საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში
საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში
მოგზაურის ჩანაწერები
საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში, ასე ეწოდება გერმანელი ბერდიაკვნის მამა ლაზარე ბუჰხაგენელის წიგნს , რომელიც გამოსცა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ახალშექმნილმა მთარგმნელობითმა საგამომცემლო ცენტრმა "სპეკალმა".

გერმანელმა სასულიერო მოღვაწემ საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის თავს მიუძღვნა.

სამოგზაურო ჩანაწერებს არა მხოლოდ დედანში, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეც გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი. კრებულს თან ერთვის ფერადად ილუსტრირებული ფოტოალბომი, რომელშიც გერმანელი ბერების მიერ გადაღებული სურათებია დაბეჭდილი. წიგნის ბოლო ყდაზე კი მოთავსებულია დისკი, რომლის საშუალებითაც მოისმენთ თბილისის ანჩისხატის ტაძრისა და ბუხჰაიგენის წმინდა სამების მამათა მონასტრის მგალობელთა მიერ შესრულებულ ქართულ-გერმანულ საღმრთო ლიტურგიის საგალობლებს.

ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ყოვლადწმინდა სამების ლავრაში. სიტყვები წარმოთქვეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ესაიამ (ჭანტურია), პროექტის ავტორებმა, მღვდელმა მალხაზ ყიფიანმა, თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტმა ზვიად ცაბაძემ და სხვებმა.

დასასრულს, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ მამა ლაზარე ბუხჰაგენელის წიგნი "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში".

მაცხოვრის, იესო ქრისტეს აღდგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოსალოცად გეზი საქართველოსკენ ავიღეთ. საქართველო კავკასიის სამხრეთით მდებარე უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ქვეყანა, რომელიც ძლიერ დამპყრობელ სახელმწიფოთა შორის მდებარეობს, სამი ათასი წელია ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, ხოლო 1700 წელიწადზე მეტია, რაც ღირსეულად ატარებს ქრისტეს ჯვარს (ქრისტიანობა საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ, რის შედეგადაც ქვეყანაში დაარსდა ქრისტიანული თემები, ხოლო IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა).

სანამ გავემგზავრებოდით, წინასწარ გავეცანით რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან, რომელიც ლოთარ ჰაიზერს ეკუთვნის (როგორც სქოლიოშია მითითებული, ლოთარ ჰაიზერი არის აღმოსავლური ქრისტიანობის ცნობილი გერმანელი მკვლევარი).

ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ზეობის ჟამს, 80-იანი წლების დასასრულს, თეოლოგ ლოთარ ჰაუზერის ყურადღება მიიპყრო საქართველოს სულიერმა აღორძინებამ. ის აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ "მაღალი სულიერებით იყო აღბეჭდილი საქმეში გამოცდილი და ღრმა სულიერებით შემკული პატრიარქის ილია II-ის სიცოცხლით სავსე და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობა" (ეს არის ციტატა მისი ცნობილი წიგნიდან "ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და მისი სარწმუნოებრივი მრწამსი).

მას შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა. დრომ მოიტანა ერთი მხრივ ქვეყნის ნგრევა და შუაზე გახლეჩა: რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაკავება, მეორე მხრივ კი ეკლესიური ცხოვრების აღორძინებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომლის მსგავსი ჩვენს დროს არ ახსოვს.

პარასკევ ღამით თბილისის აეროპორტში ორი პიროვნება გველოდებოდა. მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში სწორედ ისინი უნდა დაგვხმარებოდნენ ჩვენთვის უცნობი ქვეყნის გაცნობაში.

ერთ-ერთი გახლდათ ბატონი იულიან რაბიუსი, რომელიც თავის მეუღლესთან, პაულასა და სამ შვილთან ერთად, 12 წელი ცხოვრობდა საქართველოში, მას ახლა მეგზურობა და თარჯიმნობა უნდა გაეწია ჩვენთვის იმ ქვეყანაში, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ ქცეულიყო.

მეორე პიროვნება გახლდათ მამა იოანე მთაწმინდიდან (არქიმანდრიტი იოანე კიკვაძე, მთაწმინდის მამა დავითის მამათა მონასტრის წინამძღვარი). ეს მთასავით წელგამართული და თოვლივით თეთრწვერა ადამიანი აეროპორტის ხმაურიან მისაღებში გველოდებოდა.

აქვე მოვიხსენებ მესამე პიროვნებასაც - ეს არის ღრმადმორწმუნე ადამიანი და დიდი ქველმოქმედი, ბატონი დავით დუმბაძე, რომელმაც ჩვენი მოგზაურობის ფინანსურ უზრუნველყოფაზე იზრუნა...

ჩვენ შემოგთავაზეთ თავი მამა ლაზარეს სამოგზაურო ჩანაწერებიდან. საიდან გაჩნდა ამ წიგნის დაბეჭდვის იდეა? ამ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ წიგნის პროექტის ერთ-ერთ ავტორს, სასულიერო აკადემიის სტუდენტს ზვიად ცაბაძეს, ჩვენი დიალოგი ტელეფონით შედგა, ვიდრე თბილისის აეროპორტიდან, თვითმფრინავი გეზს გერმანიისკენ აიღებდა.

- ზვიად, გერმანიაში რა საქმეზე მიემგზავრებით?

- მამა ლაზარესთან ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები მიგვაქვს მე და ჩემს მეგობრებს, ბერებს ძალიან მოეწონათ ეს გამოცემა, მამა ლაზარემ მას საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი უწოდა, როგორც იცით, მისი საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ამ წიგნში გერმანულ, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა შესული ძალზე კვალიფიციური მთარგმნელების მიერ. გერმანულიდან ქართულ თარგმანზე მუშაობდნენ ნათია ანსიანი, რუსუდან ნიკოლოზიშვილი, დიანა გოგიშვილი, ინგლისური თარგმანი ქეთევან ჩიგოგიძემ შეასრულა, რომელიც ჩაასწორა და რედაქტირება გაუკეთა ამერიკის პენსილვანიის შტატში მოღვაწე გერმანელმა მართლმადიდებელმა მონაზონმა დედა კარიტინამ, წიგნი რუსულ ენაზე ნათია ორმოცაძემ თარგმნა, ასე რომ, დიდი შრომაა გაწეული.

- როგორ შედგა ეს პროექტი?

- გერმანელი ბერები 2010 წელს იმყოფებოდნენ სტურმად საქართველოში, როდესაც გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანში" შევიტყვე ამის შესახებ, მაშინ სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი ვიყავი, დავინტერესდი მათთან შეხვედრით, მაგრამ ისე მოხდა, მეორე დღეს ისინი ქუთაისში მიემგზავრებოდნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი გაფრინდნენ გერმანიაში და ვეღარ შევხვდით ერთმანეთს. დეკანოზი მამუკა თავხელიძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა მიუნხენში (თუ არ ვცდები) ქართული სამრევლოს მოძღვარი იყო, შესანიშნავად ფლობდა გერმანულ ენას და ერთი თვის განამვლობაში დაყვებოდა და მასპინძლობდა გერმანელ სასულიერო პირებს. სწორედ მისი საშუალებით დავუკავშირდი მამა ლაზარეს, მამა მამუკასთან ერთად ჩვენს დაახლოებაში წვლილი შეიტანა სასულიერო აკადემიის რექტორმა მამა გიორგი ზვიადაძემ, მისმა რეკომენდაციამ უწმინდესი ილია მეორის, მეუფე დანიელისა და ჩემი მოძღვრის კურთხევით დაიგეგმა ჩემი გამგზავრება მიუნხენის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. მანამდე არავითარი შეხება არ მქონია გერმანულთან. სასწრაფოდ უნდა შემესწავლა გერმანული ენა, გამიელვა აზრმა, პრაქტიკულად უფრო ადვილად დავეუფლებოდი ენას, თუ, დავუშვათ, ამ ბერების მონასტერში მოვხვდებოდი რამდენიმე თვე, თანაც როდესაც მამა ლაზარეს ჩანაწერები წავიკითხე, ისე მომეწონა მისი შთაბეჭდილებები საქართველოზე, კიდევ უფრო მომინდა გამეცნო ეს ადამიანი და ვთხოვე მამა მამუკას, მიმიღებდნენ თუ არა ისინი მონასტერში გარკვეული დროით. ისინი დათანხმდნენ ამ წინადადებას იმ პირობით, რომ საქართველოში გამევლო გერმანული ენის საფუძვლების შესწავლის ორთვიანი კურსები, რომ თავიდან არ გამძნელებოდა მათთან კონტაქტი და ლოცვების მოსმენა. სასწრაფოდ შევუდექი გერმანული ენის შესწავლას კერძო მასწავლებლებთან. მათ რომ ჩემი მონდომება დაინახეს, მთელი გული ჩადეს ამ საქმეში. 1-ელ დეკემბერს ჩავედი მათთან მონასტერში სამთვიანი პრაქტიკისათვის. გამაოცა მათმა გულთბილმა დამოკიდებულებამ. პირველქრისტიანული გამოცდილების სული ტრიალებს ამ მონასტერში. ძალიან გამოცდილი და უაღრესად განათლებული ადამიანია მონასტრის წინამძღვარი, მონასტრული ცხოვრების სულ ცოტა, 20-წლიანი გამოცდილება მაინც აქვს. მონასტრის ძმობა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია, უფრო სწორად, ბერლინში აქვთ მიტროპოლია, რომელიც ბულგარეთს ემორჩილება. მონასტრის ტერიტორია ამ ბერების კერძოOმფლობელობაშია. მამა იოანემ, ამ მონასტრის წინამძღვარმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა, 1990 წელს გაყიდეს თავ-თავიანთი ქონება, იყიდეს 5 ჰექტარი მიწა, წამოიწყეს მშენებლობა, რაც დღეს მოიცავს მონასტრის შენობებს და სათავსოებს. პატარა ველ-მინდვრები და ტყის გარკვეული მონაკვეთიც მათ კუთვნილებაში შემოდის. იქ მართლაც განსაკუთრებულად უყვართ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ქართველი ხალხი. ერთხელ მამა ლაზარემ აღნიშნა კიდეც, რომ "ჩვენ არ ვგრძნობთ თავს უცხო ქვეყანაში, როცა საქართველოში ვიმყოფებით, იქ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტაძარი და მონასტერია. არსად შევხვედრივარ სხვაგან ამხელა მრევლს და მოძღვრისადმი ასეთ დიდ მოწიწებას და პატივისცემას, ამიტომ ეს ქვეყანა მე ჩემს სამშობლოდ მიმაჩნიაო". სწორედ მაშინ მიჩვენა პირველად წერილები საქართველოზე, რომელიც შემდეგ ამ წიგნად იქცა, აქ აისახა ყველა ის ემოცია და შთაბეჭდილება, რაც მათ ჩვენი ქვეყნისგან მიიღეს. პირველად ეს წერილი დაიდო მათ საიტზე "ორთოდოქს ბი"-ზე. ეს არის მათი ვებსაიტის მისამართი სათაურით: "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში". წერილი იწყებოდა გერმანულ მონასტერზე შესავლით, მერე ჩემზეც წერდნენ, მე რომ ჩამოვედი მათთან პრაქტიკაზე, შემდეგ კი, ძირითადად ის წერილები და სურათები დაიდო, რომელიც ამ წიგნში შევიდა. დღესაც, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია იპოვოს ზემოაღნიშნულ მისამართზე 2010 წლის მონასტრის წერილებში. მე მათ ვთხოვე, ეს წერილები ქართულად გვეთარგმნა და წიგნად გამოცემულიყო. სიამოვნებით დამთანხმდნენ და თარგმანთან დაკავშირებული ყოველგვარი საავტორო უფლება ჩვენ მოგვანიჭეს.

- დაბოლოს, იქნებ იმაზეც ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობდა წიგნზე მუშაობა და ვინ განახორციელა ეს პროექტი?

- 2012 წლის ზაფხულში მიტროპოლიტ დანიელის ხელმძღვანელობით დაფუძნდა საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქართულ-ევროპული მთარგმნელობით-საგამომცემლო ცენტრი "სპეკალი", გადავწყვიტეთ, რომ ამ ცენტრს პირველ პროექტად ეს ოთხენოვანი წერილი გამოექვეყნებინა თავისი ფოტოალბომით, რომელშიც შევიდა გერმანელი ბერების თვალით დანახული საქართველო, წიგნის დიზაინი ბუხჰაგენელის მონასტრის წინამძღვრის მამა იოანეს მიერ არის შედგენილი. შარშან, აგვისტოში, როცა გერმანიიდან ჩამოვედი, შევუდექით წიგნის დაკაბადონებას. წიგნს თან ერთვის დისკი. დისკის ერთ მხარეზე გამოსახულია ქართული გალობის დიდი მოამაგის, წმინდა ექვთიმე კერესელიძის, მეორე მხარეს კი გერმანული მონასტრის წინამძღვრის, მამა იოანეს სურათი, რომელიც პროფესიით მუსიკისმცოდნეა და ყველა გერმანული საგალობელი მის მიერ არის შედგენილი. დღესაც ბერები ძალიან ბევრს შრომობენ, რომ ღვთისმსახურების ძირითადი ღერძიდან არ ამოვარდნენ და ერთმანეთს შეერწყას ტრადიცია და თანამედროვეობა.

ღვთის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით განხორციელდა ეს პროექტი, რომლის ხორცშესხმაში დიდი წვლილი შეიტანეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დეკანოზმა გელასი ნატროშვილმა, მამია საკანდელიძემ, ნუგზარ დეკანოსიძემ, კახა რუსიძემ, თინათინ ნადირაძემ, რომელიც იმხანად "პროკრედიტბანკში" მუშაობდა (ჩემი გერმანიაში გამგზავრება ამ ბანკმა დააფინანსა), ქ-ნმა ციური ლეჟავამ და სხვებმა. ამ პროექტში ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს სხვადასხვა კომპანიებმა, რომელთა შესახებაც წიგნის სპეციალურ გვერდებზეა მითითებული.

მე ვიტყოდი, რომ ძალიან მომწონს გერმანელი ბერების მონასტრის ტიპიკონი, მოგეხსენებათ, ეროვნულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს საეკლესიო ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე, მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე თავის ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებს ძირძველი ტრადიციული ქრისტიანული შეუხამოს დღევანდელობას, ძველი და ახალი კარგად შეერწყას ერთმანეთს, რაშიც მათ დიდ დახმარებას გაუწევს მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია, ეს ეხება გალობას, წირვა-ლოცვას, მორჩილებასა თუ ეკლესიური წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რაც შეეხება მონასტრის ძმობის ურთიერთობას, მე რომ არ მცოდნოდა, რომ მამა იოანე ამ მონასტრის წინამძღვარია, ამას ვერც კი მივხვდებოდი, იმდენად თანასწორი, უშუალო და მამაშვილურია მათი ურთიერთობა. იშვიათად შეხვდებით ასეთ მზრუნველ მამას, ამიტომ ბერებსაც განსაკუთრებულად უყვართ იგი. ბერები თავიანთი შრომითა და გარჯით ინარჩუნებენ ამ მონასტერს, საქმეც ყველას თანაბრად აქვს განაწილებული. როგორც წიგნის ავტორმა მამა ლაზარემ აღნიშნა, საქართველოზე შექმნილ წიგნს სულ მალე დიდი ინტერესით გაეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მოსახლეობა.

ჩვენდა გასახარად, საქართველოში თითქმის ყველგან შეიმჩნევა საკრალური კულტურის სფეროში ძველ ნიმუშებზე ორიენტირების, მათი გაცოცხლებისა და თანამედროვეობაში გადატანის ტენდენცია. კავკასიაში მდებარე წმინდა ქვეყნის, საქართველოს მოლოცვა დაგვეხმარა, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, საკმაოდ გამრუდებული ეკლესიური ცხოვრების გამოსწორებისთვის გვეღვაწა.

მონასტრის ირგვლივ შეიკრა წრე, სულიერი შვილები ეზიარებიან ჭეშმარიტების საიდუმლოებას, წმინდა გადმოცემებს ეცნობიან და მართლმადიდებლურად ცხოვრობენ, - წერს მამა ლაზარე წიგნში "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler