ქართული ტრადიციები
ქართული ტრადიციები
ჯვარი წინასა, ჯვარი წინასა, ჯვარი წინასა, შე ქრისტეღმერთო!
ქართული საქორწინო ტრადიციები ერთ-ერთი საინტერესო საკითხთაგანია. თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფერი, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, შეიძლება მისაღები არც იყოს, მაგრამ ცოდნა კი ურიგო არ იქნებოდა. იქნებ, არც ღირდეს ასე ერთი ხელის მოსმით ყოველივეს უარყოფა და მივიწყება. იქნებ, მათ უკეთ იცოდნენ ზოგიერთი რამ მაინც. ამ "დაშვებამ" იქამდე მიგვიყვანა, რომ გადავწყვიტეთ, კვლევა დაგვეწყო. საკვლევ ადგილად საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთი ავირჩიეთ (მთა ხომ ქვეყნის მუზეუმია). საკმაოდ დიდი ხნის ძიების შემდეგ გარკვეული სურათი დაიხატა:

მთაში ქორწილი საკმაოდ გრძელი პროცესი იყო და მოიცავდა პერიოდს პატარძლის შერჩევიდან ქალის სახლში გასტუმრებამდე. ამ ყველაფერს კი რამდენიმე წელიც კი შეიძლება დასჭირვებოდა.

ვაჟის საქორწინო ასაკი რომ მოატანდა, მშობლები იწყებდნენ სარძლოს შერჩევაზე ფიქრს. ჯერ შვილის მეგობრებში გაიკითხავდნენ, ვინმე ხომ არ უყვარდა. თუ ვერ გაიგებდნენ, თავად შეუდგებოდნენ ძებნას.

საპატარძლოებს ძირითადად ხატობებსა და ქორწილებში ათვალიერებდნენ. მაგრამ ფიზიკური მოწონება არაფერს ნიშნავდა. მთავარი მერე იწებოდა: ქალს რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა.

პირველი მოთხოვნა ასეთი იყო: ქალი უნდა "ერგებოდეს" ვაჟს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ გოგონა არ უნდა ყოფილიყო არც სისხლით მონათესავე, არც მოსისხლე (თუნდაც შერიგებული) გვარის წარმომადგენელი. მათ შორის არ უნდა ყოფილიყო არც მოყვრობით, არც ფიცით, არც ნათელ-მირონობით ნათესაობა. არ შეიძლებოდა კაცს თავისივე ხატის ყმა შეერთო ცოლად.

შემდეგი პირობა: ქალის გვარი უნდა ყოფილიყო "ტოლი და სწორი" ვაჟის გვარისა. მიუხედავად იმისა, რომ მთაში არ ყოფილა ბატონყმობა, გვარის სახელიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ამის შემდეგ ყურადღება ექცეოდა ქალის ავ-კარგობას, ზნეს. გაიკითხავდნენ, როგორი ქალიაო, როგორი ხათრი აქვს უფროსებისო, როგორი ხელსაქმე იცისო. მოგვიანებით, როცა წაწლობა-სწორფრობის ინსტიტუტმა ნამდვილი სახე დაკარგა, ქალის ოჯახს იმითაც მოჰქონდა თავი, ჩვენი ქალი "ნაწოლ-ნადგომი" არ არისო (ე.ი. არ წაწლობსო).

მხოლოდ ამ ყველაფრის მერე იდგა შესახედაობა. მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი იყო საპატარძლოს ზემოთ ჩამოთვლილი პირობები დაეკმაყოფილებინა, თორემ არც მცირე ნაკლით დაიწუნებოდა ქალი და არც გარეგნული სილამაზით მოიწონებოდა.

ქალის შერჩევის შემდეგ იწყებოდა შუაკაცების მიმოსვლა ქალიანთას. შუაკაცებს ვაჟის ოჯახი არჩევდა. ცდილობდნენ, ისეთი ხალხი ჩაერთოთ საქმეში, რომლებსაც ქალის ოჯახი პატივს სცემდა და უარს ვერ აკადრებდა.

სტუმრობა ქალიანთას იწყებოდა მოკითხვით. მოსულები მასპინძელ ოჯახს შეაქებდნენ. ეტყოდნენ, რომ გაიკითხეს და მათზე კარგის გარდა ვერაფერი გაიგეს. მერე ვაჟზეც გადაუკრავდნენ სიტყვას. ქალის მამა ჯერჯერობით საიმედოს არაფერს ამბობდა. შუაკაცებს ჩვეულებრივ სტუმრებად იღებდა და წესისამებრ უმასპინძლდებოდა. თუმცა საქმე ამით არ მთავრდებოდა. მთხოვნელები კიდევ რამდენჯერმე მოვიდოდნენ. ეს ქალსაც სახელს მატებდა და სხვა ხელის მაძიებლებსაც იზიდავდა. სტუმრობასა და სტუმრობას შორის რამდენიმეთვიანი ინტერვალი იყო, რაც ქალის ოჯახს მოფიქრების და სასიძოს ამბის გაკითხვის საშუალებას აძლევდა. თუ საქმე იქით წავიდოდა, რომ ოჯახი დათანხმებას გადაწყვეტდა, ნათესავების თანდასწრებით ქალსაც შეეკითხებოდნენ აზრს. ის კი, როგორც წესი, უპასუხებდა: "ჩემი პატრონები თქვენა ხართ და თქვენი ნებაა, თუნდა წყალში გადამაგდეთო". თუ ქალი უარს განაცხადებდა მშობლების მოწონებულზე, მასზე იტყოდნენ, ნებიერად ყოფილა გაზრდილიო, მაგას მშობლების ხათრი არა აქვს და სხვის ხათრს როგორღა გასწევსო. ამიტომ ასეთი შემთხვევები იშვიათობა იყო.

ქალის ოჯახი მთხოვნელებს მეოთხე-მეხუთე მისვლაზე "აგრეობას" ანუ თანხმობას ეტყოდა. შუაკაცებიდან რომელიმე ადგებოდა და დაილოცებოდა: "ღმერთმა ნურას შეგვანანოს ერთურთის ნათესაობა, ჩვენს თავზე წაღმ იყოს ანგელოზიო". დათქვამდნენ ნიშნობის დღეს და წავიდოდნენ.

ნიშნობაზე ვაჟის ოჯახი ქალიანთას რაღაცას მიიტანდა, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ფული, ზოგში - რაიმე ნივთი. იმართებოდა მცირე პურობა. ამ დღის შემდეგ ქალს თავისად დაიგულებდნენ ვაჟიანები. თუკი ვინმე გაბედავდა და დანიშნულ ქალს მოიტაცებდა, ამ საქმეში მამის ოჯახი აღარ ერეოდა. ქალი ვაჟისა იყო და პასუხიც მას უნდა გაეცა. ნიშნობიდან ქორწილამდე დრო არ იყო განსაზღვრული. შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო და შეიძლება - რამდენიმე წელი. ძირითადად ფეხს ქალის მამა ითრევდა. მას ხელს არ აძლევდა მუშახელის დაკლება.

სამაგიეროდ, სასიძო მიდიოდა სასიმამროს ოჯახში და იქ რამდენიმე თვეს რჩებოდა. როგორც ჩანს, ეს იყო საკმაოდ უსიამოვნო დრო: ვაჟი უკანასკნელი მოჯამაგირესავით მუშაობდა, სტუმრებს ფეხზე მდგარი ემსახურებოდა, ქალი გამუდმებით ემალებოდა, ეჩხუბებოდა, ახლოს არ იკარებდა. ბოლოს, ვაჟი საკუთარ სახლში ბრუნდებოდა და ოჯახებიც საქორწინო სამზადისს შეუდგებოდნენ.

ვაჟიანები იმარაგებდნენ ხორცს, ლუდს, პურს და ყველაფერს, რაც საჭირო იყო. მათვე ევალებოდათ ქალის მამისთვის გაეგზავნათ საკლავი და სასმელი, რომლითაც ქალიანები მეზობლებს უნდა გამასპინძლებოდნენ პატარძლის გაცილებისას სიძის სახლში. გარდა ამისა, ხევში დასტურდება ვაჟის მიერ ქალის ოჯახისთვის ურვადის გადახდის ტრადიცია. თავის დროზე ეს იყო საკმაოდ დიდი თანხა (ა. ყაზბეგის თქმით, 40 თუმანს აღწევდა, რაც 40 ძროხას უდრიდა). ურვადი იმის გარანტია გახლდათ, რომ გაყრის შემთხვევაში ქალს შეძლებოდა დაბრუნებულიყო მამასთან და ეცხოვრა მშვიდად და დაუმადლებლად.

ქორწილის დღეს სიძე მოირთვებოდა და მიდიოდა ქალის ოჯახში. მას თან ახლდნენ: ეჯიბი, მეჯვარე და მაყრები.

ეჯიბი იყო ბავშვის ნათლიად შერჩეული ადამიანი, ნეფის მარჯვენა ხელი. მას ევალებოდა ქორწილის წარმართვა. დღევანდელი თვალით - თითქმის იგივეა, რაც მეჯვარე. მთაში ჯერ ეჯიბი იყო, მერე მეჯვარის გვერდით თანაარსებობდა, ბოლოს მეჯვარემ მთლიანად ჩაანაცვლა იგი.

ამ დროს ქალი მეგობრებთან ერთად ცალკე ოთახში იყო შეკეტილი. მისი გამოყვანა ეჯიბს ევალებოდა. ეჯიბი შეეხვეწებოდა ქალებს პატარძლის დათმობას, ბოლოს, გარკვეულ გასამრჯელოზე შეთანხმდებოდნენ და გაუღებდნენ კარს. ქალის ოჯახიდან ეკლესიაში მიდიოდნენ, ჯვარს დაიწერდნენ და ვაჟიანთ სახლისაკენ გასწევდნენ. წინ მახარობელი გააჭენებდა ცხენს და სიძის ოჯახს ამცნობდა ნეფე-დედოფლის მობრძანებას. მახარობელს აჯილდოვებდნენ. სახლში მისულებს გადაჯვარედინებული ხანჯლების ქვეშ გაატარებდნენ - ავი სული არ შეჰყვეთო. კარში ნეფის დედა შეეგებებოდა. მას ხელში თაფლ-ერბოიანი ჯამი ეჭირა და ქალსა და ვაჟს თითო კოვზს შეაჭმევდა. შემდეგ მოჰკიდებდა ახალდაქორწინებულებს ხელს და კერას სამგზის შემოატარებდა. პატარძალს ფქვილს დააყრიდა თავზე - აგრე თეთრადამც ახყვავდებიო. შემომვლელებს წინ მეჯვარე მიუძღვოდათ მორთული ჯვრით ხელში. დამსწრეები "ჯვარიწინასას" მღეროდნენ:

"ჯვარი წინასა, ჯვარი წინასა, ჯვარი წინასა, შე ქრისტეღმერთო,
დასწერე ჯვარი ჩვენ ნეფიონსა, ახალ ყოილთა, დასდევ ბეჭედი".

ქორწილში ყველას უნდა დაელია. ვინც არ დალევდა, ხუმრობით ურტყამდნენ, ისიც ადგებოდა და გარბოდა. მღეროდნენ, ცეკვავდნენ და კაფიობდნენ (ამ მხრივ გამონაკლისს ხევსურების ქორწილი წარმოადგენს. იქ ქალები არ მხიარულობენ, ეს სირცხვილად ითვლება. ხევსური არც ცეკვავს, არც ლექსებს ამბობს. მხოლოდ სვამს და მღერის. ხევსურის სიმღერა, როგორც სერგი მაკალათია ამბობს, არამელოდიური და უსიამოვნო მოსასმენია). მთავარი გასართობი მთის ქორწილში მყეფარი იყო. მყეფრად ირჩევდნენ ერთ ან ორ კაცს, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ. მათი მოვალეობა იყო ახლადდაქორწინებულთათვის მორთმეული საჩუქრების აღება და ხალხის შექცევა ხუმრობით.

სტუმრების დაშლის დრო რომ მოატანდა, ნეფე-დედოფალს გვირგვინებს ახდიდნენ. ამ დროს ქალის მაყრები ცდილობდნენ სიძის დაჭერას, ვაჟისები კი მის უვნებლად გაპარებას. თუ დაიჭერდნენ, სცემდნენ, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ქორწილის მეორე დღეს ხდებოდა მეზობლებთან გადაპატიჟება. მთაში, როგორც წესი, ერთ სოფელში ერთი გვარის ხალხი ცხოვრობდა. ფაქტობრივად, ამ რიტუალით ხდებოდა ქალის გაცნობა ქმრის ნათესავებთან.

ქორწილი სამიდან შვიდ დღემდე გრძელდებოდა. ეს დამოკიდებული იყო ოჯახის ეკონომიკურ სიძლიერეზე. ბოლო დღეს მაყრების პატივსაცემად კიდევ ერთხელ იშლებოდა სუფრა და შინ ისტუმრებდნენ. ქალიანთებს ვაჟის სოფლიდან მიჰყავდათ ქათმები (კომლზე თითო) და მხიარულებას პატარძლის სახლში აგრძელებდნენ.

ქალი ერთი კვირა რჩებოდა ქმრის სახლში. ამ დროის მანძილზე მას კარგი დიასახლისობა უნდა გამოეჩინა. აკრძალული იყო მეუღლეების ერთად წოლა. პატარძალს ეს უყოფაქცეობაში ჩაეთვლებოდა. ერთი კვირის თავზე ქალი მამის სახლში ბრუნდებოდა და იქ რჩებოდა მთელი წელი. დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ ქალი ქმართან ძმას მიჰყავდა. თუმცა ჯერ მზითვი არ მიჰქონდა. შეიძლებოდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ შეგუებოდა და უკან დაბრუნებულიყო.

მთიელი ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყო. ოჯახში რომ გოგონა იბადებოდა, მას ერთ ხბოს ჩუქნიდნენ. სანამ მამის სახლში იყო ქალი, მას უგროვდებოდა ამ ხბოს ნამატი თუ ნაწველი. ქალს შეეძლო ყველ-ერბო გაეყიდა და აღებული ფულით ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები შეეძინა. მთელ ამ ქონებას ჰქვია "სათავნო" და ის სიცოცხლის ბოლომდე ქალის საკუთრებად რჩება. სათავნოს გარდა ოჯახი პატარძალს ატანს მზითვს, რომელიც რამდენიმე აუცილებელი ნივთისაგან შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ვაჟიანთას საკმაოდ დიდი ქონება შეაქვს ახალ წევრს. სწორედ ამის გამო იყო, რომ მთაში (განსაკუთრებით ხაზგასმული ეს საკითხი ხევსურეთშია) ქალი გვიან თხოვდებოდა (30-35 წლისა). ჯერ ერთი, სათავნო უმრავლდებოდა, რაც ვაჟის ოჯახს აძლევდა ხელს. მეორეც, მამის სახლში დიდხანს იყო, რაც მისი ოჯახისთვის იყო მომგებიანი. და ბოლოს, თავად ქალსაც არ ეჩქარებოდა სწორფერთან ურთიერთობის გაწყვეტა და უსიყვარულოდ გათხოვება ვიღაც უცნობზე.

მთიელები ქორწინებიდან სამი წელი მაინც ერიდებოდნენ შვილის გაჩენას. ეს იყო ერთვარი შეგუების, გაცნობის პერიოდი ცოლ-ქმრისათვის. საბოლოოდ თუ ჩათვლიდნენ, რომ ერთად ყოფნა შეეძლოთ, შვილსაც გაიჩენდნენ და ტკბილადაც შეაბერდებოდნენ ერთმანეთს.

ასეთი იყო საქორწინო ტრადიციები საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში. ბევრით მისაღები, ბევრით მიუღებელი, მაგრამ მაინც ჩვენი და მაინც საცოდნელად საჭირო.

მოამზადა
ნინო ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler