იმის ეზო-ყურეში სხვის მიტანილ ყვავილს არ გავაჭაჭანებ, როგორც შემიძლია, ისე მოვრთავ და გავალამაზებო.

"სოლეი დ"ორის" გახსნას ილია ვერ მოესწრო. სამაგიეროდ, მეორე დიდი ქართველი, აკაკი წერეთელი შეუვლიდა ხოლმე ყოველ შაბათს. მიხაც თაიგულს მიართმევდა პოეტს და მადლობას დაიმსახურებდა. მიხასთან შეირბენდა ტიციან ტაბიძეც წითელი მიხაკისთვის. ბაღისა და მაღაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ გუდიაშვილი, შმერლინგი, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე... ყოველ აღდგომას მათ მშვენიერი ყვავილების კალათებს უგზავნიდა. კონსტანტინე გამსახურდია ჰყვებოდა: "მე, ლეო ქიაჩელი და გალაკტიონ ტაბიძე ხშირად დავდიოდით მასთან, როცა ვმართავდით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის იუბილეებს, ვთხოვდით, ყვავილები მოგვყიდეო. განაწყენებული მოგვიგებდა: ამ საქმეში თქვენთანა ვარ, არავითარი ფული არ მესაჭიროებაო". მიხეილის ყვავილები ამშვენებდა ყველა ეროვნულ დღესასწაულს, იუბილეს თუ მეჯლისს. არაერთხელ გაუკეთებია გვირგვინი, კალათა თუ თაიგული მწერალთა და ხელოვანთა დაკვეთით და ყველა - უსასყიდლოდ. თუ ვინმე ფულს დაუტოვებდა, ქველმოქმედებას მოახმარდა. ასე შესწირა 100 მანეთი პროფესორ იოსებ ყიფშიძის ფონდის სასარგებლოდ ახალდაარსებულ უნივერსიტეტს.

"სოლეი დ"ორში" ყოველ წელიწადს, ერთსა და იმავე დღეს, მიდიოდა ერთი კაცი, საგანგებოდ აირჩევდა ყვავილებს და ყოველთვის ერთ მიხამართზე გზავნიდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანს. ერთხელ, დანიშნულ დღეს, ის კაცი არ გამოჩნდა. მიხეილი შეშფოთდა, მოიკითხა და შეიტყო, რომ გარდაცვლილიყო, ყვავილებს კი მეუღლის დაბადების დღისთვის უკვეთავდა თურმე. მას შემდეგ მისი ოჯახი დანიშნულ დროს ყოველთვის იღებდა იმ ყვავილებს, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა (ეს კაცი გაბრიელ სუნდუკიანცის ვაჟი ყოფილიყო).

1913 წელს ჰოლანდიელმა მებაღეებმა მიხა თავიანთ ქვეყანაში წაიყვანეს. მამულაშვილი ჰოლანდიის დედოფლის ბაღსაც სწვევია, მოსწონებია ჰოლანდიური ტიტები, ვეღარ შორდებოდა თურმე. დედოფალი გამოლაპარაკებია, უკითხავს, რა უფრო მოგეწონა ჩემს ბაღშიო. მერე კი შინ დაბრუნებულ მიხას დედოფლის საჩუქარი მიუღია - ცხრა მოზრდილ ყუთში ოცდაცამეტი სხვადასხვა ჯიშის ჰოლანდიური ჰიბრიდი ეწყო.

კოლექტივიზაცია მიხეილსაც შეეხო, ჩამოართვეს სიმწრით და ოფლით გაშენებული ნარეკვავის ბაღი... ყოველ წელს 50 000 ძირამდე ხეხილს ამყნობდნენ. საშიში დრო იყო, მაგრამ მიხას არაფრის შეშინებია, როცა ხელისუფლებამ სამთავროს დედათა მონასტერი დახურა და მონაზვნები გამოაძევა, ყველა თავის ოჯახში შეიფარა. იღუმენია დედა ზოილე ჰყვებოდა: "მილიციამ ალყა შემოარტყა ეზოს. ნივთები სენაკებიდან გამოგვიყარეს. მოულოდნელად მამულაშვილი გამოჩნდა. მან სთხოვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, - ამათ ხელი არ ახლოთ, მე მიმყავს სამუშაოდო. თავისი ხელით გადაიტანა ჩვენი ნივთები თავის სახლში, წამოიღო ჩვენი ხატები და წიგნები, ყველა შეგვიფარა, გვივლიდა და გვაპურებდა, ისე ზრუნავდა ჩვენზე, როგორც მამა - შვილებზე და ძმა - დებზე. ამისთვის კი თავისუფლად შეეძლოთ, თავად ის გაესახლებინათ". შემდგომში, როცა დედებს სამთავროს მონასტერში რამდენიმე ოთახი გამოუყვეს (დანარჩენი ტუბდისპანსერს ჰქონდა დათმობილი), მამულაშვილი გადასვლაშიც დაეხმარა და მერეც ჩუმად უმართავდა ხელს მონაზვნებს.

1937 წელს მიხას ვაჟი სოლოვკაში გადაასახლეს. მიხას სამივე შვილს უცხოეთში ჰქონდა მიღებული განათლება. სწორედ ეს იყო დაჭერის საბაბი. ბერიას იცნობდა, მაგრამ არაფერი უთხოვია მისთვის. განა თვითონ არ იცოდა, ვის შვილს იჭერდაო, - უთქვამს.

სტალინის სამთავრობო აგარაკის გარდა, ააყვავა და გაამშვენიერა კლდის ჩამოქცევის შემდეგ გავერანებული მთაწმინდა, წინანდლის ბაღი.

ფიქრით მუდამ თავს დასტრიალებდა სვეტიცხოველს. ტაძრის გარშემო დარგული ხეები გალავანს დანგრევას უქადდა. ყველას ამოძირკვა მოახერხა.

მის ეზო-კარში, მიწის მცირე ნაკვეთზე, 1500 სახეობის მცენარე ხარობდა. მარტო 150 ჯიშის ვარდი იყო, 30-მდე ჯიშისა - ვაზი.

დილით მზეს ამოსვლას ასწრებდა, ფეხაკრეფით დადიოდა ბაღის ბილიკებზე - ძილი არ გავუკრთო ყვავილებს, თორემ უგუნებოდ გაიღვიძებენო. ზოგიერთი ყვავილი ადრე იღვიძებს, რაკი დილის ნამი მოხვდება, რიჟრაჟზე იცის თვალის გახელა; ზოგი მზის ამოსვლას ეგებება... ნებიერიცა მყავს, ამათ კი მძინარე ყვავილებს ვეძახი. მზე კარგად თუ არ დაათბობს ბაღს, ისე თვალს არ გაახელენ, არც გაგეპასუხებიან, ძილს ძლივს გაართმევენ ხოლმე თავს, მაშინ მეც უნდა მოვეფერო, გული გავუხსნა, ალერსი შევაგებო, თორემ თუ მწყრალი სახით დამინახეს, გაჯავრდებიან და მთელი დღე ვეღარ გავამხიარულებ... თუ ყველა მცენარეს ხასიათი არ გაუგო ადამიანმა, აბა, რა მებაღეაო. მისი ენა კი ყველას ესმოდა, თვით "უცხვირპირო" კაქტუსებსაც კი. მოეფერებოდა, ხელს გადაუსვამდა. "აი, შენ არ მოუკვდი დედას, რა ლამაზი ხარ, შე მატრაკვეცავ", - ჩასჩურჩულებდა ბილიკზე გადმოსულ ზიზილას და ადგილს მოუნაცვლებდა. "პირიც კი მე დაგბანე, შე მძინარავ, შენა", - ეტყოდა "ძილბურანში" მყოფ ყვავილს და ისიც თვალებს "ახამხამებდა", მიხა პაპა კი ყვავილის ნათქვამს ჩვენს ენაზე თარგმნიდა - ყვავილმა დილა მშვიდობისა მითხრაო. უამრავი საქმე ჰქონდა. მთელი დღე დაფუსფუსებდა. ამ პატარა ეზოში ხუთი ორანჟერეა მოეწყო, ზოგს შუშებს უსწორებდა, ზოგს მოაცლიდა, ზოგს დაათბობდა - აქეთ მცივანა ყვავილები მყავსო. ერთ გვერდმიბრეცილ ქოთანში მიმოზა ერგო, უცხო სტუმარს პირველად ამ ქოთანთან მიიყვანდა და ეტყოდა, აბა, ფოთოლზე ხელი დაადეო. ყვავილი იგრძნობდა უცხო ხელს, განზე გაიწეოდა, დაირცხვენდა, გაიბუტებოდა, როდის-როდის შეურიგდებოდა სტუმარს.

სტუმარი კი მართლაც არ აკლდა მამულაშვილის ბაღს. ეს ბაღი იყო ქართველთა სიამაყე. აქ სტუმრობა ჰყვარებია კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს...

მიილეოდა შრომაში დღე. ყვავილებს დაძინება სჭირდებოდათ. მოფერებით ახუჭვინებდა თვალებს, მერე კი, "ღრმა ძილს" რომ მიეცემოდნენ, "აბანავებდა" - რწყავდა, მტვერს ჩამორეცხავდა ლამაზმანებს. დაღლილ-დაქანცული მიუჯდებოდა საწერ მაგიდას და წერილების წერას შეუდგებოდა. ვინმე რომ მიხეილ მამულაშვილის წერილებს შეაგროვებდეს და გამოსცემდეს, მართლაც დიდებული საქმე იქნებოდა. მისი წერილების ადრესატები მისივე მეგობრები იყვნენ. აგერ, ერთ წერილში იოსებ ნონეშვილს შესჩივის, მცხეთაში, არაგვის პირას, ორსართულიან სახლს აშენებენ და ჯვარის დაფარვა უნდათო. "მცხეთა არის ჩვენი პირველი ემბაზი... ნუ მოვიქცევით ისე, თითქოს არა ვცემთ პატივს ჩვენს ძეგლებს... შენი ჭირიმე, ჩაიცვი რკინის ქალამანი და შეეცადე, თუ სულ არ შეიძლება მისი მოსპობა, მეორე სართულს ნუ დაადგამენო"... შვილიშვილი გიორგი რუსეთში მიდის ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად და გამხნევება სჭირდება. ყვავილმიკრულ ფურცელზე მიაწერს: "გზა მშვიდობისა, მიღწევა მიზნისა, მოთმინება, თავმდაბლობა. იცოცხლე და იხარე".

არ უყვარდა, როცა აქებდნენ. სამაგიეროდ, სხვისი ქებით არ დაიღლებოდა. ერთს კი იტყოდა ხოლმე: "მე არ მოვკვდები, იმდენი მლოცველი მყავს და იმდენი მეძახის, იცოცხლე, იცოცხლეო". მლოცველი როგორ არ ეყოლებოდა, ამდენი სიკეთის გამწევს: ვინ იცის, რამდენი გაუმზითვებია და რამდენი უპატრონო მიცვალებული დაუმარხავს. მცხეთაში, ზემოუბანში, იმერლიანთ კაკილო ცხოვრობდა, ექვსი შიშველ-ტიტველი ბალღი დაუდიოდა. მამულაშვილებმა ექვსივე შვილი მოუნათლეს. წელიწადში ორჯერ, აღდგომასა და ახალ წელს, მიხა ექვსივესთვის ყიდულობდა ტანსაცმელ-ფეხსაცმელს. მისი უკვე ხანშიშესული ნათლული ამბობდა: მიხა ნათლიამ დაგვზარდა, დაგვაბინავა, ადამიანებად გვაქცია, არც ჭირში და არც ლხინში ვავიწყდებოდითო. ქალი დავბერდი და ყოველ დღეობაზე, დილაადრიანად, იმისთანა ლამაზ კალათას მიგზავნის ხოლმე, რომ მომსვლელ-წამსვლელი თვალს ვერ აცილებსო.

ერთხელ ახალგაზრდა ქართველ მწერალს უთხოვია, შეყვარებულისთვის ყვავილები დამიკრიფეო და მიხას თავისი ბაღიდან ქვაზე ამოსული ყვავილი გამოუტანია მისთვის.

სწორედ ასეთია ღვთისა და მოყვასის სიყვარული - ქვაზეც კი ლამაზ ყვავილად ამოვა. ასე განვლო ცხოვრება მიხეილ მამულაშვილმა. 1973 წლის შობის წინა დღეს, 6 იანვარს გარდაიცვალა. ღმერთმა აცხონოს მიხეილის ნაზი, კეთილი და მოსიყვარულე სული და მისი ლოცვით ჩვენც შეგვიწყალოს. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler