გამომცემლობა "მთაწმინდას" ახალი წიგნი: წმიდა გაბრიელ მცირე - "სულისა წმიდისა მინდობითა".
გამომცემლობა "მთაწმინდას" ახალი წიგნი: წმიდა გაბრიელ მცირე - "სულისა წმიდისა მინდობითა".
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას (აქსის თაუერსი, ჭავჭავაძის გამზ. 37, საკომფერენციო დარბაზი).

გამოცემის მიმომხილველნი - ცნობილი სასულიერო და საერო მოღვაწენი:

მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდაძე.

წიგნი - "სულისა წმიდისა მინდობითა" მოიცავს წმინდა გაბრიელის სრულ შემოქმედებას და არის 1644 გვერდი. მის ტექსტზე მუშაობა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობა. მასში შესული ტექსტები შესწავლილია მეცნიერული კვლევების საფუძველზე და გამოცემულია აკადემიურად.

გაბრიელ მცირე მოღვაწეობდა მე-18 საუკუნის მიწურულს გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. იგი აღესრულა მოწამეობრივად 1802 წელს.

გაბრიელ მცირეს სასულიერო ლიტერატურული დანატოვარი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ორიგინალური თხზულებები და 2. შედგენილი კრებულები. ორიგინალურ თხზულებებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა თხრობები გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ. ამ ტექსტების მეშვეობით შესაძლებელი გახდა წამებულის მონასტერში მდებარე 6000 ბერის საძვალის მოძიება, ასევე საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა გარეჯში მოღვაწე არაერთი სასულიერო პირი. წმიდა გაბრიელის შედგენილი კრებულები მოიცავს 200 პატერიკს, 40 შესხმას, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვა წმინდა მამათა სწავლებებს; მათი ქართული თარგმანი კი ეკუთვნით: ეფთვიმე მთაწმინდელს, ეფრემ მცირეს, თეოფილე ხუცესმონაზონს და სხვ. წიგნში - "სულისა წმიდისა მინდობითა" წარმოდგენილი ტექსტები ჩვენ ეროვნულ საუნჯეს, ოქროს ფონდს წარმოადგენს, რომელსაც გამოცემაში 1398 ნაბეჭდი გვერდი უჭირავს. ხსენებულ ტექსტებს მოსდევს ვრცელი მეცნიერული კვლევა გაბრიელ მცირისა და მისი შემოქმედების ირგვლივ. წიგნის დასასრულს წარმოდგენილია ანოტირებული საძიებელი, რომლის მეშვეობითაც მკითხველს საშუალება ეძლევა მიიღოს მოკლე ცნობები ტექსტში მოხსენიებულ პირთა შესახებ.

უდავოა, ამ გამოცემაში შემავალ ნაშრომთა მნიშვნელობა მოზარდისა და ზრდასრულის სულიერი აღმასვლის და სარწმუნოებრივი სიმტკიცისათვის
ბეჭდვა
1კ1