დღეში ცხრაჯერ გაუნათე, მზეო
დღეში ცხრაჯერ გაუნათე, მზეო
"დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა, რომელსაც სხვა დიდი ტვირთი აწევს ქვეყნისა და ერის წინაშე", - ილიას ეს ნააზრევი უცილოდ იმ ქართველი დედების წარმოსაჩენად გამოდგება, რომელთაც უფალმა ოდითგან დაანათლა "კარგი დედაკაცობის" მადლი და ნიჭი. ასეთები მრავლად არიან დღესაც. სიცოცხლის განახლებით თითო ფურცელს უმატებენ თავიანთი ჭირვარამიანი მოდგმის ისტორიას. ერთ მათგანზე მოგითხრობთ: ქალზე, რომლისთვისაც არ არსებობს უფრო ძვირფასი განძი, ვიდრე მისი სხეულიდან სამზეოზე გამოსული არსება. დედაშვილობაში ეს საგანძური მარადიული და შეუვალია. ნინო ბზვანელი კი იმით არის აღმატებული ბევრ ჩვენგანზე, რომ ღვთის ნებით თერთმეტი ადამიანი მოუვლინა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას: დავითი, მარიამი, ეკატერინე, თამარი, ოლღა, კონსტანტინე, თეკლა, მიქაელი, გიორგი, სვიმონი, ანა. გაჩენისთანავე შესთხოვს განგებას: ღმერთო, გამაზრდევინე შენთვის სათნო ადამიანებიო...

ღვთის სასწაულით ყველა მათგანი იმ დღეს არის დაბადებული, ვის სახელსაც ატარებს.

საღამოს, როცა პატარები "ორსართულიან" საწოლებში მიიძინებენ, უფროსები, დედასთან ერთად, სანთლების დამზადებას შეუდგებიან ხოლმე. ფუტკრებივით მოფუსფუსე ბავშვებს თაფლის სურნელი ასდით. ნახელავს საეკლესიო მაღაზიებში აბარებენ. მისხალ-მისხალ ყალიბდება შრომის ჩვევები, თანაგრძნობა, მშობლების სიყვარული, ჯანსაღი სული, სიწმინდეებისადმი რიდი და პატივისცემა. დუღაბდება მყარი საძირკველი თერთმეტი ქართული ოჯახისა, რომელიც, ვინ იცის, კიდევ რამდენ თერთმეტ კერას გაათბობს, სიკეთის რამდენ მარცვალს ჩააგდებს ხნულში.

...პირველად ისინი თიანეთში, ივრის პირას ვნახე. ციდან ჩამოცვენილი ვარსკვლავებივით მიმოფანტულიყვნენ თავთუხების ყანაში. თავზე ყვავილების გვირგვინები ედგათ. გვირილების თაიგულები მიჰქონდათ დედასთან. მდინარესთან ელოდა ფეხმძიმე ქალი. გარს შემოეხვივნენ. სათუთად მიეხმატკბილა. თვალს მიეფარა, გაიყოლა ათი სილუეტი. ღმერთო, დამწერე ჯვარი, თუ ვცოდავ - ზოგს სამის და ოთხის გაზრდა უჭირს, როგორ გინდა გაუძღვე თერთმეტს? არადა, ვინც ნინო ბზვანელს იცნობს, არავის უნახავს უსასოო. მუდამ იმედიანად, მხნედ გამოიყურება. ზაფხულობით თიანეთში, ბებიისეულ ფუძეზე აიყვანს თავის "წიწილებს" და კრუხივით დაჰკაკანებს. ექვსპირად გაბმულ თოკზე გამოფენს თერთმეტი ბავშვის გარეცხილ ტანსაცმელს, თავ-თავის ადგილს მიუჩენს ამდენივე წყვილ წინდასა და ფეხსაცმელს, შვილებს დააპურებს და ისე ენერგიულად შემოგეგებება, თითქოს ამ ქალის ხელი და ფეხი მთელი დღე მოსვენებული იყოო. უფრო დიდი ბედნიერება ის არის, რომ ნინო არასოდეს არ არის მარტო. მის გვერდით მუდამ ტრიალებენ მადლით ცხებული ადამიანები, სულიერი დები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები.

გზა ეკლესიისაკენ
ნინო ბზვანელის ბებია, ოლღა მოსახლიშვილი, თიანელი ქალი იყო. შვილიშვილები ხშირად დაჰყავდა მამის კერაზე. იქ ნახა პირველად ნინომ დიდი ბებია - ანა მათურელი - ვაჟა-ფშაველას ნათლული, ღვთის მოშიში და მოყვარული. ყოველ კვირას სოფელ ჟებოტიდან თბილისში, სიონის ეკლესიაში ჩამოდიოდა წირვაზე. ლოგინად ჩავარდნილი დაამწკრივებდა შვილთაშვილებს, აზეპირებინებდა "მამაო ჩვენოს". პატარა ნინოს სულში მაშინ იფეთქა რწმენის კვირტებმა. ერთხელ პატრიარქის წირვაზე მოხვდა. იმ დღიდან გაბედულად შეუდგა უფლის გზას. სიონის მრევლი გახდა. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ლექციებიდან პირდაპირ ტაძარში მიდიოდა. იქაური მყუდროება, სისპეტაკე, რწმენა და სიწმინდე ჩასახლდა მის არსებაში. ამ გზამ მიიყვანა მოძღვართან. აქვე შეერწყა ერთმანეთს ალექსანდრე ბოლქვაძისა და მისი ცხოვრების გვირგვინი.

- მღვდლის ცოლობა დიდი ტვირთია. გამრავლდით, ნუ დაიდებთ აბორტის ცოდვას. დედა და მამა ოჯახში გენერლებს ჰგვანან, ოჯახი ხალხმრავალი სჯობს, როგორც ლაშქარი - დალოცეს ნეფე-პატარძალი ეკლესიის მამებმა და ბედნიერებასთან ერთად მოვალეობის დიდი ტვირთიც გაუსიგრძეგანეს. შეუდგა ახალგაზრდა წყვილი ღმერთთან მიახლოების ნათელ გზას. ორივეს ცალ-ცალკე სხვა პერსპექტივა ჰქონდა. ალექსანდრე ბოლქვაძე კინოოპერატორობას აპირებდა, გადაიღო კიდეც რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ფოტოხელოვნებით გატაცებაც არ ჩაუვლიდა ამაოდ. ნინო ბზვანელიც სხვაზე ნაკლებ არ დაამშვენებდა სცენას. თუმცა ჯერ არც ერთი პროფესია არ ამაღლებულა ღვთის ნებაზე... ალექსანდრემ სასულიერო სემინარია დაამთავრა, ორი წელი იღვაწა ნიკორწმინდის ტაძარში. მერე სიონის მღვდლად აკურთხეს. წლების მანძილზე იყო სემინარიის დეკანი, ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი. მამა ალექსანდრე დღეს ქვემო ბეთლემის დეკანოზია და აურაცხელ მრევლს უკვალავს გზას უფლისაკენ.

ყველაზე ძვირფასი განძი ამ წმინდა ოჯახში ადამიანის დაბადება და აღზრდაა. "არა კაც ჰკლა" - უპირველესი მცნების აღსრულებიდან იწყება მათი სულიერი ძალმოსილება. რა გააძლებინებდა ქართველობას ამდენ ვაი-უშველებელში, ამგვარი "ნეტარი დედები" რომ არ ჰყოლოდა. დღეს ხომ სიდუხჭირემ ქორწილების სიხარულიც მოგვაკლო და გამრავლებისაც. ლუკმაპურის ძიებამ შესამჩნევად გაამეჩხერა ეროვნული გენოფონდი...

თანადგომა
როგორც დედას, ნინოსაც გადაუტანია მუცლადყოფნისას შვილის სიკვდილი, მაგრამ არ დაცემულა სიცოცხლის განახლების მომლოდინე. ჯანსაღ, უაბორტო სხეულში ჩასახული მრავალი სიცოცხლე პათოლოგია კი არა, ღვთის სასწაულია, - მიაჩნია ქალბატონ ნინოს და თავგამოდებით იღვწის, რომ ეს რწმენა ყველა ქრისტიანმა გაითავისოს. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია მოძრაობისა "დედები შვილების ზნეობის სადარაჯოზე". აქტიურად თანამშრომლობს პრესასთან, თავგამოდებით უპირისპირდება პროპაგანდას - აბორტით, სპირალით, კონტრაცეპტივებით ჩაახშონ სიცოცხლე. "არ დავუშვებთ, ჩვენი შვილები მსხვერპლად შესწიროთ კერპებს!" - ასეთია პასუხი იმ უღმერთო გამოხდომებზე, ოჯახის დაგეგმარების ხელოვნურ რეცეპტებსა და სექსუალური აღზრდის უგვან თეორიებს რომ ახვევს თავს საზოგადოებას.

...არც ისე ძნელი ყოფილა მღვდლის ცოლობა, თუკი შენზეც გადმოსულია ზეციური მადლი. ეს უღელი ემსუბუქება კიდეც, რადგან "ერთ სულ და ერთ ხორც" არიან თერთმეტი შვილის დედა და ღვთის მსახური - მამა ალექსანდრე. ორივეს ცხოვრების წესად უქცევია არქიმანდრიტ რაფაელის შეგონება: "თითოეული ოჯახი უნდა ჰგავდეს ეკლესიას. რაც უფრო მეტი მრევლი ეყოლება, მით უფრო ძლიერი იქნება იგი!" ჩემი ხალხი მუდამ შენატროდა ძმათა მრავალთა. თვლიდა, რომ მზე მათთვის დღეში ცხრაჯერ ამოდის.

კიდევ ბევრი, ბევრი კერა დღეში ცხრაჯერ გააბრწყინე, მზეო...

ეთერ თარიმანი
ამონარიდი წერილიდან
"კვირის პალიტრა" #14, 2004წ.
ბეჭდვაელფოსტა
15.09. 2014
karibChe.ambebi.ge
gmerto shen daloce da shen gaadziere mama aleqsandre tavisi usayvarlesi ojaxit !!!
15.09. 2014
xatuna
vgiJdebi am ojaxze!
15.09. 2014
inga
megona zrapars vkitxulobdi gmerto umravle chven qveyanas aseti mravalshviliani ojaxebi dreshi cxrajel gaabrwyine da gaadzliere
11.07. 2014
nana
ME MOMSWRE VAR ROGOR UDGAS MAMAOS GVERDSHI.MREVLTAN URTIERTOBS,RCHEVA DARIGEBEBS ADZLEVS.VISAC ROGOR SHEUDZLIA AMXNEVEBS DA EXMAREBA.SAOCARI WYVILIA.
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler