ერთადერთი და უკანასკნელია დიდი სალოსი წმინდა ბერი გაბრიელი
ერთადერთი და უკანასკნელია დიდი სალოსი წმინდა ბერი გაბრიელი
მოგონებები წმინდა გაბრიელზე (ურგებაძე)

"ხელი უნდა გამოიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო"

სამების ლავრის შესასვლელში ერთი უცნაურად შემოსილი ქალატონი ზის და მომლოცველებს მოწყალების გაღებას სთხოვს. ვინც მას იცნობს, იცის, რომ მისი სახელია უბრალოდ ნათელა-ნათია. ბევრს ახსოვს სხვადასხვა ტაძრებში მოსიარულე ეს ქალბატონი, რომელიც თავისი ასევე უცნაური ქცევებით თუ შეძახილებით ხალხის ყურადღებას იქცევდა... ნათელას სიყვარულით ვკითხე:

-უცნაური ხომ არ ხართ უცხოს თვალში?
-ჰო, ძალაინ ბევრს ვეუცნაურები, სიყვარულითვე მიპასუხა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.  

-ბედნიერი ხართ?
-რასაკვირევლია. დიდად ბედნიერი ვარ შვილო იმით, რომ უფალთან ვარ.

-მაინც ვინ ხართ? თქვენზე ამბობენ, მამა გაბრიელის, ახლა უკვე წმინდა მამა გაბრიელის სულიერი შვილიაო... როგორ გაიცანით მამა გაბრიელი, სად შეხვდით პირველად?
- ჩემი სახელი და გვარია ნათელა ბაჩუკიშვილი. მამა გაბრიელს პირველად თელეთის წმინდა გიორგის ტაძარში შევხვდი.. იქ დადიოდა ხოლმე მამა გაბრიელი ფეხშიშველი. იქ მნახა და იმის მერე მზრდიდა. ხან სად შემხვდებოდა, ხან სად, სანამ მონასტერში იქნებოდა, სახლში მოდიოდა ჩვენთან.
ჩემი წინაპრების აშენებულია თელეთის  წმინდა გიორგი. დიდმა ბებიამ - დედის დედამ მითხრა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ააშენესო. ეს ერთადერთი ტაძარია საქართველოში,  რომელიც აშენებულია კახელების, ბერძნების, სომხების და თათრების მიერ. დიდი სიყვარულით და დიდი რწმენით არის აშენებული ეს მადლიანი ტაძარი. დედა ძალიან მორწმუნე ქალი გახლდათ და მას დავყავდი ამ ტაძარში.. ჩემი ბებია - ნატო - ჭავჭავაძის ქალი იყო. ძალიან სწამდა უფლის. ძირითადად მისი გაზრდილი ვარ. ის მასწავლიდა ყველაფერს.  თვითონ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობდა, იქ იყო გათხოვილი. დიდი ღვთისმშობლის ხატი გვქონდა. ღმერთის წყალობით, ბებია ყველა მარხვას ინახავდა. მისგან ვიცოდი, რომ ჩვენს სოფელში, ტყეში მონასტერი იყო სანაგირეს სახელით ცნობილი, ისიც ჩვენი წინაპრების აშენებულია. იქ დადიოდა ხოლმე ბებიაც, მისი  წინაპრებიც და ასე ადიდებდნენ უფალს. ჰოდა, ის მეტყოდა ხოლმე, რომ ამის ქვეშ შვილო, გვირაბი იყოო. მაშინ ხომ გზა არ იყო და გვირაბში გადიოდა და გამოდიოდა ხალხი. იქიდან გამოდიოდნენ ანაგაში და ანაგაში ააშენეს კიდევ მთავარანგელოზის ტაძარი.

***
მამა გაბრიელის შესახებ ვიცოდი, რომ მღვდელი იყო, სხვა - არაფერი. მერე და მერე რომ დავუახლოვდი, გავიგე ყველაფერი. რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ცხადდებოდა. ხშირად ვხვდებოდი  თელეთში, თბილისშიც. ნავთლუღის ბაზართან, წმინდა ბარბარეს ტაძართან ცხოვრობდა მამა გაბრიელი. ღმერთი ხშირად მახვედრებდა.

ცხრა წელი ვიმუშავე თელეთში, ავტონაწილების  დირექტორად ვმუშაობდი. მაშინ უკვე მამა გაბრიელთან ძალიან დაახლოვებული ვიყავი და სულიერ მამობას მიწვედა. აღსარებებს მას ვაბარებდი. შემდეგ დამემართა კლინიკური სიკვდილი.. ძალიან ცუდად ვიყავი. თორმეტი დღე მკვდარი ვიყავი, მეცამეტე დღეს ღმერთმა აღმადგინა. ეს ყველაფერი იცოდა მამა გაბრიელმა. მოვუყევი როგორც იყო. მაწყნარებდა, მამშვიდებდა, მე რა კურთხევასაც მოგცემ, ის უნდა შეასრულო და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნებაო.. მეც დავეთანხმე. ხან სად მივყავდი, ხან სად. ხან სასაფლაოებზე მატარებდა, ხან ტაძრებში.. ათასნაირ კურთხევებს მაძლევდა. მერე დავდიოდით სანაგვეზე. ბევრი ხატი ამოგვიღია სანაგვეებიდან. ღმერთმა შეუნდოს, აპატიოს მათ ხატების უპატიოდ დაყრა. ხატებს ამოვიღებდით და მერე თვითონ ასუფთავებდა და ჩარჩოებში სვამდა. ზოგს ხალხს ჩუქნიდა, ზოგს თავის აგებულ ტაძარში კიდებდა. მამა გაბრიელისგან ვიცი, შვილო, რომ სამი დიდი მანქანა სულ ძვირაფსი ხატები, რომელიც მოოქროვილი იყო, პატრიარქს შესწირა.

***
კლინიკური სიკვდილის მერე ქაშუეთის ტაძარში დავიწყე მსახურება,  პირველ სართულზე მესანთლე ვიყავი (ცოტა რომ გამოვსულიყავი მდგმარეობიდან და გამოვჯანმრთელებულიყავი). არ მინდოდა მესანთლედ მემუშავა, ფულთან მქონოდა საქმე. ტაძრის გამგებელს ვეხვეწებოდი დამლაგებლად გადამიყვანეთ-მეთქი. გინდა თუ არა, სანთელი უნდა გაყიდოო,- მპასუხობდა. მამა გაბრიელ, მივმართე ასეა და რა ვქნა-მეთქი? მითხრა,  შვილოო, სადაც ვიჯექი დაბლა, პირდაპირ სამების ხატი იყო, ჰოდა სამებას ეხვეწე, რომ მაქედან გაგაგდონო. მეც ვიჯექი და ვეხვეწებოდი - სამება გამაგდე, გამაგდე. დადგა ერთი დღეც, რომ მართლა მოხდა სასწაული, ტაძრიდან გამომაგდეს. თან ვტიროდი, რატომ გამომაგდეს ეკლესიიდან. მინდოდა  ეკლესიაში მემსახურა, მაგრამ მან ხომ უკეთესად იცოდა ჩემი ჯვარი. მამა გაბრიელი წმინდანად ახლა აღიარეს, დედა, მაგრამ საერთოდ ჯერ ცოცხალი იყო, რომ ღმერთი მალაპარაკებდა, რომ ერთადერთი დიდი წმინდანი სალოსი მამა, ეს არის ჩემი ბერი გაბრიელი.  მის სალოსობას, მის ცხოვრებას ღმერთი მაყურებინებდა და მასთან ერთად მატარებდა. რაღაც განსხვავებული ადამიანი იყო. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რომ ვერც გაუგებდი.  ყოველთვის დიდ წმინდა მამად  მიმაჩნდა.

***
მახსოვს ქაშუეთში რომ შემოვიდა, თავზე ბუმბული ჰქონდა გაკეთებული და ფეხშიშველი იყო. მივედი მაშინვე, ვემთხვიე და კურთხევა ავიღე. ტაძარში ერთი მომტირალი ქალი შემოვიდა, შვილი მყავს ავად თუ საშუალება გაქვთ დამეხმარეთო. ამ დროს მამა გაბრიელმა ხელში აიღო დიდი სინი, ტაძარში იყო დადებული, ზედ სეფისკვერებს რომ დებენ. სეფისკვერები გადაალაგა.  წირვა მიმდინარეობდა და ამ დროს დაიყვირა:

- ხალხნო წმინდა ნიკოლოზი ითხოვს გაჭირვებულისთვის შემონაწირებს და გთხოვთ შემოწიროთო.

მაშინ ხალხს არ უჭირდა ისე, ახლა რომ უჭირთ და ასე შეაგროვა შემოწირული ფული გაჭირვებულისთვის და გადასცა ამ ქალს. თან უთხრა, აგერ წმინდა ნიკოლოზმა გამოგიგზავნაო. მერე თვითონ ადგა და მითხრა, ნათია შვილო და დაო, ასე მომმართავდა ხოლმე, წამოდი  ჩემთან წავიდეთო. გამოვედით და ერთად წამოვედით, დავდიოდით ქუჩა-ქუჩა, ხან სად, ხან სად მატარებდა. დავდიოდით ტაძრებში, ვლოცულობდით. ლოცულობდა და ყველას უკვირდა - თან ისეთი მოქმედებები ჰქონდა, რომ გეგონებოდათ, გიჟი იყო, მაგრამ სალოსური ამბავი ეს არის.  ვინც იცის, სალოსი ვინ არის და როგორია, ესეთი მონაცემები აქვთ. მე არ მიკვირდა... ერთადერთი და უკანასკნელია დიდი სალოსი წმინდა ბერი გაბრიელი. კიდეც ვიძახდი, რომ დადგება დრო, რომ წმინდანად აღიარებდნენ.
მამა გაბრიელის სასწაულები იმდენი მინახავს ღმერთიდან... რა გითხრათ სხვა, დიდი მამა არის.

***
რასაც მეუბნებოდა ყველაფერი ისე ცხადდებოდა. მადლობა შეწირე უფალს  მოიგროვე მადლი და არა ცოდვებიო,-მარიგებდა. ერთ დღესაც ვუთხარი, მამა გაბრიელ,  რა უნდა გავაკეთო, რა კურთხევას მაძლევ-მეთქი? აიღო სანთელი, დაანთო ქრისტეს, ღვთისმშობლის წინ და ცრემლებით იტირა. შვილო, მე ეს არ მინდა, ეს ღვთისმშობელს უნდა შენი თავმდაბლობისთვის და ცხონების გულისთვისო. ხელი უნდა გამოიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო. ეს რომ მითხრა, დედა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. იმიტომ, რომ მე კარგი მაცხოვრებელი ვიყავი. დიდი ფული მქონდა. აგარაკები. ყველაფერი მქონდა. აღარ ვიცოდი, ვისთვის რა მეჩუქებინა და მე გლახაკად როგორ დავჯდე-მეთქი, უარი ვუთხარი. მერე შემომხედა და მითხრა, შენ ხომ მითხარი შვილო რა ვქნაო,  პასუხიც ეს არისო. ღვთისგან ეს პასუხი მივიღე და რა ვქნაო. ძალიან მიჭირდა - მაგ კურთხევას ვერ შევასრულებ-მეთქი. დამაწყნარა, დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჰოდა თვითონ მატარებდა, მახსოვს პირველად სიონში მიმიყვანა და იქ დამაყენა გლახაკად. ხელი მქონდა გამოწვდილი. როგორი ვიყავი იცი? ნორკის შუბა მეცვა და ჩაბრილიანტებული ვიყავი. მდიდარი ვიყავი მაშინ. ერთ დღესაც მოვიდა ერთი კაცი და ბევრი ფული ჩამიდო ხელში. იმხელა ამპარტავნება მმქონდა, რომ ამ გლახაკობამ თავმდაბლობა მასწავლა, გაიგე შვილო?  ავდექი და ეს მოცემული ფული ზედ მივაგდე ამ კაცს. თან მივაძახე, ფული არ მინდა, თუ გინდა შენი იყოს-მეთქი. მე გლახაკად ვერ დავდგები. დამაწყნარა მამა გაბრიელმა. ცოტა დრო რომ გავიდა,  ქაშუეთში დამაყენა. ასე, ნელ-ნელა შემაჩვია გლახაკობას. მერე კატეგორიულად მითხრა: იცოდე, ნათია, შვილო და დაო, შენ ღვთით აღკვეცილი მონოზანი ხარ, მცხეთა-თელეთის  იღუმენი და იცოდე, ეს კურთხევა რომ არ შეასრულო დაისჯები. ამიტომ უნდა დაჯდე და ხალხი  ლოცო და მოწყალება მიიღოო. მას შედეგ 17 წელი გავიდა.

***
მამა გაბრიელი ჩემთან სახლშიც მოდიოდა, მიკურთხა სახლი. მე შვილი მყავს - ნინო,  მისი გაზრდილია. მის კელიაში ბევრჯერ ღამე დაუტოვებივართ. თვითონ მიწაში წვებოდა ხოლმე და საწოლში ბავშვს აწვენდა. ძალიან თავმდაბალი და საყვარელი ადამიანი იყო.
ერთი დღე რომ არ მოვიდე სამების ლავრაში და ხელი არ გამოვიწოდო, ვიცი, დავისჯები. ქრისტიანისთვის პირველი არის მორჩილება და ლოცვა-კურთხევის შესრულება.. აქ მოსულებს ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვლოცავ.. დედა ღვთისმშობლის და მამა გაბრიელის დახმარებით.

***
ღმერთს რომ გაჰყავდა მამა გაბრიელი, მცხეთაში ვიყავი,  მის კელიაში. ბევრჯერ იცოდა ხოლმე და მეტყოდა: ნათია, შვილო და დაო უფალს მივყევარ. მერე მეორე წუთში ისეთ რამეს გააკეთებდა, თითქოს მართლა კვდებოდა. შევხედავდი და ისევ ცოცხალი იყო. ამიტომ არ მჯეროდა მისი საუბარი გარდაცვალების შესახებ. მამა გაბრიელს ვუთხარი, -კარგი მეთქი ნუ იძახი მაგას მეთქი. რომ იწვა მთელი სახე სულ უბზინავდა, გაპრიალებული ჰქონდა და მერე ასე მითხრა, ნათია შვილო და დაო, მე აღარ გეხუმრები, მე ნამდვილად  ღმერთს მივყევარ და მიმაქვს თქვენი ყველას სიყვარულიო. აბა შენ იციო და დამლოცა.
აღსარება ვის უნდა ჩავაბარო-მეთქი ბავშვური ენით ვუთხარი, მოხვალ ჩემთან საფლავზე, დაჯდები იქ და მეტყვი ჩუმადო. მერე მიხვალ რომელიმე ტაძარში სადაც გინდა, შენდობის ლოცვას წაგიკითხავს მღვდელი და ეზიარებიო. სალოსები უკვდავები არიან.

***
ჩემთვის ყოველთვის დიდი წმინდანი იყო სალოსი მამა ბერი გაბრიელი. ყოველთვის ასე ვუყურებდი. უბრალოდ  ამათ აღირეს. ბედნიერი ვარ, რომ მისი სულიერი შვილი ვიყავი.
მარტივი ენით დაგმოძღვრავდა - სიყვარულით. სხვები რომ მოდიოდნენ,  ზოგს დაუყვირებდა, ზოგს ეჩხუბებოდა, მაგრამ სიყვარულით. მადლს აძლევდა და გააგდებდა. მე ეს არ ვიცოდი. მეც ცრემლებით ვტიროდი და ვეუბნებოდი: თუ სხვას მადლს აძლევ, მეც მომეცი მადლი, მეც გამჩოთქე-მეთქი.
ნათია, შვილო და დაოო, რა გაგჩოთქოო, შენი ცოდვით ქრისტე ტირისო,  მიპასუხა და სიყვარულით მომეფერებოდა.
ამისთანას ვერ ნახავთ ვერა, მართლა ვერ ნახავთ. რომც ეძებოთ, არც ეძებოთ და თუ ეძებთ, ვერც იპოვით. როგორიც არის ჩვენი მამა გაბრიელი - დიდი წმინდანი და დიდი სალოსი მამა. ჩემთვის ყოველთვის ასეთი იყო და იქნება.  


ბეჭდვაელფოსტა
03.11. 2014
ნინო შერმაზანაშვილი
წმიდა მამა გაბრიელის ლოცვა არ მოაკლდეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ოჯახებს და შენ კეთილო ადამიანო–ნათია. ამინ!!!!!!!!!!!!!
02.11. 2014
lazare
tsmindao mama gabriel gtxov daifare chemi ojaxi gansadelisagan da janmrtelad miyofe isini da miuteve shecodebani misni,rata ar ician ras schadian...
02.09. 2014
ანდრია
მამა გაბრიელ,ღმერთმა გაცხონოს,ილოცე ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.
31.08. 2014
ირინე
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამა გაბრიელ.დალოცე ჩემი ოჯახი.გეფერები და გკოცნი.
30.08. 2014
თორნიკე ზარნელი
ერთხელ ეს ნათელა-ნათია სიონიდან გამიმავალ ხალხს უძახდა (გვიძახდა) _ ,,თქვე პიდარასტებოო..." თან პატრიარქი გამოდიოდა იმ დროს....
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler