წმინდა თამარის მეოხებით ყველა ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდება
წმინდა თამარის მეოხებით ყველა ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდება
მას შემდეგ, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, გაჩნდა იდეა, დასავლეთ ევროპაში დაარსებულიყო სულიერების კერები , სამრევლოები, სადაც ჩვენებურები ერთად, დედა ეკლესიის წიაღში, შეიკრიბებოდნენ და უფრო მიეცემოდათ საშუალება, შეენარჩუნებინათ ქართველობა, კულტურა, ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ ევროპის ეპარქიას მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) წინამძღვრობს. ეპარქიაში სხვადასხვა ქართული სამრევლოა დაფუძნებული, მათ შორის არის წმინდა თამარ მეფისა პარიზში, ბრიუსელსა და პიზაში.

მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო 2008 წელს დაფუძნდა. ეს არის პირველი ქართული ტაძარი, რომელიც დასავლეთ ევროპაში აშენდა. ტაძრის მაშენებელია ბატონი ბუბა ქებურია, რომელიც ზრუნავს როგორც ტაძარზე, ისე სამრევლო და საკვირაო სკოლებზე. ტაძარი 2009 წლის 14 მაისს თამარობის დღესასწაულზე აკურთხა მიტროპოლიტმა აბრაამმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. 14 მაისს, ახალ ტაძარში პირველი საღმრთო წირვა უწმინდესმა წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. სამრევლოს წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი). მამა ანტონს ვთხოვე საუბარი პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს შესახებ:

- უცხოეთში მრავალი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ეს საზოგადოება მოწყურებული იყო ეკლესიასთან ურთიერთობას, ამიტომ დედა ეკლესიას დაუდგა საკითხი ეზრუნა უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებზე. მართლმადიდებელი ტაძრის არსებობას უცხოეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საიმედო, ღვთის სადიდებელი, ერთმანეთთან შეხვედრის, მოსიყვარულების და გაცნობის ადგილია. უცხოეთში ჩვენ არ გვყავს დედ-მამა, ახლობლები. ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც იკრიბებიან ქართველები და მონატრებას მეტ-ნაკლებად იქარვებენ, ცდილობენ, ეკლესიასთან ახლოს იყვნენ.

წმინდა თამარის ტაძარს მრავალგვარი ფუნქცია აკისრია. ემიგრანტ ქართველებს ნათელი ადგილი გამოუჩდათ, სადაც ქართველები უფალს ერთად ადიდებენ. გვყავს 15-კაციანი მგალობელთა გუნდი. მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით ტაძართან დავაარსეთ საკვირაო სკოლა, სადაც დაახლოებით 58 ემიგრანტი ბავშვი ეუფლება ქართულ ენას, ლიტერატურას, გეოგრაფიას, ხალხურ სიმღერებს, ქართულ ცეკვას. უცხოეთში ბავშვები მთელ დღეს სკოლაში ატარებენ. ერთადერთი კვირა აქვთ დასვენებისთვის და მშობლებს მათთან ქართულად ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩებათ, ბევრმა არ იცის ან დაივიწყა მშობლიური ენა. საკვირაო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ფესტივალებში და საქართველოს სახელით გამოდიან. მოზრდილებისთვისაც ჩამოვაყალიბეთ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი. მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე უკვე რვა ადგილას გავმართეთ კონცერტი. ამ კონცერტს ორნაირი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ ჩვენ ვკრებთ ქართულ საზოგადოებას და ემიგრანტ ქართველებს კონცერტებს ვუმართავთ. ვეპატიჟებით ადგილობრივ მოსახლეობას, სხვადასხვა სტუქტურებს. კონცერტის დაწყებამდე დაახლოებით 20-წუთიანი ფილმის ჩვენება მიდის საქართველოზე. დამსწრე საზოგადოების წინაშე პირადად გამოვდივარ და ვაცნობ საქართველოს.

***
წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან, სხვადასხვა რეგიონებში 12 სამრევლო არსებობს. თვეში ერთხელ ჩავდივარ და იქ წირვას ვატარებ. წირვის შემდეგ მრევლთან ერთად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ სხვადასხვა საღვთისმეტყველო თემებზე. Aახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს სამი კონცერტის გამართვა. მათ შორის ცენტრალურ ქალაქებში, როგორიცაა ნიცა, ლიონი, რეიმსი. ახლო მომავალში საერთაშორისო ფესტივალში ვმონაწილეობთ, სადაც წარმოვაჩენთ ჩვენი ქვეყნის კულტურას.

ჩვენი სამრევლო სხვა მიმართულებითაც მუშაობს. მაგალითად, როცა მშობელი ელოდება შვილს საკვირაო სკოლაში გაკვეთილების დამთავრებამდე. მათ ამ პერიოდში გამო ფრანგული ენის პედაგოგები დავუნიშნეთ. Dდიდ დღესასწაულზე ვატარებთ წირვას, შაბათ-კვირას დილის 10 საათზე ვიწყებთ მსახურებას. ყველა დიდ დღესასწაულზე ჩვენთან წირავს მიტროპოლიტი აბრაამი. გასახარია, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. წმინდა თამარ მეფის ტაძარს თავისი ბიბლიოთეკა აქვს, სადაც უამრავი საერო თუ სასულიერო ქართული ლიტერატურაა თავმოყრილი.

მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით დაიწერა წმინდა თამარის ხატი. სურვილი გვქონდა, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების შემწე ხატი შექმნილიყო. წმინდა თამარის ხატი ათონის მთაზე დაიწერა. მოილოცა მთელი დასავლეთ ევროპის ეპარქია, სამრევლოები და საქართველოში დაბრუნდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წმინდა თამარის ხატი სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჩვენ ყველას ვთხოვეთ ელოცათ, რომ უცხოეთში მყოფი ქართველები მალე დავბრუნდეთ სამშობლოში.

***
ჩვენთვის ნებისმიერი წმინდანი განსაკუთრებული მეოხია. რადგან ჩვენი ტაძარი წმინდა თამარის სახელობისაა განსაკუთრებულად ვგრძნობთ მის მეოხებას. როგორც წმინდა თამარ მეფის მუდმივი ადგილსამყოფელი არ ვიცით, სადაც შეგვიძლია მივიდეთ, ასევეა ჩვენი ცხოვრებაც უცხოეთში, არც ჩვენ ვიცით ჩვენი მუდმივსამყოფელი. ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდებით. ალბათ წმინდა თამარ მეფე განსაკუთრებული შემაკავშირებელია ქართული საზოგადოებისა. წმინდა თამარ მეფე თავის ჯვრით ხელში გაგვიძღვება წინ და ყველა ქართველი ემიგრანტი თავის სამშობლოში დაბრუნდება და გვექნება მუდმივი ადგილსამყოფელი. ეკლესიის მთავარი მოწოდებაა, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს სამშობლოს.

***
სასულიერო პირის უცხოეთში მოღვაწეობა მძიმეა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვცდილობთ, რომ თითოეული ადამიანი მცდარ გზას ავარიდოთ. ამ მხრივაც უწევს უცხოეთში სასულიერო პირს მოღვაწეობა.

მახსენდება სტიქაროსნობის პერიოდი. სვეტიცხოველში მომიწია მსახურებაში მონაწილეობა. ერთ-ერთი მღვდელმთავრის ხელდასხმა სრულდებოდა. უწმინდესმა მას ასეთი სიტყვები უთხრა, რაც დღემდე დამამახსოვრდა.. - შენ მიდიხარ იქ, სადაც გხვდება დიდი პატივი, შენ მიდიხარ იქ, სადაც გხვდება დიდი ბრძოლა. თუ ორივე შემთხვევაში დაგავიწყდა ღმერთი, ან ერთი წაგაქცევს ან მეორე. ზუსტად ასეთ პირობებში ვართ ჩვენ ახლა - პატივშიც ვართ, როგორც მამას ისე გვეხუტება მრევლი, მაგრამ ბევრი ბრძოლებიც არის. გვინდა ბოლომდე ერთგული ვიყოთ ქრისტესი და დედა ეკლესიისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler