იესო ქრისტეს სახე
იესო ქრისტეს სახე
"სადაც ქრისტეს სახე შერყვნილია, იქ ირყვნება ან სრულებით ქრება ქრისტიანობაც"...
მთელი წმინდა წერილი ქრისტოცენტრულია, ძველი და ახალი აღთქმა ორ, ერთურთში ჩასმულ წრეს შეიძლება შევადაროთ. ქრისტე ძველი აღთქმის ცენტრია, რომლისკენაც წინასწარმეტყველთა გამოცხადებებსა და ტაძრის პირველსახეებს მივყავართ და ქრისტეა ახალი აღთქმის ცენტრიც, რომლისაგანაც მზის სხივებივით გამოდის სახარების მარადიული ნათელი და ღვთაებრივი ძალა მადლისა...

იესო ქრისტეს სახეზე და იმაზე, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ უდიდესი სიწმინდის დიდმა თუ მცირე შერყვნამ, გვესაუბრება არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი:

- მამა რაფაელ, რა ნაყოფი აქვს უფლის სახის შერყვნას?

- ქრისტეს მოსვლამდე, რაბინიზმის აღმოცენების ეპოქაში, მესიის სახე (ძირითადად ნაციონალური უტოპიის ზეგავლენით) შეირყვნა, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა: - ებრაელთა უმრავლესობამ ვერ იცნო და ვერც მიიღო იესო ნაზარეველი, ხოლო სადაც ქრისტეს სახე შერყვნილია, იქ ირყვნება ან სრულებით ქრება ქრისტიანობაც.

ადამიანის ცხონება მისი ფერისცვალებაა მაცხოვრის ხატის მიხედვით, სულიწმიდის მადლით.

- ადამიანები ხშირად კითხულობენ: - ნუთუ არ ცხონდება მწვალებელი, რომელიც ქრისტესთვის წამებას დაითმენს?

- ყოველ სექტასა და მწვალებლობაში თვით ქრისტეს სახეა შეცვლილი. ისმის კითხვა: - რომელი ქრისტესთვის გაწირა თავი მწვალებელმა? რომელი ქრისტეა მის სულში აღბეჭდილი არა ხილულად, არამედ სულიწმიდის მიერ? ვისთვის დათმო სიცოცხლე: - ჭეშმარიტი ქრისტესთვის თუ საკუთარი ყალბი წარმოდგენისათვის, ცრუ ქრისტესთვის, რომელიც, შეუძლებელია, მხსნელი და მაცხოვარი იყოს?!

ძველ მწვალებელთათვის, დოკეტებისთვის, რომელთაც იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეებში ახსენებს, ქრისტე რაღაც კოსმოსური ძალაა, მიწაზე ხორცით კი არა, აჩრდილის სახის ჰაეროვანი სხეულით მოსული. ასეთი სწავლება სახარების ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ჯვარცმასა და აღდგომას - უბრალო სცენურ წარმოდგენებად აქცევდა, ამიტომ იოანე, სიყვარულის მოციქული, ამ მწვალებლებთან ძმურ მისალმებასა და შინ მიღებასაც კი კრძალავდა.

შეუძლია კი ქრისტეს ასეთ სახეს, თეატრალურ ნიღაბს რომ მიაგავს, აცხოვნოს გნოსტიკოსი - მწვალებელი, თუნდ ამ უკანასკნელმა თავიც კი გაწიროს იდეისათვის - ილუზიური ქრისტესთვის?!

მოციქულთა ეპოქაში არსებობდა ებიონიტთა (ე. წ. "გლახაკთა") სექტა, რომლის სწავლებითაც ქრისტე ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანია, ძე მარიამისა და იოსებისა, რომელიც მთელი ძველი აღთქმის ატრიბუტიკისა და წეს-ჩვეულებათა დაცვას მოითხოვდა. განა შეეძლო ასეთ მესიას სიკვდილისაგან ეხსნა თუნდ საკუთარი თავი, არამცთუ სხვანი?!

გვიანდელი გნოსტიკოსების, ბასილიადისა და ვალენტინუსისთვის ქრისტე იყო ძალა ღმრთისა, ეონი, რომელიც მატერიალურ სამყაროში იმისთვის მოვიდა, რომ იქიდან სხვა ეონი, სოფია (სიბრძნე) გამოეყვანა. ამ სწავლებას ჯერ კიდევ მოციქულთა დროს ქადაგებდა პირველი გნოსტიკოსი სვიმონ მოგვი, XX საუკუნეში კი გნოსტიკურ ცთომილებებს თავი მოუყარა და განავრცო სხვა გნოსტიკოსმა - რუდოლფ შტაინერმა.

თალმუდის მიმდევართათვის იესო ქრისტე მრუშობის ნაყოფი და მატყუარაა, მაჰმადიანთათვის - ძე ქალწულისა და წინასწარმეტყველი, რომელიც, სხვათა შორის, არც ჯვარს უცვამთ და არც აღმდგარა, მის ნაცვლად სვიმონ კვირინელი აცვეს ჯვარს, ქრისტე კი, ელია წინასწარმეტყველის მსგავსად, ალაჰმა ზეცად აღიყვანა, ბოლო ჟამს იგი მიწაზე უნდა მოვიდეს, რათა მოკვდეს და მუჰამედის გვერდით, მედინაში დაიფლას.

ინდურსა და ევროპულ თეოსოფიაში ქრისტეს სახე ამორფული და არაერთმნიშვნელოვანია. ვივეკანანდასთვის - იოგას ცნობილი წინასწარმეტყველისათვის - იესო ქრისტე მითი და გამონაგონია, აბსტრაქტული მხატვრული სახე, რასაც ელენე ბლავატსკაიაც იზიარებს.

რამა კრიშნა, შიურე და სხვანი ქრისტეს ბუდასა და მუჰამედის მსგავს დიდ განდობილად მიიჩნევენ, თუმცა, ბუდას აშკარა უპირატესობას ანიჭებენ.

კრიშნაიტებს იესო ქრისტეს მისაკუთრება სურთ და თავიანთ სწავლებას განახლებულ სახარებას უწოდებენ, თან ამბობენ, რომ ქრისტე კრიშნას ერთ-ერთი განხორციელებათაგანია.

აღმოსავლეთის ოკულტურ სისტემათა შეტევამ ევროპასა და ამერიკაზე ინდოელი და ტიბეტელი გურუები აიძულა, რომ ქრისტეს სახე სხვა, ბნელი ძალით შეეცვალათ. ქრისტეს გარეშე ქრისტიანობა შიგნიდან აფეთქებული ციხესიმაგრესავით დაეცემა და ძველქრისტიანულ ტაძართა ადგილას თავად ევროპელები ააგებენ ბუდისტურ და შივაისტურ ბომონებს.

XX საუკუნეში ათობით პროვოკაციული განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს ნაპოვნია ძველი ხელნაწერები, სადაც ქრისტეს შესახებაა საუბარი. მას ვითომდა ტიბეტში უსწავლია, ჯვარცმის შემდგომ კი, გონდაკარგული, ლამებს განუკურნავთ და აღმოსავლეთში გაუპარებიათ, სადაც დაუსრულებია ცხოვრება. მის მეორე სამშობლოდ ზოგი ტიბეტს ასახელებს, ზოგი - ბირმას და ზოგიც - იაპონიას... ერთ-ერთი იაპონური გვარი ქრისტეს თავისი შტოს ფუძემდებლადაც მიიჩნევს (ვითომ მან იაპონელ ქალზე იქორწინა) და მის საფლავსაც მიუთითებენ.

ინდოელი ბრაჰმანები სასტიკად შეეწინააღმდეგნენ ქრისტიანობას. მოციქულთა ქადაგებამ მხოლოდ სამხრეთ ინდოეთში ჰპოვა ნიადაგი, რომელიც დრავიდთა ტომებით იყო დასახლებული. ინდოელმა ქურუმებმა ქრისტიანობასთან ბრძოლაში ისეთი ტაქტიკა გამოიყენეს, რაც ელინისტურ სამყაროს აზრადაც არ მოსვლია - სახარება ბუდიზმისა და ბრაჰმანიზმის უხეირო ვარიანტად გამოაცხადეს... ზოგი სახარებისეული იგავი და ეპიზოდი შემდგომში რთული ინტერპრეტაციის შედეგად ბუდას ბიოგრაფიასა და ინდურ მითოლოგიაში შევიდა, მაგრამ ბუდას ცხოვრების ადრინდელი და შემდგომდროინდელი ვარიანტების ზედაპირული გადახედვაც კი საკმარისია იმ ჩამატებებისა და ინტერპრეტაციების შესამჩნევად, უცხო ტანსაცმლიდან ჩადგმულ საკერებლებს რომ მიაგვანან. ასეთივე მეთოდით ხელმძღვანელობენ ძველ ქურუმთა მემკვიდრე თანამედროვე გურუებიც და ამტკიცებენ, რომ მათი სწავლება - იგივე ელიტარული და ეზოთერული ქრისტიანობაა...

- შტაინერი ახსენეთ...

- ქრისტიანობის შერყვნაში გნოსტიკოს-მანიქეველმა შტაინერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა... მისთვის, ისევე, როგორც იუდეველი ებიონიტებისათვის, იესო ქრისტე იოსებისა და მარიამის ქორწინების ნაყოფია... ახალშობილში სხვა, ადრე გარდაცვლილი ყრმის, იესოს სული ჩასახლდა, ამრიგად, ბავშვში ორი სული ცხოვრობს (შეგახსენებთ, რომ სიტყვა "შიზოფრენია" გაორებას ნიშნავს)...

შტაინერის იესო სუსტი, ზნეობრივად ნაკლული ადამიანია, როდესაც წარმართები ემუქრებიან, მზადაა, კერპებს მსხვერპლი შესწიროს, ანუ, განუდგეს ღმერთს და ოდენ გულის შეღონება იხსნის ამისგან...

30 წლის ასაკში იესოზე გადადის ქრისტე - მზის ეონი, რომელიც შვიდ ელოჰიმს, ანუ შვიდ კოსმოსურ სულს შეიცავს. იეჰოვა მთავარანგელოზ მიქაელთანაა გაიგივებული.

ჯვარცმისას იესოს სხეული გოლგოთის რომელიღაც ნაპრალში ჩავარდა და იქვე ჰპოვა სამარე. არ არსებობს ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომა, პასექი ილუზიაა, აღდგება მხოლოდ ქრისტეს ჰაეროვანი სხეული, რომლითაც იგი 19 საუკუნის შემდეგ კვლავ უხილავად მოევლინა სოფელს (1914 წელს).

შვეიცარიაში, ანთროპოსოფიური ტაძრის გახსნაზე, სადაც წარმართულ ღმერთთა გამოსახულებები დგას, შტაინერმა დაუფარავად განაცხადა, რომ მისი მისია წარმართობის რეაბილიტაციაა და ამ ძველ, გნოსტიკურ მწვალებლობას, უფრო ზუსტად კი ნაირ-ნაირ მწვალებლობათა თაიგულს, ჭეშმარიტ ქრისტიანობად ასაღებენ და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ იგი სახარებას და ეკლესიას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, აღრმავებს.

სხვათა შორის, შტაინერის მთავარი თხზულება რომელსაც "მეხუთე სახარება" ეწოდა, ნაკლებადაა ცნობილი შტაინერის თანამედროვე მიმდევართა შორის. შესაძლოა, მას შეგნებულადაც უმალავენ საზოგადოებას, რომ ნაადრევად არ დააფრთხონ ახალმოქცეულნი, შტაინერმა ხომ ქრისტე ზარატუსტრას განხორციელებად გამოაცხადა.

- რაც შეეხება ლიტერატურულ პროფანაციებს?

- იესო ქრისტეს სახის შერყვნაში წვლილი ლიტერატურასაც მიუძღვის, ამ პროფანაციათა სათავეში დგას რენანი, რომელმაც რაღაც რომანტიკული დეტექტივისმაგვარი წიგნი "იესო ქრისტეს ცხოვრება" შექმნა, რისთვისაც ბელგიელ მასონთაგან საჩუქრად ოქროს კალამიც მიიღო, რომის პაპმა კი მთელ კათოლიკურ სამყაროში სამდღიანი მარხვა გამოაცხადა, რითაც კაცობრიობის ზნეობრივ დაცემაზე მიუთითა, რის ფონზეც მგავსი ლიტერატურული სიბინძურის შექმნა გახდა შესაძლებელი. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რენანი იეზუიტების აღზრდილი გახლდათ.

რენანის ლიტერატურული ტრადიციები მიხეილ ბულგაკოვმა განაგრძო რომანში "ოსტატი და მარგარიტა", სადაც ქრისტე გულუბრყვილო უტოპისტად და უნებისყოფო მეოცნებედ წარმოგვიდგება, უღიმღამო და გაწელილი ქადაგებების გარდა არაფრის მოცემა რომ არ ძალუძს...

იესო, რომელსაც ბულგაკოვი იეშუად იხსენიებს, თითქოს მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ სხვა სახეს გაუსვას ხაზი - ვოლანდს, რომელიც იგივე სატანაა, ოღონდ არა ქრისტიანული, არამედ მანიქეველური მნიშვნელობით. იგია ბნელეთის თავადი, რომელიც ბოროტების სახით სიკეთეს სჩადის, მაშინ, როცა იეშუა სიკეთის სახით ბოროტებას იქმს.

რომანში ბულგაკოვი ცდილობს, შეუმჩნევლად შემოგვაპაროს აზრი, რომ სახარებისეული ქრისტე - მოციქულთა გამონაგონია, ანუ, ნეოპლატონიკოს პორფირიუსისა და ეკლექტიკოს იულიანე განდგომილის აზრს იმეორებს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ იესო ცუდი კაცი არ იყო, მაგრამ მოციქულებმა მისგან ძე ღმერთი შექმნეს...

რომანის აპოთეოზი - ვალპურგის ღამეა, რომელიც ლიტერატურული ოსტატობით გოეთეს ვალპურგის ღამესაც ექიშპება...

ბულგაკოვის ხაზს აგრძელებს და რელიგიურ თემას ირჩევს ჩინგიზ აითმატოვი, ოღონდ უკვე ათეისტურ და არა მისტიკურ ასპექტში.

აითმატოვი იმეორებს კონსტანტინ მერეჟკოვსკის კონცეფციას, თითქოს ქრისტეს სიდიადე მისი სულისა და სწავლების სიდიადეში კი არა, იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯვარს აცვეს და ტრაგიკულად აღესრულა.

სამწუხაროდ, მსგავს მაგალითთა მოხმობა მრავლად შეიძლება.

ბოლო ხანს გამოჩნდა ქრისტეს სახის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია - ქრისტე - კოსმონავტი. ინგლისის ეკლესიაში არსებობს სექცია, სახელად "ქრისტე - კოსმონავტი", რომელსაც ეპისკოპოსი რობერტსონი ხელმძღვანელობს. აქ შობის ვარსკვლავი, მოგვებს ბეთლემამდე რომ წინ უძღოდა, კოსმოსურ ხომალდად ცხადდება, ქრისტეს ამაღლება კი იმ უმაღლეს ცივილიზაციებთან დაბრუნებად, რომელთაც იგი დედამიწაზე მოავლინეს.

აქ მხოლოდ ქრისტეს სახის უხეშ დამახინჯებებზე ვისაუბრეთ, თორემ ნებისმიერი, თუნდ უმნიშვნელო დოგმატური გადახვევა სრულებით ცვლის მაცხოვრის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია შეურყვნელად დაცული...

ქრისტე - ქრისტიანობის გულია, თუ გულს ხანჯლის უწვრილესი წვერით განგმირავენ, სხეულს სულ რამდენიმე წვეთი სისხლი დააჩნდება, მაგრამ ადამიანი მაინც მოკვდება.

ცხონება ნიშნავს ვემსგავსოთ ქრისტეს სულიწმიდის მადლის მოხვეჭის წყალობით. ქრისტე უხილავად მყოფობს ეკლესიაში, საეკლესიო ღვთისმსახურებაში, საიდუმლოებებსა და წესებში, ხატებსა და საგალობლებში, ამიტომ ქრისტესმიერი ცხოვრება - ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას ნიშნავს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler