რასაც თქვენს თავს აკლებდით, ის სხვას შეჰმატეთ
რასაც თქვენს თავს აკლებდით, ის სხვას შეჰმატეთ
ქართველი მეცენატები
ჯერ კიდევ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებამდე, ჩვენი წელთაღრიცხვის 74-64 წ.წ. რომში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გაიუს ცილნიუს მეცენატი, შეძლებული ეტრუსკი დიდგვაროვანი, რომელმაც ძველი დროიდანვე გაითქვა სახელი, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების დიდმა ქომაგმა და თაყვანისმცემელმა. იმ მწირი ცნობებიდან, რომლებიც ისტორიამ ამ პიროვნებაზე შემოგვინახა ცნობილია, რომ მეცენატი იმპერატორ ავგუსტუსთან დაახლოებული და მეტად გავლენიანი პირი იყო, საიმპერატორო კარზე მონარქიული წყობის მომხრედ და აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა. რომაელ არისტოკრატს, მეცენატს, მართალია, სახელმწიფო თანამდებობები არ იზიდავდა, მაგრამ იმპერატორ ავგუსტუსის დავალებით, მაინც უწევდა პოლიტიკური თუ დიპლომატიური მისიების შესრულება. მეგობრობდა ჰორაციუსთან, ვერგილიუსთან, პროპერციუსთან, მის თანამედროვე არაერთ მწერალთან, მხატვართან, მოქანდაკესთან, სიბრძნისმოყვარეობით გამორჩეულ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, რომელთა სახელებიც, სწორედ გაიუს მეცენატის ქველმოქმედების წყალობით უკვდავყო ისტორიამ.

"არგონავტების" ავტორის, აპოლონიოს როდოსელის მიმდევარმა ვერგილიუსმა, სწორედ მეცენატის შეგონებითა და თანადგომით დაწერა "გეორგიკები" და "ენეიდა", - აღნიშნავს ცნობილი ქართველი მხატვარი, ჟურნალისტი და მკვლევარი, პროფესორი დემურ ბაშალეიშვილი.

ქველმოქმედების გამო მისი სახელი ძველ დროშივე იქცა მეცნიერთა, ხელოვანთა და მწერალთა მფარველის განზოგადებულ ცნებად და ოც საუკუნეზე მეტია, მადლიერი ადამიანების მიერ ყველაზე სათუთად და ამაყად წარმოითქმება".

გაიუს მეცენატი თავადაც ქმნიდა პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს. მისი ქმნილებებიდან ჩვენამდე ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. მან არა როგორც ხელოვანმა, არამედ როგორც ქველმოქმედმა გაითქვა სახელი და ორ ათასწლეულზე მეტია, იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს ცივილიზებულ სამყაროში, რომ სიტყვა "მეცენატი" შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთა შემწე და მფარველის ზოგად ტერმინად იქცა.

საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინებულ, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანას, ყოველ დროში ჰყავდა განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების დამფასებელი, ქველმოქმედი ადამიანები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ერის სულიერი და მატერიალური განვითარებისა და აღორძიების მამულიშვილურ საქმეში.

რუბრიკაში, "ქართველი მეცენატები", სწორედ ამ ადამიანების ცხოვრებასა და ღვაწლზე მოვუთხრობთ ჟურნალის მკითხველს.

წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე
"ისტორია ის დიდებული ტაძარია, სადაც უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წაუწერია დიდია საქმეთა მოთხრობა, ვითარცა საშვილიშვილო ანდერძი".

საოცარი და შეუცნობელია განგებულება ღვთისა, თუ ქართველ მირონცხებულ მეფეთაგან წმიდანად შერაცხილმა დავით IV ბაგრატიონმა დაიმკვიდრა ისტორიაში აღმაშენებლის სახელი, სასულიერო მოღვაწეთაგან ასეთი პატივი წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძეს ხვდა წილად.

"ალექსანდრე აღმაშენებელი", "მამა ქართველთა", "შიო ახალი", "აფხაზეთის მეორე მოციქული", "XIX საუკუნის ცოცხალი მატიანე", "სკოლა სათნოებისა". ასეთი შედარებები მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა თანამედროვეთაგან და რაც დრო გადის, მადლიერი შთამომავლობა მეტ პატივს მიაგებს ამაგდარ მღვდელმთავარს, ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უანგარო და ფასდაუდებელი სამსახურისთვის.

წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს ქვეყნისთვის მეტად რთულ ისტორიულ ეტაპზე მოუწია ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს რუსეთთან შეერთებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას მრავალსაუკუნოვანი ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. ჩვენი ეკლესიის სათავეში კი რუსი ეგზარქოსები აღმოჩნდნენ. თუმცა, ქართველ ხალხში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და მის სულიერ წინამძღვრად ეპისკოპოსი ალექსანდრე მოიაზრებოდა ყოველთვის. მეტიც, ალბათ ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთაგან ბევრს არ რგებია ხალხის ისეთი გულმხურვალე სიყვარული და აღიარება, როგორც მეუფე ალექსანდრეს, რადგან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ცნობიერების გაღვიძებისა და მართლმადიდებლობის მდიდარი ტრადიციების აღდგენა-განვითარებაში.

დიდი ილიას მოძღვარმა, წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ, დიდად გაუთქვა სახელი გორის რაიონის სოფელ დისევს, სადაც 1824 წელს დაიბადა სოფლის მღვდლის, დავით ოქროპირიძის ოჯახში. მშობელთა დიდ დამსახურებას უნდა მივაწეროთ ის, რომ პატარა ალექსი (მისი ნათლობისა და ერისკაცობის სახელი) ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანულ სწავლა-აღზრდას. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის საძმოში და იმ დღიდან ატარებს ალექსანდრეს სახელს, აქვე აკურთხეს მთავარდიაკვნად.

1845 წლის 18 აგვისტოს, ცოდნა-განათლებას დაწაფებული ჭაბუკი, სწავლის გასაგრძელებლად ყაზანში, სასულიერო აკადემიაში სასწავლებლად გაემგზავრა. აკადემიაში თავი ისახელა, როგორც ნიჭიერმა, წარჩინებულმა სტუდენტმა. არა მარტო ინტელექტითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა თანატოლებისაგან, არამედ მოყვასის მტკიცე სიყვარულითაც ყოფილა ღვთისგან დაჯილდოებული. პროფესორი ზამენსკი იხსენებს: "ერთ წელიწადს ქალაქ ყაზანში ხოლერა მძვინვარებდა. ბერ-დიაკონი ალექსანდრე, ორ სხვა თავის ამხანაგ რუსის სტუდენტთან ერთად, ავადმყოფთა მომვლელთა დასში ჩაეწერა და უშიშრად, თავგამეტებით ემსახურებოდა ამ საშინელი სენით შეპყრობილ ადამიანებს, განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა". მოძმეთა შორის ასეთ თავგანწირულ სიყვარულს ბევრი განუცვიფრებია.

შავი სამღვდელოების რთულ გზაზე შემდგარ ახალგაზრდას ყაზანის აკადემიაში მრავალმხრივი განათლება მიუღია, საფუძვლიანად დაუფლებია საეკლესიო, საზოგადო სამოქალაქო ისტორიის, ღვთისმეტყველების, ფიზიკა-მათემატიკის, ფილოსოფიის საფუძვლებს. შეუსწავლია ბერძნული, სლავური, ლათინური, გერმანული, თურქული და არაბული ენები, რაც დიდად წაადგა მომავალ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. მღვდელმონაზონი ალექსანდრე 1850 წელს სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

ჭეშმარიტ ქრისტიანს და ერის მოჭირნახულე მამულიშვილს ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, კიდევ მეტი შესაძლებლობა და ასპარეზი ეძლევა საეკლესიო და საერო საქმეების საკეთებლად, ამიტომაც ამბობდა მასზე წმინდა ამბროსი აღმსარებელი: "ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ გვასწავლა ჩვენ, რამდენად შეიძლება ამ უკუღმართ დროშიც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი - ქრისტიანული იდეალების მატარებელნი, როგორც მატარებელნი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა. იმ სიყვარულის, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, - არ არჩევს ახლობელს არა ახლობლისგან, რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისთვის, - როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავისი ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ქრისტესგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამქვეყნად შესაძლებელია განხორცილდეს".

წმინდა მღვდელმთავრისათვის სამშობლოს მსოფლგანცდა წარმოუდგენელია სულიერ-კულტურული ფასეულობების, წარსულის მემკვიდრეობის დაცვისა და მისი აღორძინების გარეშე, რომელშიც მართლმადიდებლობას შეუცვლელი ადგილი უნდა ეკავოს. სამშობლო მისთვის უპირველესი იდეალი და უმაღლესი საკურთხეველია, ამასთან იგი კონკრეტული დროითა და სივრცით არ შემოისაზღვრება. "ეკლესია და სამშობლო განუყოფელი და განუცალკევებელია, ეკლესიის კეთილდღეობა ქვეყნის ბედნიერებაა. მონასტრისა და ლავრის აღდგენა და აყვავება, ერისა და საზოგადოების წარმატება და წინმსვლელობაა", თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ მისი მეუფება დაუცხრომლად იზრდება იმ დროისათვის ყოველ პატივს მოკლებული ქართული ენის ბუნებრივი უფლებების დასაცავად, ილიასეულ ტრიადასთან მივალთ: "მამული, ენა, სარწმუნოება".

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე და წმინდა ილია მართალი

"თქვენ ხორცი დაუმორჩილეთ სულს და ერთი უდიდესი სათნოებაც ეს არის. გშიოდათ, არ სჭამდით, გწყუროდათ და არ სვამდით, გციოდათ და არ თბებოდით, იმისთვის კი არა, რომ ვითარცა ანგარმა და ძუნწმა ოქრო და ვერცხლი მოიხვეჭოთ, არამედ იმისათვის, რომ რაც საკუთრად თქვენთვის არ გემეტებოდათ, რასაც თქვენს თავს აკლებდით, ის სხვას შეჰმატეთ, სამადლოდ, საქვეყნოდ გაეცით, თქვენს სამშობლოს მოახმარეთ", - წმინდა ილია მართლის ამ შეფასებაში მარტივად, დიდი ადამიანისათვის დამახასიათებელი უჩვეულო სისადავით, ამასთან მწყობრი თანმიმდევრობით და ყოვლისმომცველი სისრულით არის გადმოცემული ალექსანდრე ეპისკოპოსის სულიერი დიდებულება, ყოველდღიურ კანონზომიერებასთან მისადაგებული ასკეტი ბერის ამტანობა, თავშეზღუდულობა, უანგარობა, ზნეკეთილობა, სამშობლოს კეთილდღეობისთვის დაუცხრომელი სწრაფვა. იქნებ, ყოველივე ამის გამო იყო ილიას მოძღვრის სიცოცხლე "მთელი და განუწყვეტელი სათნოება" (იქნებ, ყოველივე ეს გამოარჩევდა მას დანარჩენი სამღვდელოებისაგან და ანათესავებდა იმ მადლით ცხებულს მღვდელ-მონაზვნებთან", რომლებიც ერთ დროს ყოფილან ჩვენში, საუბედუროდ, ახლა აღარ არიან" (ილიას ციტატიდან).

მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალგაზრდა მღვდელმონაზონი აფხაზეთიდან იწყებს თავის სასულიერო მოღვაწეობას, სადაც მას იმთავითვე გაუთქვამს სახელი "ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ მქადაგებელს და ბოლოს, როგორც მწყემსმთავარს" (წმინდა ამბროსი ხელაია).

მღვდელმონაზონი ალექსანდრე საქმიანობას აფხაზეთის ილორის სასულიერო სასწავლებლის დაფუძნებით იწყებს: "აფხაზთა შვილებს პირველად ალექსანდრესგან მოეფინათ სხივნი სწავლა-განათლებისა", - მადლიერებით უთქვამთ მასზე, როცა ამ სასწავლებლის გახსნით არაერთი აფხაზი აზიარა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას. სასწავლებლის ასამოქმედებლად გაღებული შემოწირულობისათვის უწმინდესი სინოდის მადლობა დაუმსახურებია და სასწავლებლის ზედამხედველობაც მისთვის მიუნდვიათ.

1852 წელს, მამა ალექსანდრეს დიდი მონდომებით, სოფელ ლიხნში, მიხეილ შარვაშიძის საზაფხულო რეზიდენციაში, ამოქმედდა ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი. საარქივო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ზედამხედველმა ალექსანდრემ ამ სასწავლებლისთვისაც თავისი თანხებით 35 ახალი საწოლი, 15 მაგიდა და სხვა საჭირო ნივთი შეიძინა. ვინც ლიხნში შორეული სოფლებიდან იყო ჩამოსული, ზოგიერთ მათგანს ზედამხედველი ალექსანდრე პირადად მფარველობდა, ჰყავდა თავის ბინაში, ასმევდა და აჭმევდა საკუთარი ხარჯით", - აღნიშნავს გ. რიგვავა, რომელსაც სათანადოდ შეუსწავლია ეპისკოპოსის მოღვაწეობა აფხაზეთში.

1898 წელს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მეუფე ალექსანდრესთან დაახლოებული პირი და საგამომცემლო საქმიანობაში მისი შემწე და მეოხი ზაქარია ჭიჭინაძე გაზეთ "ივერიაში" წერდა: "რწმუნებულ არს, ნათელი ყურადღება მიაქციოთ ახალი თაობის სასულიერო განათლებას, რისთვისაც ვაჟთა და ქალთა სასულიერო სასწავლებლებში სტიპენდიები დააარსეთ და დიდძალ ფონდს სწირავთ, თქვენმა ამგვარმა ზრუნვამ, რათა მოზარდი თაობა სარწმუნოებისა და ეკლესიის აზრისამებრ ყოფილიყო აღზრდილი, თავი იჩინა აფხაზეთშიც, სადაც თქვენს მცირე საშვალებით მთელს ოც წელს ინახავდით და თქვენვე მასწავლებლობდით ბავშვებს".

1853-56 წლების რუსეთ-თურქეთის ომს დიდი ზარალი მიუყენებია აფხაზეთისთვის. ინგლისისა და საფრანგეთის ფლოტის მიერ სანაპირო ზოლის დაბომბვის შემდეგ, ილორისა და ლიხნის სასულიერო სასწავლებლებს შეუწყვეტიათ ფუნქციონირება. საომარ მოქმედებათა გამო, აფხაზეთის მთავარს სამეგრელოს სოფელ ჭკადუაშში შეუფარებია თავი და თავისი მემკვიდრის აღსაზრდელად ალექსანდრე ოქროპირიძე მოუწვევია. მოძღვარი სამეგრელოში თავის ოთხ მოსწავლესთან ერთად ჩასულა, ომის დამთავრებამდე მათთან ერთად ცხოვრობდა და თავისი ხარჯით ინახავდა მათ.

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler