"აი, სულ ეს არის ჩემი ცხოვრების ,,დიდი ისტორია"...
"აი, სულ ეს არის ჩემი ცხოვრების ,,დიდი ისტორია"...
ისეთი დიდი მესიტყვე, როგორიც იოსებ ბაიაშვილია, საბედნიეროდ, სხვებიცა გვყვანან. დღეიდან აღარ დავიხვალიებთ და საქართველოს ამ ნამდვილ საგანძურს დროდადრო მაინც გამოვაბრწყინებთ და ალბათ, საკუთარ თავს დავემდურებით, რომ კარგა ხანს ამ სამყაროს მიღმა ვცხოვრობდით...

იოსებ ბაიაშვილს ვაჟა-ფშაველა ჰყვარებია ყველაზე მეტად და ვინც იცნობდა, ყველა დაგიმოწმებთ, - თავადაც ვაჟას სურნელი ჰქონდაო...

წერა-კითხვა თავისით ისწავლა, - სიპ ქვაზე ლურსმნით ამოკაწრა პირველი ასოები, რადგან არც რვეული ჰქონდა და არც ფანქარი... თუმც კი, უმჯობესია, თავად იოსებს მოვუსმინოთ (თავისი ,,ავტობიოგრაფია" გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, ვახუშტი კოტეტიშვილის თხოვნით დაწერა და შემოკლებით გთავაზობთ).

"მე, იოსებ მიხეილის ძე ბაიაშვილი დავიბადე 1908 წლის 2 დეკემბერს (ძველი სტილით) თიანეთის რაიონის სოფელ ზემო შარახევში, ბუჭყინტის ტერიტორიაზე, სახელდობრ, "ქვისკარებში"... ამიტომ ჩემს თავს ფსევდონიმად "ქვისკარელი" ვუწოდე. მამაჩემი, მიხეილი, იყო გლეხი, პროფესიით მიწის მუშა, წერა-კითხვის მცირე მცოდნე. დედაჩემი, მეწყინა ხიწვას ასული - დიასახლისი, წერა-კითხვის უცოდინარი. მყავდა ოთხი და: ქალთათავი, დედუკა, თამარი და ბაბალე. ყველანი ერთად ვიზრდებოდით, დედ-მამის ოჯახში.

ბავშვების საქმიანობა წლოვანების მიხედვით იყო განაწილებული: პირველად მე საფქვავს მიყენებდნენ და ჩემს პატარა დას, ბაბალეს მამწყემსვინებდნენ. ჩემზე უფროსი და, ქალთათავი, ხბორებს მწყემსავდა, იმაზე უფროსი და, დედუკა, ცხვრებს უვლიდა, სულ უფროსი და, თამარი კი - ძროხებს მწყემსავდა.

სახლთუხუცესობა პაპაჩემ ოდიგარს ჰქონდა ჩაბარებული, საოჯახო საქმე კი - დედ-მამათ ხვედრი იყო. ასე მიდიოდა წლები...

მერე ჩვენი ასაკის მიხედვით ჩვენი საქმიანობაც იცვლებოდა: - უფროსი დები დედ-მამას ამოუდგნენ გვერდში, საოჯახო საქმეში, ჩვენ კი - იმათი მოვალეობა ჩაგვბარდა.

იმ დროისათვის ჩვენს ოჯახში მხოლოდ ერთადერთი წიგნი მოიპოვებოდა, რომელსაც "კალენდარს" ეძახდნენ. ისიც მამაჩემს იმიტომ ჰქონდა შეძენილი, რომ მოსალოდნელ ამინდსა წინასწარმეტყველებდნენ და საუფლ-უქმეებს გებულობდნენ ამ წიგნიდან...

უქმის გატეხვა ღვთის წინაშე დიდ ცოდვად იყო მიჩნეული და ოჯახის მარცხს გამოიწვევდა.

როცა წამოვიზარდე, მამამ დედაენა მომიტანა. მეტყოდა ხოლმე: - წერა-კითხვა აუცილებლად უნდა იცოდეს კაცმა, მეტი სწავლა კი გლეხისთვის საჭირო არ არისო... ამას რომ ისწავლი და წერა-კითხვაც გეცოდინება, მერე ვაჟა-ფშაველას ლექსების წიგნსაც მოგიტანო...

ანა-ბანა, როგორც იქნა, გავიზეპირე. ეს ის დრო იყო, როდესაც მამა სამუშაოზე მიყოლებდა ხან მეხრედ, ხან სათიბში, ხანაც სხვა რომელიმე საქმეზე...

როცა ვისვენებდით, მამას ლექსებს ვათქმევინებდი. მამა ხშირად მიყვებოდა ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონიდან", "სტუმარ-მანპინძლიდან", "აფშინა-გოგოთურიდან" და ლექსებიდან, რაც კი ზეპირად იცოდა. ეს ლექსები ძალიან მიტაცებდა და მენატრებოდა, რომ მე თვითონ შემძლებოდა მათი წაკითხვა.

ანბანი რომ გავიზეპირე, ახლა წაკითხვა გამიხდა დასატირად. როგორც იქნა, პირველად ოთხი ერთად შეერთებული ასოთი მივხვდი, რომ "ქაფი" ამოვიკითხე. სიხარულისგან კინაღამ ვიყვირე. ახლა საჭირო იყო, წერაც მესწავლა. ამაში დამეხმარა ანბანის წიგნში ხელნაწერი ასოების ნიმუში. პირველად მეც "ქაფი" დავწერე სიპ ქვაზე ლურსმნით. რვეული და ფანქარი ჯერ კიდევ არა მქონდა. ასე გავხდი წერა-კითხვის მცოდნე.

რაც შეეხება ჩემს პოეტურ ალღოს, ეს მე ბუნებრივად დამყვა ბალღობიდან. ჯერ კიდევ, ვიდრე წერა-კითხვას ვისწავლიდი, გავლექსავდი ხოლმე ყველაფერს, რაც ჩემ გარშემო ტრიალებდა და რასაც ჩემი იმდროინდელი გონება სწვდებოდა. ამ მიმართულებით ჩემი გარდატეხა, ძირითადად, ვაჟას ლექსების სიყვარულს ეკუთვნის. მისმა წიგნმა გააღრმავა ჩემში ეს ალღო.

გავიდა დრო, მერე თანდათან ფანქარი და ქაღალდიც ვიშოვე და დავიწყე საკუთარი ლექსების წერა, მაგრამ ესეც ჩემთვის სახიფათო გამოდგა. ერთხელ ძაან მაგრად მცემეს ლექსის გამოთქმის გამო, ერთხელაც მიჩივლეს, - ლექსით ცილი დაგვწამაო... წინააღმდეგობა ლექსების გამო იმთავიდან ამთავამდის ძალიან ბევრი შემხვედრია, მაგრამ ჩემი ერთადერთი სისხლხორცეული საქმე მაინც ლექსია.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჩემს საქმიანობაზე. მე ასე ვარ მიჩვეული: - მთელი დღე რომ მაგიდასთან ვიჯდე და ვიფიქრო, ორ კუპლეტსაც ვერ დავწერ, როცა ვმუშაობ სათიბში, სადურგლოში ან სადმე მივდივარ, ლექსის მუზა მაშინ მომიზღვავდება. ეს ბლოკნოტი და ფანქარი მუდამ თან დამაქვს, საცა ამოტივტივდება ესა თუ ის სიტყვა, ლექსი, იქვე ჩავიწერ და ამიტომაც აქვს ჩემს ლექსებს ცხოვრებისეული ელფერი.

1926-27 წლებში ჩვენს სოფელში გაიხსნა სკოლა და მეც იქ დავიწყე სიარული. აქ ვისწავლე არითმეტიკა და გამრავლების ტაბულა. არითმეტიკამ ძალიან დამაინტერესა და კარგადაც დავეუფლე.

აქაც, სკოლაში, მასწავლებელი ბაბალე ლამურაძე ხშირად მაწერინებდა ლექსებს და ათავსებდა სკოლის კედლის გაზეთში. ამანაც გააღრმავა ჩემში ლექსის ამოთქმის სტიმული. აგრეთვე, სკოლის საბჭოსთან არსებული ქოხ-სამკითხველო მაწერინებდა ლექსებს და ათავსებდა თავის კედლის გაზეთში.

სწავლის გაგრძელების საშუალება არა მქონდა იმის გამო, რომ ჩემი დები დათხოვდნენ, დედ-მამა დაბერდა და მეც ცოლი თხუთმეტი წლისას მომიყვანეს. შვილები გვეყოლა, ოჯახი მოითხოვდა გლეხური ცხოვრების გაგრძელებას.

1928 წელს არტნის სასოფლო საბჭოს რწმუნებულ-აგიტატორად დავიწყე მუშაობა...

1935 წელს მთის სოფელში შეიქმნა კოლმეურნეობები. 1940 წელს ამირჩიეს ჯერ შარახევის სასოფლო საბჭოს მდივნად, სამი თვის შემდეგ კი - სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ.

1951 წელს გადმოვსახლდი წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში.

ოჯახში მყავს ორი გოგო და ერთი ბიჭი, შვილიშვილები და ერთიც ჩემსავით მოხუცი დედაკაცი.

აი, სულ ეს არის ჩემი ცხოვრების დიდი ისტორია."


მხატვარი თენგიზ მირზაშვილი: - "ისე მოხდა, რომ იოსები და მისი ლექსები ერთდროულად გავიცანი... მერე, ღრმად რომ ჩავუკვირდი, ვიფიქრე, - ალბათ, მსგავსი გრძნობა დამეუფლებოდა, ვაჟა-ფშაველა რომ მენახა-მეთქი, ისეთი სურნელი ჰქონდა მის ლექსებს... გარშემო თითქოს სინათლეს ასხივებდა, ძალიან ნაღდი კაცი იყო და ამას ყველა იგრძნობდა, ბაიაშვილს ვინც ნახავდა..."

ამირან არაბული:
- "იოსებ ბაიაშვილთან ყოველგვარი სახოტბო სიტყვა ძალას კარგავდა. უამრავი ლექსი შექმნა და იქიდან ერთი ფრაზა, შესიტყვება ან ტაეპიც რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, თუ რა პოეტურ პოტენციალს და ნიჭს ფლობდა მათი ავტორი.

მთელი არსებით მთასთან და მთის გარემოსთან იყო დაკავშირებული, უაღრესად თავისებური და ღრმა ფილოსოფიური ხედვა ჰქონდა, ბევრი მისი ლექსი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური ლირიკის ნამდვილი შედევრია და მათ ავტორობას ნებისმიერი პოეტი სიამოვნებით დაიჩემებდა...

დრო გავა, ცხოვრება თავის ბუნებრივ მდინარებას დაუბრუნდება და, იმედია, მაშინ მაინც გამოჩნდებიან განსაკუთრებული ბრწყინვალებით ისინი, რომლებსაც ხალხურ მელექსეებად მოვიხსენიებდით... დღემდე ისინი ჩრდილში დგანან და მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ"...

ვახუშტი კოტეტიშვილი:
- "1978 წლის შემოდგომა იდგა. ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციიდან დამირეკეს, - ხალხურ პოეზიაზე გადაცემას ვამზადებთ, მსახიობები წაიკითხავენ ლექსებს და ბოლოს გვინდა, რომ თქვენ და ალექსი ჭინჭარაულმა ფშაურ კაფიაზე ისაუბროთ და ნიმუშებიც წაიკითხოთო...

მსახიობთა ფონზე ჩვენი ჩახლეჩილი ხმები, მოუხეშავი მოძრაობები და ფშაური კაფიის თამამი, უბოდიშო იუმორი მეტისმეტად კონტრასტულად ჟღერდა.

როგორც გაირკვა, ჩემი და ალექსის არაპროფესიული საქციელი და დაბნეულობა უშუალობად იქნა აღქმული და მოწონებული...

ეს გადაცემა მოისმინა ფილარმონიის დირექტორმა, დორიან კიტიამ და ახალი იდეაც გაუჩნდა: - ჩამოგვევლო სოფლები, მოგვეკრიბა მელექსეები და ფილარმონიაში ხალხური პოეზიის საღამო გაგვემართა...

შედგა შემოქმედებითი ჯგუფი ალექსი ჭინჭარაულის, მხატვარ თენგიზ მირზაშვილის და ჩემი შემადგენლობით.

პირველი გასვლა შირაქში გვქონდა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში, ვინაიდან ქვემო ქედში იოსებ ბაიაშვილი გვეგულებოდა, არხილოსკალოში კი - ივანე წიკლაური, რომელთა თითო-ოროლა ლექსი ხალხში გვქონდა გაგონილი...

ჯერ ქვემო ქედში ჩავედით პირდაპირ კოლემურნეობის მაშინდელ თავმჯდომარეს, იოსებ ჯღუთაშვილს შევეყარენით.

- მაგაზე იოლი რა არის, ერთ მაგარ მელექსეს ახლავე მოვაყვანინებ, თქვენ მანამდე ღუმელს მიეფიცხენით, ძვალ-რბილი გაილღვეთო (1979 წლის იანვარი იდგა).

თუნუქის აგუზგუზებულ ღუმელს შემოვუსხედით და გავაბით საუბარი. ხან მთისა ვთქვით, ხან - ბარის და ამასობაში ერთი ხანდაზმული კაციც მოგვიყვანეს... ის იოსები აღმოჩნდა, ბაიაშვილი. მოხუცი იყო, მაგრამ თვალები ჯეელურ-ეშმაკურად უღიმოდა. თავიდან უნდობლად გვიყურებდა: - ჩემი ლექსები ბევრმა თქვენისთანამ ჩაიწერა, მაგრამ წიგნად გამოქვეყნებას კი ვერ ვეღირსე, თქვენიც დიდი ბოდიში, მაგრამ არა მჯერაო.

ჩვენ სულ თავები დავიხოცეთ: - აი, ძია იოსებ, ნახავთ, რა კაი ხალხი ვართ, როგორი პატივით წარმოგაჩენთ, ოღონდ რამე გვითხარიო.

როდესაც ჩემს ხელში მომარჯვებული მაგნიტოფონი შენიშნა, მეტი ნდობით განიმსჭვალა, ღუმელთან ჩამოჯდა და დაიწყო...

ღრმა ფილოსოფიურ ლექსებს სატრფიალონი ენაცვლებოდნენ, სამგლოვიარო-მოსაგონართ - სალაღობო-სახუმარონი და ჩემი მაგნიტოფონის ორსაათიან კასეტას რომ არ ეცნობებინა, ვერც კი შევნიშნავდით დროის მსვლელობას.

იჯდა მოხუცი ბრძენკაცი, ამავე დროს - ნამდვილი გლეხი დაკოჟრილი, ნაჯაფი ხელებით, რომლებსაც ადგილს ვერ უძებნიდა და მისი პირით თითქოს მიწა ბუბუნებდა, სამშობლოს მიწა, - სადა, უბრალო და დიადი... ეს იყო თითქოს ქართული ხალხური პოეზია ერთ პიროვნებაში მოქცეული, როგორც ბოთლში - ჯინი, რომელმაც ამოსავალი გზა იპოვა და ერთბაშად ამოხეთქა... დამუნჯებულნი ვუსმენდით და ლექსსა და ლექსს შორის პაუზებს ჩვენი აღტაცების გამომხატველი უაზრო შორისდებულები ავსებდა. ეს მართლაც სასწაული იყო...

იოსებ ბაიაშვილი გახლავთ მართლაც დიდი მესიტყვე იმ ხალხისა, რომელმაც უაღრესად თვითმყოფი, მრავალსაუკუნოვანი უმდიდრესი სიტყვიერი კულტურა შექმნა და სასწაული სწორედ ის არის, რომ ეს კულტურა არქეოლოგიური განათხარი ან წიგნებიდან მომდინარე ცოდნა კი არ არის, დღესაც ცოცხალია და ისეთ გარეგნულად შეუმჩნეველ პიროვნებებს დააქვთ, როგორიც იოსებ ბაიაშვილი იყო.

იგი 1983 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის სასაფლაოზე განისვენებს...

უცნაურად გარდაიცვალა: - თითქოს გული უგრძნობდა, მთელ თავის სანათესავოს მოუყარა თავი, - ხატში ავიდეთ, ვილოცოთო... თავის ლექსებშიც ხომ ყოველთვის მიტოვებულ მთას მისტიროდა, იქ დარჩენილ ხატ-სალოცავებსა და წინაპართა საძვალეებს, იქ სიკვდილს ნატრობდა...

სწორედ ხატის გზაზე უეცრად დაჩოქილმა შვილიშვილის კალთაში დალია სული"...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler