სამშობლოს ნატვრა
სამშობლოს ნატვრა
ქართველ ფსიქოლოგთა დიმიტრი უზნაძის სკოლის ღირსეული წარმომადგენელია ალექსანდრე შათირიშვილი (1900-1972). იგი აქტიური მონაწილე გახლდათ 1924 წლის აჯანყებისა. დამარცხების შემდეგ პარიზში გადაიხვეწა, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და საბოლოოდ მონბელიარის მხარეში დასახლდა. აღსანიშნავია მისი ფსიქოლოგიური ნარკვევი "სამშობლოს ნატვრა". მას ქართველი ემიგრანტებისთვის დაურიგებია საანკეტო ფურცელი 20 კითხვით. ოქმების დამუშავების შემდეგ ავტორს ასეთი სურათი მიუღია:

"სამშობლოს ნატვრა უცებ არ წარმოიშვის; უცხოეთში ახალჩამოსულს მრავალი ახალი შთაბეჭდილებანი იპყრობენ. მას პირველ ხანებში არ სცალია სამშობლოზე ფიქრი; სამშობლოს ნატვრის აღნიშვნის დაგვიანება იმასაც მიეწერება, რომ თითოეული გრძნობის ფერმენტაცია სადღაც ქვეცნობიერების და არაცნობიერების სფეროში სრულიად შეუმჩნევლად სწარმოებს; მისი ვითარება ჩვენს თვალთაგან სრულიად დამალულია იმ დრომდე, ვიდრე მისი ევოლუცია არ დასრულებულა.

მას ჩვენ მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როცა იგი, სრულიად დამთავრებული და ჩამოყალიბებული, უცებ იფეთქებს და ცნობიერებას დაეუფლება"...

ბეჭდვა
1კ1