საპყრობილესა შინა მყოფნი
საპყრობილესა შინა მყოფნი
საპყრობილე ფიქრისა და სინანულის ადგილია
ეკლესია, შესაბამისად, სასულიერო პირები, ზრუნავენ თითოეული ადამიანის სულის გადარჩენისთვის. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ყველა საპატიმროში მივლინებული არიან სასულიერო პირები და სულიერ წინამძღვრობას უწევენ პატიმრებს. მთავარია, თითოეულ მათგანთან მივიდეს ღვთის სიყვარული, იმედი ჩაესახოთ, რომ მათზე ზრუნავს ღმერთი. ღვთის მზრუნევლობა ეკლესიის, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის საშუალებით ხდება.

რუსთავის #17 საპყრობილეში კომუნისტების დროს ეკლესიის მშენებლობა იყო დაწყებული. ღვთის წყალობით, აღდგა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და დღეს უკვე წირვა-ლოცვა აღესრულება. ტაძრის აღდგენამ ამ იზოლირებულ სივრცეში სულ სხვა გარემო დაამკვიდრა. რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტაძრის წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი შიო მენაბდე.

საპატიმროებში ყოველთვის აკეთებდნენ ჯვრებს, ჯვარცმის გამოსახულებას, წერდნენ ხატებს, მაგრამ არაკანონიკურად. დღეს ეს გამოსწორებულია, ნელ-ნელა დაიწო კანონიკური ჯვრების, ხატების ნიმუშების შეტანა. თუკი ვინმეს ოდნავ ნიჭი და სურვილი აქვს, სწავლობს და აკეთებს. თავდაპირველად მხოლოდ შალის ძაფისაგან აკეთებდნენ სკვნილებს. მერე ბზის მასალისგანაც დაიწყეს კეთება. იქვე არის ხატწერის ოთახიც. დღეს ბევრი ტაძარია დამშვენებული პატიმრების დაწერილი ხატებით. Uუკვე პროფესიონალი ხატმწერი შედის საპატიმროში. მამა ისააკი პატიმრებს ხატწერას ასწავლის. დაარსდა ასევე სამლოცველო საკნები.

მამა შიომ "კარიბჭის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასეთ საკნებში მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მხოლოდ მორწმუნე მსჯავრდებულები შედიან, ისეთი ადამიანები, რომლებიც, დავუშვათ, სიგარეტს არ ეწევიან და სურვილი აქვთ, ეკლესიურად იცხოვრონ. ამ საკნებში მონასტრული ტიპიკონის მსგავსი წესია. მაგალითად, ადგომის დრო, ლოცვის დრო, პარაკლისის დრო, დაწოლის დრო, თავისუფალი დრო, კითხვის დრო, ეს ყველაფერი განაწილებულია და პატიმრები იცავენ. დარღვევის შემთხვევაში სასჯელებიც ეკისრებათ. თუ ვინმემ ზედმეტად სიგარეტი მოწია და კიდევ სხვა დარღვევა მოხდა კურთხევის გარეშე, სამლოცველო საკნიდან ათავისუფლებენ. სინანულის პერიოდი ეძლევათ. გამოსწორების შემთხვევაში ისევ ბრუნდებიან სამლოცველო საკანში. თუ ადგილი განთავისუფლდა სამლოცველო საკანში, სხვა შემოჰყავთ. 5-6 სამლოცველო საკანია. ვინც აპირებს სამლოცველო საკანში შესვლას, ისინი გადიან მოძღვართან კონსულტაციას, აცნობენ წესებს, ტიპიკონს. სამლოცველო საკანს აქ ერთი საერთო კეთილმოწესე ჰყავს, რომელიც, ამავე დროს, მონასტრის კეთილმოწესეა.

რუსთავისN#17 საპყრობილეშიPსამი კორპუსია და სამივეში ორ-ორი სამლოცველო საკანია. ერთ დიდ სამლოცველო საკანში 30 მსჯავრდებული ცხოვრობს, ზოგში უფრო მეტი. ყველაზე პატარა 6-კაციანი საკანია.

მამა შიოს ვკითხე, საპყრობილიდან გამოსულების უმრავლესობა ეკლესიურ, სულიერ ცხოვრებას თუ აგრძელებს-მეთქი. მიპასუხა, - უმრავლესობა, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ის შეძლებისდაგვარად კვლავაც აგრძელებსო. სამლოცველო საკნის ერთ-ერთი კეთილმოწესე დღეს უკვე მონასტერში ცხოვრობს. აუცილებლია მოხდეს საპყრობილიდან გამოსული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნება, როგორც უკვე ნორმალური, არასაშიში ადამიანისა. ღვთის მადლით, ეკლესია ამ მისიას ასრულებს.

საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ...

მამა შიოს ლოცვა-კურთხევით დავუკავშირდი საპყრობილედან გამოსულ კეთილმორწმუნე ადამიანებს. მამუკა ჟორჟოლიანი დღეს უკვე პროფესიონალი ხატმწერია. ამჟამად სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს ხატავს. მამუკას წმინდა მარინეს ტაძარში შევხვდი.

- დიდი ღვაწლი და ამაგი მიუძღვის დედა ეკლესიას, უწმინდესს პატიმრების ცხოვრების კეთილად წარმართვაში. უღრმესი მადლობა ყველა იმ სასულიერო პირს ვინც ანუგეშებს პატიმრებს. მათთვის ეს ძალიან დიდი ნუგეშია. უწმინდესმა არაერთხელ მოინახულა საპყრობილესა შინა მყოფნი. ცდილობდა, ყველა პატიმარს შეხებოდა, დაელოცა და თავზე ხელი დაედო. რთულია პატიმარს სიმშვიდე შეუნარჩუნო და მოთმინება შთააგონო. თუნდაც იმის ახსნა, რომ განსაცდელი ღვთისგან და საკურნებლად არის მოვლენილი. ვიდრე ციხეში მოვხვდებოდი, მანამდე შორს არ ვყოფილვარ ეკლესიასთან. გარკვეული პერიოდი ეკლესიურად ვცხოვრობდი (ბეთანიაში მყავს მოძღვარი, მამა იაკობი), აღსარებასაც ვამბობდი, ვეზიარებოდი. ჩემთვის უცხო არ იყო იმის გაგება, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს. უბრალოდ, დანახვა უნდა იმ მიზანს, რატომ მოდის განსაცდელი, რომ ყველა განსაცდელი საკურნებელია. ვერც ვიოცნებებდი, ოდესმე ხატს თუ დავწერდი და გარკვეულწილად, ღვთისმსახურებაში მივიღებდი მონაწილეობას. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის..

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საპყრობილეში მამა ისააკი მობრძანდა. მოეწყო მცირე მოცულობის ხატწერის შემსწავლელი სახელოსნო. თავიდან ოთხ კაცზე იყო გათვალისწინებული. ასე დავიწყეთ ხატწერის შესწავლა. ჩვენი მდგომარეობა ხატწერის შესწავლამ საკმაოდ შეამსუბუქა. დასაქმებული ვიყავით და დროის გასვლას ვეღარ ვგრძნობდით. ვინც საპყრობილეში ხატწერის შესწავლით იყო დაკავებული და გარეთ გამოვიდა, დღეს ყველა ეკლესიის წიაღშია და ისევ იმ საქმეს ეწევა.

***
საპყრობილეში ადამიანს უფრო მეტი დრო ეძლევა დაფიქრდეს განვლილ ცხოვრებაზე, იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ცხოვრების სასიკეთოდ გამოსწორება. უფიქრდები, რომ ერთ წამში შეიძლება რაც გაქვს, ყველაფერი გაქრეს და სხვაგან აღმოჩნდე. საპყრობილე ფიქრის და სინანულის ადგილია. სინანულის გრძნობა წუთითაც არ მტოვებს... ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი ყოველთვის აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო ძნელად და უფრო უკანა წერტილიდან...

მამუკა ჟორჟოლიანის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი

საპყრობილეში მოძღვრები შემოდიან და ანუგეშებენ პატიმრებს. მამა შიო მენაბდე საპყრობილეში დადგინებული მოძღვარია. ის არის ყველას თავდადებული პატრონი, პატიმრების დიდი იმედი. რასაც მამა შიო აკეთებს იქაური პატიმრებისთვის, ამას მხოლოდ მოყვასის, მრევლის თუ ღვთის ძალიან დიდი სიყვარული შეგაძლებინებს. ვისაც ციხეში მამა შიოსთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა, გარეთ გამოსულიც აგრძელებს.

ექვსი წელი ვიყავი ციხეში. შარშან გამოვედი. ციხეში დავწერე ქობის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრისთვის ღვთისმშობლის მიძინების ხატი (ამ მონასტერს მამა შიო წინამძღვრობს). მონასტრის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო და ხატი მამა ბესარიონთან ინახებოდა. საპყრობილიდან მიძინების დღესასწაულზე გამოვედი და მაშინვე მამა შიოს დავუკავშირდი. მოძღვარმა მითხრა: ახლა შენ დაწერილ ხატს მივაბრძანებთ ქობის მონასტერშიო. მრევლმა მსვლელობით გადააბრძანა მონასტერში ღვთისმშობლის მიძინების ხტი.

ამჯერად მამა ისააკის სახელოსნოში ვაგრძელებ მუშაობას. ხატებს ვწერ შეკვეთით. მამა დავით ისაკაძემ რომ ნახა დაწერილი ხატები, მამა ისააკის რეკომენდაციით, სახელოსნოდან რამდენიმე კაცი წამოგვიყვანა. ახლა ერთად ვხატავთ სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ტაძარს.

ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, უფრო სუფთა და წმინდაა. საუბარი მადლობით დავიწყე და მადლობით დავამთავრებ. მადლობა ღმერთს უპირველესად იმისთვის, რომ ჩემნაირსაც არ ტოვებს და ყველანაირად ცდილობს, სწორ, ცხონების გზაზე დააყენოს. მადლობა უწმინდესს, მადლობა ყველა იმ მოძღვარს, ვინც თითო მარცვალი დათესა და თესავს ყველა პატიმრის სულში. ადრე თუ გვიან ალბათ ყველა მარცვალი გაღვივდება და ნაყოფს გამოიღებს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler