რაც შეიძლება მეტი ქართველი უნდა ჩავიდეს იქ
რაც შეიძლება მეტი ქართველი უნდა ჩავიდეს იქ
ტაო-კლარჯეთი
"ტაო-კლარჯეთის სიწმინდეების მოლოცვა ყოველი ქართველის სანუკვარი ოცნებაა", - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ვაკის წმინდა სამების ტაძრის მსახურმა დეკანოზმა მიქაელ წულუკიძემ. მამაომ ეს ნატვრა ცოტა ხნის წინ აისრულა და ახლა სწორედ ამ მოგზაურობიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება.

- ტაო-კლარჯეთის ეკლესიების, სიწმინდეების მოლოცვა ყოველი ქართველი ქრისტიანის სანუკვარი ოცნებაა. მეც წლების მანძილზე მსურდა ამ მხარეს ვწვეოდი. მახსოვს, სკოლაში, ისტორიის სახელმძღვანელოს ყდაზე ოშკის ფოტო იყო გამოსახული. ჯერ კიდევ მოსწავლეს მინდოდა იმ დიდებული კათედრალის ხილვა, და აი, ღვთის მადლით ეს შევძელით.

ორი წელი ვემზადებოდით წასასვლელად. საბოლოოდ ჩვენი ეკლესიიდან გახლდით მე და მამა საბა მრევლითურთ. ასევე იყო გურჯაანი-საგარეჯოს ეპარქიაში მოღვაწე მამა დავით ბურდული და კიდევ ათი კაცი პეტრე-პავლეს ეკლესიიდან. სულ ორმოცდაოთხნი ვიყავით. გვსურდა მგალობელთა გუნდის წაყვანაც, მაგრამ ეს შეუძლებელი გვეგონა, რადგან გუნდის მთელი კვირით ტაძრიდან მოხსნა ღვთისმსახურებას სირთულეებს შეუქმნიდა. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ჯგუფში სხვადასხვა ტაძრიდან ხუთმა მგალობელმა მოიყარა თავი და გუნდიც შეიკრიბა. თან გვახლდა მედავითნეც, იმ იმედით, რომ წირვის ჩატარების საშუალება მოგვეცემოდა. უწმინდესმა გვაკურთხა, გვთხოვა, თუ შევძლებდით, წირვა აღგვევლინა და სამშობლოსთვის გველოცა. ამ შეხვედრის შემდეგ მოგზაურობამ სულ სხვა დატვირთვა მიიღო, რადგან მუსულმანურ ქვეყანაში წირვის ჩატარება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - ფრთხილად უნდა გვემოქმედა, რომ არავის შევემჩნიეთ. შეიძლება, ხელი შეეშალათ, ჩვენი დაშლა ეცადათ, ეს კი განსაკუთრებით საშიში იქნებოდა წირვის დროს, როცა პური და ღვინო უკვე სისხლად და ხორცად არის ქცეული. ამიტომ პატრიარქმა გვითხრა, თუ რამე ასეთი მოხდა, მალევე ეზიარეთ, ქრისტეს სისხლი და ხორცი რომ არ შეურაცხყოთო. ტაო-კლარჯეთში ჩვენამდე ნამყოფი მოძღვრებისგან ვიცოდით, რომ ტრაპეზს სახელდახელოდ, ქვებისგან აწყობდნენ, ჩვენ კი, დრო რომ მოგვეგო, მოძრავი დასაშლელი "ტრაპეზი" წავიღეთ თან, რომელიც ძალიან გამოგვადგა.

KARIBCHEპირველი, რასაც ვეწვიეთ, იყო ალექსი კომნენოსის მიერ დაარსებული სუმელის მონასტერი, რომელიც ტრაპიზონიდან 60კმ-ზე, მთებში მდებარეობს. მას ლაზთა მონასტერსაც უწოდებენ. დღეს იქ მუზეუმია. ჩვენ ჯერ ტრაპიზონში ჩავედით, ამიტომაც მოგვეცა საშუალება, ეს მონასტერი გვენახა. წირვა-ლოცვისა და პარაკლისის გადახდის უფლება არ მოგვცეს, გალობასაც კი გვიკრძალავდნენ, მაგრამ მცირე პარაკლისი ჩუმად მაინც გადავიხადეთ. ბიჭებმა ხმადაბლა გალობაც კი შეძლეს. მრევლი ხელოვნურ კედელს გვიქმნიდა. რიგრიგობით გვეფარებოდნენ, თითქოს ტაძარს "ათვალიერებდნენ". ჩვენი ენა არავის ესმოდა, ამიტომ ვერავინ მიხვდა, პარაკლისი რომ ჩავატარეთ.

- მონასტერი ბერძნულია?

- დღეს ბერძნულად მიიჩნევენ. მოგეხსენებათ, ივერონიც და პალესტინის ჯვრის მონასტერიც ბერძნებს ეკუთვნით, მაგრამ ორივე ქართულია. სუმელის მონასტერი არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ვარძიის სამონასტრო კომპლექსს, მასავით ორივე მხრიდან არის მოხატული და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ალექსი კომნენოსი ბიზანტიიდან ლტოლვილი იყო და თამარის ქართული მხედრობის მეშვეობით დამკვიდრდა ლაზეთის ანუ ტრაპიზონის ტახტზე, რომ იმხანად ქართველებს ტრაპიზონის იმპერიაში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ, არ არის გამორიცხული, ეს მონასტერიც ქართული ყოფილიყო, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

- შემდეგ როგორ განაგრძეთ მოგზაურობა?

- ჩვენ საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოგვიხდა. გადმოვედით ბაიბურდიდან (იქ არის გადასასვლელი გურჯი ბოღაზზე) და შუაგული თურქეთის მხრიდან, თურთუმის გზით, შემოვედით ტაო-კლარჯეთში. გურჯი ბოღაზე, იგივე ქართველთა ქვეყნის ყელი, საოცარი ადგილია. ის ფაქტობრივად მესხეთის მთებზე მდებარეობს. მის სამხრეთით კარნო ქალაქია გაშენებული. როგორც გვითხრეს, მისი სიმაღლეა 2000მ ზღვის დონიდან, თვალუწვდენელი, მობიბინე მინდვრებით. აღმოსავლეთით კი, 30 კილომეტრზე, ბასიანია. გურჯი ბოღაზე ძალიან ვიწრო ხეობაა, თუნდაც 20 000 კაცის შემოსვლას აქ რამდენიმე დღე მაინც დასჭირდებოდა... გავიაზრეთ ეს და ყველას ერთი და იგივე განცდა დაგვეუფლა. თითქოს საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ იკრიბებოდა მუსულმანთა კოალიცია, ქართველთა მხედრობა ბრძოლისთვის. ათი საუკუნის წინათ მომხდარი სულ სხვანაირად განვიცადეთ. რომ მიხვდე, რას ნიშნავდა ბასიანის ბრძოლა, აუცილებლად უნდა ნახო ეს ადგილი.

ქართლის ყელში შემოსვლისთანავე იწყება იმიერტაო, თურთუმის ციხე. პირველად ხახულს მივადექით, რომელიც ახლა მეჩეთად არის გადაკეთებული. ეს მონასტერი სხვებთან შედარებით უკეთ გახლავთ შემონახული. ეზოც მოვლილია. ეკლესია დაკეტილი დაავხვდა და ღვთისმშობლის საგალობლები გარეთ ვიგალობეთ. მონასტერთან თურქული სოფელია. იქაურებმა ჩვენი მისვლის ამბავი მოლას შეატყობინეს. მაინცდამაინც არ გახარებიათ ქართველთა სტუმრობა...

საღამოს ჩავედით იუსუფელში, სადაც რამდენიმე ღამე გავათიეთ. პატარა სასტუმროში დავბინავდით.

იუსუფელი ჭოროხის ხეობის შუაწელზეა. სხვათა შორის, ქართველთა დასახლებაა. ბევრი გურჯი ცხოვრობს. ზოგი ქართულადაც ლაპარაკობს, ზოგმა კი, უბრალოდ, იცის, რომ ქართველია. ერთმა ისიც კი გვითხრა, ბებიაჩემი ჯერ კიდევ ქრისტიანი იყოო.

KARIBCHE KARIBCHE

მეორე დღეს ოშკი და ბანა გველოდნენ. დასახლება ოლთისიდან მოშორებით არის, ასე რომ, მოვახერხეთ და იქ ღვთისმშობლის სრული პარაკლისი გადავიხადეთ. ბანა დანგრეული კათედრალია, მაგრამ ეს ნანგრევები იმდენად დიდია, იმდენად შთამბეჭდავი, რომ გგონია, ხელუხლებელ ტაძარში აღასრულებ ღვთისმსახურებას. ბანა უნიკალური, მრგვალი სამსართულიანი ნაგებობა გახლდათ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსებმა გოდლები მიაშენეს და ციხედ აქციეს. როცა თურქებმა დაინახეს, რომ ამ ტაძარს თვითონ ქრისტიანებიც არად აგდებდნენ, ზარბაზნები დაუშინეს. ტაძარი დაინგრა. აი, ამ ნანგრევებზე ვიდექით. იატაკი 15 მეტრით ქვევით უნდა ყოფილიყო, თუმცა ზემოთაც იმდენია დარჩენილი, მასშტაბებით დღესაც აღგვაფრთოვანებს. სხვათა შორის, ბაგრატ IV-მ სწორედ აქ დაიწერა ჯვარი.

ოლთისის მხრიდან უღელტეხილით ისევ იმიერტაოში გადავედით და მივედით ოშკში.

ხეობა, სადაც ოშკი დგას, სრულიად უკაცრიელია. მხოლოდ ტაძრის სიახლოვეს დგას რამდენიმე სახლი.

ოშკი ისეთი დიდებული კათედრალია, რომლის მსგავსი, თუ სვეტიცხოველს არ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოში არ მოიძებნება.

ტაძარი, რომელიც დღესაც განაცვიფრებს მნახველს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გუმბათი შემორჩენილია, მაგრამ დასავლეთის კამარა მთლიანად ჩანგრეულია. დაზიანებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ აბსიდები. ტაძარში შემორჩენილია უნიკალური ჩუქურთმები, ბარელიეფები, გამოსახულებები, ქართული წარწერები. ჯერ კიდევ ორი წლის წინ იქ იყო წმინდა ნინოს ჩუქურთმებიანი, ქვაში ნაკვეთი გამოსახულება, რომელიც დღეს უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. პარაკლისის გადახდა დავიწყეთ. არადა, ტაძარი სულმთლად სახლებით არის გარშემორტყმული. ეკლესია ბავშვებით გაივსო, მერე კი უფროსებმა ჟანდარმერია გამოიძახეს (საფრთხე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ლოცვაში ხელი შეგიშალოს ან ჟანდარმებს უხმოს, ყველგან არის). შემოვიდნენ. ყველას გვეგონა, ლოცვას შეგვაწყვეტინებდნენ, მაგრამ ხუთიოდე წუთი იწრიალეს, ბავშვები გაყარეს, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და რომ დაინახეს, არაფერს ვაშავებდით, უკან გაბრუნდნენ. ბატონი მახარე ჯანაშვილი, ვისაც დაჰყავს ხოლმე მომლოცველები, გაოცებული იყო: ასეთი შემთხვევა არ მახსოვსო.

მესამე დღეს გველოდა დიდებული ხანძთა, სადაც პირველი წირვა აღვავლინეთ. ხანძთის მონასტერი მიუვალ ხეობაშია, სადაც 7 კილომეტრი ისეთ გზაზე მიდიხარ მინიავტობუსით, იქიდან მომავალ მანქანას კი არა, რომ შეგხვდეს, საქონელსაც ვერ აუვლი გვერდს. ხანძთის გზიდან ოპიზის ნანგრევები მოჩანს. დიდებული სანახაობაა, მაგრამ რაკი წირვის დაყენება გვსურდა, არ შევჩერებულვართ, ხანძთისკენ განვაგრძეთ გზა.

KARIBCHE KARIBCHE

გრიგოლ ხანძთელის სავანე, რომელიც ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის საძირკველი იყო, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. გუმბათი და კედლები რომ დგას, ესეც სასწაულია. მოსახლეობა იქ მწირია, რამდენიმე კომლიღა თუ ცხოვრობს.

ღვთის მადლით, წირვამ შეუფერხებლად ჩაიარა. ყველა ეზიარა.

იქაურობა საოცარი განწყობით დავტოვე. სიტყვით ვერ გადმოგცემთ ჩემს მაშინდელ მდგომარეობას...

ოშკის შემდეგ დოლისყანა ვინახულეთ. მასაც სოფელი აკრავს გარს. ეს ტაძარი უკეთ არის შემონახული, რადგან მეჩეთად გადაუკეთებიათ. რამდენიმე წლის წინ მის გვერდით ახალი მეჩეთი აუგიათ და ძველი გაუუქმებიათ. ასე რომ, დღეს ტაძარში მუსლიმანური ღვთისმსახურება, მადლობა ღმერთს, აღარ აღევლინება. იქ რამდენიმე საგალობელი ვიგალობეთ და გავემართეთ შატბერდისკენ, სადაც წმინდა გიორგის პარაკლისი გადავიხადეთ. ასე დასრულდა კიდევ ერთი დღე.

მეოთხე დღეს ვნახეთ ოთხთა.

ოთხთა სამნავიანი ბაზილიკაა. იმხელაა, შეიძლება დაიკარგო. რაკი ეს ხეობა მიუვალი იყო, ეკლესია არც საგრძნობლად დაზიანებულა და მეჩეთად გადაკეთებასაც ასცდა, ამის წყალობით, ფრესკების ნაწილი საკურთხეველში შემორჩენილია, თუმცა ტაძრის სახურავი დაზიანებულია, ასე რომ, მასაც სჭირდება მოვლა-პატრონობა.

KARIBCHE KARIBCHE

ოთხთაში წირვაც ჩავატარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს წირვაზე არასდროს ვყოფილვარ. ეს ყველამ შეამჩნია. საოცარი სიჩუმე იდგა ირგვლივ. ტაძარს კარგი აკუსტიკა აქვს, ამიტომ მგალობლებს ხმის დაძაბვა არ სჭირდებოდათ, ძალიან მშვიდად გალობდნენ და ეს გალობა მთელ ტაძარს ავსებდა.

ძნელია ახსნა, რატომ, მაგრამ ოთხთა უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, ვიდრე ზემოხსენებული ტაძრები. ის ისე მყარად დგას, თითქოს გეუბნება: მოდი და წირეო. მადლობელნი ვართ ღვთის, რომ მოგვცა საშუალება, ამ დიდებულ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღგვესრულებინა.

- ვისი სახელობისაა ტაძარი?

- როგორც ჩანს, ოთხი მახარებლის სახელობისა უნდა იყოს. სახელიც ამაზე უნდა მიანიშნებდეს, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც: იქ იყო სამონასტრო კომპლექსი, სადაც ოთხი ტაძარი იდგა. შეიძლება, ამიტომაც უწოდეს ოთხთა.

იქიდან წამოსვლა არავის გვინდოდა. სიხარულით აღსავსეებმა და ამავე დროს გულნატკენებმა დავტოვეთ იქაურობა.

გამოვემართეთ იშხნისკენ. პარაკლისი იქაც გადავიხადეთ. იშხნის საკურთხეველი ძალიან ლამაზია. კანკელის გარდა ყველაფერი შესანიშნავად არის შემორჩენილი. ტაძარი შუაგულ სოფელში, გაშლილ ტაფობზე დგას. მისი მეჩეთად გადაკეთებაც უცდიათ და შუაში კედელი ამოუყვანიათ, რათა დასავლეთ ნაწილი მეჩეთად ექციათ. მუშაობა დაუმთავრებიათ თუ არა, ზეციდან გარდამოსულ ელვას კედელი ორად გაუპია. თურქებს მიახლოებაც ვეღარ შეუბედავთ და დარჩა და დარჩა...

წამოსვლის დღეს ტბეთის სამონასტრო კომპლექსი მოვილოცეთ, აღვავლინეთ რამდენიმე საგალობელი და გეზი საქართველოსკენ ავიღეთ.

სამწუხაროა, რომ ოპიზა და ანჩი, რომლებიც ვერ მოვილოცეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ავღანეთში ომი დაიწყო და თურქეთთან ურთიერთობა დაიძაბა, თურქებმა საზღვრისპირა რეგიონთან ახლოს მდებარე ყველა ტაძარი ააფეთქეს. მათ რიცხვში მოჰყვა ანჩი, ტბეთი და ოპიზაც.

- გზადაგზა სხვა ეკლესიებიც ხომ არ შეგხვედრიათ?

- ხეობებში უამრავი პატარა ტაძარი, ნატაძრალი თუ სალოცავია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვყოფილვართ არტანუჯში, ოლთისში... მოგეხსენებათ, არტანუჯის ზევით წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაა, სადაც აშოტ კურაპალატია დაკრძალული... სამწუხაროდ, ერთ კვირაში ამ ყველაფრის ნახვა შეუძლებელია. წამოვედით, მაგრამ გული და სული იქ გვრჩებოდა. ვინც მომლოცველთა ჯგუფში იყო, ყველა ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოხდა უკეთესობისკენ, სულიერებისკენ.

- როგორია იქაური მოსახლეობის ჩვენდამი დამოკიდებულება?

- იუსუფელში ჩვენი ბიჭები ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. ამან თურქები თავდაპირველად შეაცბუნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან მშვიდად მიიღეს. ერთხელ, ვახშმობისას, ორი ძმა გვესტუმრა, ქართული იცოდნენ. ჩვენ სუფრასთან მივიწვიეთ. ჩვენმა ბიჭებმა ორი ქართული ცეკვაც კი შეასრულეს. ძმები გაკვირვებულები და გახარებულები იყვნენ. კიდევ იცეკვეთო, სთხოვდნენ...

- როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია?

- რაც შეიძლება მეტი ქართველი უნდა ჩავიდეს იქ, თანაც არა ტურისტი, არამედ სწორედ მომლოცველი, რათა ჩვენი სახე წარმოვაჩინოთ, ვუჩვენოთ, რომ ვართ ზნეკეთილი, ღვთის მადიდებელი ერი. ნუ დაგვავიწყდება: თურქეთი ცდილობს, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცოს, რომ დემოკრატიული, ევროპული ქვეყანაა. რუსებს მათ ტერიტორიაზე - მირონ-ლუკიაში, სმირნაში - მონასტრები აქვთ, ბერძნებს - ეკლესიები იზმირში, კონსტანტინოპოლში. ალბათ, სავსებით შესაძლებელია, რამდენიმე ქართული მონასტერიც ამოქმედდეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ მიდგომის სწორი კუთხე მოიძებნა. სხვათა შორის, თურქები ტაო-კლარჯეთის მონასტრებს ქართული კულტურის ძეგლებად იხსენიებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- ენა, სარწმუნოება თუ აქვს შემონახული ვინმეს?

- ქართული მოსახლეობის უმეტესობა დიდ ქალაქებში გადასახლდა, იქ კი ეროვნების შენარჩუნება რთულია. მათ, ვინც სოფლებში დარჩა, შედარებით უკეთესად აქვთ შემონახული ქართული ენაც და ზნე-ჩვეულებებიც, თუმცა მათი გაგება საკმაოდ გაგვიჭირდა.

ქართველობა ჩემში მართლმადიდებლობასთან ასოცირდება. სავსებით ვეთანხმები იმ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც გამაჰმადიანებულ ქართველს - თათარს, გაკათოლიკებულს - ფრანგს, ხოლო მონოფიზიტობამიღებულს - სომეხს უწოდებდნენ, მაგრამ ამ ხალხის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება, სხვანაირი სითბოა საჭირო. ისინი ბედის უკუღმართობამ მოსწყვიტა ფესვებს და ჩვენი ვალია, მათ მამა-პაპათა სარწმუნოება ვუქადაგოთ, მივიღოთ ისინი როგორც ქრისტეს ნათლის გარეთ მყოფი მოყვასნი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
25.04. 2017
დალი გოშუა
გმადლობ,ჩემო ტკბილო მოძღვარო, მამა მიქაელ, 3-გზის კიდით კიდემდე რომ მოგვალოცვინე ეს წმინდა ადგილები და სულის ტკივილი ცხოვრების საგზლად აგვკიდე. ტაო- კლარჯეთი ჩვენი ჯვარია და მე ის მტკივა.......
19.07. 2015
paata
DIDEBA UFALS VISAC SEUDZLIA HVENS AXALGAZRDEBS VRCLAD MIACODOS INFORMACIA TAOKLARJETIS. DA TURKEBIS MIER OKUPIREBUL KARTUL TERITORIEBZE.
17.07. 2015
ekaterine
gaixaret,sulisshemdzvreli statiaa,dzalian,dzalian minda chemi tvalit vixili es yovelive
11.02. 2015
teona
Madloba upals am saocrebis
14.07. 2014
ნანა
ღმერთო! ნეტავ ამიხდებოდეს ჩემი სანუკვარი ოცნება და ამ ადგილებს ჩემი თვალით ვნახავდე და ფეხით მოვივლიდე.
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler