თქვენ გაიმარჯვეთ
თქვენ გაიმარჯვეთ
გთხოვთ, ეს წერილი ჩემს ქმარს გადასცეთ, როცა დაბრუნდება
1989 წელს გარდაიცვალა ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი, არქიმანდრიტი ეპიფანე (თეოდოროპულოსი). ღირსმა მამამ მრავალი პუბლიცისტური წერილი მიუძღვნა თანამედროვეობის პრობლემებს, ქორწინებამდე ურთიერთობებს, სამოქალაქო ქორწინებას, აბორტს. გთავაზობთ "ორთოდოქს ტიპოსში" (18.04.1986) დაბეჭდილ მის ერთ-ერთ წერილს მცირეოდენი შემოკლებით.

ბატონო რედაქტორო! მრავალი წლის წინათ წავიკითხე ჰანს კილიანის წიგნი "ჩვენთან არს ღმერთი". ძალზე შემძრა მისმა ბოლო თავმა "მემკვიდრე".

წიგნის ავტორს, სახელგანთქმულ ქირურგს, ერთხელ ახალგაზრდა ქალი ეწვია და დახმარება სთხოვა. მას ორი პატარა ჰყავდა და მეოთხე თვის ფეხმძიმე იყო. მისი მეუღლე, სამხედრო ექიმი, აღმოსავლეთის ფრონტზე გაეგზავნათ (ეს მოხდა გერმანიაში, II მსოფლიო ომის დროს). ქალს მკერდის მარცხენა მხარეს ტკივილები ჰქონდა. ხელით რომ მოისინჯა, მცირე ზომის სიმსივნე შენიშნა და ექიმს მიაკითხა. ექიმმა მოუსმინა ავადმყოფის ჩივილებს, გასინჯა და შეძრწუნდა: ქალს მკერდის ორივე მხარეს სწრაფად პროგრესირებადი კიბო სჭირდა. მივყვეთ ექიმის მონათხრობს:

"სანამ ავადმყოფი იცვამდა, ვფიქრობდი, როგორ მეთქვა მისთვის სიმართლე. როცა სავარძელში ჩაჯდა, მაშინღა ვუთხარი: საქმე რომ სერიოზულადაა, თქვენც კარგად იცით. მძიმე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით. სასწრაფოდ უნდა მოვეთათბირო თქვენს ქმარს, უნდა გამოვიხმოთ ფრონტიდან-მეთქი. აქამდე მდუმარე ქალს თვალებში ცრემლი აუკიაფდა: რამდენიმე თვეა, ჩემი ქმრის წერილი არ მიმიღიაო.

ამან უფრო გაართულა მდგომარეობა. საცოდავ ქალს მარტოდმარტოს უნდა გადაეწყვიტა, რა ექნა ბავშვისთვის, მუცლით რომ ატარებდა. მკაცრად ვუთხარი: "თქვენ მძიმედ ხართ ავად. მკერდის ცვლილებები ფეხმძიმობის ბრალია. ჯირკვლებმა მდგომარეობა ორსულობის ჰორმონების გავლენით შეიცვალა, შეინიშნება დეგენერაციული გადახრა. გთხოვთ გამიგოთ, სწორედ ამის გამო გთავაზობთ ფეხმძიმობის შეწყვეტას. თქვენს მდგომარეობაში არ შემიძლია ბავშვი დაგიტოვოთ. ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა შევაკავოთ სიმსივნის ზრდა. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია, სანამ თქვენს ორგანიზმში მოძრაობს დიდი რაოდენობით ორსულობის ჰორმონი, რომელიც ბავშვისთვის სასარგებლოა, თქვენთვის კი სასიკვდილო". შეშინებულმა ქალმა მტკიცედ მითხრა: "არა! არასოდეს! ბავშვი მხოლოდ მე და ჩემს ქმარს გვეკუთვნის! მე არასოდეს დავთანხმდები, რომ ის წამართვათ. ბავშვი მემკვიდრეა ჩემი ქმრისა და მასზე უარს ვერ ვიტყვი. ჩემთვის სულ ერთია, რა დამემართება. მე ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ვიცი, რომ განწირული ვარ. მესმის ეს და ამიტომაც გთხოვთ: ბავშვის დაბადებამდე შემინარჩუნეთ სიცოცხლე, გევედრებით!" შეძრწუნებული ვუსმენდი, მერე კი კვლავ ვცადე მისი გადარწმუნება. ამაოდ.

ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში არასოდეს შევხვედრივარ ამგვარ რამეს. აღელვებულმა ქალს ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: "თქვენ გაიმარჯვეთ. აღვასრულებთ თქვენს ნებას. გთხოვთ, საოჯახო საქმეები რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ და მოხვიდეთ კლინიკაში".

ორი დღის შემდეგ ქალი კლინიკაში დავაწვინეთ. პირველად რომ მოვინახულე, დამშვიდებული ჩანდა, თითქოს უხაროდა. სამწუხაროდ, მისთვის უსიამოვნო ამბავი მქონდა სათქმელი. ვუთხარი, რომ ვერ გავრისკავდი მისთვის ერთდროულად ორივე ძუძუს მოკვეთას. მეორე დღეს, დილის 7 საათზე, ერთ ოპერაციას გავუკეთებდით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, ორი-სამი კვირის შემდეგ მეორე უნდა მოგვეკვეთა და რაც შეიძლება ღრმად. ახალგაზრდა ქალის ორგანიზმი იმ დროისთვის შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. სიმსივნე სწრაფად იზრდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალს ასუსტებდა, საერთო მდგომარეობაზე ჯერ არ მოქმედებდა დამანგრევლად. ოპერაციისთვის საუკეთესო ასისტენტები ავირჩიე, ყველაფერი ვიღონეთ დედისა და შვილის უსაფრთხოებისთვის.

...დიდხანს გაგრძელდა ოპერაცია. მთელი დღე ქალს არ მოვშორებივარ. გავიდა ოთხი დღე. ყველაფერი წესრიგში იყო. ვგრძნობდი, რომ ქალს რაღაცის გაგება სურდა. ერთხელ ღიმილით მკითხა, - რამდენი ხნის სიცოცხლეს მომცემთ, ბატონო პროფესოროო. არ მინდოდა, ფუჭი იმედით დამემშვიდებინა. ამას ნუ მკითხავთ-მეთქი, - ვთხოვე. გადიოდა დრო, შიშით უსფუძვლო ვუცქერდი, თანდათანობით როგორ სუსტდებოდა ავადმყოფი. ჩვენ მხოლოდ ბავშვის მოლოდინში ვიყავით, მასზე ვსაუბრობდით. საუბრის სხვა თემაზე გადატანა თითქმის შეუძლებელი იყო. კარგად მესმოდა, რომ ის მხოლოდ ერთი ფიქრით ცხოვრობდა: ფრონტიდან დაბრუნებული ქმრისთვის დაეხვედრებინა ეს ყრმა, ნაყოფი და მემკვიდრე მათი სიყვარულისა.

საიდუმლოდ ქმრის ადგილსამყოფლის გაგებაც ვცადე. გენერალური შტაბიდან მაცნობეს, ის ნაწილი აღმოსავლეთის ფრონტზე განადგურდაო.

მალე ქალს მეორე ოპერაცია გავუკეთე. ის პირველზე საპასუხისმგებლო და სახიფათო გახლდათ, რადგან ავადმყოფის საერთო მდგომარეობა გაუარესდა. დედისა და ბავშვის დაღუპვის საფრთხეც გაორმაგდა. ორსულობის მეექვსე თვეში იყო. ნაადრევი მშობიარობა რომ დაწყებულიყო, ბავშვი მაინც ვერ გადარჩებოდა. ოპერაცია წინანდელზე მეტხანს გაგრძელდა... რაიმე გართულება არ მოჰყოლია, მაგრამ მაინც ვეჭვობდი, რომ სრული განკურნება შესაძლებელი გახლდათ. მიუხედავად მრავალი ცდისა, სისხლში ჰემოგლობინის დონე დაბალი იყო... საშინლად გულდამძიმებულებმა გამოვიყვანეთ ავადმყოფი საოპერაციოდან. ამის გარდა სხვა რამეც მაწუხებდა: შეიძლებოდა, ბავშვი მუცელში მომკვდარიყო. ამიტომაც ოპერაციის შემდეგ ნაყოფის გულისცემას მოვუსმინე. სუსტი იყო, მაგრამ სტაბილური. ასე გრძელდებოდა შემდგომი დღეები. ერთ დილით ქალმა გაბრწყინებული სახით მომახარა - პატარა მუცელში შეიძრაო.

მოახლოვდა მეშვიდე თვე. დაიწყო უკანასკნელი ბრძოლა დროსთან. შევთავაზე, დასხივებით მოვაშოროთ შემორჩენილი ავთვისებიანი უჯრედები, ბავშვი სხივებისგან დაცული იქნება-მეთქი. უარი მითხრა: რისთვის? მე ხომ ვიცი, რამდენი დროც დამრჩაო. ქალი დღითიდღე სუსტდებოდა... ჭრილობა არ შუშდებოდა. ორგანიზმის რეგენერაციული ძალები ილეოდა. მიიწურა მეშვიდე თვე. ერთხელ ვუთხარი: შენი პატარა დღეს რომ დაიბადოს, გადარჩება-მეთქი. არასოდეს დამავიწყდება: სიხარულის ცრემლებით აევსო თვალები, ფერმკრთალი სახე გაუნათდა. რამდენიმე დღით გამოკეთდა, შემდეგ კვლავ დაუძლურდა. მერვე თვეზე შევთავაზე, ნაადრევად ემშობიარა. უარი თქვა. კლინიკიდან მის წასაყვანად და მოვიდა. წასვლისას დაბნეულმა მკითხა, რამდენ ხანს ვიცოცხლებო. პასუხს თავი ავარიდე, არ მსურდა მომეტყუებინა და ვთხოვე, შემატყობინეთ, როცა ბავშვი დაიბადება-მეთქი. დამპირდა.

ავის მოლოდინში ვიყავი და განვცვიფრდი, როცა მისი ხელით დაწერილი ბარათი მივიღე. "ჩემო ძვირფასო პროფესორო, - მწერდა, - რადგან თქვენ ასე გულითადად ცდილობდით ჩემს გადარჩენას, ერთადერთი ადამიანი იქნებით, რომელსაც გავუზიარებ ჩემს დიდ სიხარულს: ათი დღის წინ დაიბადა ჩემი პატარა, ერთი ციცქნა ბიჭი... გული მადლიერებით მაქვს სავსე, გრძნობების სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ვმადლობ ღმერთს და გმადლობთ თქვენ, ძვირფასო პროფესორო.

ბოლო კვირა ძალზე მძიმე იყო. ვაითუ ბოლომდე ვერ მივაღწიო-მეთქი, და ბავშვივით ვლოცულობდი ღვთის მიმართ: "თუ ზეცაში ბრძანდები და თუ შენ სიყვარული ხარ, მაჩუქე ეს პატარა". უფალმა, უსაზღვროდ სახიერმა, შეისმინა ჩემი ლოცვა, რომელიც თითქმის მოთხოვნას ჰგავდა.

ეს მოვლენა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს უდიდესი ნუგეშია ცხოვრების მიწურულს. მოდის სიკვდილი... აღსასრული მომიახლოვდა... ეს ვარ, რაცა ვარ, უკეთესად თავს ვერ მოგაჩვენებთ. ხშირად მეშინია სიკვდილის. განსაკუთრებით ღამით, როცა მარტო ვარ და გარშემო ბნელა. მაგრამ აქაც მანუგეშებს ფიქრი ჩემს შვილზე - ღვთის სიყვარულს რომ მიმტკიცებს...

გუშინ იძულებული შევიქენი, წერილის წერა შემეწყვიტა. ჩემმა დამ გამომლანძღა - ვალდებული ხარ, ბავშვისთვის იცოცხლოო. მაგრამ ვიცი, ძალა არ მეყოფა სიცოცხლისთვის საბრძოლველად. მხოლოდ იმაზე ფიქრი მანუგეშებს, რომ ყველაზე მზრუნველ მშობლებსაც კი მხოლოდ მცირეოდენის გაკეთება შეუძლიათ შვილებისთვის. მათი და ჩვენი ბედი მთლიანად ღვთის ხელშია. დღეს ამ მამობრივ ძლიერ ხელებს მთლიანად ვანდობ ჩემს დანატოვარს. ვცდილობდი, ღვთის უდიდესი წყალობისთვის, ჩემი შვილებისთვის, კარგი დედა ვყოფილიყავი. ათი წელი მე და ჩემს ქმარს სიყვარული გვაერთებდა, რომელსაც ლაქა არასოდეს მოსცხებია. არ არის ადვილი, ყველა დაუტევო, მაგრამ იმ იმედით მივდივარ, რომ როცა მიწიერი ტკივილებისგან გავთავისუფლდებით, ყველა ერთად ვპოვებთ საუკუნო სიცოცხლის სიხარულს. მშვიდობით!

პ.ს. გთხოვთ, ეს წერილი ჩემს ქმარს გადასცეთ, როცა დაბრუნდება".

ორი კვირის შემდეგ ქალის სიკვდილი შემატყობინეს. ვერც მისი წერილი გადავეცი მის მეუღლეს, ის აღმოსავლეთის ფრონტიდან არ დაბრუნებულა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler