casino siteleri 2023
ვიბრძოლებ, მანამ ზღვას გაღმა გავცურდებოდე ნავითა... - კარიბჭე
ვიბრძოლებ, მანამ ზღვას გაღმა გავცურდებოდე ნავითა...
ვიბრძოლებ, მანამ ზღვას გაღმა გავცურდებოდე ნავითა...
სურათი, რომელზეც უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მამა, შიო სიდამონიძეა აღბეჭდილი , უწმინდესი ეფრემის ძმისშვილის შვილმა, თბილისის უზნაძის ქუჩაზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი სიდამონიძემ მოგვაწოდა. ეს სურათი დღეს მის ოჯახში ინახება, როგორც დიდი წინაპრის ძვირფასი რელიკვია.

უწმინდესი ეფრემ მეორე ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენიებდა თავის მშობლებს, შიო და მარიამ სიდამონიძეებს, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობდნენ გორის მაზრის სოფელ დოესის (დღევანდელი კასპის რაიონი) ოქონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში, თუმცა სიღარიბეს ხელი არ შეუშლია მათთვის, მრავალშვილიანი ოჯახი შეექმნათ: ოთხი ქალიშვილი და სამი ვაჟი შემატეს ქვეყანას. სამწუხაროდ, უფროსი ვაჟი ილია, სიყმაწვილეში გარდაეცვალათ.

მედავითნე შიო ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, მისი მომდევნო ვაჟი, გრიგოლი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თუ გახდებოდა. მართლმორწმუნე მშობლებს ახალშობილი ყრმისთვის ბაბუის, შიოს მამის სახელი დაურქმევიათ და დაბადებიდან მესამე დღეს მოუნათლავთ. ყმაწვილს ადრიდავე შეასწავლა მამამ მედავითნეობა, საღმრთო სჯული, შრომისა და ლოცვის სიყვარული. მომავალ პატრიარქს მშობლებმა დაწყებითი განათლება სასკოლო ასაკამდე, ოჯახში მიაღებინეს. გრიგოლი პატარაობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და ასკეტური ცხოვრებისადმი ლტოლვით. მისი ქვეყნად მოვლინების პირველივე წლებიდან შიო და მარიამ სიდამონიძეები არაერთი სასწაულის მხილველნი გამხდარან. მადლმოსილ ყრმას ლაპარაკიც არ ჰქონდა დაწყებული, როცა "დედის" წარმოთქმისთანავე შეიტკბო და შეიყვარა სიტყვა "ალილუია" და ყრმობიდანვე ასე განადიდებდა უფალს.

როგორც იოანე სენაკელი იგონებს: "კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის მშობლები ღრმადმორწმუნენი იყვნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილს, პატარაობიდანვე შეუყვარდა მონასტერი და გადაწყვიტა ბერობა. წასულა პატარა გრიგოლი ქვათახევის მონასტერში და წინამძღვრისაგან მორჩილად მიღება უთხოვია. წინამძღვარს მიუღია, უკითხავს, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მიუცია სამორჩილო კაბა და დაუტოვებია მონასტერში. მონასტრის წინამძღვარი მეტად განათლებული კაცი იყოო, - იგონებდა უწმინდესი ეფრემი. მე არაფერი შემიმჩნევია, იმიტომ, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და მშობლებს შეატყობინა ჩემი ადგილსამყოფელი. იგი შიშობდა, უარი რომ ეთქვა ჩემთვის, სადმე არ წავსულიყავი და რაიმე უბედურებას არ გადავყროდი. მოვიდა მამაჩემი, ჯერ წინამძღვრისაგან მიიღო დალოცვა, მერე რიგრიგობით მიესალმა ბერებს და ხელზე ემთხვია. ბოლოს მე ვიდექი, მოვიდა ჩემთან და მითხრა: "მაკურთხე, პატარა მამაო". მამაჩემი არ გამიწყრა, დამიყვავა, წინამძღვარმაც დამარიგა, - ახლა ადრეა შენი ბერობა, ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, რათა სამშობლოს მეტი სიკეთე მოუტანოო. მამამ წამიყვანა შინ. იმდენად დიდი ყოფილა პატარა გრიგოლის მონასტრისადმი ლტოლვა და იქ დარჩენის სურვილი, მოძღვარს აღუთქვამს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, წერილობით შეატყობინებდა მონასტერში მიღების თაობაზე.

კარგად განსაზღვრა მამამ შვილის მოწადინება და 7 წლის გრიგოლი გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, სადაც მას სულიერი მისწრაფებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა.

უწმინდესი ეფრემი მამასთან ერთად უდიდეს პატივს მიაგებდა დედას, მარიამ ანდრიას ასულ სიდამონიძეს (მისი ქალიშვილობის გვარი შემორჩენილი არ არის, - ავტ.) ქარგვისა და ქსოვის მიმდევარს, გამორჩეულ დიასახლისს, ქმარ-შვილზე გადაგებულ და მზრუნველ ადამიანს.

პატარა გრიგოლი ზაფხულის არდადეგებს თავისი დიდი წინაპრისა და მამის მხრიდან უახლოესი ნათესავი წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის გვერდით ატარებდა შიომღვიმის მონასტერში, რომლის შესახებაც უამრავი მოგონება შემოგვინახა. უწმინდესი ეფრემის დახასიათებით, ეპისკოპოსი ალექსანდრე უაღრესად განათლებული, დიდი ქველმოქმედი გახლდათ, სიცოცხლე ეროვნული ცნობიერების გაღვიძებას, ეკლესიისა და ქართული ენის დაცვასა და განმტკიცებას მიუძღვნა. იგი მადლობდა უფალს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის სიცოცხლის ბოლო წლები მის მორჩილებაში გაატარა, ამიტომ გასაკვირი აღარ არის, რატომ იზიდავდა უწმინდეს ეფრემს ასე განსაკუთრებულად შიომღვიმის მონასტერი.

1907-1908 წლები მძიმე აღმოჩნდა გრიგოლ სიდამონიძისთვის - ორი უსაყვარლესი პიროვნება მიაბარა მიწას, მშობელი დედა და სულიერი მოძღვარი - ალექსანდრე ეპისკოპოსი.

მეორე ქორწინების შემდეგ, ეფრემის მამას, შიოს, ტაძრის ეზოში აღარ უცხოვრია, თუმცა იქვე, ტაძრის მახლობლად შეუძენია საკარმიდამო და პატარა სახლიც დაუდგამს. დღეს ამ სახლის კედლის მხოლოდ პატარა ნაწილი და იმდროინდელი ბუხარია შემორჩენილი. ორსართულიანი შენობა ამ ეზოში უწმინდესი ეფრემის ძმისშვილს, ქართლოს სიდამონიძეს, მოგვიანებით აუშენებია.

შიო სიდამონიძე პოეზიის დიდი მოყვარული ყოფილა. მას თავისი ხელით საგულდაგულოდ აკინძულ კრებულში, თავისი გემოვნებით შეურჩევია და ლამაზად გადაუწერია აკაკი წერეთლის "განთიადი", "ამირანი", "ნათელას სიმღერა" და სხვა. გარეკანზე ტუშით დაუწერია: "შეკრებილი ლექსები 1909 წელსა, პრიჩეტკინი შიო სიდამონიძე". კრებულში მისი რამდენიმე ლექსიც მოხვდა, თუმცა არც ერთ მათგანზე არ მიუწერია თავისი ვინაობა, ორი ლექსის გარდა. ოჯახის არქივში აღმოჩნდა ისეთი ლექსებიც, რომლებიც რატომღაც ამ კრებულში არ შეუტანია. მათში მისი პირადი ტკივილი და განცდებია გადმოცემული და ამიტომაც არ ჩათვალა, ალბათ, საჭიროდ მისი კრებულში შეტანა. სიძველისაგან გაცრეცილმა ფურცლებმა ჩვენამდე იმდენად დაზიანებული სახით მოაღწია, ბევრი სტრიქონი საერთოდ აღარ იკითხება. "დიალოგი გარდაცვლილ მეუღლესთან", პირობითად ასე შეიძლება ვუწოდოთ შიო სიდამონიძის მარიამისადმი მიძღვნილ ლექსს, რომლის მიმართაც ცხოვრების ბოლომდე უდიდესი სიყვარული და ამაღლებული, ფაქიზი გრძნობა აკავშირებდა. ამ ლექსის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი:

"მეუღლევ, ახლა შენ მითხარ, ხმატკბილად კიდევ რაიმე,
რადა ხარ გაჩუმებული, მეყო ამდენი თქმაი მე,
რაცა ვთქვი, ჯვრით მომიხდა, არ მეკუთვნოდა თქმაი მე,
საფლავში გებაასები, ამა თქმისათვის, ვაი მე.
- აღმომკითხველნო, მიუწყეთ მხევალი აღსრულებული,
შავბნელ მიწაში მდებარე, შევიქმენ დანაცრებული,
ჩემი ძენი და ასულნი გავხადე დაობლებული,
ტკბილი გვირგვინიც დავტოვე ჩემი მხრივ აოხრებული".


ამბობენ, შიო სიდამონიძე ეთაყვანებოდა რუსთაველს, გურამიშვილს, ილიას, აკაკისა და ვაჟას პოეზიას. შიოს ლექსი "მწუხარებასთან ბრძოლა", მარადიულობაზე ფიქრით, შეუცნობელისაკენ სწრაფვით, ამა სოფლის ამაოებისა და სწრაფწარმავლობის სევდით არის შთაგონებული:

"გამშორდი სევდავ, ტიალო, ნუღარ მაწვები გულზედა,
დრო მამე, მაზედ ვიფიქრო, ვინც უტკბესია სულზედა,
ვინც გული გამიხალისა, ავსილი მუდამ ვნებითა,
ვინც მაგრძნობინა სიცოცხლის წუთი ტკბილ ნეტარებითა.
მას ვეტრფი, ვისი ხსენებაც მიღირს და მიჩანს ძვირადა,
დაღონებული სურათი თვალწინ მიდგია ხშირადა,
შორს არის, მაგრამ იქა ვარ, ოცნებით დღე და ღამითა,
ვეღარ შემირყევ მაზედ ფიქრს, ნაღველიც მასვა შხამითა,
ვერც შემაშინებ სამარევ, გულჩახურულო შავადა,
უნდა ვიცოცხლო ვაებით, შობილმა სატანჯავადა.
ვერცა ვის დაგმორჩილდებით ჩემი ცოცხალი თავითა,
ვიბრძოლებ მანამ, ზღვას გაღმა გავცურდებოდე ნავითა".

შიოს, როგორც ამბობენ, გარკვეული თანამდებობა ეკავა ეკლესიაში. მისი ნაქონი პასქალიისა და სხვა საეკლესიო დღესასწაულების გამოსაანგარიშებელი წიგნი "ხელთაი" დაკარგულა - ეფრემის დაპატიმრების შემდეგ "უღმრთოთა კავშირის" წევრებს მისი მდიდარი ბიბლიოთეკიდან მრავალი უნიკალური წიგნი დაუტაცებიათ. როგორც უწმინდეს ეფრემთან დაახლოებული ყოფილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გ.კ. აღნიშნავს, პატიმრობიდან და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, უწმიდეს ეფრემს თხოვნით მიუმართავს საქართველოს უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მოგვიანებით, შიოს ნაქონი "ხელთაი" მიტროპოლიტ დავითს ჩაუვარდა ხელში, რომელიც "უღმრთოთა კავშირის" ყოფილ წევრს, ნესტორ წივწივაძეს მიუტანია მეუფისთვის თავისი საქციელის შენანების შემდეგ, ამის მერე მღვდლადაც კი უკურთხებიათ. ამავე წყაროს ცნობით, "ხელთაი" ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება და დროა, საქართველოს ეკლესიას გადმოეცეს.

ფოტოს მეორე მხარე

მამა-შვილი შიო და გრიგოლ სიდამონიძეები 1917 წლის მარტში დასწრებიან საეკლესიო კრებას მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში და ხელიც მოუწერიათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე, ამის შემდეგ შიო სიდამონიძეს დიდხანს აღარც უცოცხლია, იგი 53 წლისა გარდაიცვალა. უწმინდესი ეფრემი, თავის ერთ-ერთ ავტობიოგრაფიაში მამის გარდაცვალების თარიღად 1917 წელს ასახელებს.

უწმინდეს ეფრემს უყვარდა სურათის მეორე მხარეზე წარწერის გაკეთება. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ამის აღსანიშნავად, ჩოხაში გადაღებული თავისი სურათი, ძმისა და რძლისთვის - ვლადიმირისა და დარიკოს ოჯახისთვის ასეთი წარწერით უჩუქებია: "სურათი ესე გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძისი გადაღებულია მაისს, თბილისის უნივერსიტეტში პირველ კურსზე ყოფნის დროს 1919 წელს, აღსანიშნავად საყვარელი ჩემი მშობლების შიოს და მარიამის ოჯახის გაუქრობელი სიყვარულისა, რომლის წევრადაც მე ვითვლებოდი, როგორც მათი შვილი 1922 წლის იანვრის 3-მდე..."

უწმინდესი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლების საფლავების კვალიც გაქრა. სიდამონიძეების საგვარეულო ალბომში ვერ მივაკვლიეთ ეფრემის დედის, მარიამის ფოტოს, არც მისი ქალიშვილობის გვარი შემოგვინახა ისტორიამ. დროის ულმობელ სრბოლას, სოფელ დოესშიც ყველაფერი შეუცვლია და გარდაუქმნია.

"დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემი სახით ერთი შვილი საკურთხეველს შესწირეს. საქართველო მაშინ იქნება ძლიერი, თუ ყოველი ოჯახი ასეთ მსხვერპლს გაიღებს ჩვენი ეკლესიისთვის", - უთქვამს ერთხელ უწმინდეს ეფრემს სიონის ტაძრის ამბიონიდან. პატრიაქის მშობლების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ისტორიას შემოუნახა და სამუდმაოდ უკვდავყო შიო და მარიამ სიდამონიძეების სახელები.

დაბოლოს, როგორც დეკანოზმა გიორგი სიდამონიძემ გვითხრა, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ძალისხმევით, სოფელ დოესში ნანგრევებიდან აღადგინეს ღვთისმშობლის ტაძარი, ეკლესიის ეზოში კი იმ კელიის ადგილას, სადაც ერთ დროს შიო სიდამონიძის ოჯახი ცხოვრობდა, აიგო ლამაზი შენობა, ერთ-ერთ დარბაზში უწმინდესი ეფრემ მეორის საექსპოზიციო დარბაზია განთავსებული რომელიც სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება.

ვაქვეყნებთ შიო სიდამონიძის დღემდე უცნობ ფოტოს და ამ სურათის მეორე მხარეს პატრიარქ ეფრემის მიერ გაკეთებულ წარწერას, რომლის გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებაც ჟურნალ "კარიბჭეს" მიეცა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri