მისაღებია თუ არა სისხლიანი შესაწირი ახალი აღთქმის ეკლესიისთვის?
მისაღებია თუ არა სისხლიანი შესაწირი ახალი აღთქმის ეკლესიისთვის?
საქართველოში, განსაკუთრებით რაიონებში, დღემდეა შემორჩენილი უფლის სახელზე საკლავის, უმეტესად - ცხვრის დაკვლის ტრადიცია. ამ საკლავს ავადმყოფობისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს აღუთქვამენ უფალს.

სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა ძველი აღთქმის პერიოდში, როდესაც ღვთისმსახურების მთავარი ელემენტი სწორედ მსხვერპლის შეწირვა იყო. მათ შორის უძველესი და უმთავრესი გახლდათ "მრგვალად დასაწველი" ანუ "ყოვლადდასაწველი" მსხვერპლი. ზვარაკად უნდა შეეწირათ მამრობითი სქესის ცხოველი: ხარი, კრავი, თიკანი, - ან ფრინველი: გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ეს ცხოველი ან ფრინველი მთელი უნდა დაეწვათ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანი სულით, ხორცით და მთელი არსებით ღმერთს იყო მინდობილი.

ძველი აღთქმის დროს მსხვერპლშეწირვის კიდევ სამი სახეობა არსებობდა: "მსხვერპლი საცხოვრებელი ანუ ცხოვრებისა", "მსხვერპლი ცოდვისათვის" და "მსხვერპლი ბრალისა". ამ დროსაც ცხოველები და ფრინველები იწირებოდა, მაგრამ ორივე სქესისა. მთავარი გახლდათ, შესაწირი ცხოველი უბიწო ყოფილიყო.

სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა სხვადასხვა წესით სრულდებოდა, თუმცა ზვარაკი უთუოდ მიჰყავდათ ძველი აღთქმის ტაძრის კართან, სადაც ხდებოდა მის თავზე ხელის დადება, დაკვლა და სისხლის სხურება. "მრგვალად დასაწველი" ანუ "ყოვლადდასაწველი" მსხვერპლის შეწირვისას შემწირველს ზვარაკი მოძრავი კარვის კართან მიჰყავდა და თვითონვე კლავდა. დაკლული ცხოველის სისხლს მღვდელმსახური საკურთხევლის გარშემო ასხურებდა. გატყავების შემდეგ სამსხვერპლო ცხოველს ჭრიდნენ, რეცხავდნენ და ნაწლავებთან ერთად წვავდნენ საკურთხეველზე. თუ შემწირველს ფრინველი მიჰყავდა, მას მღვდელმსახური თავს ჰკვეთდა, სისხლს საკურთხევლის კედელთან დაწრეტდა, შემდეგ მხრებს წარკვეთდა, ბუმბულს გააცლიდა, ფრთებს მოსტეხდა და საკურთხეველზე - სამსხვერპლოზე - წვავდა. როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სხურება ნებისმიერი მსხვერპლშეწირვის დროს ხდებოდა.

რას მოასწავებდა ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი? მისაღებია თუ არა ახალი აღთქმის ეკლესიისთვის სისხლიანი შესაწირი, რომელსაც, მართალია, ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლშეწირვისგან განსხვავებული წესით, მაგრამ ჩვენს დროშიც მიმართავენ? ამ და სხვა საკითხების შესახებ საუბარი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ გელასი ნატროშვილს ვთხოვეთ.

- ეკლესიური მოძღვრებით, ძველი აღთქმა ადამიანებს მესიის ანუ მხსნელის - უფალ იესო ქრისტეს - მისაღებად ამზადებდა, ამიტომ ამ პერიოდში აღსრულებული მრავალი ქმედება იყო წინასახე, მინიშნება ახალ აღთქმაში მოსახდენი მოვლენისა.

- ძველი აღთქმისეული მსხვერპლშეწირვის, კერძოდ, მრგვალად დასაწველი მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი მიანიშნებდა ჯვარცმის დროს იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა კაცობრიობის გამოსყიდვა - კაცი და ღმერთი შეიწირა ადამიანის ცოდვებისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა, რომლის შემდეგაც ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ აღესრულება.

- ამრიგად, მრგვალად დასაწველი მსხვერპლშეწირვის დროს შეწირული ცხოველის დაღვრილი სისხლი უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე დასაღვრელ სისხლს მოასწავებდა. ამ ქმედებით ადამიანებს შეახსენებდნენ, რომ უნდა მოსულიყო მხსნელი, რომელიც ცოდვის მონობაში მყოფ კაცობრიობას საკუთარი სისხლით გამოიხსნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკანასკნელი მსხვერპლი შეიწირა, ე.ი. უფალმა ჯვარზე სისხლი დაღვარა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვა გაუქმებულია და მიუღებელია ახალი აღთქმის ეკლესიისთვის. როგორმა მსხვერპლშეწირვამ შეცვალა იგი ქრისტეს ეკლესიაში?

- ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ნაცვლად აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა პურითა და ღვინით, რომლებიც საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას უფლის უხრწნელ ხორცად და სისხლად გარდაიქმნება.

- მიუხედავად სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გაუქმებისა, საქართველოში, განსაკუთრებით - რეგიონებში, შემორჩენილია უფლის სახელზე აღთქმული ცხოველის დაკვლა. როგორ უყურებს ამ ქმედებას ახალი აღთქმის ეკლესია - როგორც შესაწყნარებელ ხალხურ ჩვეულებას თუ როგორც უფლის წინაშე ჩადენილ ცოდვას?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რამ ყოველთვის თვითნებურად, ეკლესიასთან შეუთანხმებლად ხდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი აღთქმის ეკლესია სისხლიან მსხვერპლშეწირვას კრძალავს. ამდენად, როცა ადამიანი ცხოველს სწირავს არა ქველმოქმედების მიზნით, არამედ რიტუალურად, - ე.ი. როცა მის შეწირვას თან სდევს რიტუალები - სალოცავის გარშემო შემოტარება, შუბლის სანთლით შეტრუსვა, დაკვლა, სისხლით ჯვრის გამოსახვა და ა.შ., - დაკლული ზვარაკის სისხლი ნაკერპალი ხდება. გამოდის, რომ ადამიანი აკერპებს ცხოველს და მის დაკვლაზე ამყარებს იმედს. ამდენად, საქმე გვაქვს არა უწყინარ ხალხურ ადათთან, არამედ წარმართულ, ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებასთან, ღვთის ნების წინააღმდეგობა კი ადამიანს ცოდვად ეთვლება, არ აქვს მნიშვნელობა, უფლის ნებას არცოდნის გამო გადავალთ თუ განზრახ.

- მაშასადამე, ქრისტეს ეკლესიისთვის ცხვრის ან რომელიმე სხვა ცხოველის შეწირვა მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით არის მისაღები...

- ქველმოქმედება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა უფლის წინაშე. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც განკითხვის ჟამი დადგება, უფალი მოუწოდებს ადამიანებს, გულმოწყალეთ, ე.ი. მათ, ვინც მოწყალებას გასცემდა, თავის მარჯვნივ დააყენებს და ეტყვის: "მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ..." აქედან ჩანს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოწყალებას, ქველმოქმედებას. ამიტომაც არის ქრისტეს ეკლესიისთვის ცხოველის დაკვლა მისაღები მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით - ღარიბ-ღატაკთა და უპოვართა დასაპურებლად, ყოველგვარი რიტუალური დატვირთვის გარეშე.

- მართალია, საკლავის შეწირვით არ გამოიხატება მადლიერება უფლის მიმართ, მაგრამ მაინც როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც უცოდინრობის გამო უკვე აღთქმული აქვს ზვარაკის დაკვლა?

- ადამიანმა ღვთის წინაშე დადებული პირობა უნდა შეასრულოს, მაგრამ, ვიმეორებ, ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს რიტუალური ხასიათი, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების სახით უნდა აღსრულდეს. გარდა ამისა, ვიდრე უფლის წინაშე დადებულ პირობას შეასრულებს, შემწირველმა უნდა მიმართოს სასულიერო პირს, რომელიც აუხსნის, რა განსხვავებაა ქველმოქმედებასა და სისხლიან მსხვერპლშეწირვას შორის და მიუთითებს, როგორ მოიქცეს, რათა მისგან გაღებული შესაწირი უფლისთვის სათნო იყოს.

- საქართველოს მრავალ კუთხეში დღემდეა შემორჩენილი მიცვალებულის სახელზე კენტი ცხვრის დაკვლის ტრადიცია. ჭირისუფალნი, რომლებსაც მატერიალური სიდუხჭირის გამო ამის გაკეთება უჭირთ, ხშირად სასოწარკვეთილებამდეც კი მიდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გარდაცვლილის სულისთვის აუცილებელია. რას ეტყოდით მათ, ვისაც მიცვალებულის სახელზე კენტი ცხვრის დაკვლის აუცილებლობისა სწამს?

- არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა რაოდენობის ცხვარს დაკლავს ადამიანი გარდაცვლილის სახელზე ან საერთოდ დაკლავს თუ არა მას. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ მიცვალებულის სახელზე ცხვრის ან რომელიმე სხვა ცხოველის დაკვლა იკრძალება; უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაცვლილის სულის ცხონება ცხვრის დაკვლა-დაუკვლელობაზე არ არის დამოკიდებული, მთავარია, ყველაფერს, რასაც მის სახელზე გავაკეთებთ, ცხვრის დაკვლა იქნება ეს თუ სხვა რამ, ჰქონდეს ქველმოქმედების, ე.ი. გარდაცვლილის სახელზე გაღებული მოწყალების სახე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წაადგება სასიკეთოდ ჩვენი ქმედება გარდაცვლილის სულს. თუმცა ხშირად გვინახავს, მიცვალებულის სახელზე დაკლავენ საკლავს, მიუსხდებიან და ქეიფობენ, რაც ღრეობაში გადაიზრდება ხოლმე. ამ დროს მათ ირგვლივ უამრავი ხელმოკლეა, უამრავი ღატაკი, რომელსაც ლუკმაპურიც ენატრება. არ სჯობს, მშიერ-მწყურვალნი დავაპუროთ? ამ გზით არც გარდაცვლილის სულს დავამძიმებთ და უფლის წყალობასაც მოვიხვეჭთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანს მატერიალურად უჭირს და გარდაცვლილის სახელზე ცხვრის დაკვლას ვერ ახერხებს, შეუძლია, მის სახელზე ის გასცეს მოწყალების სახით, რისი გაღების საშუალებაც აქვს. უფალი ხომ ჩვენს გულს ხედავს, ამიტომ მისთვის მთავარია არა ის, რამდენს გავიღებთ, არამედ ის, რა გულით გავცემთ. სახარებიდან ვიცით, რომ უფალმა ღატაკი დედაკაცის გაღებული მცირე შესაწირი შეიწირა, მდიდრებისა კი - არა. ამ დედაკაცმა მდიდრებზე მეტი შესწირა, რადგან მან თავისი ნაკლოვანებისგან შესწირა, ეს იყო ყველაფერი, რაც მას გააჩნდა. მდიდრებმა კი ის გაიღეს, რაც ემეტებოდათ. აქედან ჩანს, რომ შესაწირი ის არის, რასაც შენ მოიკლებ, შენი მცირე ქონებიდან გაიღებ და უფალს მიუძღვნი.

- როგორც აღნიშნეთ, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიწირება უსისხლო მსხვერპლი პურისა და ღვინის სახით. კიდევ რა სახის შესაწირის გაღება ევალება ახალი აღთქმის ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს?

- უწინარეს ყოვლისა, ეს არის გული შემუსვრილი და სული შემუსვრილი, ე.ი. მონანული სული და გული. აი, უპირველესად რა სჭირდება უფალს ადამიანისგან.
ბეჭდვაელფოსტა
17.02. 2019
დინგო
საერთთოდ კატეგურიულად აიკრძალოს ყველანაირი ცხოველის შეწირვა,ეს რაღაც უძველესი მამა-პაპისეული გადმონაშთია და სალოცავებიდან ნიღვრად მოედინება უდანაშაულო ცხოველების სისხლი, იესო ჯალათი არ იყო და ამას არ დაუშვებდა! იმ მოკლული ცხოველების ხორცი არც იესოს მიუვა და არც ბაბუაჩემს, მიუვა იმას ვინც შეჭამს ამ დაკლულ მიცვალებულებს! 21-ე საუკუნეა და დროა გამოვიდეთ გამოქვაბულიდან!
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler