კიევის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო კიევ-პეჩორის ლავრაში
კიევის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო კიევ-პეჩორის ლავრაში
რამდენიმე წელია, კიევში, წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო არსებობს. კიევში მცხოვრებმა ქართველებმა უწმინდესს მიმართეს თხოვნით, თუ შესაძლებელი იქნებოდა, კიევში ქართველი მოძღვარი გაეგზავნა, რათა ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე შეესრულებინათ. უწმინდესმა მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) ჩააბარა კიევის სამრევლო და მას წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო უწოდეს.

თავიდან ღვთისმსახურება კიევ-პეჩორის ლავრაში მდებარე სასულიერო აკადემიის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში აღევლინებოდა. დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე იქაური ქართველებისთვის ატარებდა პარაკლისებს. კვირაში ერთხელ, პარასკევს, ლოცვა სრულდებოდა. შაბათს წირვა. მედავითნეც საქართველოდან, კახეთიდან ჩამოიყვანეს.

როგორც ჩვენმა ახლო მეგობარმა სალომე ვაშალომიძემ მიამბო და ეს თავადაც ვიცი, მამა კახაბერმა ძალიან ბევრი იშრომა კიევში ქართული სამრევლოს განვითარებისთვის. მამა კახაბერი ქალაქგარეთ, პატარა ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ზამთარ-ზაფხულ სახლიდან დილის 5 საათზე გამოდიოდა, დილის 9 საათზე ლავრაში წირვა რომ ჩაეტარებინა.

რამდენიმე ხნის შემდეგ უწმინდესისა და მეუფე სერგის თხოვნით, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ლავრის ტერიტორიაზე მდებარე კიევ-პეჩორის ლავრის სახელობის ტაძარი დაგვითმო (ცნობისათვის: ლავრის მიტროპოლიტი პავლე და მეუფე სერგი კურსელები არიან). მას შემდეგ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ტარდება ღვთისმსახურება. იქ მცხოვრებმა ასმათ ხეცურიანმა შეისწავლა მედავითნეობა, რადგან ძველი მედავითნე სამშობლოში დაბრუნდა. ნელ-ნელა მრევლმაც იმატა და ლავრის ახლოს მოძღვარსაც დაუქირავეს ბინა. კახეთის ეპარქიიდან 2-3 თვეში ერთხელ კიევში სასულიერო პირები მონაცვლეობით ჩამოდიოდნენ. ოჯახები საქართველოში ჰყავდათ დატოვებული და დიდი ხნით ვერ რჩებოდნენ. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მამა თევდორე, მამა ბადრი, მამა მამუკა, მამა იოანე, მამა ილარიონი, მამა მარკოზი. მეუფე სერგიც ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე.

როცა 2010 წელს ჩავედი კიევში სამედიცინო აკადემიაში სასწავლად, მამა კახაბერმა მედავითნეობა შემომთავაზა, - განაგრძობს საუბარს სალომე, - ქაშუეთის ტაძარში მედავითნე ვიყავი და მოძღვარმა ეს რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა, მთხოვა წამეკითხა ღვთისმსახურებებზე, რადგან სრულიად არ იცოდნენ მსახურებები. დიდი სიხარულით დავთანხმდი. კიევში ჩასვლიდან ერთ კვირაში მედავითნედ დავდექი. მოძღვარმა და მრევლმა დიდი სიყვარულით და სითბოთი მიმიღო.

კიევის წმინდა თამარის სამრევლო

უცხოეთში მყოფი ქართველებისათვის ქართველი მღვდელი და მრევლი დიდი ნუგეშია. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. კიევში მცხოვრები ქართველები იმდენად გამორჩეულები არიან, რომ საქართველოშიც კი ძნელად ნახავთ მათ მსგავსთ. ერთად გადაგვქონდა სამშობლოს მონატრება.

2010 წლის ზაფხულში დიდი სიხარული გვეწვია - კიევში უწმინდესი ჩამობრძანდა. უწმინდესმა მღვდელი კახაბერი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და დააჯილდოვა ოქროს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. გადასცა სამაჯური წარწერით "ღმერთმა დაგლოცოს", რომელიც მოძღვარმა შემდეგ მე მაჩუქა დაბადების დღეზე. მას შემდეგ ხელიდან არ მომიხსნია. უწმინდესმა კიევის თამარ მეფის სამრევლო მის დაქვემდებარებაში გადაიყვანა და მღვდლად მხოლოდ დეკანოზი კახაბერი დატოვა. შემდეგ მამა კახაბერმა კიევში გადმოიყვანა საცხოვრებლად ოჯახი და დღემდე იქ მსახურობს. ყველას უკვირს, რომ ლავრაში ქართველებს დაგვითმეს კიევ-პეჩორაში მოღვაწე ბერების სახელობის ტაძარი. ის თბილი ტაძრის სახელითაა ცნობილი. ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ამ ტაძარში ყველას უყვარს წირვაზე დასწრება, რადგან განსაკუთრებულ სითბოს გრძნობენ. ამიტომაც ხალხმა მას თბილი ტაძარი შეარქვა.

ქართულ ღვთისმსახურებას უკრაინელებიც ესწრებიან. ბერებიც და მრევლიც დიდი სიყვარულით გამოირჩევა ქართველების მიმართ. პეჩორის ლავრის მოსალოცად ხშირად ჩამოდიან სასულიერო პირები, მოდიან ჩვენს ტაძარში და ერთად აღვავლენთ მსახურებას.

ცოტა ხნის წინ ქართულად გადაითარგმნა პეჩორელი ბერების დაუჯდომელი. ბოლნისის სქემიღუმენმა ანდრია ნინუამ (რომელიც მოსალოცად გახლდათ კიევში) დაბეჭდა და მრევლს დაურიგა. მას შემდეგ ჩამოყალიბდა ტრადიცია, მრევლი ყოველდღე ჩადის მღვიმეში და კითხულობს პეჩორელი ბერების დაუჯდომელს. ყველას მისი მორიგეობის დღე აქვს. ასევე გვაქვს ფსალმუნთა, ღვთისმშობლისა და წმინდა თამარ მეფის დაუჯდომლის მკითხველთა ჯგუფები.

2012 წლის 22 აპრილს წმინდანად შერაცხეს მთავარეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე. მისი ხსენების დღეა 1-ელი ნოემბერი.

დიდი სურვილი გვაქვს, კიევში ქართული ტაძარი აშენდეს, მაგრამ ჯერ ამის სახსრები ვერ გამოიძებნა.

ყველას გთხოვთ კიევის წმინდა თამარ მეფის სამრევლოს ლოცვებში მოხსენიებას.

უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყველას შეგეწიოთ პეჩორელი ბერების ლოცვა!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler